ჭეშმარიტ სიმართლედ უფლის ნება უნდა მივიღოთ
ჭეშმარიტ სიმართლედ უფლის ნება უნდა მივიღოთ
ფიზიკური აღსასრული ყველას ღვთისგან დადგენილ დროს უდგება. იმასაც ამბობენ, რომ სიკვდილი უმეტესწილად იმ ადამიანს ემსგავსება, რომელსაც უნდა ეწვიოსო. ადამიანების დიდი ნაწილი დაუდევრად, უზრუნველად ცხოვრობს და მანამდე არ იწუხებენ თავს სიკვდილზე ფიქრით, სანამ ეს წუთი არ დაუდგებათ, მეორე კატეგორია კი შეძლებისდაგვარად ცდილობს ყველა იმ საშუალების გამოყენებას, რასაც ქრისტიანული გამოცდილება ყოველ მოკვდავს სთავაზობს, ჩვენი ეკლესია ხომ ყოველი გარდაცვლილის სულისთვის ზრუნავს, რათა დაეხმაროს საიქიო ცხოვრებაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად.

"ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი და კეთილი სიტყვისგებაი წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესა ვითხოვოთ", - ასე ლოცულობს ეკლესია მიცვალებულებზე. ეს ლოცვა ყველა საეკლესიო წესში შედის.

იმერეთის ეპისკოპოს წმინდა გაბრიელის (ქიქოძე) განმარტებით, სიკვდილი, ანუ გარდაცვალება მხოლოდ ამქვეყნიურ მოქმედებას და ხორციელ ცხოვრებას ამთავრებს, ანუ სპობს. სიკვდილი არის გარდაცვალება ანუ გამოცვლა, შეცვლა აწინდელი ცხოვრებისა სხვა უმჯობეს ცხოვრებად, კვდება მხოლოდ ჩვენი ეს მძიმე სხეული. მიწა მიწას მიეცემა, მაგრამ ის შინაგანი გაცოცხლებული სული სიკვდილს არ დაემონება. გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და წარმოდგენას ყოველივე იმისა, რაც ამქვეყნად ვნახეთ, აღვასრულეთ და შევიყვარეთ, მაშინ კაცის ცხონებაცა და წარწყმედაც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სულ სხვანი ვიქნებოდით და ღმერთისგან ჯილდოსა და სასჯელს ვეღარ მივიღებდით. სიკვდილი კაცს ვერ ართმევს იმას, რითაც თითოეული სხვა პირთაგან განსხვავდება. კაცი ჯოჯოხეთსა და სამოთხეს აქვე, თავისივე ხელით აშენებს. ანგარი, ხარბი და შურიანი იქ ყოველგვარ ნუგეშს მოკლებული გადავა; ღმერთის, სიკეთისა და სიმართლის მოყვარეს კი ბედნიერება ელოდება - რაც უყვარდა, რაც სურდა და რასაც ეძებდა, ყოველივე მიეცემა. ნეტარება განმზადებულია მათთვის, ვინც ამქვეყნად დაუცხრომლად იღვწის. სიკვდილის შემდგომ ჩვენი სული, ყოველი სოფლიური მწუხარებისა და ამაოებისგან განთავისუფლებული, თავის თვისებებსა და შესაძლებლობებს დაუბრკოლებლად გაშლის და განავრცობს. ცხოვრებისა და მოქმედების ვრცელ ასპარეზზე გავა და ღმერთს, წყაროს ყოვლისა კეთილისა და ნეტარებისა, თანდათან მიეახლება. ჩვენი ცნობისმოყვარე გონება შემეცნების ისეთ საგანს იპოვის, რომელიც მისთვის საუკუნო საზრდო და მისწრაფების მიზანი შეიქმნება. სიხარულისა და ბედნიერების მაძიებელი ჩვენი გული ბედნიერების ისეთ წყაროს შეემთხვევა, რომლითაც დაუსრულებელ სიხარულსა და ნეტარებას უკუნითი უკუნისამდე აღმოივსებს, აღდგომის შემდეგ კი ჩვენი სხეულიც სულიერი, ჰარმონიული, მსუბუქი და უკვდავი შეიქმნება, რომელიც სივრცესა და ჟამს აღარ დაექვემდებარება; ზეცად ამაღლდება, თუმცა სახე და შედგენილობა იგივე ექნება, - ასე განმარტავს სიკვდილის რაობასა და მომავალი ცხოვრების არსს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი, რომელმაც ჯერ კიდევ ახალგაზრდულ წლებში იწვნია თავის თავზე სიკვდილის საშინელება - მოკლე დროში ერთმანეთის მიყოლებით გარდაეცვალა მეუღლე და შვილები. მისი უმცროსი ვაჟი ისე იყო თურმე შეშინებული დედისა და დედმამიშვილის მოულოდნელი გარდაცვალებით, მამას არ სცილდებოდა. მალე ეს შვილიც დაკარგა და დარჩა ეულად. წმინდა გაბრიელის შვილები თბილისში ვერის სასაფლაოზე, წმინდა პანტელეიმონის ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მხარეს განისვენებენ. "ოჯახის დაკარგვაში მან დაინახა განგების ხელი, რომელიც მას სულ სხვა, უფრო ფართო და ნაყოფიერი გზით წარმართავდა, რის გამოც მალე აღიკვეცა ბერად", - წერს იაკობ გოგებაშვილი. ქ-ნი გვანცა კოპლატაძის შეფასებით, წმინდა გაბრიელის მთელი ცხოვრება არა მხოლოდ მისი სამწყსოსთვის იყო მისაბაძი მაგალითი და ცოცხალი ხატი ჭეშმარიტი ქრისტიანისა, არამედ ყველასთვის, ვისაც კი სულით ხორცზე ამაღლება სურს და ცდილობს იყოს "სრული, ვითარცა მამაი ჩვენი ზეცათაი სრულ არს..."

როგორც ეს მორწმუნე და სულით მაღალ ადამიანებს ახასიათებთ, გაბრიელი უბედურებას მარადისობის საზომით მიუდგა და პირად მწუხარებაზე ამაღლება შეძლო. თითქოს საზრუნავი ოჯახზე იმისათვის მოაკლდა, რომ ამიერიდან მხოლოდ მოყვასზე ეზრუნა, რომელიც ასევე ღმრთის სამსახურს ნიშნავს. არაფერი საკუთარი თავისთვის და ყველაფერი სარწმუნოებისა და მოყვასისათვის.

1896 წლის 25 იანვარს, როდესაც წმინდა გაბრიელ ქიქოძე გარდაიცვალა, ქუთაისში უჩვეულოდ დიდი თოვლი მოსულა, გზები ჩაკეტილა და იმერეთის ეპისკოპოსის წმინდა ნეშტის გელათში წასვენება ვერ მოუხერხებიათ. 46 დღის განმავლობაში ეთხოვებოდნენ ქუთაისის საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მღვდელმთავრის ცხედარს, გაბრიელი მძინარესავით ესვენა კუბოში. 10 მარტს ქუთისიდან ხელით წაუსვენებიათ წმინდა გაბრიელის უხრწნელი სხეული გელათის მონასტერში. პროცესიას უამრავი ხალხი მიაცილებდა, მათ შორის იყო წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე), რომელიც თბილისიდან ჩამოსულ დეპუტაციას მეთაურობდა. დიდთოვლობის გამო ძლივს მიიკვლევდნენ გზას გელათის მონასტრისკენ, სადაც წმინდა გაბრიელს სამუდამო თავშესაფარი მიუჩინეს. წმინდანის ანდერძის თანახმად, განსვენებულმა ეპისკოპოსმა, რაც კი გააჩნდა, ყველაფერი საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს დაუტოვა. მათ შორის 12 ათასი მანეთი უანდერძა მის მიერვე დაარსებულ ბახვის სკოლას.

ვინ წარმართავს ადამიანის ცხოვრებას: ღვთის განგებულების ძალით - უზენაესი ნება ღვთისა თუ ადამიანსაც გააჩნია მნიშვნელოვანი როლი მისი ბედის განსაზღვრაში? - ტობოლსკისა და სრულიად ციმბირის მიტროპოლიტის, წმინდა იოანეს (მაქსიმოვიჩი) განმარტებით, ბევრი რამ გაიხსნება მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში. "ამ მიწიერ ქვეყანაში ჩვენ ბევრს ვერაფერს მივაღწევთ გონებით. ჩვენთვის საკმარისია იმის დაჯერება, ცოდნა და დარწმუნება იმაში, რომ ღმერთი არ არის უსამართლო და უკანასკნელ სამსჯავროზე არ გამოჩნდება ერთიც კი მსჯავრდადებულთა შორის, რომ არ გაიმეოროს ეს სიტყვები: მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი" (ფს. 118,137). ამგვარად, დავკეცოთ ჩვენც ფრთები ცნობისმოყვარეობისა ჩვენთვის მიუწვდომელი საგნებისადმი, ტალღები უნაპირო ოკეანისა - უმაღლესი გონებისა, დაუსრულებლად რომ მოიქცევიან და მიიქცევიან, ამოდიან და ჩადიან, აღემატებიან გონიერებასა და ყველა სიბრძნეს, არა მარტო ადამიანურს, არამედ ანგელოზებრივსაც. ანკი როგორ შევძლებდით ჩვენ ჩავწვდომოდით და გამოგვეკვლია მიზეზი უფლის განაჩენისა? ვის ძალუძს ჩასწვდეს ღვთის განგებულებას, თუ რატომ დაიბადა ერთი წარმართად, მეორე კი - ქრისტიანად? რატომ გავრცელდა სახარება ზოგ ქვეყანაში ბევრად გვიან? რატომაა, რომ ერთი ქვეყანა აღვსილია ერეტიკოსებით, მეორე კი თავისუფალია მანკიერებისგან და ძლიერად გაუდგამს იქ ფესვები სათნოებებს? ანდა რატომაა, რომ ღვთის სასჯელი ზოგიერთ ერში დრომდე სრულდება, ხოლო სხვებში - ყოვნდება? ზოგჯერ უდანაშაულონი მიეცემიან სასჯელს, გასამართლდებიან და იღუპებიან, ხოლო ცოდვა ზოგი ხალხისა უბრუნდება შვილებსა და მის შთამომავლებს? ან რატომ კვდება ზოგი ახალშობილი, ზოგი კი ღრმა სიბერემდე ცოცხლობს? ზოგჯერ მცირე ცოდვის პატრონი კვდება ზიარების გარეშე, სხვანი კი დიდხანს ცხოვრობენ ქვეყნიურ წუმპეში მძიმე ცოდვით დამძიმებულნი. ბილწი სწორდება და ღირსეულ ქრისტიანად კვდება, ანდა რატომაა, რომ ზოგი იხრჩობა სიმდიდრესა და ფუფუნებაში, ზოგს კი ლუკმაპურიც არ აქვს და სული ძვრება სიღატაკეში?

მოუსვენარო და ზომასგადამეტებულო ცნობისმოყვარე გონებავ, რატომ გჭირდება შენ ამის გაგება? უფალმა დაუშვა, უფალმა ისურვა, მან შექმნა ყოველი, ჭეშმარიტ სიმართლედ უნდა მივიღოთ უფლის ნება, უმაღლესი სიბრძნით ჩავწვდეთ მას და მივყვეთ მშვიდად და კეთილად მის კვალს", - დასძენს წმინდა იოანე (მაქსიმოვიჩი), რევოლუციამდელი რუსეთის უკანასკნელი კანონიზებული წმინდანი (1916 წ.). წმინდა იოანეს მიწიერი ცხოვრება ხომ ღვთის მინდობისა და მისი წმინდა ნების გამოხატულებად გამოდგება, რომ არაფერი ვთქვათ წმინდა გაბრიელ ქიქოძეზე, რომლის მოწამებრივი სიცოცხლე ყოველი ქრისტიანის მაგალითი უნდა გახდეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat