"რა ჩავიდინე?!"
"რა ჩავიდინე?!"
ცნობილ ღვთისმეტყველებსა და გამოჩენილ სასულიერო მოღვაწეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რაც დრო გადის, რწმენას სულის უკვდავების შესახებ მრავალი მეცნიერი აღიარებს. ისინი არ გამორიცხავენ გარდაცვალებულთა გამოცხადების შესაძლებლობასაც, რომელთან დაკავშირებითაც ეკლესიამ უამრავი მასალა შემოგვინახა. მათ, ვისაც საუკუნო ცხოვრების არსებობის სჯერა, ძნელია, ეჭვი შეიტანონ იმ გარდმოცემათა მართებულობაში, რომლებიც მიცვალებულთა გამოცხადების მრავალ შემთხვევაზე მოგვითხრობენ. "გარდაცვლილთა სულების გამოცხადებისა და ქცევის უარყოფა მარტოოდენ იმ არგუმენტით, რომ მათი ახსნა მიწიერი კანონებით შეუძლებელია, ისევე უკანონოა, როგორც ფიზიოლოგიური მოვლენების უარყოფა იმ საბაბით, რომ წმინდა მექანიკური მოვლენების კანონებით იგი აუხსნელია", - ამბობდა XVII საუკუნის II ნახევრის ცნობილი მწერალი, ისტორიკოსი და წმინდა წერილის განმმარტებელი ავგუსტინე კალმეტი. ხერსონისა და ოდესის მთავარეპისკოპოსის ნიკანორის (XIXს.) განმარტებით: "ამგვარი ფაქტი უთვალავია და ჭეშმარიტებად არის მიჩნეული იმ დიდად პატივცემული და რწმენით აღსავსე ადამიანების მიერ, რომელთაც ისინი უხილავთ, ფაქტები სანდოა, ნამდვილი და შესაძლებელი", - შენიშნავს მღვდელმთავარი, თუმცა, მისი ვარაუდით, მისი გამჟღავნება შესაძლოა სრულად არ შეესაბამებოდეს უფლის ნებას. მთავარეპისკოპოსი ინოკენტი ბრძანებს: "უძველესი გადმოცემებიდან ცნაურდება, რომ სულის უკვდავების რწმენა განუხრელადაა დაკავშირებული მიცვალებულთა გამოცხადების ჭეშმარიტებასთან. ამის შესახებ ურიცხვი გადმოცემაა ცნობილი... არსებობს მიცვალებულთა გამოცხადებისა და მოქმედების ამსახველი ისეთი შემთხვევები, რომლებიც ეჭვს არ იწვევს, თუმცა ამგვარი მოვლენები იშვიათია".

აი, რა გამოცხადება ჰქონდა XIX ს-ში მოღვაწე იეროსლაველ მთავარეპისკოპოს ნილოსს, რომელსაც 1871 წლის 16 ივლისის დილას შავი ჭირის ავადმყოფობით 10 დღის წინ გარდაცვლილი 24 წლის მგალობელი ა.ი. ძილში ეჩვენა. ა-ს სერთუკი ემოსა, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად დაჰგრძელებოდა და კოჭებამდე სწვდებოდა. მე სასტუმრო ოთახში მაგიდასთან ვიჯექი, ის კი დარბაზიდან საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით შემოვიდა (როგორც ადრე სჩვეოდა), მოკრძალებითა და პატივით მომესალმა, მაგიდას მიუახლოვდა და უსიტყვოდ ჟილეტის ჯიბიდან ვერცხლნარევი სპილენძის მონეტები ამოიღო და მაგიდაზე დააწყო. გამიკვირდა. მან კი მიპასუხა:

- ვალის გადასახდელად მოგიტანეთ (იმ დღეებში ჩემთან ფოტოგრაფ გ-ს გამოგზავნილი კაცი მოვიდა, რომელმაც მითხრა, რომ ა.ი-ს მისი უფროსის ოთხი მანეთი ემართა).

ამ ამბავმა შემძრა და რამდენჯერმე გავუმეორე: - არა, შენგან ფული არ არის საჭირო, ვალს თავად გადავიხდი-მეთქი. ჩუმად მითხრა: - ხმადაბლა ილაპარაკეთ, სხვებმა არ გაიგონ, ძალიან გთხოვთო.

ვალის ჩემგან გადახდას, როგორც შევატყვე, არ შეწინააღმდეგებია, რადგანაც ფული სწრაფად მოხვეტა მაგიდიდან. სკამიდან წამოვდექი და ვკითხე: - რაც დაგვშორდი, სად ხარ-მეთქი.

- ერთგვარ ჩაკეტილ ციხესიმაგრეში.

- გაქვს რაიმე სიახლოვე ანგელოზებთან?

- ანგელოზებისთვის ჩვენ უცხონი ვართ.

- ღმერთთან?

- ამის შესახებ ოდესმე მოგითხრობ, ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია.

- მიშაც შენთან ერთად ხომ არ არის (მიშა მგალობელი ბიჭი იყო, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა ოთახში და 4 წლის წინ გარდაიცვალა)?

- არა.

- აბა, შენთან ერთად ვინ არის?

- ყველანაირი ნაყარნუყარი...

- გაქვთ კი რაიმე გასართობი?

- არავითარი. ჩვენთან არაფრის ხმა არ ისმის, სულები ხმით არ ვესაუბრებით ერთმანეთს.

- საკვები თუ გაგაჩნიათ სულებს რაიმე?

- არა... არა, - უკმაყოფილოდ თქვა, რადგან ეს კითხვა, რაღა თქმა უნდა, უადგილოდ ეჩვენა.

- შენ თავად როგორა ხარ?

- მოწყენილი.

- რითი შემიძლია დაგეხმარო?

- ილოცეთ ჩემი სულისთვის, ჩემთვის ხომ ჯერაც არ აღგისრულებიათ ლიტურგია.

სული ამიფორიაქდა, შემრცხვა - იგი მართალი იყო. ბოდიში მოვუხადე და შევპირდი, რომ აუცილებლად ვილოცებდი მისი სულის საოხად. როგორც შევატყვე, ჩემმა დარიგებამ დაამშვიდა და ჩემგან კურთხევა გამოითხოვა.

- ვინმესგან ნებართვის აღება თუ დაგჭირდა აქ წამოსასვლელად?

- დიახ, - მიპასუხა ერთი სიტყვით და ეს სიტყვაც უნდილად და იძულებით, ძლივძლივობით წარმოთქვა, შემდეგ ისევ მთხოვა, მეკურთხებინა და როგორც კი კურთხევა მიიღო, ჩემი ბინის იმ კარებიდან გავიდა, რომელიც მისი საფლავის მხარეს იხედებოდა.

არქიმანდრიტი პანტელეიმონი თავის წიგნში, "საიქიო სოფლის იდუმალებანი", წერს: "იმისათვის, რომ საკუთარი თვალით დაანახოს ადამიანს მოუნანიებელი ცოდვილის სიკვდილის შემდგომი მდგომარეობა და დაარწმუნოს იგი იმ სატანჯველთა ჭეშმარიტებაში, რომელიც უსჯულო კაცს გარდაცვალების შემდეგ მოელის, ზოგჯერ ღმერთი გონების დაკარგვის ან სხვა საშუალებათა მეოხებით გადაიყვანს ხოლმე კაცს იმქვეყნიურ სამყოფელში და მოახილვინებს იმ საზარელ ადგილებს, სადაც უფლისაგან შერისხული სულები ეწამებიან".

მღვდელი გრიგორი დიაჩენკო წიგნში "ქრისტიანული სარწმუნოების გაკვეთილები და მაგალითები მოგვითხრობს, რომ ისიქი ხორევიტი, რომელსაც მეუდაბნოე მამათა შორის უხდებოდა ცხოვრება, ბერის სამოსის ქვეშ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცდილობდა დაეფარა თავისი გემოთმოყვარე გული. ძმათა არაერთი შეგონებისა და მათი მკაცრი ცხოვრებისა და სამაგალითო ყოფა-ქცევის მიუხედავად, იგი მაინც ძველებურად განაგრძობდა ჩვეულ ცხოვრებას ქველმოქმედების ნიღბით, საკუთარ სისუსტეებს საგულდაგულოდ მალავდა და მოსაგრეთა მკაცრ მოღვაწეობას მისი გამქისებული გული მანამდე აინუნშიაც არ აგდებდა, ვიდრე უმოწყალესი უფლის მადლმოსილებამ ისიქის ფარისევლობის ჯავშანი არ გაარღვია. ავადმყოფობის ჟამს უდებებაში ჩაფლულმა ბერმა ერთი საათით დაკარგა გონება. ამის შემდეგ ისიქი სენაკში ჩაიკეტა და 12 წელიწადი ქველმოქმედებასა და უმკაცრეს სინანულში გაატარა.

ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსული მონასტრის ხელნაწერებიდან ჩანს, რომ ამგვარი მოვლენები საერო ცხოვრებაშიც ხშირად გვხვდება. აღწერილია ერთი ასეთი შემთხვევა: სმოლენსკის გუბერნიის ქალაქ როსლავში ერთი ხელმოკლე არისტოკრატი ოკნოვა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისი ცხედარი განბანეს და კუბოში ჩააწვინეს. მესამე დღეს, როდესაც მღვდელმსახურები გარდაცვლილი მანდილოსნის ტაძარში გადასვენებას აპირებდნენ, უეცრად მიცვალებულმა თვალები გაახილა და კუბოში წამოჯდა, რომელსაც ყველა თავზარდაცმული შეჰყურებდა. როდესაც ამის მხილველნი გონს მოვიდნენ, ქალი ლოგინში გადააწვინეს. ამის შემდეგ რამდენიმე წელი ავადმყოფობაში გაატარა. აი, რა მოუყოლია მას 1836 წელს თავისი გარდაცვალების შესახებ: როდესაც გარდავიცვალე, ვიგრძენი, რომ ჰაერში ვიყავი ატაცებული, რის შემდეგაც სამსჯავროზე წარმადგინეს (ვფიქრობ, ეს საზვერე იყო), მრისხანე შესახედაობის კაცების წინ დამაყენეს, რომელთაც წინ ერთი დიდი წიგნი ჰქონდათ გადაშლილი. მომეჩვენა, რომ ჩემი განსჯა კარგა ხანს გაგრძელდა. როდესაც იმ წუთებს ვიხსენებ, ცახცახი მიპყრობს. ჩემი ყველა ცოდვა იყო გაშიშვლებული ყრმობიდან სიკვდილამდე, მივიწყებული საქმენიც წარმოაჩინეს, რომელთაც ცოდვად არც კი მივიჩნევდი, თუმცა, ღვთის მადლით, უმრავლესი ცოდვა შენდობილი მქონდა და ვიმედოვნებდი, რომ შეწყალებული და გამართლებული ვიქნებოდი, მაგრამ ამ დროს ერთმა მათგანმა მკაცრად და მრისხანედ მომთხოვა პასუხი, - შვილის აღზრდაში რატომ გამოიჩინე სისუსტე, ამიტომ იგი გარყვნილებაში ჩაეფლო და საკუთარი საქციელით წარწყმედის პირასააო. მე ცრემლთაფრქვევითა და ლუღლუღით ვცდილობდი დამერწმუნებინა მრისხანე მსაჯულები იმაში, რომ ჩემი ვაჟი სრულწლოვანი იყო და უკვე აღარ მემორჩილებოდა. ჩემი შვილის გამო სამსჯავრო გახანგრძლივდა. ბოლოს გამომიშვეს იმ პირობით, რომ ცხარე ცრემლებით გამომეგლოვა საკუთარი ცოდვები, ანგელოზმა ხელი მკრა და ვიგრძენი, როგორ ვეშვებოდი დაბლა და როდესაც გონს მოვედი, დავინახე, რომ კუბოში ვიწექი და გარშემო ანთებული სანთლებითა და გალობით, მღვდლები მიდი-მოდიოდნენ. არც ერთი ცოდვისთვის არ მოუთხოვიათ ჩემთვის ისეთი მკაცრი პასუხი, როგორიც ჩემი ვაჟიშვილის გამო და ეს უმძიმესი იყო ჩემთვისო.

როდესაც ნეტარხსენებულ ბერს, პაისი მთაწმინდელს ჰკითხეს: ადამიანი სიკვდილისთანავე ხვდება, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფებაო, მიუგო: - ის გონს მაშინვე მოდის და საკუთარ თავს ეკითხება: "რა ჩავიდინე?!" მაგრამ ამგვარი შეკითხვა ვეღარაფერს რგებს. მაგალითად, მთვრალმა დედა მოკლა, მღერის, იცინის, იმიტომ, რომ ვერ ხვდება, რა ჩაიდინა, მაგრამ როგორც კი ღვინო გამონელდება, ტირილსა და მოთქმას იწყებს, საკუთარ თავს ეკითხება: "ეს რა ჩავიდინე?!" სწორედ ასე ემართებათ ცოდვილთაც. ეს ადამიანები მთვრალებს ჰგვანან. ვერც კი ხვდებიან, რას აკეთებენ, მაგრამ საკუთარ დანაშაულს გრძნობენ. თუმცა სიკვდილის შემდეგ მიწიერი სიმთვრალე გამოუნელდებათ, სულიერი თვალი ეხილებათ და საკუთარ დანაშაულს აცნობიერებენ, იმიტომ, რომ სხეულიდან გასული სული მოძრაობს, ხედავს და ყოველივეს გრძნობს - ელვისებური სისწრაფით.

ზოგიერთი ძალიან შეშფოთებულია იმით, როდის იქნება მეორედ მოსვლა, თუმცა როდესაც კაცი კვდება, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისთვის მეორედ მოსვლა მაშინვე იწყება, რამდენადაც ადამიანი იმ მდგომარეობის მიხედვით გასამართლდება, რა მდგომარეობაშიც სიკვდილი მოუსწრებს.

- წმინდა მამაო, რას განიცდიან ამჟამად ჯოჯოხეთის სატანჯველში მყოფნი?

- ეს ადამიანები მისჯილები არიან. დილეგში შეპყრობილები იმ ცოდვათა შესაბამისად იტანჯებიან, რომელთაც სიცოცხლეში აღასრულებდნენ. ეს ხალხი საბოლოო სამჯავროს ელოდება - ქრისტეს მომავალ სამსჯავროს, მაგრამ მათ შორის მკაცრი და განსაკუთრებული სასჯელის ქვეშ მყოფნიც არიან და უფრო მსუბუქად დასჯილნიც.

- ხოლო წმინდანნი და კეთილგონიერი ავაზაკი სადღა არიან ამჟამად?

- წმინდანები და კეთილგონიერი ავაზაკი ამჟამად სამოთხეში იმყოფებიან, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ მიუღიათ საბოლოო დიდება, ისევე როგორც ჯოჯოხეთში მყოფებს არ მიუღიათ საბოლოო სასჯელი. ღმერთმა ჯერ კიდევ რამდენი საუკუნის წინ თქვა: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებული არს სასუფეველი ცათა", მაგრამ მიუხედავად ამისა, ის სულ უფრო და უფრო ახანგრძლივებს დროს, რადგან ჩვენს გამოსწორებას ელის (როდესაც ამბობს "ჩვენ", ბერი მთელ კაცობრიობას გულისხმობს). ჩვენ კი საკუთარ ცოდვებსა და ვნებებში ყოფნას ვერ ვეხსნებით და ამით უსამართლობას ვიჩენთ წმინდანთა მიმართ, იმიტომ, რომ მათ სწორედ ჩვენს გამო არ შეუძლიათ განდიდდნენ იმ საბოლოო დიდებით, რომელიც მომავალი საშინელი სამსჯავროს შემდეგ აქვთ აღთქმული.

- წმინდა მამაო, მსმენია, რომ თუ ადამიანს ძალადობით კლავენ, ის ამით თავისი ცოდვების საზღაურს იხდის - მისი ცოდვები მკვლელს ეკისრება.

- მოკლულ ადამიანს, თუკი შეიძლება ასე ითქვას, ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებები აქვს. მას შეუძლია ესეც კი უთხრას ღმერთს: "მე უნდა მომენანიებინა, მაგრამ მან მომკლა". ამგვარად, მისი ცოდვების სიმძიმე მკვლელს დაეკისრება. ზოგიერთი, ვისაც წარმოსახვა არ ჰყოფნის, ამბობს: "ღმერთი რომ არსებობდეს, ის ამდენ დანაშაულს არ დაუშვებდა, ის დასჯიდა დამნაშავეებს". ასეთ ადამიანებს არ ესმით, რომ ღმერთი ცოცხლად ტოვებს დამნაშავეებს იმისთვის, რათა სამსჯავროზე თავი იმით არ იმართლონ, თითქოს სინანული ვერ მოასწრეს, მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ წლები ჰქონდათ მიცემული, ხოლო ვისაც დამნაშავეები კლავენ, ღმერთი მათ არ მიატოვებს.

ყოველივე იმის შემდეგ, რაც ღმერთმა ჩვენთვის, ადამიანებისთვის მოიმოქმედა, უდიდესი უმადურობა იქნებოდა, თუ ჯოჯოხეთში მოვხვდებით და ამით მას გავაწყრობთ.

ღმერთო, დაიფარე ჯოჯოხეთისაგან არა მარტო ადამიანი, თვით პაწაწკინტელა ჩიტიც კი.

დაე, სახიერმა ღმერთმა მოგვანიჭოს სინანული, რათა სიკვდილმა კეთილსულიერ მდგომარეობაში მოგვისწროს და ჩვენ კვლავ დავუბრუნდეთ მის ზეციურ სამეფოს. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat