მივეახლოთ ღვთისმშობელს და ვადიდოთ მის ხელთ ყრმა!
მივეახლოთ ღვთისმშობელს და ვადიდოთ მის ხელთ ყრმა!
გვესაუბრება სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტი ირაკლი დგვარელი:

- ამ დღესასწაულით ეკლესია იხსენიებს უმნიშვნელოვანეს მოვლენას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებიდან. ძველ აღთქმაში იყო სჯულის ასეთი განწესება, რომლის მიხედვითაც დედაკაცი მშობიარობის შემდეგ არაწმინდად ითვლებოდა 40 ან 80 დღე, რაც დამოკიდებული იყო ბავშვის სქესზე (ასულის შობის შემთხვევაში განწმედის ვადა 80 დღეს შეადგენდა). ამ დღეებში, განწმენდის დროდ რომ იწოდებოდნენ, დედას უფლება არ ჰქონდა, იერუსალიმის ტაძარში მისულიყო, მონაწილეობა მიეღო საზოგადო ღვთისმსახურებაში და რაიმე სიწმინდეს და სამღვდელოს შეეხებოდა, განწმედის ვადის შემდეგ ყრმასთან და ქმართან ერთად იერუსალიმის ტაძარში უნდა მისულიყო და განსაწმენდელი მსხვერპლი შეეწირა. შეძლებულ დედაკაცს ერთი წლის კრავი მოჰყავდა ყოვლადდასაწველი მსხვერპლის შესაწირად, აგრეთვე ახალწამოფრთიანებული მტრედი ანდა გვრიტი, გვრიტიც მტრედისებრთა ჯგუფს განეკუთვნება. საღვთო წერილის წიგნები გვრიტს ახსენებენ გადამფრენ ფრინველად, რომელიც პალესტინაში გაზაფხულის დადგომისას ჩნდებოდა ძალზე დიდი რაოდენობით და მთელს ქვეყანას აღავსებდა თავისი საამო ღუღუნით.

ღარიბი ქალის მსხვერპლი შედგებოდა ორი გვრიტისა, ან მათ ნაცვლად ორი ახლადდაფრთიანებული მტრედისაგან, ეს იყო მსხვეპლშეწირვა ცოდვებისათვის. გარდა ამისა, თუკი ახალშობილი ყრმა პირმშო იყო, გარდა დედის განწმედის წესისა, ყრმაზეც აღასრულებდნენ ღვთისადმი მისი მიძღვნის წესს. "წმიდა მიყავ მე ყოველი პირმშოი პირველშობილი, განმღებელი ყოვლისა საშოისა ძეთა ისრაელისათა", - მცნებად დაუდო უფალმა მოსეს. ცნობილი არ არის, ზუსტად როგორ აღესრულებოდა ეს წეს-ჩვეულება. მღვდელი, ალბათ, ხელში აიყვანდა ყრმას და საკურთხევლისაკენ მიქცეული ზე-ასწევდა მას, თითქოს უფალს მიუძღვნისო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს მცნება იუდეველებს ეგვიპტიდან გამოსვლისას მიეცა, როდესაც უფლის ანგელოზმა ერთ ღამეს წარწყმიდა ეგვიპტელთა ყველა პირმშო და არ შეხებია ებრაელთა პირმშოებს. ამიტომ პირმშონი განჩინებულნი იყვნენ მისდამი მსახურებისათვის და უფლის საკუთრებად იქცეოდნენ.Mმაგრამ შემდგომ ღვთის სამსახურებლად რჯულის კარავთან დადგინებულ იქნენ ლევიტელნი, რომელნიც უფალმა ისრაელის პირმშო ძეთა ნაცვლად მიიღო. ამიტომ პირმშოთათვის ისრაელის ყველა სხვა ტომისგან დაწესდა გამოსასყიდი ხუთი სიკილა (ებრაული წონის ერთეული). სწორედ სჯულის ამ დადგინებას აღასრულებენ იესოს მშობლებიც - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი თავის დამწინდველ მართალ იოსებთან ერთად მეორმოცე დღეს ყრმა იესოს შობიდან. ისინი იერუსალიმის ტაძარში მიდიან, მათ მიჰყავთ ღვთაებრივი ყრმაც "წარდგინებად წინაშე უფლისა". უფლის ყოვლადწმინდა დედა სჯულის ამ დადგინებას იმიტომ კი არ დაექვემდებარა, რომ განწმედას საჭიროებდა, - მან ხომ უთესლოდ და უბიწოდ შვა სიწმიდისა და შეურყვნელობის წყარო - უფალი იესო ქრისტე, არამედ იმისათვის, რომ საღვთო სჯული აღესრულებინა და კეთილმსახურებისა და ღვთის ნებისადმი თავმდაბლური, ჭეშმარიტი სიბრძნით აღსავსე მორჩილების სრულყოფილი მაგალითი მოეცა ჩვენთვის. ღვთისმშობელს და მართალ იოსებს ნივთიერი სიდუხჭირის გამო არ შეუძლია მტრედის ორი მართვისა თუ ორი გვრიტის მეტი მსხვერპლი შესწიროს ღმერთს.Uუფალი ჩვენი იესო ქრისტე უდიდესი სიმდაბლით მოვიდა ქვეყნად. მოვიდა, რათა გააუქმოს ძველი სჯული, და ყოველნი მისნი წესნი, რომელნიც მხოლოდ დროებით იყვნენ მიცემულნი კაცთათვის და ნაცვლად მისა მოგვცეს ჩვენ ახალი, უმაღლესი და უწმინდესი სჯული. რადგან ძველი სჯული გაუქმებული არ იყო, მაცხოვარი დაემორჩლა მას და აღასრულა. ამით იგი გვასწავლის ჩვენ, რათა ჩვენცა პატივს-ვსცემდეთ სჯულს.

***
ორი მტერდი, წმინდა ანდრია კრიტელის განმარტებით, რომელიც ყრმა იესოს მშობლებმა შესწირეს, სიმბოლოა ეკლესიის მომავალში განცხადებული ხსნისა იუდაიზმისა და წარმართობისაგან. წმინდა კოზმა მაიაველი ამბობს: "მივეახლოთ ღვთისმშობელს და ვადიდოთ მის ხელთ ყრმა! ახლა ჩვენ ვხედავთ სასწაულს, ვინც შექმნა ადამი, თავადაა ყრმა, დაუტევნელი, ეტევა ხელებზე, ხორციელით აღუწერელი ხორცით იმოსება"!

იესო ქრისტეს მიერ მოსეს კანონის აღსრულებაში განცხადდა მისი ჩვენდამი შუამდგომლობა მამა ღმერთის წინაშე. როდესაც ყრმა იესო მის მშობლებს იერუსალიმის ტაძარში მიჰყავდათ უფლის წინაშე წარსადგენად, ამ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა ღრმად მოხუცებული კაცი, სახელად სვიმეონი. გადმოცემის თანახმად, პტოლემეოს ფილადელფოსმა, რომელიც ქრისტეს შობამდე 287-247 წლებში განაგებდა ეგვიპტეს, ალექსანდრიაში ცნობილი ბიბლიოთეკა დააარსა. ერთხელ მან შეიტყო, რომ მის მიერ დამორჩილებულ იუდეველებს სიბრძნითა და სიწმინდით სავსე მრავალი საღვთო წიგნი ჰქონდათ და გადაწყვიტა, ბერძნულად ეთარგმნა ისინი. ამით თავის სახელგანთქმულ წიგნთსაცავსაც გაამდიდრებდა და ალექსანდრიაში მცხოვრებ იუდეველთა კეთილგანწყობასაც დაიმსახურებდა. იმხანად ეგვიპტეში გადახვეწილ ებრაელებს თითქმის დავიწყებოდათ მშობლიური ენა...

პტოლემეოსმა იერუსალიმში ელჩობა წარგზავნა და მღვდელმთავარ ელიაზართან დიდი ძღვენი და წერილი გაატანა. სთხოვდა, გაეგზავნა მისთვის საღვთო წიგნები და სჯულის მეცნიერნი, რომლებიც მათ ბერძნულ ენაზე თარგმნას შეძლებდნენ.

ელიაზარმა ისრაელის 12 ტომიდან ამოირჩია ექვს-ექვსი მოხუცებული, რომელთაც ზედმიწევნით იცოდნენ ბერძნული ენა, ჩააბარა მათ წმინდა წიგნები და პტოლემეოსთან გაგზავნა.

ეგვიპტის მმართველმა ღირსმა მამამ 72 დღეში გადათარგმნა წმინდა წერილი (ამ თარგმანს შემდეგ სეპტუაგინტა - სამოცდაათის თარგმანი ეწოდა).

ღირს მამათა შორის გახლდათ მღვდელი უფალი საბაოთისა, წმინდა სვიმეონი (მღვდლის ეფოდწარმოსხმული, ოქროს კვერთხით ხელში გამოეცხადა იგი პეტრე ათონელს). წმინდა სვიმეონს ესაია წინასწარმეტყველის წიგნის თარგმნა ერგო. ღირსი მამა დიდი მოკრძალებითა და ღვთისმოშიშებით შეუდგა საქმეს. როცა იმ ადგილამდე მივიდა, სადაც ესაია მაცხოვრის შობას წინასწარმეტყველებს: "აჰა ესერა, მიუდგეს ქალწული შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ", სვიმეონი შეცბა და ისე განკვირდა, თითქოს პირველად წაიკითხაო ეს სიტყვები. "როგორ შეიძლება, ქალწულმა მამაკაცის გარეშე შვას ყრმაო", - გაიფიქრა და დანა აიღო, რათა სიტყვა "ქალწული" ამოეფხვრა და მის ნაცვლად "დედაკაცი" ჩაეწერა. ამ დროს მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და შეაჩერა: "სვიმეონ, გწამდეს, რაც წერია და საკუთარი თვალით იხილავ, როგორ აღსრულდება ეს სიტყვები, რამეთუ არ მოკვდები, სანამ არ იხილავ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს". განეშორა უფლის ანგელოზი და წმინდა სვიმეონისთვის დრო თითქოს გაჩერდა. სული მისი გადასახლდა ღვთის სამყაროში დროისა და სივრცის მიღმა.

***
სვიმეონი რომელ წოდებას განეკუთვნებოდა, სახარება არ გვიჩვენებს, მაგრამ ეფუძნებიან იმას, რომ მან ხელთ მიირქვა ყრმა იესო, როგორც ვარაუდობენ, იმისთვის, რომ ღვთისათვის მიეძღვნა,Aანუ წეს-ჩვეულება აღესრულებინა, ფიქრობენ, რომ იერუსალიმის ტაძრის ერთ-ერთი მღვდელმთავარი იყო. იმასაც ამბობდნენ, რომ იგი არის იგივე სვიმეონი, ონიას ძე, იუდეველთა პირველმღვდელმთავარი და კეთილმსახურებისა და სიქველისათვის მართლად იწოდა. სვიმეონს ასევე მიიჩნევდნენ გილელის ძედ, ფარისეველთა სახელგანთქმული მოძღვრისა და გამალიელის მამად.

ერთხელ წმინდა სვიმეონი შინ იჯდა და ლოცულობდა. "ამას ილოცვიდა, რაითამცა უწყებული იგი სულისა წმიდისაი იხილა... და მუნთქუესვე აუწყა მას სულმან წმიდამან და ჰრქუა: აღდეგ მოხუცებულო, რა ჰზი? აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა შენი გამტევებელი. განაგე სახლი შენი და განჰმზადე სამკვიდრო შენი, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი შენი და წინასწარ მეტყველებად ტაძარსა მას შინა". მეყსეულად წამოდგა სვიმეონი და ტაძარს მიაშურა. იმ დღეს მრავალ დედას მიჰყავდა ყრმა პირველშობილი, სადაც სწორედ იმ დროს, მარიამმა და იოსებმა ყრმა იესო მიიყვანეს, რათა სჯულისმიერი წესი აღესრულებინათ მასზე.

ღარიბი, უბრალოდ შემოსილი დედა ღვთაებრივი ყრმითურთ ტაძრის ეზოში იდგა ხალხში და თავისი მწირი მსხვერპლის შესაწირად ემზადებოდა. ამ დროს ტაძრის ეზოში შემოდის იერუსალიმში თავისი კეთილმსახურებით ცნობილი მოხუცი სვიმეონი, ხელიდან ართმევს ძეს გაკვირვებულ დედას და დაკვირვებულ მზერას მიაპყრობს მას. სულიწმინდა განუცხადებს მას ამ ყრმაში აღთქმულ მესიას, სანამ სვიმეონი მარიამს ღვთაებრივ ყრმას გამოართმევს და მიირქვამს, მოხუცი აღელდება, გაიქცევა და შესძახებს: "გზა მომეცით, რაითა მივეახლო წმიდასა და სასურველსა და ვიხილო, რომელსა იგი წინაითვე ვუხილავ! დედანო, საკურთხევლისკენ რომ მიგყავთ თქვენი პირველშობილნი, მიჰგვარეთ ამ ყრმას, რომელი უწინარეს აბრაჰამისა არს და მხსნელია ისრაელისა!" მიეახლა ყრმა იესოს კრძალვით სვიმეონი, მიირქვა, მიიწვინა თავის მკლავზე და წარმოსთქვა, ვითარცა გედმა სიკვდილის წინ: "აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი... აწ განუტევე, უფალო, რამეთუ მრავალი ტკივილი განუცდია შენს მონას მოლოდინში, შენი ხილვით გამოწვეულ სიხარულში განუტევე, უფალო და ნუ აცქერინებ ჰურიათა მიერ შენ ზედა კადრებას... ნუმცა ვიხილავ გვირგვინსა მას ეკლესიასა, - ღაღადებდა სვიმეონი, - ნუმცა მონისა მიერ ყვრიმლისცემასა, ნუმცა ლახვარსა გვერდსა შენსა ცემულს ვიხილავ... განმიტევე უფალო, რაითა წარვიდე და ვახარო ძველი აღთქმის მართალ-აბრაამს, ესაიას, მამასა შენსა დავით წინასწარმეტყველს - შენი მობრძანება".

***
ღვთის მიგებების (მირქმის) დღესასწაული ქრისტიანული ეკლესიის უძველეს დღესასწაულებს განეკუთვნება. მაგრამ, მიუხედავად ადრეული წარმოშობისა, იგი VI საუკუნეზე ადრე არ აღინიშნებოდა. იმპერატორ იუსტინიანეს დროს (527-565 წ.წ) ბიზანტია, განსაკუთრებით ანტიოქია, შეუწუხებია ჯერ მიწისძვრებს, შემდეგ კი - საშინელ ჭირს, რომელსაც ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე მიჰქონდა. ამ საყოველთაო უბედურების დროს ერთ-ერთ ღვთისმსახურ ქრისტიანს ზეციდან ეუწყა, რომ მორწმუნეებს საზეიმოდ აღენიშნათ ხოლმე უფლის მიგებების დღესასწაული.

მართლაც, იმ წელს, როცა უფლის მირქმის დღეს ღამისთევის ლოცვა და ლიტანიობა აღასარულეს, უბედურებანი, რომელნიც ბიზანტიას დაატყდა თავს, შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ დაადგინა, საზეიმოდ აღენიშნათ უფლის მირქმის დღესასწაული.

მიგებების (მირქმის) დღესასწაული არის ზეიმი ადამიანის მიგებებისა, შეხვედრისა უფალთან - იესო ქრისტესთან. ეს დღესასწაული გვასწავლის, რომ ვინც რჯულის მიხედვით ცხოვრობს, მის მოთმინებასა და სასოებას უფალი აუცილებლად სიხარულს, მშვიდობასა და ბედნიერებას მიაგებს.

ღვთაებრივი ლიტურგიის აღსრულების ჟამს, ზიარების საიდუმლოს დროს, ყოველ ქრისტიანს ძალუძს, განიცადოს ბედნიერება - მიირქვას უფალი თავისი სულის მკლავებში.

მირქმის დღესასწაული მოგვითხრობს, რომ ღმერთი ადამიანებს შორისაა და კაცთა მოდგმა ღვთის მოსვლამ კი არ განყო, არამედ დააკავშირა, გააერთიანა. მთელი ქრისტიანული ეთიკა და ასკეტიკა არის სწავლება იმაზე, რომ არ დაიკარგოს ეს ერთობა ღმერთთან და ადამიანთან.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat