"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
თავი 8. ორიგენიზმი მესამე საუკუნეში არიანობის ისტორია
სწორედ ამავე პერიოდში ქრისტიანული სამყაროს სხვა ნაწილში , სირიაში არსებულ მსხვილ ელინისტურ ცენტრში, ანტიოქიაში, სხვაგვარი საღვთისმეტყველო აზრის მატარებელი სკოლის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო. ამ მიმართულებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა ორიგენეს ზეგავლენა და ბოლოს, ეს სიახლე ალექსანდრიულ სკოლას საერთოდ დაუპირისპირდა. ანტიოქიური სკოლის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი იყო პავლე სამოსატელი (ასე იწოდება დაბადების ადგილის გამო), რომელიც წარმატებული საერო კარიერის შემდეგ 260 წელს ანტიოქიის ეპისკოპოსად აკურთხეს.

პავლე სამოსატელი ანტიორიგენისტი იყო და თავისი საღვთისმეტყველო შეხედულებების გამო ორიგენეს ყველა მოწაფის გულისწყრომა დაიმსახურა. მისი სწავლება, რომლის შესახებაც ჩვენ მხოლოდ მისი მოწინააღმდეგეების ნაშრომებიდან ვიცით, მოდალიზმის, სხვაგვარად საბელიანობისა (როგორც უკვე აღინიშნა, ეს იყო ერესი, რომელიც ღმერთში - ერთ არსებაში იმ სამ სახეს ან ფორმას, ანუ "მოდუსს" გულისხმობდა, რომლითაც იგი სამყაროს ევლინებოდა) და სპეციფიკურად ანტიოქიური ისტორიზმის ნაერთს წარმოადგენდა. ეს ისტორიზმი იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ არსებულ შეხედულებებზეც ვრცელდებოდა. როგორც ჩანს, პავლეს ქრისტე თავისი ბუნებით ისეთ ადამიანად წარმოედგინა, რომელშიც ღმერთი მკვიდრობდა. ღმერთი ქრისტეში განიხილებოდა, როგორც მასში მყოფი, როგორც ძველი აღთქმის იუდეური ღმერთი, რომელიც ძველი აღთქმის ტაძრის ნაცვლად ნაზარელ იესოში მაშინ დამკვიდრდა, როდესაც ის მდინარე იორდანეში ინათლებოდა. პავლე სამოსატელის სწავლების ამ ასპექტში ჩვენ საქმე გვაქვს ადოპციონისტურ (ლათ. ადოპტიო – "შვილება" დინამიკურ მონარქიანულ, - რ. ჩ.) ერესთან (რომლის მიხედვითაც ღმერთმა ჩვეულებრივ ადამიანად დაბადებული იესო "იშვილა" და მასში ჩასახლდა). ამავე დროს, პავლე ამტკიცებდა, რომ ღმერთი ერთია და გამოიყენა ტერმინი "ერთარსი", მაგრამ იმის გამო, რომ ამ ტერმინის ნამდვილი შინაარსის ახსნა არ შეეძლო, ოპონენტებს მისი პოზიცია მოდალიზმში დადანაშაულების საფუძველს აძლევდა.

268 წელს ანტიოქიის კრებაზე პავლე სამოსატელის შეხედულებები, როგორც ერეტიკული სწავლება, დაიგმო. ამასთან ერთად, უარყვეს არაბიბლიური ტერმინი "ერთარსი", რომლის მიმართაც ხანგრძლივი დროით ცუდი რეპუტაცია დამკვიდრდა: ეს ტერმინი მანამდე იწვევდა მოდალისტურ აზრებს, სანამ წმინდა ათანასე დიდის მიერ გაღებული ღვაწლის შედეგად ეს სიტყვა "ერთარსი" მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების უმნიშვნელოვანეს ტერმინად არ გადაიქცა. საინტერესოა, რომ საღვთისმეტყველო შეცდომებთან ერთად, პავლე სამოსატელს ადანაშაულებდნენ გადამეტებულ პომპეზურობაში, კოპწიაობაში, ფუფუნების სიყვარულსა და მსგავს სხვა მანკიერებებში. პავლე სამოსატელის პიროვნება ეკლესიის სეკულარიზაციის პროცესის დაწყების ერთ-ერთი პირველი ნიშანი იყო, რაც თავისთავად ჯერ კონსტანტინეს და შემდეგ შუა საუკუნეების ეპოქებს მოასწავებდა.

ანტიოქიური საღვთისმეტყველო სკოლის ნამდვილ დამაარსებლად ანტიოქიელი პრესვიტერი ლუკიანე ითვლება, პავლეს მსგავსად, წარმოშობით ისიც სამოსატელი იყო. დიდად განსწავლულმა ეგზეგეტიკოსმა ლუკიანემ (წმინდა წერილის განმმარტებელი), შეასწორა და ებრაულ ორიგინალს შეუჯერა სეპტუაგინტას ("სამოცდაათისეული") ბერძნული ტექსტი. ორიგენული ალეგორიზმის საპირისპიროდ, მისი მეთოდი წმინდა წერილის სიტყვასიტყვითი და პირდაპირი განმარტებით გამოირჩევა.

საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, ლუკიანე, გარკვეულწილად, პავლე სამოსატელის მიმდევარი იყო, გარდა ამისა, არიანული ერესის საფუძვლად ქცეული ცნობილი გამოთქმების, "იყო დრო, როდესაც არ იყო ძე" და "ძე იყო ქმნილი", ავტორადაც მას მიიჩნევენ. თავისი პოზიციის საფუძვლად ლუკიანეს კარგად ცნობილი ტექსტები: "უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით; უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან" (იგავ. 8:22-23) და "ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი" (კოლ. 1:15) მოჰყავს. ლუკიანეს მოწაფეები თავად არიოზი და ბევრი სხვა მისი თანამოაზრე იყო. ამ თვალსაზრისით მას შეიძლება არიანობის ჭეშმარიტი ფუძემდებელიც ვუწოდოთ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავის ჩანასახში არიანობა უკვე პავლე სამოსატელის ადოპციონისტურ ტენდეციებში არსებობდა. ეს იყო პირველი ერესი, რომელმაც საფუძვლებამდე შეარყია და თითქმის დაამარცხა ქრისტიანული სამყარო, რომელიც ქრისტიანული რწმენის ფუძემდებლურ გაგებას და მთავარ დასაყრდენს - ქრისტეს ბუნების ღვთაებრიობას უარყოფდა. თუმცა სიცოცხლეში ლუკიანე ერეტიკოსად არავის მოუხსენებია: ის გარდაიცვალა როგორც მოწამე და მართლმადიდებელ წმინდანთა შორის მოიხსენიება.

არიანობის გაჩენისა და გავრცელების წინა პერიოდში, ქრისტიანობის მთავარი დოგმატები ზუსტად ფორმულირებული და ეკლესიის ავტორიტეტით განმტკიცებული ჯერ კიდევ არ იყო. არ არსებობდა რწმენის საერთო სიმბოლო და ამიტომ ღვთისმეტყველები სხვადასხვა ტერმინებით სარგებლობდნენ. მართალია კონსტანტინე დიდის ძალაუფლებაში მოსვლასთან ერთად, ეკლესია სახელმწიფოებრივი წნეხისგან გათავისუფლდა, მაგრამ ამ თავისუფლებასთან ერთად გაჩნდა მეტად სერიოზული პრობლემები. კერძოდ, საიმპერატორო ძალაუფლება რწმენის საკითხებში ფორმალურ სიცხადეს მოითხოვდა. ერთიანი ეკლესია ერთიანი იმპერიის, რომლისგანაც ის ადმინისტრაციულ და მატერიალურ მხარდაჭერას იღებდა, მთავარი დასაყრდენი უნდა გამხდარიყო. ამიტომ შიდა ეკლესიურ განხეთქილებებს სახელმწიფო არ შეურიგდებოდა. ეს უთანხმოებები და განხეთქილებები ძირითადად უკავშირდებოდა ალექსანდრიელ პრესვიტერ არიოზს, რომლის სწავლებაშიც აშკარად მოჩანს, როგორც ორიგენეს, ისე ლუკიანეს, თუმცა წინააღმდეგობრივი, მაგრამ მაინც ზეგავლენა. თავისი შეხედულებების გამო არიოზი ჯერ კიდევ 318 წელს, ალექსანდრიის კრებაზე, ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ეკლესიიდან განკვეთა. მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა რეპუტაცია და ბევრი მიმბაძველი ჰყავდა, მხარს უჭერდა მრავალი ეპისკოპოსი, რომელთა შორის გამორჩეულად დიდი ზეგავლენა ჰქონდა იმპერატორთან დაახლოებულ ევსები ნიკომიდიელს. გამორიცხული არ არის, რომ არიოზის განკვეთა ალექსანდრიაში მიმდინარე შიდაეკლესიური პოლიტიკური პროცესებით იყო განპირობებული. აქ ზოგიერთები ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა და პრესვიტერის (მათ შორის იყო არიოზი) გავლენა დიდი იყო და ისინი საკუთარ ავტორიტეტს დიდი ქალაქის "თავის" საკუთარ კვარტლებში იყენებდნენ.

დაგმობისა და მსჯავრის მიუხედავად, არიოზი თავის საღვთისმეტყველო საქმიანობას აგრძელებდა. IV საუკუნის ოციან წლებში მან ბრძოლა მოდალისტების წინააღმდეგ გააჩაღა. არიოზის ფუძემდებლური პრინციპით - ღვთაება უქმნელი შობილი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ორიგენეს სწავლებიდან არიოზი ერთი ღმერთის გაგებას, როგორც ძისა და სულის დასაბამს ინარჩუნებდა, მაგრამ ამავე დროს, ის უარყოფდა სამყაროს მარადიულად შემოქმედების იდეას. ლუკიანეს მსგავსად, ის აცხადებდა, რომ ძე შეიქმნა დროში და, შესაბამისად, "იყო დრო, როდესაც ძე არ არსებობდა". აქედან გამომდინარეობდა ორიგენეს მთავარი დებულება, რომლის მიხედვითაც ძე ვერ იქნებოდა მამის თანასწორი. ის ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ: მხოლოდ მამა ღმერთი იყო "უშობელი" და "უქმნელი" ღმერთი. მისი აზრით ძე, როგორც სხვა ყოველგვარი ქმნილება, ყოფნაში არყოფნიდან იყო გამოწვეული და მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ ის არის ღმერთის უმაღლესი ქმნილება, რომელიც ყოველი ქმნილების უწინარეს შეიქმნა.

ცხადია, ასეთი იდეოლოგიით არიოზი ერთარსობის მოწინააღმდეგე იქნებოდა, რადგან ქმნილი არ შეიძლება უქმნელი შემოქმედის ერთარსი იყოს. როგორც უკვე აღინიშნა, არიოზის განკვეთამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და ეკლესიაში საღვთისმეტყველო უთანხმოების გამო კვლავაც განხეთქილება მძვინვარებდა. იმისათვის, რათა ეს გაუგებრობა რამენაირად დასრულებულიყო, 325 წელს იმპერატორ კონსტანტინეს დახმარებით ნიკეაში პირველი მსოფლიო კრება იქნა მოწვეული. ამ კრებაზე დამტკიცდა მამისა და ძის ერთარსობის საეკლესიო დოგმატი და შედგა რწმენის სიმბოლო, რომლის აღიარების აუცილებლობას სახელმწიფო აკანონებდა.

კრების ოქმმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, ამიტომ დეტალები არ არის ცნობილი. ბევრი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ კრება მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდებოდა. არიანობის საკითხებთან ერთად აქ განიხილებოდა აღდგომის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებული საკითხი. როგორ მოახერხეს მამებმა ერთარსობის თემის სწრაფად შეთანხმება, ჩვენთვის უცნობია. გარკვეული თვალსაზრისით, ეს შეიძლება იმას მივაწეროთ, რომ იმპერატორ კონსტანტინეს კონსულტანტი ღვთისმეტყველი ესპანელი ეპისკოპოსი ოსიუს კორდოველი იყო, რომელიც აღმოსავლური დისპუტის წვრილმანებში ვერ ერკვეოდა. საერთოდ, დასავლური ღვთისმეტყველება სამებასთან დაკავშირებულ ერთარსობას არასოდეს ეწინააღმდეგებოდა და არც მოდალიზმი წარმოადგენდა დასავლეთისთვის პირველი რიგის საშიშროებას. თავის დროზე ერთარსობის იდეის მიმართ სამდურავები მოდალიზმის გამო გაჩნდა და 268 წლის ანტიოქიის კრებაზე ფორმალურად დაიგმო კიდეც. ამდენად, გამორიცხული არაა, რომ კრების მონაწილეებზე გარკვეული ზეწოლაც კი განხორციელდა, სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას, გადაწყვეტილებას ხელი რატომ მოაწერეს არიოზის მომხრე ეპისკოპოსებმა, რომელთა შორის იყვნენ ევსები ნიკომიდიელი და ევსები კესარიელი (ეს უკანასკნელი, არიანული მიმართულების ორიგენისტი, ჩვენთვის კარგად ცნობილი ეკლესიის ისტორიკოსი იყო).

არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ნიკიას სიმბოლოს ხელმომწერმა ბევრმა ეპისკოპოსმა "ერთარსის" ნაცვლად "მსგავსარსი" ჩაწერა, ანუ ბერძნულ ტერმინში ერთი ასოს შეცვლით დოგმატის შინაარსი შეცვალა და ამან მათ საშუალება მისცა, სინდისის ქენჯნის გარეშე, მოგვიანებით არიანობის მხარეს გადასულიყო.

თუმცა ნიკიას კრება ცნობილია არა როგორც არიანობასა და მართლმადიდებლობას შორის დაწყებული უთანხმოების დასასრული, არამედ ეს იყო მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლის დასაწყისი. იმპერატორმა კონსტანტინემ თვალნათლივ დაინახა, როგორ უხალისოდ მიიღო ახალი დოგმატი აღმოსავლეთმა და არიანელებისა და ევსებელების ბანაკში გადავიდა. 337 წელს, სიკვდილის წინ, კონსტანტინე დიდი მოინათლა, ნათლობის საიდუმლო განახორციელა არიანელმა ეპისკოპოსმა ევსები ნიკომიდიელმა. 328 წელს არიოზს დევნილობიდან დაბრუნების უფლება მიეცა, ხოლო 335 წელს მას კვლავ უნდა დაეწყო სასულიერო საქმიანობა, მაგრამ სწორედ ტრიუმფის წინ, სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. 337-350 წლებში იმპერიას მართავდნენ კონსტანტინეს შვილები: დასავლეთს კონსტანტი, რომელიც მხარს ნიკიას კრების გადაწყვეტილებას უჭერდა, ხოლო აღმოსავლეთს არიანობის მომხრე კონსტანცი. საინტერესოა, რომ ფორმალურად არც ერთი მათგანი არ იყო ეკლესიის წევრი, რადგან ტრადიციულად მაშინდელი იმპერატორები მხოლოდ სიკვდილის წინ ინათლებოდნენ. 350 წელს კონსტანტის გარდაცვალების შემდეგ, იმპერიის ერთპიროვნული მმართველი კონსტანცი გახდა. მისი მმართველობის პერიოდში როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში, არიანობა გაბატონდა და უფრო მეტიც დასავლეთის ეკლესია იძულებული გახდა წმინდა ათანასეს დაგმობას დათანხმებოდა და "შემარიგებელი" ფორმულები ეღიარებინა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat