კვლავაც დაგვლოცეთ, მამა ზურაბ...
კვლავაც დაგვლოცეთ, მამა ზურაბ...
სოციალური ქსელით შემთხვევით გავიგე ავარიაში მამა ზურამ გოგიტიძის დაღუპის ამბავი. რას ვიფიქრებდი... სულ ცოტა ხნის წინ "კარიბჭისთვის" ინტერვიუ ჩავწერეთ და ჟურნალში გამოქვეყნებას გულმოდგინეთ ელოდა... შენდობას ვითხოვ მამა ზურაბის სპეტაკი სულის წინაშე, მისი გულიდან ამოსული სიტყვების გამოქვეყნება გარდაცვალების შემდეგ რომ ხდება. ღმერთმა სასუფელევი დაგიმკვიდროთ მამაო... ჩვენთვის კვლავაც ილოცეთ...
თვალწინ მიდგას მამა ზურაბის უბრალო და დიდბუნებოვანი სახე. ისეთი, როგორიც ჩემს სულს ესადაგება. პირადულზე საუბარს თავს არიდებდა... ხათრი ვეღარ გამიტეხა და ტაძრის მშენებლობით დავიწყეთ საუბარი, ვინძლო ხალხმა წაიკითხოს და ჩვენი ტაძრის კარი შემოაღოსო... ვკითხე,-წმინდა ვახტანგ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ბრძანებით? -წინამძღვარიც მე ვარ და უკანამძღოლიცო,-იუმორით მომიგო. გულიანად გავიცინეთ და მამაშვილური საუბარიც შედგა.

-დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში, N192 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი. ეს ტერიტორია 2011 წელს გადმოგვცა, - მითხრა მამა ზურაბმა.

-ტაძრის მშენებლობა შემდეგ დაიწყეთ?

-2008 წელს დავიწყეთ. მანამდე სკოლის ეზოში, სადაც დღესაც ნიშია, იქ პარაკლისებს ვატარებდით. თავიდან იქ უნდა აშენებლიყო ეკლესია. პროექტი არსებობდა, მაგრამ რატომღაც არ აშენდა იქ ტაძარი, მაშინ მღვდელი არ ვიყავი. დიაკვნის ხარისხი მქონდა. დიდუბეში, პანთეონთან მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში ვმსახურობდი. წლები რომ გავიდა და აღარ აშენდა უხერხულად ვიგრძენი თავი და სურვილი გამიჩნდა მშენებლობა გამეგრძელებინა. ტაძრის ფიზიკური მშენებლობა არ დაწყებულა, შეკრება მოხდა და მსჯელობა თუ როგორ დაგვეწყო მშენებლობა. 2003 წელს უკვე მღვდელი ვიყავი სამტრედიის ქუჩაზე მდებარე ტაძარში ვმსახურობდი. დაახლოებით ორი წელი ვიყავი წინამძღვარი. თავიდან მე და მამა ანტონი ვიყავით. მერე მამა მალხაზ კუმელაშვილიც მოვიდა. მამა ზურაბ გრიგალაშვილიც შემოგვიერთდა. მამა ანტონის გარდაცვალების მერე ორი წელი მე ვიყავი წინამძღვარი იქაც, აქაც ორ ტაძარში ვმსახურობდი. წმინდა ვახტანგ გორგასლის ტაძრის ვაკურთხევის შემდეგ აქეთ გადმოვედი წინამძღვრად.

KARIBCHE

-მამაო, როგორ დაიწყო ტაძრის მშენებლობა?


-დაიწყო ასე... სურვილი გამიჩნდა მიტოვებული ტაძრის მშენებლობისთვის ყურადღება მიმექცია. მეც ამავე უბანში ვცხოვრობ. პარაკლისების გადახდა დავიწყეთ. ტაძრის ასაშენებელი თანხა არ გვქონდა, მაგრამ ლოცვა ხომ შეგვეძლო. პირველი პარაკლისი 2008 წელს ჩავატარეთ. ორი თუ სამი ადამიანი ესწრებოდა. თანდათან მრევლის რაოდენობამაც იმატა.

-მამაო, ნიშის ადგილას აშენდა ტაძარი?


-არა, ტაძარი სხვა ადგილას აშენდა, თუმცა ახლაც ვატარებთ იქ პარაკლისებს. 2008 წელს რომ დავიწყეთ პარაკლისების ჩატარება ხალხის რაოდენობამ ისე იმატა გვიკვირდა კიდეც. ხანდახან 100-150 კაცი მოდიოდა. ზეთის ცხება, ქადაგება, პარაკლისი ზამთარ-ზაფხულ ღია ცის ქვეშ განუწყვეტლივ მიმდინარეობდა.
ჩვენ სხვა არაფერი გვქონა. არც ფული გვქონდა და არაფერი. დიდი მლოცველი არ ვარ, მაგრამ ვცდილობდი ლოცვით ტაძრის მშენებლობას შევწეოდი. 2011 წელს, ჯვართამაღლებას, ხუთი ჯვარი აღვმართედ ტაძრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე. ჯვრებით შემოვზღუდეთ ეს ადგილი. ერთი ჯვარი, სადაც ახლა საკურთხეველია იქ დავაბრძანეთ და რამდენიმე სასულიერო პირმაპარაკლისი გადავიხადეთ. ერთი თვის მერე, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს კი დავიწყეთ საძირკვლის გათხრა, ხელით. არ გვქონდა ფული, უბრალოდ ხალხმა ნიჩბები მოიტანა და ხელით საძირკვლის გათხრას შევუდექით. თითქმის ნახევარი ხელით გავთხარეთ. მერე ტექნიკით გაგვიწიეს დახმარება. დროთა განმავლობაში საამშენებლო მასალაც გამოჩნდა. რაღაც გვაჩუქეს, რაღაც ვისესხეთ. ფაქტიურად არ გავჩერებულვართ. პროფესიით ინჟინერი ვარ და ცოტა მესმის.

12 დეკემბერს, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს უწმინდესთან ლოცვაზე მივედი, რათა მეთხოვა ტაძრის საძირკვლის კურთხვა. უწმინდესისგან ლოცვა-კურთხევა გამოვითხოვე და მეუფე იაკობმა ჩვენი ტაძრის საძირკველი აკურთხა. იმ საღამოს მრევლთან ერთად სევტიცხოველში ვახტანგ გორგასლის საფლავთან პარაკლისი ჩავატარეთ . მეორე დღეს, წმინდა მეფის ხსენების დღეს კი მოხდა საძირკვლის კურთხევა. ღვთის შეწევნით და ჩვენი ძალებით ავაშენეთ ეს ტაძარი.

-რამდენ ხანში აშენდა, მამაო?


-ხუთ წელში ავაშენეთ. ღმერთი აკეთებდა ჩვენს საქმეს. გეტყვით, რომ მასალების უმეტესობას კეთილი ადამიანები გვწირავდნენ. ხელოსნებისთვის ტრაპეზს მრევლი აკეთებდა. დღესაც მორიგეობა აქვთ დაწესებული, თვეში ერთხელ უწევს ოჯახს და ტაძარში ტრაპეზი მოაქვთ. კონკრეტული დამფინანსებელი არ გვყავს. მხოლოდ ღმერთი. ტაძრის კანკელიც ჩვენმა მრევლმა ბადრი ნოზაძემ გააკეთა. შრომაში ფულს არ ვხარჯავთ. ფიზიკურად თავად ვშრომობთ. უფალი გვეწევა ღვთის საქმეში.
ღმერთმა დაგლოცოთ.

KARIBCHE KARIBCHE

ბეჭდვაელფოსტა
26.10. 2019
ეთერი
უკეთილშობილესი და ძალიან თავმდაბალი ადამიანი.ნათელში იქნებით ყველა ანტონი, ნუნუკა და მამაო. ჩვენი დიდი ტკივილი ხართ ყველა
25.10. 2019
თამარ ჭელიძე
მამაო, ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს შენი და შენი ლამაზი მეუღლის ნუნუკას სულს !!! მოგვენატრებით, მამაო :(
25.10. 2019
ავთო
ღმერთმა ნათელში ამყოფოს!
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat