მთელი ძალით იბრძოლეთ ქრისტეს სიყვარულისთვის
მთელი ძალით იბრძოლეთ ქრისტეს სიყვარულისთვის
გვესაუბრება ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

- ქრისტიანული ცხოვრების გულმოდგინება მტკიცდება ნათლისღების, სინანულის მადლით. გულმოდგინებას, როგორც შინაგან ცეცხლს, მუდმივად მიჰყავს ჩვენი ძალები სათნოებისაკენ. ის კი კეთილი საქმეების უწყვეტობით ნერგავს ადამიანის სულსა და გულში კეთილგანწყობილებას. ქრისტიანული ცხოვრების წყარო და სიძლიერე სწორედ ისინია. აუცილებელია დავახმაროთ გულმოდგინება, შრომა და დაუღალავი ზრუნვა, სანამ სულში არ განმტკიცდებიან და არ გაძლიერდებიან. ეკლესიის მამები ბრძანებენ: "ახალდარგული ხე შეიძლება ადვილად ამოითხაროს, ხოლო ფესვგადგმულს ძალისხმევა სჭირდება". ასევეა კეთილი განწყობილებები, რომელიც საღვთო ცხოვრების დასაწყისში მერყევი და არასტაბილურია, ხოლო შემდეგ უფრო განმტკიცდებიან და ჩვეულებად იქცევიან და ადამიანის ცხოვრების წესად ყალიბდებიან. უმთავრესი ამ სულიერი წინსვლის და ღმერთთან ურთიერთობის სწავლაში რაც გვეხმარება, კეთილგონიერი მოძღვარია. მისი როლი დიდია ადამიანის სულის განვითარებაში. მოძღვარს უნდა ჰქონდეს სულიერი სიღრმე, გამოცდილება, ერთგულება, წმინდა ცხოვრების წესი, რათა პრაქტიკულად ასწავლოს სულიერ შვილს, როგორ მოიხვეჭოს სულიერი ცხოვრება და მადლი. თანამედროვეობის დიდი მოძღვარი ბერი პაისი ათონელი ბრძანებს, - მოძღვარს სჭირდება შერჩევა და არჩევანის პროცესში ადამიანს ეხმარება გული და სინდისის ხმა, რომელიც ღვთის თვალია ადამიანის სულში.

გულში კეთილი განწყობილებების ჩანერგვით განიდევნება ბოროტი და სული უფრო და უფრო წმინდა ხდება. ამის საფუძველზე შეიძლება განვასხვავოთ კეთილშობილი ქრისტიანის სხვადასხვა მდგომარეობა, მისი სულიერი ცხოვრების სხვადასხვა ასაკი. ღვთისმეტყველებაში ეს ეტაპები ბუნებრივი ასაკის ანალოგიურად აღინიშნება, მაგალითად: ჩვილობის (ყრმობის), ჭაბუკობის და ზრდასრული ასაკი. წმინდა მამებთანაც მინიშნებულია ასევე სულიერი ზრდის სამი საფეხური: დაწყებითი, მომსწრები (მოწიფულობის) და სრულყოფილი, ანუ მოქცევის, განწმენდისა და კურთხევისა.

ასეთი დაყოფა პირობითია, რადგანაც რამდენადაც შეუძლებელია ერთი სულიერი ასაკიდან მეორეში გადასვლის საზღვრების დადგენა, ამ ხარისხთა თვისების განსაზღვრა ძნელია. სულიერი ზრდის საერთო კანონი ისეთია, რომ მისი ჩასახვიდან სრულყოფილ განვითარებამდე ანუ მთელი თავისი სიწმინდისა და სისავსის გამოვლინებამდე მთელი დრო გადის ღვაწლსა და ბრძოლაში, ბოროტების აღმოფხვრასა და სიკეთის ჩასახვაში.

ყრმობის ასაკი
- ისინი, ვინც მხოლოდ ახლა იწყებენ ქრისტიანულ სულიერ ცხოვრებას. ამ ასაკზე წმინდა მოციქული იოანე ამბობს: "ამას გწერთ, შვილნო, ვინაიდან მისი სახელით მოგეტევათ თქვენი ცოდვანნი. ამას გწერთ, მამანო, ვინაიდან შეიცანით დასაბამიდან მყოფნი. ამას გწერთ ჭაბუკნო, ვინაიდან სძლიეთ ბოროტი".(1 იოანე 2.12-13).

სულიერი ყრმობის ასაკში ადამიანში უნდა ჩამოყალიბდეს სულიერი ცხოვრების მიზნები და შესწავლილი იქნეს ის ძირითადი პრინციპები, რომლითაც ადამიანი საკუთარ თავში ბოროტებას შეებრძოლება. ასევე სწავლება, თუ როგორ უნდა შეიყვაროს მოყვასი და ისწავლოს ქრისტიანის შესაფერისი ხალხთან ურთიერთობა. ეს რთული, მაგრამ ტკბილი ეტაპია ადამიანის სულის განვითარებისა. ბერი ეფრემი შეგვაგონებს: "ნუ მიაქცევ ყურადღებას, შვილო, რასაც მაცდური ეშმაკი ჩაგვრჩურჩულებს. ის თავისი ხელოვნებით შენს გამასხარავებას ცდილობს, რომ დაგაბნიოს, სასოწარკვეთამდე მიგიყვანოს და ჯოჯოხეთის სიმწარე იგემო. წარწყმედილებიც ხომ სასოწარკვეთილნი არიან იმის გამო, რომ ვერასოდეს ამოვლენ სატანჯველიდან, რადგან ჯოჯოხეთში სინანული არ არსებობს.

მთელი ძალით იბრძოლეთ ქრისტეს სიყვარულისთვის. ეშმაკი დღე და ღამე ცდილობს, ღვთისთვის უხმარი ჭურჭელივით დაგვისაკუთროს. მოდით, ჩვენც შევერკინოთ მას, რომ ჯვარცმულის ჭურჭელი გავხდეთ, ვარცხვინოთ ეშმაკი და ვადიდოთ ის სიყვარული, რომელმაც ჩვენთვის ყოვლადწმინდა სისხლი დაღვარა!

სასტიკი ბრძოლა გამართეთ, ნუ გეშინიათ. წინ ჩვენი უფროსი ძმები, ანგელოზები მიგვიძღვიან და ჩვენთან ერთად იბრძვიან. ისინი ეშმაკებზე მრავალნი და ძლიერნი არიან; ასე რომ, გამხნევდით. ჭეშმარიტი ცოდნით აღიჭურვეთ, რადგან ჭეშმარიტება ისე იცავს მებრძოლს, როგორც ყოვლისშემძლე იარაღი". აი, ასეთი შეგონებებითა და სწავლებით უნდა იზრდებოდეს ქრისტიანი და ისწრაფვოდეს სიწმინდის მოსაპოვებლად. თანამედროვეობის მძიმე სენი ღვთისაგან განდგომილება ადამიანს ჯოჯოხეთურ სასოწარკვეთილებას აძლევს. ეს მძიმე სენი თანამედროვე ქრისტიანებშიც ჩასახლდა და ადამიანს აწამებს. იარაღი წამებისა არის სასოწარკვეთილება და სულიერი ძალების გამოცლა, რომლის შემდეგაც ადამიანი კარგავს თავისუფლებას, თვითმყოფადობას. რატომ დაემართა ეს თანამედროვე ქრისტიანს? პასუხი მარტივია. დომინანტური ადგილი აღარ უკავია უფალს მის სულში, მთავარი მიწიერი კეთილდღეობაა და ღმერთი მისგან შორს მყოფი არსებაა, რომელთან მისვლაც შეუძლებლად მიაჩნია. ამ დროს ის ჩვენშია, გულში იმყოფება. ეძიე და მყისვე დაინახავ, რომ განკაცებული ქრისტე შენი გულის ბაგაშია და მოგიხმობს ცხონებისაკენ. ტკბილ ხარ შენ, უფალო, - აღმოგხდება ბაგეებიდან სიტყვანი ესე და შეუდგები უფალს, გაიცნობ მას და მიხვდები, რომ თურმე სცდებოდი, განკიცხავ საკუთარ თავს და მიენდობი ღმერთს, რომელიც შენშია და ის არასოდეს გტოვებს.

წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ურჩევს ყრმობაში მყოფ ქრისტიანებს მარხვას, შრომას, მღვიძარებას, მდუმარებას, ცრემლებს და სხვა.

ჭაბუკობის ასაკი - ესაა დრო ვნებების აღმოფხვრისა და განწმენდისა. საკუთარ თავში სიკეთის ჩანერგვით იწყება განდევნა ბოროტისა. ამ ასაკში ბოროტება სისტემურად იდევნება, რაც ქრისტიანის განწმენდას ემსახურება. ქრისტიანული განათლების შეძენით ადამიანი ებრძვის ცოდვას. ცოდნა იმისა, თუ როგორ ვიბრძოლოთ ბოროტების წინააღმდეგ გვეხმარება იმაში, რომ ჩვენ თვითგამორკვევა მოვახდინოთ და ამ შემთხვევაში ქრისტიანი მძიმე სენისგან, რასაც ხიბლი ჰქვია, თავისუფლდება. რეალურ ბრძოლაში ერთვება და ეძლევა იმედი სულიერი გადარჩენისა, იმედი სრულყოფილებამდე მიღწევისა და საუკუნო მადლთა მიღებისა. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამ სულიერ ასაკს მიაწერს უანგარობას, სიმშვიდეს, საიმედოობას, უბიწო ლოცვას.

სრულყოფილი (მამაკაცური) ასაკი - ეკლესიის მამები ბრძანებენ, რომ ესაა სულიერი ასაკის ის ეტაპი, როდესაც ქრისტიანი ხანგრძლივი ღვაწლით და ღვთის დახმარებით ამარცხებს ცოდვიან ვნებებსა და აღწევს ქრისტიანული სრულყოფილების მაღალ ხარისხს. ამ ასაკის შესახებ საუბრობს წმინდა მოციქული: "ეს მოგწერეთ, მამანო, რადგანაც შეიცანით დასაბამითგან მყოფნი" (1 იოანე 2.14). ნამდვილ მამაკაცს ახასიათებს მამაცობა, სიმტკიცე, ურყეობა, გამოცდილება და ძალთა სრული განვითარება.

როგორც წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, ზნეობრივი სიმტკიცის, სრულყოფილი ცოდნის საშუალებით სულიერი კაცები მზად არიან, უხელმძღვანელონ სხვებსაც სარწმუნოების ერთობისა და ღვთის ძის შეცნობაში და ამიტომაც იწოდებიან მამებად.

დედამიწაზე არაფერია ქრისტიანულ ჭეშმარიტ სათნოებით ცხოვრებაზე მაღალი. ბევრი რამ არის ამქვეყნად პატივისცემის ღირსი: ხელოვნება, მეცნიერება, სიმდიდრე და პატივი, მაგრამ მათ არ ახლავს სათნოება. "რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავის სულის სანაცვლოდ? (მათე 16.26). დედამიწაზე არაფერი შეედრება ქრისტიანულ სათნოებას ღირსებით, რადგანაც რაა მიწიერი ცხოვრების მთავარ მიზანზე - ცხონებაზე მთავარი? იგი მიიღწევა, მხოლოდ ქრისტიანული სათნოებებით. რა არის ღმერთთან ურთიერთობაზე უნეტარესი? იგი განუყოფელია ქრისტიანული სათნოებისგან.

სათნოების მომხვეჭელი იხვეჭს დაუტაცებლად. ადამიანმა შეიძლება დაკარგოს მიწიერი დიდება, სიცოცხლე, მაგრამ სათნოებები, რომლებიც მოიპოვა ღვთის სამსჯავრომდე მიჰყვება.

წმინდა სილუან ათონელი ბრძანებს: "ყოველმა სულმა, რომელმაც დაკარგა სიმშვიდე, უნდა მოინანიოს, უფალი შეუნდობს ცოდვებს... მაშინ დამკვიდრდება სულში სიხარული და სიმშვიდე. სხვა მოწმეები არ არიან საჭირო, თვითონ სულიწმიდა დაამოწმებს, რომ შეცოდებანი მიტევებულია. აი, რა არის ნიშანი ცოდვების შენდობისა: თუ მოიძულე ცოდვები, მაშასადამე, უფალმა გაპატია ისინი".

***
არსებობს მიწიერი ჯოჯოხეთი, რომელშიც ადამიანი იმყოფება, გაუკუღმართებული ცხოვრების გამო ის განიცდის ამას, ოღონდ სასოწარკვეთილებით და სწორედ ეს ქმნის ჯოჯოხეთს ადამიანის სულში, მაგრამ არსებობს მიწიერ ცხოვრებაში შინაგანი ნეტარება, რომელიც უფლის სიყვარულით და სათნოებებით მიენიჭება ადამიანს: სიმდაბლე, სიყვარული, მოწყალება, გულშემუსვრილობა და სხვა. ეს სათნოებები სწავლადია ადამიანისათვის ეკლესიის წიაღში. წმინდა სილუან ათონელი ბრძანებს: "კიდევ რას უნდა ველოდოთ? იქნებ ვინმემ ზეციდან გვიმღეროს ციური საგალობელი? ცაში ყველა სულიწმიდით ცხოვრობს, ჩვენც ამქვეყნად მცხოვრებთ, უფალმა იგივე სულიწმიდა გვიბოძა. ტაძრებშიც ღვთისმსახურება სულიწმიდით აღესრულება; უდაბნოშიც, მთებშიც, მღვიმეებშიც, - ყველგან ქრისტეს მოღვაწენი სულიწმიდით ცხოვრობენ. თუ მას დავიმარხავთ, თავს დავაღწევთ წყვდიადს და ჩვენს სულებში მარადიული ცხოვრება დაისადგურებს. აი, მიწიერი ბედნიერების ფორმულა, რომელიც ეკლესიის მამებმა სულიწმინდისაგან გვასწავლეს, ამას შენახვა და მოფრთხილება სჭირდება.

ღვთის მადლის მოხვეჭა ეს მთელი ცხოვრების საზრუნავია, რომელი ზრუნვის დროს ადამიანი განიღმრთობა. სულიერი დამდაბლება განსაკუთრებით მათი ხვედრია, ვინც ხშირად ეზიარება და აღსარებას აბარებს. ხშირი ზიარება ადამიანს ლიტურგიის სიდიადეს და მადლის განცდას მიაახლებს, რომლითაც განვმართლდებით.

ქრისტიანული ცხოვრების დამწყებნი თავიდანვე შეაბიჯებენ ვიწრო და ეკლიან გზაზე, მაგრამ როდესაც შეიცნობენ უფალს, იწყება ამ გზის ნეტარ ლაბირინთებში სვლა, რომელიც ადამიანს შინაგან სითბოსა და თავდადების უნარს ანიჭებს. უფალი ბრძანებს: "უკეთუ მე მდევნეს, თქვენცა გდევნენ". ამ სიტყვებით გამხნევებული ქრისტიანი ნუგეშინისმცემელი სულიწმიდისაგან სწავლობს ნეტარ და უცოდველ ცხოვრებას.

ქრისტიანული მაღალზნეობრივი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა მოყვასის სიმძიმის ტვირთვა. წმინდა მოციქული პავლე ბრძანებს: "ურთიერთარს სიმძიმე ვიტვირთოთ და ესე აღვასრულოთ რჯული იგი ქრისტესი". ეს არის ფორმულა ქრისტიანობისა, უმთავრესი სათნოება, რომლითაც მივემსგავსებით თავად მოციქულ პავლეს, რომელიც ბრძანებს: "მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესი".

მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტება, ცხადად გადმოცემული სულიერი ცხოვრება. ეკლესიის მამებმა სულიერი ცხოვრების მაგალითებით დაგვანახვეს, როგორ გადავრჩეთ და მივეახლოთ უზენაესს. პრაქტიკული უნარ-ჩვევებით გამოგვიცხადეს და გვასწავლეს ღმერთთან ურთიერთობა, რომლითაც განვმართლდებით და განვცხოველდებით.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat