მარიამობა დღეს დაიბადა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მსახური, მრევლის ბებო, სიკეთის განსახიერება
მარიამობა დღეს დაიბადა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მსახური, მრევლის ბებო, სიკეთის განსახიერება
თუ მკითხავენ, ადამიანი როგორი უნდა იყოსო, თვალის დაუხამხამებლად ვუპასუხებ, - ნანი ბებოსნაირი-მეთქი.

ვინც ქუთაისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელიბის ტაძარში ერთხელ მაინც ყოფილხართ გახსნის დღიდან 2015 წლამდე, ყველას გემახსოვრებათ ნანი ბებო (დიდ-პატარა ასე ეძახდა, ეს მისი თიკუნი იყო). ის ყველასთვის ბებო იყო, ძმაკაცი, ძმა, დედა, და, ოჯახის წევრი. ყველას ესიყვარულებოდა, ყველა უყვარდა, ყოველ ადამიანში მხოლოდ სიკეთეს ეძებდა, მისთვის წარმოუდგენელი იყო, ბოროტება რას ნიშნავდა. ყველას სადარდელი გულთან მიჰქონდა, თავის დიდ ტკივილს კი არასოდეს აგრძნობინებდა - მის გულს შვილიშვილი აკლდა...

ყველას თავს უტოლებდა, ცდილობდა, ყველასთვის პატივი ეცა. სრულიად უსასყიდლოდ მსახურებდა ტაძარში, მასზე ზრუნავდა, დილიდან საღამომდე ფუსფუსებდა, სანთელს ყიდდა...

ძველი მრევლი, სტიქაროსანი, მგალობელი თუ მღვდელმსახური ნანი ბებოზე არაერთ კეთილ ამბავს ტკბილად გაიხსენებს.

ტრადიციად ჰქონდა - წითელ პარასკევს ტაძარს ღამით არ კეტავდა, გარდამოხსნის წინ იდგა და მარტო ლოცულობდა. ერთხელ შეუძლოდ გახდა - წნევამ აუწია. დღეს ვერ შევძლებ ტაძარში გათენებასო, წუხდა, მაგრამ მალევე დამირეკა - ისეთი დღეა, რომ მოვკვდე, ამაღამ ტაძარი არ უნდა დავკეტოო.

2016 წელს საქართველო დავტოვე... ვცდილობდი, დაბადების დღეზე დამერეკა, მიმელოცა... მალე გადაინაცვლა სამარადისო საცხოვრებელში შვილიშვილთან.

სულ გვაფრთხილებდა, როდესაც გარდავიცვლები, ბიჭებმა (სტიქაროსნებმა) ფსალმუნები წამიკითხეთო. ვერ დავემშვიდობე, ვერ გავაცილე იმ ქვეყნად.

მარიამობა დღეს დაიბადა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მსახური, მრევლის ბებო, სიკეთის განსახიერება.

მე, ამავე ტაძრის ყოფილი სტიქაროსანი, მუდამ ვეცდები, ნანი ბებოს სახელი უკვდავი იყოს. ახალმა თაობამ, რომელიც ამ ტაძარში ერთხელ მაინც შევა, მინდა იცოდეს, რომ აქ მესანთლედ იყო სამაგალითო ადამიანი ნანი ბებო, რომელიც უანგაროდ ემსახურებოდა უფალს, ტაძარს. ვულოცავ მრევლს, სამღვდელოებას, ნანი ბებოს ოჯახს მისი დაბადების დღეს.
ნანი ბებო, დიდი მადლობა შენი სიცოცხლისთვის, ტაძარში მსახურებისთვის, სიყვარულისთვის.


დიდი სიყვარულით,

საფრანგეთში მყოფი ამავე ტაძრის ყოფილი სტიქაროსანი, თეიმურაზ მაჩიტიძე.

დიდი მადლობა ჟურნალ "კარიბჭეს", მის რედაქტორს და მთელ გუნდს, რომ მომეცით საშუალება, გამეხსენებია და თქვენი მეშვეობით მადლობა გადამეხადა ამ საოცარი, ერთგული, თბილი, ტკბილი ქალბატონის სულისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
08.04. 2022
ნატო
ნეტავ მაგ დროს , ნანი დეიდა რომ იყო მაგ ტაძარში მესანთლედ , უთბილესი ადამიანი იყოს , ძალიან კარგ რჩევებს მაძლევდა სულ , ნანი დეიდამ რაც ეგ ტაძარი დატოვა მას შემდეგ ფეხიც არ შემიდგამს შიგნით , ბევრია დამოკიდებული ტაძარში ვინ არის მესანთლე , მოძღვარი . მართალია ტაძარი ღვთის სახლია და მღვდლებს არ ეკუთვნით მაგრამ ბევრია მათზე დამოკიდებული . ღმერთმა გაანათლოს ნანი დეიდას სული
28.08. 2021
ნანა
საუკეთესო ქალბატონი , ღმერთმა გაანათლოს , რაც ნანი დეიდა (ბებო) ტაძარში აღარ მსახურობდა მას შემდეგ არც მე არ შევსულვარ მაგ ტაძარში , მიხაროდა მისი შეხვედრა , დედა-შვილური დარიგება , სითბოს და სიყვარულს გამოხატავდა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat