ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს!
- ჩვენი პატრიარქი მართლაც რომ ღვთისგან ბოძებული ცოცხალი წმინდანია, რომელიც უფალმა ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენს ქვეყანას გადასარჩენად მოუვლინა. უამრავი ბრძოლა მიდის ეკლესიაზე, მაგრამ უწმიდესი თავისი დიპლომატიით, შორსმჭვრეტელობით, გამჭრიახობით სიმშვიდესა და ერთსულოვნებას ინარჩუნებს. ღვთის წყალობაა ასეთი პატრიარქი რომ გვყავს. ღმერთმა დღეგრძელობა მისცეს ჩვენს პატრიარქს... დიდი სიხარულითა და სიყვარულით გავიხსენებ უწმდესთან ჩემს პირველ შეხვედრას. 1989 წელს, როცა წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტზე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა, სინოდის წევრებისა და საერო პირებისგან შემდგარმა ჟიურიმ, ამ საკმაოდ დიდ და საპასუხისმგებლო კონკურსში წარდგენილი უამრავი პროექტებიდან გამარჯვებულად ჩემი პროექტი აღიარა. უწმიდესმა რომ გამოაცხადა ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობას ჩემი პროექტი დაედებოდა საფუძვლად, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ნიშნად მადლობისა, იმ დღეს, გვიან ღამით უწმიდესმა სიონის ტაძარში სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. "უფალამა ამარჩევინა ახალი საკათედრო ტაძრის პროექტიო",-უთქვამს უწმიდესს. პატრიარქის კურთხევით დავაარსეთ საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ მამა დავითი, ახლანდელი აბბა ალავერდელი, მოადგილე კი მამა ბესარიონი მენაბდე, მამა ბესარიონი მაშინ დიაკვანი იყო. მე მთავარი არქიტექტორი ვიყავი და დღესაც ასე ვარ.
1995 წლის 23 ნოემბერს, გიორგიობას იკურთხა ამჟამინდელი სამების ტაძრის ადგილი. Mანამადე მსჯელობა იყო თუ რომელ ადგილას აგვეშენებინა. საბოლოოდ გადაწყდა იმ ადგილას აგვეშენებინა, სადაც დღეს დგას სამების ტაძAრი. (სამების მშენებლობის ფონდს ბატონი ირაკლი ანდრიაძე ხელმძღვანელობდა). 1996 წლის 3 მარტს, სამებობას კი უწმიდესმა ტაძრის საძირკველი აკურთხა და მშენებლობაც დავიწყეთ. ამ ხნის განმავლობაში პატრიარქს ხშირად ვხვდებოდით. მისი კურთხევის გარეშე ნაბიჯიც არ გადამიდგამს. თითოეული ტაძრის ქვა უწმიდესთან შეთანხმებით არის არჩეული. ისე ვერც გავბედავდით. მე და პატრიარქმა, რომ იტყვიან შეთანხმებულად გავაკეთედ ეს ყველაფერი. მახსოვს, სამების ტაძრის ფონდი რომ უნდა ჩამოგვეყალიბებინა (იურიდიული მხარე ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი იყო) უწმინდესთან ერთად საპატრიარქოს ბაღში ვისხედით და ერთად ვფიქრობდით წესდებაზე.
უწმიდესი მკარნახობდა, მე ვწერდი თუ როგორ უნდა გაგვეკეთებინა. ფაქტობრივად, წესდება უწმიდესის კარნახით შედგა. ვგრძნობდი პატრიარქს ჩემი სჯეროდა. თითქოს გრძნობდა და ისე ვაკეთებდი ყველაფერს. პასუხისმგებლობა როგორცკი ვიგრძენი თუ რამხელა საქმეს შევეჭიდე, თავად ეკლესია დამეხმარა ამის გამკლავებაში. მრევლი რომ გავხდი მერე სხვაგვარად ვასრულებდი დაკისრებულ მოვალეობას. ამან მიშველა ბევრი განსაცდელიც და სიხარულიც რომ გამოვიარე. ჩვენი ერის გამოცდა იყო, იმ გაჭირვების დროს ამხელა მასშტაბის ტაძრის აგება რომ შევძელით პატრიარქი, სამებას სამეფო ტაძარს უწოდებს. სამების ტაძრის მშენებლობა მიწის კურთხევიდან, ზუსტად 9 წლის თავზე, 2004 წელს 23 ნოემბერს, გიორგობას დასრულდა. უამრავი მნახველი ჰყავს ტაძარს, განსაკუთრებით ზაფხულში. პატრიარქის ღვთისმსახურების დროს კი მორწმუნეთა სიმრვალე მეტად იგრძნობა.
***Uწმინდესი როცა მობრძანდებოდა სამების ტაძრის მშენებლობის დროს, უნდა გენახათ მუშები როგორი ბედნიერები იყვნენ. სულ სანოვაგით დატვირთული მანქანით მობრძანდებოდა, ხელცარიელი არასდროს მოსულა. მარხვაშიცკი ცხვარი ამოყავდა და მუშებს კურთხევას აძლევდა ხორცი ეჭამათ. მათ ეს არ ეხებათო. მართლაც, დიდი ზეიმი იყო ყველა იქ მყოფთათვის უწმინდესის გამოჩენა. პატრიარქთან ერთად ვარ სამების ავტორი. თუმცა, ამ ყველაფრის ავტორი თავად უფალია. ვერც წარმოვიდგენდი ამას თუ შეძლებდა ადამიანი. მომავალში სამების ტაძრის გარშემო კიდევ უამრავი რამაა გასაკეთებლი. ყველაზე მეტად რაზეც გული მწყდება ისაა, რომ ინვესტორი ვერ ვნახეთ საეკლესიო მუზეუმის პროექტის განხორციელებისთვის. სამების გარშემო რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი დაკონსერვდა. სამების ეზო საუცხოოდ არის მოვლილი. დედა თეკლა ყურადღებას არ აკლებს და წალკოტად გადააქცია აქაურობა.
***ტაძრის გუმბათს ჯვარს რომ ვადგამდით დიდი სასწაული მოხდა. იმ დღეს ისეთი ქარიშხალი ამოვარდა პატრიარქს ჯვრის აღმართვის სხვა დროისთვის გადადება შევთავაზეთ. კარგად მახსოვს უწმიდესის სიტყვები: - არა, უნდა დავადგათო. მართლაც ამწემ რომ დაიწყო აწევა, ქარი ჩადგა და ირგვლივ სამი მტრედი დაფრინავდა. როგორც კი დაადგეს გუმბათზე ჯვარი, მაშინვე ქარიშხალი ამოვარდა. ხალხი გაოცებული შეჰყურებდა და ამბობდნენ, ღვთის ძალა ურევია ამ ყველაფერშიო.
***ამჟამად ვმუშაობთ სამთავროს დედათა მონასტრის განვითარების პროექტზე. უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, მონასტერთან დაარსდა წმიდა მეფე მირიანის ფონდი, რომლის ხელმძღვანელია იღუმენია დედა ქეთევანი. მეც ამ ფონდის წევრი ვარ. პატრიარქის კურთხევაა აშენდეს სვეტი, სიმბოლო ქართული მართლმადიდებლობისა, სიდიადე მისი. მონასტერს აქვს შესაბამისი ტერიტორია, რომელიც საკამოდ დიდი კომპლექსის აშენების საშუალებას იძლევა. ახალი მონასტერი დაახლოებით 120 მონაზონზეა გათვლილი. თავისი რეზიდენციით, დიდი სატრაპეზოთი და ყველა იმ საჭირო დეტალებით, რაც სამონასტრო ცხოვრებას ესაჭიროვება. ასევე იქნება სასტურმო მომლოცველებისთვისაც. მთავარია მამულიშვილების თანადგომა.სამთავრო მართლაც რომ სულიერების სავანეა. თითოეული ადამიანი მოვალეა გვერდით დავუდგეთ საუკუნო პროექტის განხორციელებას. სიამოვნებით მოვუწოდებ ყველა მამულიშვილს, საქართველოში თუ საქართველოს გარეთ მცხოვრებლებს, თავისი ღირსეული წვლილი შეიტანონ ამ საქმეში, რადგანაც უფლისგან და დედებისგან დალოცვილები იქნებიან თავიანთი შთამომავლებით.