ვინც ერთხელ მაინც მოხვედრილხართ ნეველის ტაძარში ნანახი გეყოლებოდათ ეს უცნაური ადამიანი. უმეტესობას უბრალო მათხოვარი, გიჟი ეგონა, ცოტამ თუ იცოდა რას მალავდა ეს ადამიანი საკუთარი უცნაურობების მიღმა. იმასაც ამბობენ, თავად მამა ვიტალი სიდორენკომ და სხვა გლინელმა მამებმა დააყენეს ნეველის ეკლესიაში ამ ღვაწლისთვისო... ღმერთმა გაანათლოს მისი ნაღვაწი სული და მისი ლოცვა კი ჩვენ შეგვწეოდეს. სოციალურ ქსელში "საქართველოს იმედი" აქვეყნებს მოგონებებს.
"ერთხელ ნაყინს ჭამდა თავის ნაკბეჩი მოაგლიჯა და მომაწოდა, თან ჩუმად მიყურებდა რას ვიზავდი, რო. არ წყენოდა გამოვართვი და შევჭამე, ძალიან გაუხარდა"
ცუდი ის არის, რომ ამდენ სიკარგეს გარდაცვალების შემდეგ ვიგებთ, ზაფხულში მწვანე დუტის ქურთუკით მოვიდა ჩემთან ახლოს ტაძარში, მომეფერა და ჩამეხუტა. არ მინდოდა მისი მოფერება და განრიდება ვცადე, არვიცოდი ვინიყო , ძალიან ვნანობ და განვიცდი, იქნებ მომიტევოს ჩემი უგუნური საქციელი".
"ძალიან საყვარელი იყო. ვიცოდი ვინც იყო და რა მადლსაც ატარებდა. გაგონილი მქონდა ყველასგან არ იღებდა შესაწირს .ერთხელ მივაწოდე და მიყურა 2 წუთი და შემდეგ მოკრძალებით გამომართვა მიმანიშნა მივხვდი"
" განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები, დიდი სითბოთი და სიყვარულით ლოცავდა მათ".
"ტაძრის სტუმარი აუცილებლად შეამჩნევდა უცნაურ ბებოს, კატიას, რომელიც ხან თავისთვის ჩუმად ლოცულობდა, ხანაც ჩხუბით და ხმაურით დარბოდა და სხვადასხვანაირ უცნაურობებს ჩადიოდა.."
"ერთხელ მძიმე მარხვის პერიოდში, წირვაზე დგომისას მომიახლოვდა კატია და რაღაც ფუნთუშები მომაწოდა, რომელსაც თვითონ ჭამდა. მოვუბოდიშე, არმინდათქო, თან სეფისკვერის მიღება მინდათქო მოვიმიზეზე, მაგრამ არ მომეშვა და მითხრა, - ხომ ჭამეო დილას სეფისკვერი?! (როცა წირვაზე მივდიოდი დილით მაინც რამდენიმე სეფისკვერს ,,ვჭამდი"). ამ ნათქვამმა შემაშინა და გამოვართვი ეს ფუნთუშა და დავუწყე ჭამა. თავზე მეფერებოდა და იცინოდა თან, მითხრა ჭამეო, ხაჭოს ფუნთუშა არიო, კარგიაო! ამის თქმაზე გავბრაზდი, მეთქი მარხვაზე ვარ და დამარღვევინეთქო.. ზუსტად იმ დღეებში, დამთხვევასავით, ვკითხულობდი მჯდომარე ანასტასიაზე, რომელიც მარხვის პერიოდში არასამარხვოთი უმასპინძლდებოდა ზოგ მისულს და ამით მათ მარხვას ამხელდა, რომელიც მარტო საჭმლისგან თავშეკავება იყო.."
"ერთხელაც 8 მარტს, მეუფე ზინობის მიცვალების დღეს, ჩვეულებრისამებს პატრიარქს ელოდებოდნენ და ძალიან ბევრი ხალხი იყო. ტაძრის შიგნით კორიდორი გააკეთეს, რომ პატრიარქს გაევლო და მრევლი ორივე მხარეს მჭიდროთ იდგა. ამ კორიდორში კი კატია იქეთ-აქეთ დარბოდა და ხან ერთს მიუვარდებოდა ჩხუბით და ხმაურით, ხან სხვას თბილად და მოფერებით. ამდროს მე ცოტა ღრმად ვიდექი და შევამჩნიე ხელში კანფეტი ეჭირა და ის იყო, უკვე ჩაირბინა და თითქმის გადიოდა ტაძრიდან, რომ რატომღაც გავიფიქრე ნეტა მომცემდეს ამ კანფეტსთქო. კატია შემობრუნდა, ჩემკენ გამოიხედა და აჩქარებული ნაბიჯებით წამოვიდა. გაწი-გამოწია ხალხი და სანამ მომიახლოვდა, მე უკვე ცივმა ოფლმა დამასხა შიშისგან, მოვიდა, თავზე ხელი გადამისვა, კანფეტი ჯიბაში ჩამიტენა და გაიქცა."
"მინახავს ძალიან ბევრჯერ მასთან მოტირალნი და როგორ ანუგეშებდა და ეფერებოდა"
"არ ვიცი ვინ იყო, სალოსი იყო თუარა, უბრალოდ, მის სიახლოვეს ყოფნა რაღაცნაირ სიმშვიდეს განიჭებდა, ბევრ რამეზე დაგაფიქრებდა და მერე თვითონაც გიკვირდა ეს მდგომარეობა..."