"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
თავი 8. ორიგენიზმი III საუკუნეში
არიანობის ისტორია
ორიგენეს მრავალ მოწაფესა და მიმდევარს შორის უწინარესად უნდა აღვნიშნოთ ალექსანდრიელი ეპისკოპოსი წმინდა დიონისე დიდი (ეპისკოპოსობის წლები 248-265). ჩვენი ცნობების მთავარ წყაროს ევსები კესარიელის "საეკლესიო ისტორია" წარმოადგენს. როგორც ორიგენე, დიონისეც ალექსანდრიაში, წარმართების ოჯახში დაიბადა და ყოველმხრივი სეკულარული განათლება მიიღო. მოგვიანებით ქრისტიანობას ეზიარა და ალექსანდრიის ეპისკოპოსად იქნა არჩეული. მისი სახით ჩვენ პირველად ვხვდებით მოგვიანებით გავრცელებული განათლებული ეპისკოპოსის ისეთ ახალ ტიპს, რომელსაც ფილოსოფიაც და მეცნიერებაც აინტერესებს. ასეთი იყო IV საუკუნეში მოღვაწე წმინდა ბასილი დიდი. დიონისე, ისევე, როგორც მისი მასწავლებელი ორიგენე, ალექსანდრიის კათაკმეველთა სასწავლებლის ხელმძღვანელი იყო.

დიკიოსის მიერ გამოცხადებული დევნის დროს დიონისე იძულებული იყო, მიმალულიყო. ის შინ მხოლოდ დიკიოსის მოკვლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ იმპერატორ ვალერიანეს დროსაც ორგზის განდევნეს. "დიონისე დიდი" მამაცობისა და თავდაუზოგაობისთვის უწოდეს. გარდაიცვალა 264-265 წელს ანტიოქიის კრების მსვლელობის დროს. მისი თხზულებებიდან ჩვენამდე მხოლოს ევსები კესარიელის ნაშრომში (რომლის "ისტორიის" VII წიგნიც მთლიანად წმინდა დიონისეს ეძღვნება) დაფიქსირებულმა მცირე ზომის ამონარიდებმა მოაღწია.

წმინდა კვიპრიანესადმი მიძღვნილ მასალაში ჩვენ უკვე გამოვიყენეთ ნათლისღებასთან დაკავშირებული წმინდა დიონისეს ერთი წერილი. ასევე საინტერესოა ევსების მიერ მოყვანილი სხვა წერილი, რომელიც რომაელი პრესვიტერ ფილიმონის მიმართ არის დაწერილი. ამ წერილში, რომელიც თავისთავად საკმაოდ ორიგინალური სტილითაა შედგენილი, ასახულია იმდროინდელი ალექსანდრიის სულიერი ატმოსფერო, როდესაც ეკლესიას სრულიად განსხვავებული იდეების მქონე ადამიანები უერთდებოდნენ. ეკლესია იზრდებოდა და ეკლესიური აზროვნება ფართოდ ვრცელდებოდა, მწიფდებოდა გარემომცველ ელინისტურ კულტურასთან დიალოგის აუცილებლობა: ერთხანს სული წავიბილწე ერეტიკოსების დამღუპველი თხზულებისა და გადმოცემის შესწავლით, თუმცა მათგან ის სარგებელი მივიღე, რომ ჩემში მოხდა მათი საბოლოო მხილება და მთელი ამ უგუნურების საბოლოოდ მოძულება. ერთ-ერთი ძმა პრესვიტერი შიშობდა, რომ ჩემი სული ამ საძაგელი ბოროტებისკენ არ მიდრეკილიყო და ცდილობდა დავერწმუნებინე, უარი მეთქვა ჩემს გადაწყვეტილებაზე. ვფიქრობ, რომ მისი შენიშვნა სამართლიანი იყო, რადგან ჩემს სულს მართლაც ვაზიანებდი: მაგრამ მე მქონდა ღვთიური ხილვა და უფლის სიტყვამ გამაძლიერა; ჩამესმა ხმა, რომელმაც სრულიად გარკვევით ჩამაგონა: "შენ ძალგიძს გამოარჩიო და გამოიკვლიო ნებისმიერი აზრი - სწორედ ეს იყო თავიდანვე შენი მოქცევის მიზეზი, ამიტომ რაც ხელთ გიპყრია, ყველაფერი წაიკითხე" ("საეკლესიო ისტორია", წიგნ. 7. თ. 7).

იმ დროს ერეტიკოსებად ძირითადად გნოსტიკოსები ითვლებოდნენ. მნიშვნელოვანია, რომ წმინდა დიონისე ერეტიკულ ლიტერატურ კითხვას აშკარად ქადაგებს: მისი აზრით, ეს აფართოებს მსოფლმხედველობას, ავარჯიშებს გონებას, და ამასთან, სარგებელი ყოველგვარმა აზრმა შეიძლება მოიტანოს; მეტიც - ნებისმიერმა აზრმა ადამიანი შეიძლება ჭეშმარიტებამდე მიიყვანოს, თუნდაც ისევე, როგორც ეს დიონისეს შემთხვევაში მოხდა. ასევე საინტერესოა დიონისეს უარყოფითი დამოკიდებულება ეკლესიიდან განდგომილთა მეორედ მონათვლის თაობაზე. ერეტიკოსების მონათვლის შესახებ პაპი ქსისტისადმი უკვე ხსენებული წერილი, შემდგომ პერიოდში მონათვლასთან დაკავშირებით წამოჭრილ დავაში, ყოველთვის არგუმენტად გამოიყენებოდა. ამ წერილის აზრის მიხედვით გამოდის, რომ ეკლესიის გარეთ განხორციელებული ნათლობა ჭეშმარიტ ნათლობად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ასეთმა ნათლობამაც შეიძლება ადამიანი ეკლესიაში მოიყვანოს.

დიონისეს, იმ დროს აფრიკაში გავრცელებული მოდალისტური ან საბელიანური მწვალებლობის შესახებ, მიწერ-მოწერა ჰქონდა თავის თანამოსახელე, რომის ეპისკოპოს დიონისესთან. ამ მწვალებლობის მიხედვითაც ღმერთი ავლენს საკუთარ პიროვნებას გარემოებების შესაბამისად, როგორც მამა, როგორც ძე ან როგორც სულიწმიდა. ღმერთი სამი სახე კი არა, სამი ხატი ან სამი ყოფითი "მოდუსია". დიონისეს მწვავე ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული მოდალიზმის წინააღმდეგ, ის მამის, ძის და სულიწმიდის პიროვნული გამორჩეულობის მომხრე იყო. თუმცა ამ ბრძოლაში დიონისე ორიგენეს იმოწმებდა, სადაც ეს უკანასკნელი ქრისტეს "ქმნილად" მოიხსენიებდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ ორიგენეს სისტემაში ამას არ ჰქონდა უარყოფითი ნიშანი, რადგან ღმერთი უწყვეტ შემოქმედებით პროცესშია და მამას, ძესა და სულიწმიდას შორის ერთარსებობა მუდმივ ქმედებას გულისხმობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორიგენიზმში ძის ქმნადობა მამის ერთარსობას არ ეწინააღმდეგება.

ორიგენეს ტერმინოლოგიის გამოყენებით დიონისე ღმერთს ასევე სამი იპოსტასის ერთობლიობად, ანუ სამ კონკრეტულ რეალობად მოიხსენიებს. ლათინურ თარგმანში ეს ორაზროვნად იკითხებოდა: სიტყვა "იპოსტასი" ითარგმნებოდა, როგორც სუბსტანცია, ანუ "არსი" და ამიტომ ჩნდებოდა ეჭვი, რომ საუბარი სამღმერთიანობას ეხებოდა. უდავოა, რომ დიონისე გულისხმობდა ერთი ღმერთის სამი იპოსტასის მარადიულ თანაარსებობას, მაგრამ ბოლომდე დაუმუშავებელმა ტერმინოლოგიამ ლათინი ღვთისმეტყველების პროტესტი და შემდგომი გაუგებრობა გამოიწვია, ხოლო იესო ქრისტეს "ქმნილად" მოხსენიებამ ძალიან სწრაფად გააჩინა არიანული ერესის აღმოცენების კანონზომიერება. ამ საკითხთან დაკავშირებით მოვიყვანთ მსჯელობის ფრაგმენტს დიონისეს წერილიდან, რომელიც მან დიონისე რომაელს მისწერა:

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არასოდეს ყოფილა დრო, როდესაც ღმერთი არ იყო მამა. და ეს იმის გამო კი არა, რომ მან შვილი მანამდე შვა, სანამ იგი არსთა ქმნას დაიწყებდა, არამედ იმიტომ, რომ ძეს თავისი ცხოვრება არა თავისი პიროვნებიდან, არამედ მამისგანა აქვს. მარადიული ნათლის ბრწყინვალების წყარო თავად არის აბსოლუტურად მარადიული. თუ ნათელი მარადიულია, ცხადია, რომ ბრწყინვალებაც მარადიული იქნება, ეს ისეთივე ცოდნაა, რაც ჩვენ ნათლის შესახებ მისივე ბრწყინვალებიდან გამომდინარე გაგვაჩნია... ამასთან, ღმერთი მარადიული ნათელია, იგი დაუსაბამოა და ის არასოდეს მიინავლება. ამიტომ მამის წინაშე მუდმივად არის მარადიული სიკაშკაშე და რადგან ძე დაუსაბამო და მარადშობილია, ძე მამის წინ მუდმივად ბრწყინავს; ძე არის სიბრძნე, რომელიც ბრძანებს: "ვიყავ მის თანა მომზავებელ, მე ვიყავ, რომლისა თანა უხაროდა უფალსა და დღითი დღედ ვიხარებდი წინაშე პირსა მისსა ყოველსა ჟამსა" (იგავ. 8:30). შესაბამისად, მარადიულია მამა და მარადიულია ძეც და ნათელიც, ნათელი ნათელია ნათლისგან.

ამ ღრმა აზრების გამოსახატავად დიონისეს შესაბამისი ტერმინოლოგიური ბაზა არ გააჩნდა, ის ცდილობდა, მამისა და ძის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ მასში არსებული ინტუიციური ცოდნა მხატვრული სახეების საშუალებით გამოეხატა. ამავე მხატვრული სახეებით ისარგებლებს მრავალი ღვთისმეტყველი მომავალში, მათ შორის ბასილი დიდიც. მაგრამ ეს სახეები, ისევე როგორც სიტყვები, არაერთმნიშვნელოვანია და, თავის მხრივ, ისინიც შესაბამის განმარტებას მოითხოვენ.

როგორც დავინახეთ, ჩვენ ახლა გავხდით სამი პრობლემის წამოჭრის მოწმენი. ეს პრობლემები მოგვიანებით მრავალი შფოთის, უთანხმოების, დავის, კრებებზე განხილვის და განხეთქილების, მწვავე დისპუტების, დევნისა და სისხლისღვრის მიზეზი გახდება.

ღვთისმეტყველური თვალსაზრისით, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სხვადასხვაობა უკვე ამ ეტაპზე შეიგრძნობოდა. დასავლეთისგან განსხვავებით, მოდალისტურ მწვალებლობას აღმოსავლეთი როგორც ცეცხლს, ისე გაურბოდა და სწორედ ამის გამო ცდილობდა სასწრაფოდ დამკვიდრებინა სწავლება სამი პირის შესახებ. დასავლეთში ეს სწავლება ნეტარი ავგუსტინეს ინტერპრეტაციით გავრცელდა, აქ ყოველი პირი მხოლოდ "ურთიერთდამოკიდებულებით" განსხვავდება ერთმანეთისგან. მოგვიანებით სწორედ ამ ნიადაგზე აღორძინდა სწავლება Fილიოქუე-ს (მამიდან და ძიდან სულიწმიდის გამომავლობა: ფილიოქუე ლათინურად ნიშნავს "და ძიდან") - დოქტრინა, რომელიც აღმოსავლური ღვთისმეტყველებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. შემდგომ კი ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აღმოსავლური და დასავლური ქრისტიანობის დაპირისპირებისა.

ორიგენეს სხვა ცნობილი მოსწავლე ნეოკესარიის ეპისკოპოსი წმინდა გრიგოლ საკვირველმოქმედი (213-270 წწ.) იყო. სახელი მან იმით გაითქვა, რომ თავისი მგზნებარე ბუნებით და მაღალი მქადაგებლური ხელოვნებით პონტოს (მცირე აზიაში შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე რეგიონი) თითქმის მთელი მოსახლეობა ქრისტიანობაზე მოაქცია. თავად გრიგოლი ქრისტიანად მას შემდეგ მოინათლა, რაც პალესტინის კესარიაში ორიგენეს ლექციები მოისმინა, სადაც იგი თავისი დიდი მასწავლებლის ხელმძღვანელობით ხუთი წელი სწავლობდა. კესარიიდან გამგზავრებამდე გრიგოლმა თავის სიტყვაში ორიგენეს ხოტბა შეასხა. ეს სიტყვა დღემდეა შემორჩენილი და მასში ორიგენეს პიროვნებისა და მისი სწავლების მეთოდების შესახებ მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული. ჩვენამდე გრიგოლის კიდევ ერთმა ნაშრომმა მოაღწია, ეს არის "მრწამსის განმარტება", რომლის საშუალებითაც წმინდა სამების შესახებ გრიგოლ საკვირველმოქმედის შეხედულებებს ვეცნობით:

არის ერთი ღმერთი, მამა ცოცხალი სიტყვისა, სიტყვა არის მამის ჭეშმარიტი სიბრძნე, ძალა და მარადიული ხატი: სრულყოფილი შობილის სრულყოფილი მშობელი მამა ერთარსია ძისა. არის ერთი უფალი, ერთი ერთისაგან, ღმერთი ღმერთისაგან, ხატი და მსგავსი ღვთაებისა, მოქმედი სიტყვა, ყოვლისმომცველი სიბრძნის ძალა და ქმილებათა შემოქმედი, ჭეშმარიტი ძე ჭეშმარიტი მამისა... და არის მამისაგან გამომავალი და ძის მიერ განცხადებული ერთი სულიწმიდა... და არის დიდებულებასა და მარადიულობაში სრულყოფილი უმაღლესი ძალაუფლება, განუყოფელი და განუშორებელი სამება.

ამ მსჯელობაში მართლმადიდებლური ინტუიცია აშკარად გამოსჭვივის. მეტიც, ბასილი დიდის ლიტურგიის ევქარისტიულ ლოცვაში ამ ტექსტის თითქმის ზედმიწევნით შინაარსს ვისმენთ. თუმცა, ამ მართლმადიდებლურად ჟღერად ტექსტში სწორი საღვთისმეტყველო კონტექსტი არ არსებობდა და ამიტომ ძალიან ადვილად შეიძლებოდა მისი სუბორდინატიზმად, ანუ იმ ერესად განმარტება, რომლის მიხედვითაც წმინდა სამებაში არსებობს იერარქიული ურთიერთობა: თითქოს ძე - მამას და სული - ძეს არის დაქვემდებარებული.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat