"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 1
თავი 7. ორიგენე
ორიგენეს პიროვნება და მისი თხზულებები როგორც მის ცხოვრებაში, ისე გარდაცვალების შემდეგ დიდი მოთხოვნილებითა და პატივით სარგებლობდა. ორიგენეს შეხედულებები მრავალ, როგორც ერეტიკულ, ისე მართლმადიდებლურ სწავლებაში იქნა გამოყენებული. ორიგენეს პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა მეოთხე საუკუნეში - ქრისტიანული ღვთისმეტყველების აღორძინების პერიოდში. იმ დროს მისი აზრები ქრისტიან ღვთისმეტყველებს შემოქმედებით ძალას მატებდა და მისი ნაწარმოებებიდან ფრაგმენტები საკმაოდ ხშირად გამოიყენებოდა. მაგრამ ვინაიდან ორიგენეს ზეგავლენა ძირითადად უარყოფითი ხასიათის მატარებელი იყო და მისი სწავლების საფუძველზე არაერთი "ორიგენისტული" ერესი ჩამოყალიბდა, იმპერატორ იუსტინიანეს ზეობის დროს - 543 წელს კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე ორიგენე ერეტიკოსად გამოცხადდა და მისი შემოქმედება ანათემას გადაეცა. ათი წლის შემდეგ ორგენეს ანათემირება მეხუთე მსოფლიო კრებამ დაამტკიცა და აქვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება მისი ნაწარმოებების განადგურების შესახებ. მიუხედავად ამისა, ქრისტიან მოაზროვნეთა შორის ორიგენეს ავტორიტეტი საბოლოოდ მაინც არ გამქრალა და ამიტომ ორიგენეს ზეგავლენის კვალი შეიძლება როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ ღვთისმეტყველებაში დავინახოთ.

ორიგენეს ბევრი ნაწარმოები დაიკარგა, სხვა თხზულებებმა ჩვენამდე მისი მოწაფეებისა და თაყვანისმცემლების მიერ ლათინურ ენაზე თარგმნილ, ხშირ შემთხვევაში შერბილებულ ან დეფორმირებულ ვარიანტში მოაღწია. საერთოდ, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ორიგენეს შემოქმედება შეუდარებელი ნაყოფიერებით გამოირჩევა: მარტო გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული მისი თხზულებების მიხედვით არის შედგენილი, ოთხ ტომს მოიცავს.

ორიგენეს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეგზეგეტიკურ თხზულებებს (განმარტებები და კომენტარები) უკავია. მათ რიცხვს, უწინარეს ყოვლისა, მიეკუთვნება "ჰეგზაპლები" - ძველი აღთქმის წიგნებით ორიგენეს მიერ შედგენილი ექვსმწკრივიანი ბიბლია (აქედან გაჩნდა ასეთი სახელწოდება). პირველ მწკრივში მოთავსებული ებრაული ტექსტი (მასორეთული ვერსია) ივრითზე იყო დაწერილი; მეორე - იგივე ტექსტი ბერძნული ტრანსლიტერაციით იყო შესრულებული; დანარჩენ ოთხ მწკრივში მოთავსებული იყო თარგმანები ბერძნულ ენაზე: მესამეში - აკვილა, მეოთხეში - სვიმახოსისა, მეხუთე - სეპტუაგინტა (სამოცდათორმეტი ღირსი მამის მიერ 72 დღეში გადათარგმნილი წმინდა წერილი, ამ თარგმანს შემდეგ სეპტუაგინტა ეწოდა) - სამოცდაათის თარგმანი, ხოლო მეექვსეში - თეოდოტიონი. თარგმანები აკვილა, სვიმახოსისა და თეოდოტიონისა არ იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი - ევსების მიხედვით, ორიგენემ მათ "რომელიღაც ბნელ კუთხეში მიაგნო". ბიბლიის ზოგიერთი გამორჩეული ნაწილისათვის (მაგალითად, ფსალმუნებისათვის) ორიგენემ სხვა თარგმანებიც (ენეაპლები) გამოიყენა. სამოცდაათის თარგმანს, რომელსაც ერთადერთ ავტორიტეტულ ტექსტად ორიგენე აშკარად არ მიიჩნევდა, თან სდევდა კრიტიკული შენიშვნები, რომლებიც მიუთითებდა ებრაულ ტექსტთან არსებულ განსხვავებებს: ობელისი - ნიშნავდა ებრაულ ტექსტში ჩამატებულს, ლაკუნა, - ებრაულ ტექსტში გამოტოვებულს. ორიგენეს მიერ შესრულებული სამუშაო არის ბიბლიის კრიტიკული შესწავლის პირველი მცდელობა. "ჰეგზაპლები" აღმოსავლელ ღვთისმეტყველებს ბიბლიური ტექსტის შესწავლის საქმეში საუკუნეების მანძილზე უწევდა დახმარებას.

ორიგენეს კომენტირებული აქვს თითქმის მთელი წმინდა წერილი. ეს კომენტარები შეიძლება სამ ძირითად ჯგუფად დაიყოს: სქოლიოები (მინდორზე მოთავსებული მინაწერები), ჰომილიები ან თარგმანები (ჩვენამდე 574-მა მოაღწია, მათ შორის ბერძნული ორიგინალი მხოლოდ ოცია) და კვლევითი ხასიათის კომენტარები "ქებათა-ქებისა", მათეს და იოანეს სახარებისა და "რომაელთა მიმართ" ეპისტოლესი.

თავის განმარტებებსა და საუბრებში ორიგენე ტრადიციული ალექსანდრიული ალეგორიული მეთოდით სარგებლობდა. ეს მითოდი თანამედროვე ადამიანს შეიძლება უსარგებლოდ და უაზროდ მოეჩვენოს. მეთოდის სწორად შეფასებისათვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორიგენეს ადრესატი ბერძნებულენოვანი მკითხველი იყო. კულტურული თვალსაზრისით ორიგენე თავადაც ბეძენი იყო. მას უყვარდა ძველი აღთქმა და ყოველ მის დეტალს თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. ამავე დროს, ორიგენეს კარგად ესმოდა, რომ ძველი აღთქმის ისტორიის კითხვა მისი თანამედროვე ბერძნებისათვის არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. მისთვის ისიც ნათელი იყო, რომ ამ ლიტერატურის გარეშე ბერძნებისათვის შეუძლებელი იქნებოდა ქრისტიანობის შინაარსის სწორად გაგება. ორიგენე ცდილობდა განემარტა, რომ ძველი აღთქმის წიგნებიდან ყველაფერს, ერთი შეხედვით ყველაზე უმნიშვნელოსაც კი, სამარადჟამო მნიშვნელობა აქვს და ის ქრისტესა და ეკლესიასთან მიმართებით მხოლოდ სიმბოლური და განყენებული სულიერი თვალსაზრისით შეიძლება იქნეს გაგებული.

ცალკეულ შემთხვევებში ორიგენეს იმდენად იტაცებდა ალეგორიზმი, რომ ტექსტის ისტორიულ შინაარსზე საუბარს საერთოდ ივიწყებდა. მიუხედავად ამისა, ცალკეულ შემთხვევებში ქრისტიანულ სამყაროში ბიბლიის მისეული სულიერი განმარტებების სტილი დღემდეა შემორჩენილი.

ორიგენეს თხზულებებში ასევე კარგად მოჩანს მისი პიროვნება და ხასიათი: გამორჩეული ელინური აზროვნების მქონე ბრწყინვალედ განათლებული ერუდიტი და პროფესორი. ის ინტელექტუალური სიყვარულით იყო შეყვარებული ძველი აღთქმის ტექსტზე, იყო ეკლესიის ერთგული და კეთილსინდისიერი ღვთისმეტყველი. ქვემოთ ჩვენ მოვიყვანთ თავისი სიღრმითა და გონივრულობით მის მიერ კომენტირებული ტექსტისა და ქადაგების რამდენიმე მაგალითს.

ჰომილიაში ლუკა 1 ორიგენე საუბრობს კანონიკურის გვერდით აპოკრიფული ტექსტების არსებობის შესახებ: ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ის ოთხი სახარება არ დაწერილა, რომლებსაც ჩვენ ვკითხულობთ და რომლებიც ეკლესიას მიეცა. ეს ჩვენთვის უშუალოდ ლუკას სახარების პირველი თავიდან არის ცნობილი: "რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა..." (ლუკ. 1:1).

ნეტარებათა კომენტირების დროს ("ნეტარ იყუნენ მშვიდობის-მყოფელნი...") ორიგენე ამტკიცებს: იმისათვის, რომ წმინდა ტექსტი სწორად იქნეს გაგებული, ადამიანს სულიწმინდისგან ბოძებული სპეციალური ცოდნა ესაჭიროება. ამ ცოდნას შეუძლია ჩვენთვის გასაგები გახადოს წმინდა წერილის ერთი შეხედვით ურთიერთსაპირისპირო ტექსტები, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება ჩვენსავ ბუნებაში ჭეშმარიტი "მშვიდობის" დამკვიდრება.

იმ ადამიანისათვის, რომელსაც შეიძლება ჭეშმარიტი მშვიდობის-მყოფელი ვუწოდოთ, ღვთაებრივ სიტყვებში მართლაც არაფერია დამახინჯებული და გაუგებარი. ვისაც მიეცა ყური, რომ ისმინოს, მისთვის ყველაფერი ნათელია.

ჰომილიებში, რომლებიც "ებრაელთა მიმართ" ეპისტოლეს ეძღვნება, ამ სიტყვის სრულიად თანამედროვე გაგებით, ავტორობის პრობლემაა წამოჭრილი. ორიგენეს ყურადღება ეპისტოლეს სტილმა და სინტაქსმა მიიქცია. ორიგენე მიდის დასკვნამდე, რომ მოციქულ პავლეს არ შეიძლებოდა ეს წერილი დაეწერა. მისი აზრით, როგორც ჩანს, ავტორი უწინარეს ყოვლისა ისეთი განათლებული ელინი იყო, რომელსაც ამავდროულად წმინდა პავლეს აზრები კარგად ესმოდა, - ორიგენეს აზრით, ასეთი შეიძლება კლიმენტი რომაელი ან ლუკა მახარებელი ყოფილიყო, - სხვათა შორის, ამ მოსაზრებას ახალი აღთქმის ბევრი თანამედროვე მკვლევარიც გაიზიარებდა:

"ებრაელთა მიმართ" ეპისტოლეს სტილი არ იწვევს მოციქულისთვის დამახასიათებელი ლიტერატურული ცოდნის უკმარისობის გრძნობას. მოციქული პავლე თავადაც აცხადებდა, რომ არ ფლობდა სამწერლობო ხელოვნებას. აქ შედგენილ ფრაზებში კი აშკარად შეიმჩნევა ელინური განსწავლულობა, რაშიც ალბათ ყველა დაგვეთანხმება, ვისაც სტილების თავისებურებებზე გარკვეული წარმოდგენა აქვს... მე მსურს გავაცხადო, რომ ეპისტოლეში გამოთქმული აზრები პავლე მოციქულს ეკუთვნის, მაგრამ აქ ისიც უნდა ითქვას, რომ სტილი და კომპოზიცია, ვინმე ისეთი პიროვნებისაა, ვინც დაიმახსოვრა და გაიაზრა მასწავლებლის სიტყვები, შემდეგ კი მის სწავლებას ახალი ხორცი შეასხა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეპისტოლე პავლეს მიერაა დაწერილი, დე შეინარჩუნოს საკუთარი შეხედულება, რადგან ამ წერილს ჩვენი წინამორბედნი უსაფუძვლოდ არ დაარქმევდნენ პავლე მოციქულის ეპისტოლეს. სინამდვილეში ვინ დაწერა იგი, მხოლოდ უფალმა იცის... ერთნი იტყვიან, რომ კლიმენტმა, რომის ეპისკოპოსმა, მეორენი - სახარებისა და მოციქულთა წიგნის ავტორმა ლუკამ.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat