ნუ შეცდებით: უკეთური საუბრები ხრწნის კეთილ ზნე-ჩვევებს!
ნუ შეცდებით: უკეთური საუბრები ხრწნის კეთილ ზნე-ჩვევებს!
მართლმადიდებლობის ქვაკუთხედი - მკვდრეთით აღდგომილი უფალია, თავისი ჯვარცმით გამომხსნელი მთელი კაცობრიობის ცოდვებისა , ქრისტე-მაცხოვარი, რომელმაც ცხოველმყოფელობა უნდა მიმადლოს გარდაცვალებულთ და უკვდავყოს მათი სულები. როცა ამ თემას ვეხებით, ვერ ავუვლით გვერდს პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეს, რომელშიც განხილულია ეს საკითხი.

ქრისტე, რომელიც ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა და მესამე დღეს აღდგა, როგორც ეს წმინდა წერილში იყო ნაწინასწარმეტყველები, - მოგვითხრობს მოციქული ეპიტოლეს მე-15 თავში, - ეჩვენა კეფას, მის 12 მოწაფეს, მერე ერთდროულად ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას, რომელთა უმრავლესობა დღესაც ცოცხალია, ზოგმა კი განისვენა, ხოლო ყველაზე ბოლოს, როგორც უდღეურს, მეჩვენა მეც, რადგან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის, და არცა ვარ ღირსი იმისა, რომ მოციქულად ვიწოდებოდე, ვინაიდან ვდევნიდი ღმრთის ეკლესიას.

ამავე ეპისტოლეში წმინდა პავლე დიდ ცოდვილად მიიჩნევს იმ ადამიანებს, რომელთაც არ სჯერათ მკვდრეთით აღდგომისა და იტყვიან: როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ?! თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა, ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა თქვენი რწმენა, ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ.

მე ყოველდღე ვკვდები, ვფიცავ თქვენს სიქადულს, რომელიც მაქვს უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს მიერ. და თუ ეფესოში კაცურად ვებრძოდი მხეცებს, რა სარგებელია ჩემთვის, თუკი მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, ვინაიდან ხვალ მოვკვდებით!

ნუ შეცდებით: უკეთური საუბრები ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს.

იფხიზლეთ მართებულად და ნუ სცოდავთ, რადგან ზოგიერთმა თქვენგანმა არც იცის ღმერთი; თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას.

უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი. მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორიც ნებავს, და თითოეულ თესლს - თავის სხეულს.

ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი, - განმარტავს პავლე მოციქული, - პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად; უკანასკნელი ადამი (საუბარია იესო ქრისტეზე, - ავტ.), ცხოველმყოფელ სულად. მაგრამ პირველად არა სულიერი, არამედ მშვინვიერი, შემდეგ კი სულიერი.

და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციურის ხატსაც. მაგრამ გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებს ღმრთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელებას.

აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით; ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როდესაც დაიგრგვინებს უკანასკნელი საყვირი; რადგანაც დაიგრგვინებს და მკვდარნი აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით, რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელება, და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება, ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელებას, და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება სიტყვა დაწერილი: "დაინთქა სიკვდილი ძლევით", - შენიშნავს წმინდა პავლე, რომელიც უფალმა მოციქულთა თავად დაადგინა და ჯერ კიდევ მიწიერ სამყოფელში ღირსი გახადა ზეციური სასუფევლის მესამე ცამდე აღმაღლებისა.

ძნელბედობის ჟამი ყოველი ერის ისტორიაში დგება, მწუხარების ქარიშხალმა იუდეველებს მაშინ გადაუარა, როდესაც იერუსალიმი ბაბილონის ტყვეობაში აღმოჩნდა და ღვთის რჩეული ერის დედაქალაქი წარმართებმა ნანგრევებად აქციეს: "სადა არიან წყალობანი შენნი პირველნი, უფალო, რომელ ეფუცე დავითს?" - სასოწარკვეთილნი შეჰღაღადებდნენ ისინი ღმერთს, ხოლო "აწ განმიშორენ და მარცხვინენ ჩუენ... მიმცენ ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა შორის განმთესენ ჩუენ" (ფს. 88,49; 43,9-10). უიმედობის ჟამს უფალმა დატყვევებული ეზეკიელ წინასწარმეტყველი ასეთი საკვირველი ხილვის ღირსი გახადა: "იყო ხელი უფლისა მას ზედა". ღვთის უხილავმა მარჯვენამ ეზეკიელი კაცთა ძვლებით სავსე შუაგულ მინდორზე გაიყვანა და ჰკითხა:

- ადამის ძევ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები?

- უფალო ღმერთო, შენ უწყი, - მიუგო წინასწარმეტყველმა.

მაშინ უფლის ხმამ უბრძანა, ეთქვა ძვლებისთვის, მისცემს მათ უფალი სულს ცხოვრებისას და შემოსავს ძარღვებით, ხორცითა და კანით. როგორც კი წმინდანმა უფლის სიტყვები აღმოთქვა, გაისმა ხმა, მიწა შეტორტმანდა და იწყეს ძვლებმა შეერთება, გაჩნდა მათზე ძარღვები, ხორცი შეესხათ, ბოლოს კანიც გადაეკრათ და მთელ ველზე ადამიანთა სხეულები იყო მოფენილი. მათში რომ სულები დამკვიდრებულიყვნენ, უფლის ბრძანებით, მას შემდეგ, რაც ეზეკიელმა ეს სიტყვიერად განაცხადა, ქვეყნის ოთხივე მხრიდან მოფრინდნენ სულები და როცა ისინი მათ სხეულებში შევიდნენ, ყველანი ფეხზე წამოდგნენ და კაცთა დიდძალი ლაშქარი საბრძოლო ყიჟინამ მოიცვა. და თქვა უფალმა: - ადამის ძევ, მთელი ისრაელის ხალხია ეს ძვლები... აჰა, გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო... ჩაგიდგამთ ჩემს სულს და გაგაცოცხლებთ, დაგსვამთ თქვენს მიწაზე.

ამგვარად, ურყევია უფლის აღთქმანი და კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღვთისათვის, მთავარია, გვწამდეს უფლის ძალისა და ყოვლისშემძლეობის. ეს ხილვა მოასწავებდა იმას, რომ ტყვეობიდან განთავისუფლებული ისრაელი კვლავ დაიბრუნებდა თავის მიწას, სულიერი ახსნით კი მიანიშნებდა ქრისტეს მარადიულ სასუფეველში ზეციური იერუსალიმის დამკვიდრებაზე და წინასახეს იმ განსაცდელისა, რასაც მომავალში საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა მოჰყვებოდა, ამიტომაც წმინდა ეზეკიელის ეს წინასწარმეტყველება იკითხება ყოველი დიდი შაბათის ცისკარზე, რაც იმის სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენს, რომ მაცხოვარმა შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ყველა მიცვალებულს განუხვნა საფლავის კარნი.

მართლმადიდებლობის ისტორია მრავალ სასწაულს უკავშირდება. V საუკუნეში, იმპერატორ თეოდოსი მცირის ზეობის ჟამს, მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომას ბევრი ეჭვით უყურებდა და ეკლესიებშიც კი კამათობდნენ ამის შესახებ. სწორედ მაშინ მოახდინა უფალმა საკვირველი მოვლენა, რომლის უტყუარობაც მრავალი ისტორიული საბუთით დაადასტურა.

ჯერ კიდევ მეორე ასწლეულის შუა ხანებში, იმპერატორ დეკიუსის მეფობის წლებში (249-251), ქალაქ ეფესოს მახლობლად, იმპერატორის ბრძანებით, მღვიმეში ამოქოლეს შვიდი ყრმა: ეფესოს ქალაქის მთავრის ძე მაქსიმილიანე და მისი ექვსი მეგობარი იამბლიქო, დიონისე, იოანე, ანტონინე, მარტინიანე, ექსაკუსტოდიანე, რადგან თავი ქრისტიანებად აღიარეს და უარი თქვეს წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. როდესაც მათ დროებით ქალაქიდან გასული იმპერატორის დაბრუნებამდე მოსაფიქრებელი დრო მისცეს, ყრმებს სწორედ მაშინ დაუტოვებიათ ეფესო და ერთ-ერთი მღვიმისათვის შეუფარებიათ თავი. როცა წარმართი იმპერატორი ქალაქში დაბრუნდა და ეს შეიტყო, ბავშვები ცოცხლად დაამარხვინა გამოქვაბულში. ბრძანების აღსრულებისას ორ ფარულ ქრისტიანს, თეოდორესა და რუფინეს, ეს ამბავი კალის ფირფიტაზე დაუწერიათ და მღვიმის შესასვლელთან ქვებს შორის დაუმალავთ. იმპერატორის დაბრუნების წინა დღეს შვიდ ეფესელ ყრმას მთელი ღამე გულმხურვალედ ულოცია და გამთენიისას ისე ღრმად ჩასძინებიათ, ვერ გაუგიათ მღვიმის ამოქოლვა. ყრმებმა უშფოთველი ძილით 172 წელი იძინეს და სწორედ მაშინ გამოიღვიძეს, როდესაც თეოდოსი მცირის ზეობის ჟამს ცხარე კამათი იყო გაჩაღებული გარდაცვალებულთა მკვდრეთით აღდგომის თაობაზე. მღვიმის შესასვლელი იმ ადგილების ახალ მეპატრონეს დაუნგრევია - ქვების სამშენებლოდ გამოსაყენებლად. ეფესელ ყრმებს ხანგრძლივი ძილის შემდეგ გამოეღვიძათ. ამ პიროვნებამ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ მღვიმეში ყველასაგან დიდი ხნის წინათ დავიწყებული ბავშვები იმყოფებოდნენ. რადგან მღვიმეში არანაირი ცვლილება არ შეინიშნებოდა და ბავშვები თვითონაც ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს წინა დღეს დაიძინესო, ეგონათ, რომ გამოქვაბულში მხოლოდ ერთი ღამე გაატარეს. გამოღვიძებულმა ყრმებმა ღვთისადმი აღვლენილი ლოცვის შემდეგ ჩვეულებისამებრ მათგან ყველაზე უმცროსი იამბლიქო ეფესოში გაუშვეს საკვების მოსატანად და იმის გასაგებად, ისევ ეძებდნენ თუ არა მათ იმპერატორის მსახურები. იამბლიქომ ქალაქში შესვლისთანავე შენიშნა ახალი ეკლესიები, გაუკვირდა - ხალხი თამამად წარმოთქვამდა ქრისტეს სახელს. გაუელვა, სხვა ქალაქში ხომ არ მოვხვდიო, მაგრამ პურის ყიდვა მაინც არ გადაუფიქრებია და როცა მეფუნთუშეს მონეტა გაუწოდა, იგი დაჟინებით მიაჩერდა მას. ბოლოს გაკვირვებით ჰკითხა, - ეს განძი სად იპოვეო. ბიჭი ამაოდ არწმუნებდა, კი არ ვიპოვე, მშობლებმა მომცესო. ამასობაში დიდძალი ხალხი შეგროვდა - აინტერესებდათ, თუ ვინ იყვნენ ბავშვის მშობლები. სამწუხაროდ, არც იამბლიქოს მშობლების და არც მისი ნაცნობ-მეგობრების სახელები არავინ იცოდა. მალე გაირკვა, რომ იგი ნამდვილ ეფესოში იმყოფებოდა, მაგრამ მშობლები და მის მიერ დასახელებული პიროვნებები კარგა ხნის გარდაცვლილნი აღმოჩნდნენ. წარმართი იმპერატორი დეკიუსიც დიდი ხნის წინ მიუბარებიათ მიწისთვის, იმპერიის იმჟამინდელი მმართველი კი თეოდოსი გახლდათ, რომელიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას მისდევდა და ქრისტეს მიმდევართა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. ასე გაცხადდა ხალხში დაფარული საიდუმლო.

ეს სასწაული მთელ ქალაქს მოედო, მალე ქალაქის მთავრის და ეპისკოპოსის ყურამდეც მიაღწია. იამბლიქოს თანხლებით მიაშურეს იმ მღვიმეს, სადაც დანარჩენი ექვსი ყრმა იმყოფებოდა, მღვიმის შესასვლელში კალის ფირფიტაზე წარწერაც აღმოაჩინეს. ეს ამბავი ქალაქის მთავარმა შეატყობინა იმპერატორ თეოდოსის, რომელიც მაშინვე ჩამოვიდა ეფესოში ყრმებთან სასაუბროდ. საუბრის დასრულების შემდეგ მათ საუკუნოდ მიიძინეს. როცა ხელმწიფემ გარდაცვლილი ყრმების დედაქალაქში გადასვენება მოისურვა პატივით დასაკრძალავად, ყრმები ძილში გამოეცხადნენ და სთხოვეს, იმ მღვიმეში მიეჩინათ მათთვის საუკუნო სამყოფელი, სადაც მრავალი წელი საკვირველი ძილით ეძინათ. ქრისტიანი იმპერატორი ასეც მოიქცა და მას შემდეგ ბევრი მომლოცველი სტუმრობს ამ ადგილს. XII საუკუნეში ეს მღვიმე მოულოცავს რუს პილიგრიმსა და მოგზაურს ანტონს, რომელიც აღწერს, როგორ სცა თაყვანი ამ წმინდა ადგილს. იგი თავის განცდებსა და შთაბეჭდილებებზე მოუთხრობს მკითხველებს.

ყრმათა სასწაულებრივი ძილი ღვთისმეტყველთა და თეოლოგთა მიერ აღქმულია როგორც წინასახე მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომისა, რომელიც იმდენად დამაჯერებელია მომხდარი ფაქტის შემდეგ, რომ მტკიცებულებაც აღარ სჭირდება. ეს სასწაული იმთავითვე ელვის სისწრაფით მოედო ქრისტიანულ სამყაროს. ცნობები ამ მოვლენის შესახებ მოხსენიებულია როგორც იმდროინდელი ისტორიკოსების მიერ, ისე ამ ამბიდან უმოკლეს ხანში ეფესოში გამართულ მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. ამ სასწაულმა მართლაც უდიდესი გარდატეხა მოახდინა იმ ადამიანთა ცნობიერებაში, რომლებიც მანამდე ეჭვით უყურებდნენ სულის უკვდავებას და განუმტკიცა ხალხს აღდგომის რწმენა. ეს იყო ღვთის ძალისა და ყოვლისშემძლეობის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელმაც ჩვენი რწმენის განსამტკცებლად ხანგრძლივი დროის განმავლობაში უხრწნელად დაიცვა და შეინახა ეფესელ ყრმათა სხეულები და მათი შესამოსელი. გაჩნდა უდიდესი რწმენა იმისა, რომ როგორც ეფესელი ყრმები აღადგინა უფალმა ხანგრძლივი ძილისაგან, ისევე შეკრებს იგი გარდაცვალებულთა ძვლებს და მკვდრეთით აღადგენს ადამიანებს საუკუნო ძილისაგან.

"აჰა, გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო... და დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე უფალმა ვთქვი და აღვასრულებ, - ამბობს უფალი!" (ეზეკ. 37,12-14).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat