მამა კირიონმა მეტად რთული გზა განვლო მორჩილებიდან ბერობამდე, სხვადასხვა დროს იყო ბორჯომის ეპარქიაში - მორჩილად, შემდეგ - ღელეს მამათა მონასტერში (რუის-ურბნისის ეპარქია), ბოლოს კი - მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის მონასტერში. ამავე დროს იყო ხატმწერი და მის მიერ მოხატული ხატები არაერთ ტაძარშია დაბრძანებული.
მამა კირიონი იყო გამორჩეული ადამიანური თვისებებისა და სულიერების, უფლის ძიებაში მყოფი ადამიანი და აღესრულა, როგორც ქრისტეს ჯარისკაცი.
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი მის სულს.
მამა კირიონს დაკრძალავენ წმინდა საბა განწმენდილის მონასტერში, რომელიც მდებარეობს სამების ლავრიდან მახათასკენ მიმავალ გზაზე.
დღეს კლინიკიდან გადაასვენებენ მონასტერში და სავრაუდოდ ხვალ, 13:30 იქნება წესის აგება და 2 საათზე - დაკრძალვა.
გთხოვთ, მოიხსენოთ თქვენს ლოცვებში ახალშესვენებული მამა კირიონი.