"ფილიოკვეს" სწავლების დოგმატური არსი
"ფილიოკვეს" სწავლების დოგმატური არსი
სწავლება სულიწმიდის მამისაგან და ძისაგან გამომავლობის შესახებ მნიშვნელობით მეორე სამოძღვრებო მდგომარეობაა ეკლესიაზე პაპის ხელისუფლების სწავლების შემდეგ, რომელიც კათოლიციზმს მართლმადიდებლობისაგან გამოყოფს. მართლმადიდებლების მიერ აღიარებული სარწმუნოების სიმბოლოსაგან განსხვავებით, რიმლის მიხედვითაც სულიწმიდა მხოლოდ "მამისაგან" გამოდის ("მრწამს... სულიწმიდა... რომელი მამისაგან გამოვალს"), ლათინებმა მერვე წევრის ტექსტში ჩაამატეს "და ძისაგან", რასაც სიმბოლოს დამახინჯება მოჰყვა და რასაც ღრმა დოგმატური აზრი აქვს. ლათინურად სიტყვები "და ძისაგან" გამოითქმის როგორც "ფილიოქუე" ("ფილიოკვე"). ეს ტერმინი მამისა და ძისაგან სულიწმიდის გამომავლობის აღსანიშნავად ფართოდაა გავრცელებული.

სარწმუნოების სიმბოლოს, როგორც მოკლე აღსარებას იმისა, რაც ეკლესიას სწამს, ქრისტეს ეკლესიას ცხოვრებაში ახლაც ძველებურადვე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ისტორიულად საწრმუნოების სიმბოლო კათაკმეველთა ანუ ახალმოქცეულთა მოსამზადებლად წარმოიშვა, რომლებიც ეკლესიის წევრობის, ნათლისღების საიდუმლოსათვის ემზადებოდნენ. იგი ყოველ მოსანათლს უნდა წაეკითხა და ამით თავისი რწმენა გამოეხატა. წევრებს, ანუ სიმბოლოს შემადგენელ ნაწილებს, ორგვარი მნიშვნელობა ჰქონდათ: ერთი მხრივ, გამოცხადების ჭეშმარიტებაზე მიუთითებდნენ, რომელიც მორწმუნეებს სარწმუნოების დოგმატად უნდა მიეღოთ, ხოლო მეორე მხრივ, იმ ერესებისაგან იცავდნენ, რომლის წინააღმდეგაც იყვნენ მიმართულნი.

სიტყვა "სიმბოლო" ბერძნულია და ქართულად ნიშნავს იმას, "რაც აერთიანებს, კრებს, აკავშირებს". კერძოდ, სარწმუნოების სიმბოლო ყველა იმ ჭეშმარიტებას "შეიცავს", რომლებიც, როგორც ეს ეკლესიამ იცის და სწამს, ქრისტეში ადამიანის ცხოვრების სრულყოფისათვის, ცოდვისა და სულიერი დაღუპვისაგან მისი გადარჩენისათვის აუცილებელია.

პირველ სამ საუკუნეში იერუსალიმის, ალექსანდრიის, კესარიის, ანტიოქიის, რომისა და აკვილიის ყველა მნიშვნელოვან ადგილობრივ ეკლესიას ნათლისღებისათვის სარწმუნოების საკუთარი სიმბოლო ჰქონდა. იყვნენ რა სულით ერთმანეთის მსგავსნი, როგორც ერთი და განუყოფელი სარწმუნოების გამომხატველნი, ერთმანეთისგან სიტყვათა წყობით განსხვავდებოდნენ; თითოეულს მხოლოდ ის თავისებურება ახასიათებდა, რომელი ამა თუ იმ ცდომილების უარყოფას უკავშირდებოდა და იმ ადგილებში იყო გავრცელებული, სადაც ესა თუ ის სიმბოლო გამოიყენებოდა. ამჟამად ამ სიმბოლოთაგან შედარებით ცნობილი და ავტორიტეტული III ს-ის სწავლული ეპისკოპოსის წმინდა გრიგოლ საკვირველმოქმედის სიმბოლოა, რომელშიც ყოვლადწმიდა სამების სამივე პირის საკუთარ თვისებებსა და მათ სრულ თანასწორობაზე სწავლებაა გადმოცემული.

IV ს-ის დასაწყისში, როცა არიოზული ერესი ფართოდ გავრცელდა და ძე ღმერთის მხოლოდ ქმნილებად აღიარებით ქრისტიანულ მოძღვრებას საფუძველს უთხრიდა, და როცა ერეტიკოსებმა მართლმადიდებლური ნიმუშების მიხედვით საკუთარი სიმბოლოების გამოცემა დაიწყეს, ერთი სარწმუნოებრივი განსაზღვრების შედგენის საერთო საეკლესიო აუცილებლობა წარმოიშვა. ეს ამოცანა ნიკეის მსოფლიო კრებაზე (325 წ.) გადაწყდა, რომელმაც საკუთარი ოროსი - დოგმატური ხასიათის ეპისტოლე - გამოსცა. ამ ოროსში, რომელიც კესარიის ან იერუსალიმის ეკლესიების ძველი სანათლავი სიმბოლოების. საფუძველზე შედგა, ძისა და მამის ერთარსობის ფორმულირება შევიდა. აი, ეს ტექსტი:

გურწამს ერთი ღმერთი, მამაი ყოვლისა მპყრობელი, ხილულთა და უხილავთა შემოქმედი, და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისაი, შობილი მამისაგან, მხოლოდშობილი, ესე იგი, არს არსებისაგან მამისა, ღმერთი ღმრთისაგან, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი, არა ქმნული, თანაარსი მამისაი, რომლისა მიერ ყოველნი შეიქმნნეს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, რომელი ჩუენ კაცთათვის და ჩუენისა ცხორებისათვის გარდამოხდა და განხორციელდა და განკაცნა, ივნო და აღდგა მესამესა დღესა და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა და კუალად მოვალს განკითხვად ცხოველთა და მკუდართა, და ერთი სული წმიდაი.

სარწმუნოების სიმბოლო, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სარგებლობს, თავიდან "ნიკეის" მრწამსის ერთ-ერთი გამოხატულება იყო (ნიკეის მრწამსის ამ გადმოცემის სპეციფიკურ დამუშავებაში მდგომარეობდა), რომელიც ანტიოქიურ-იერუსალიმური სანათლავი სიმბოლოების საფუძველზე 370 წლის შემდეგ შედგა. ხოლო ლიტურგიკული სიმბოლო მამებმა კონსტანტინოპოლის (მეფე-ქალაქის) II მსოფლიო კრებაზე (381) დააზუსტეს და მიიღეს. ამგვარად, მის სახელწოდებად ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლო განმტკიცდა.

შემდგომ სარწმუნოების ეს სიმბოლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ყველა ეკლესიაში გავრცელდა. ბოლოს, III მსოფლიო კრებამ (431) თავისი მეშვიდე კანონით დაადგინა, რომ ეს სიმბოლო საუკუნოდ ხელშეუხებლად უნდა დარჩენილიყო: "რაითა სხუაი სარწმუნოებაი არავინ იკადროს შემოღებად, ესე იგი არს აღწერად ანუ შეწყობად თვინიერ მისსა"...

საჭიროა აღინიშნოს, რომ ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლო მსოფლიო ეკლესიისგან განშორებულ და მოწყვეტილ მონოფიზიტურსა და ნესტორიანულ ეკლესიებშიც მიღებულია.

ათასხუთას წელზე მეტია, ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსი მსოფლიო სარწმუნოების ჭეშმარიტ სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც ყოველ ლიტურგიაზე იგალობება ან იკითხება, ხოლო სარწმუნოების შედარებით გვიანდელი ყველა აღსარება, დოგმატური და სიმბოლური ტექსტები მის განსამარტავად გამოიყენება, რათა ცდომილებისაგან დაიცვან და საჭიროების მიხედვით მისი აზრი გახსნან.

მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლო, ისევე როგორც მსოფლიო კრებების პერიოდში, ახლაც თანამედროვე და ცხოვრებისეულია, რომლის აღიარება ყველა მორწმუნისათვის აუცილებელია და მისი შეცვლა ან შევსება არავის შეუძლია, თუ არა მთელი ეკლესიის ხმას, ანუ მსოფლიო კრებას.

მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებული სწავლება სულიწმიდის მამისაგან გამომავლობის შესახებ უკავშირდება ჭეშმარიტებას, რომელსაც წმინდა წერილი ამტკიცებს. უფალმა იესო ქრისტემ მოწაფეებთან გამოსამშვიდობებელი საუბრის დროს დაამოწმა "სული ჭეშმარიტებისა", რომელი მამისაგან გამოვალს" (ინ. 15, 26).

მსოფლიო ეკლესიამ, ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს ძალით, სულიწმიდის მხოლოდ მამისაგან გამომავლობის რწმენა აღიარა. თუკი სიმბოლოს ტექსტს წმინდა მამების სწავლებათა მიხედვით რამდენადმე გავავრცობთ, შეიძლება ასე ვთქვათ: ეკლესია ასწავლის, რომ სულიწმიდა მამისა და ძის ერთარსია, ე. ი. იგივე არსი აქვს (თავისი თავისთვის მიკუთვნების გარეშე), რაც მამასა და ძეს; რომ ის მამისაგან გამოდის, ე.ი. თავის ჰიპოსტასურ ყოფიერებას მხოლოდ მისგან იღებს და ძეზე განისვენებს და სოფლად ძის მიერ მოივლინება ("ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ"), ჩვენ ეკლესიაში ძის მიერ გვეძლევა და მამის სულად და ძის სულად სამართლიანად იწოდება.

ლათინთა ეკლესიის მიერ მიღებული სწავლება მამისა და ძისაგან სულიწმიდის ორმაგი დაუსაბამო გამომავლობის შესახებ დასავლეთში აღმოცენდა. ამ სწავლების ფესვები ნეტ. ავგუსტინესთან (V ს.) შეიძლება მოიძებნოს, რომელიც, წმიდა სამების სამივე პირისათვის საერთო ღმრთეებრი არსის ერთობის გამოკვეთისას, მამის საკუთარი თვისებისა და მხოლოდ მამისაგან განსაზღვრული სამების ერთდასაბამობის მნიშვნელობას ამცირებდა. ტერმინი "ფილიოკვე" სარწმუნოების სიმბოლოში პირველად VI ს-ში ესპანეთში შეიტანეს, ხოლო VII ს-თვის ფრანკთა სამფლობელოშიც გავრცელდა.

ლათინთა ეკლესიამ "ფილიოკვეს" შესახებ სწავლების საბოლოო ფორმულირება XV ს-ში დაასრულა. მიუხედავად ამისა, "ფილიოკვეს" დოგმატური საფუძვლების შეფასებისას ეკლესიის წმიდა მამათაგან ყველაზე ღრმა სწავლება კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, წმინდა ფოტიოსმა გადმოსცა თავის საყოველთაო ეპისტოლეში (867). ამ სწავლების მთელი შემდგომი კრიტიკა მის მიერ ფორმულირებულ დასკვნებსა და მტკიცებებზეა დაფუძნებული.


სანტა-მარია-დელ-ფიორე
ტაძარი, სადაც 1438 წელს, სავალალოდ ცნობილ ფერარა-ფლორენციის კრებაზე ხელი მოეწერა უნიას.

წმინდა ფოტიოსის დროს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილება სწორედ "ფილიოკვეს" სწავლებამ გამოიწვია. მისი გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, 879 წელს კონსტანტინოპოლში, ეგრეთ წოდებული წმინდა სოფიის დიდი კრება შედგა, რომელმაც სარწმუნოების სიმბოლოში ყოველგვარი შესწორებების შეტანა დაგმო. იმ დროს პაპის საყდრის მესაჭე იოანე მერვე პატრიარქ ფოტიოსს დაეთანხმა. რომის ეკლესია ამ კრების განჩინებას ერთხანს ანგარიშს უწევდა, მაგრამ XI ს-ის დასაწყისში, როცა რომი და პაპის ტახტი გერმანიის იმპერატორის ხელში მოექცა, ამ უკანასკნელმა, მოქმედებდა რა ანტიბიზანტიური განწყობილებით, პაპი ბენედიქტე VIII მაინც აიძულა, რომ სარწმუნოების სიმბოლოში დამატება შეეტანა (1014 წ.). 1054 წელს, როცა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა ფორმალური გაყოფა მოხდა, კონსტანტინოპოლში პაპი ლეონ IX-ის ლეგატი ბერძნებს უკვე იმაში ადანაშაულებდა, რომ თითქოს მათ სარწმუნოების სიმბოლოდან სიტყვები "და ძისაგან" თვითნებურად ამოიღეს. ასევე ბარის კრებამ (1098), რომელსაც პაპი ურბან II თავმჯდომარეობდა, "ფილიოკვეს" უარყოფა ერესად გამოაცხადა.

კათოლიკეებმა "ფილიოკვეს" შესახებ სწავლების საბოლოო ფორმულირება და დოგმატიზება 1438 წელს სავალალოდ ცნობილ ფერარა-ფლორენციის კრებაზე მოახდინეს, რომელზეც უნია, ანუ აღმოსავლეთის ეკლესიების რომის კათოლიციზმთან შეერთება, ამ უკანასკნელის პირობებით გამოცხადდა. სხვათა შორის, ამ უნიას ხელი მოაწერა მიტროპოლიტმა ისიდორე კიეველმაც, რომელიც ამის შემდეგ მოსკოვიდან გააძევეს და სიცოცხლე რომაულ-კათოლიკური ეკლესიის კარდინალად დაასრულა.

შემდგომში უნიის მომხრეთა ძალისხმევა იქითკენ იყო მიმართული, რომ მართლმადიდებლები დაერწმუნებინათ, თითქოს წმიდა მამათა ძველი ფორმულირებანი "ფილიოკვეს" გამოხატავენ, მაგრამ მხოლოდ სხვა ტერმინებით. ამრიგად, "ფილიოკვეს" დოგმატად გამოცხადების შემდეგ მისი უარყოფა ერესად უნდა შეფასებულიყო. ამის საწინააღმდეგოდ მართლმადიდებელი ღმრთისმეტყველები განუწყვეტლივ ამტკიცებდნენ, რომ მთელი გადმოცემის (ავგუსტინესეული და ლათინური მემკვიდრეობის გარდა) მიხედვით ჩანს, რომ ძე სულიწმიდის ჰიპოსტასური ყოფიერების მიზეზს არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს და ეს განსხვავება თვით სარწმუნოების საფუძვლებს ეხება. აღმოსავლეთის პატრიარქთა საყოველთაო ეპისტოლეც (1848 წ.) სწორედ ეკლესიის ამ საერთო შეგნების გამომხატველი იყო:

"ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია... ამჟამად სამღვდელო კრებულითურთ ისევ აცხადებს, რომ ეს ახალშემოღებული სწავლება, თითქოს სულიწმიდა მამისა და ძისაგან გამოდის, ნამდვილი ერესია და მისი მიმდევრები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ერეტიკოსები არიან. მათ მიერ შექმნილი საზოგადოებანი ერეტიკულია და მათთან კათოლიკე ეკლესიის მართლმადიდებელ შვილთა ყოველგვარი საღვთისმსახურო კავშირი უსჯულოებაა".
პროფ. დიმიტრი ოგიცკისა და დოც. მღვდელ მაქსიმე
კოზლოვის წერილის მიხედვით

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat