გრაფი მ. ტოლსტოი ჰყვებოდა: სექტემბრის ერთ ღამეს დამესიზმრა, თითქოს ჩემთან დარბაზში ვარ. სასტუმრო ოთახიდან ბავშვების ხმა მომესმა. ჩემს წინ ჩაიარეს ბავშვებმა, მათ შორის ვალოდიამაც, ჩემმა გარდაცვლილმა ვაჟმა.
გახარებული წავედი მისკენ. ის კი ადრინდელი ანგელოზებრივი ღიმილით მიღიმის. ხელი გავიწვდინე მისკენ.
- ვალოდია, შენ ხარ? - ის კისერზე ჩამომეკიდა და ძლიერ, ძლიერ მომეხვია, - სად ხარ, ჩემო სიხარულო, ღმერთთან ხარ?
- არა, ჯერ ღმერთთან არ ვარ, მაგრამ მალე ვიქნები.
- კარგად ხარ?
- უკეთესად ვარ, ვიდრე თქვენთან ვიყავი. მე ხშირად მოვდივარ თქვენთან, სულ თქვენს გარშემო ვტრიალებ. თითქმის მარტო ვარ, მხოლოდ მარიამ მაგდალინელი მოდის ხოლმე ჩემთან. ზოგჯერ ძალზე მოწყენილი ვარ.
- როდის იწყენ ხოლმე?
- განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემზე ტირიან. ხოლო მანუგეშებს, როცა ჩემთვის ლოცულობენ, როცა ჩემს სახელზე ღარიბებს მოწყალებას აძლევენ. მე სულ ვლოცულობ, ვლოცულობ დედიკოსთვის, შენთვის, ძმებისთვის, პაშასთვის, ყველასთვის, ვისაც ვუყვარვარ. ჩემს საყვარელ დედიკოს ჩემს მაგივრად მოეხვიე, აი, ასე ძლიერად.
- ისიც გენახა, ჩემო სიხარულო.
- კი, ვნახავ, აუცილებლად ვნახავ.
- როდისღა?
- როცა ტირილს შეწყვეტს!
უეცრად ცოლის ხმა მომესმა დერეფნიდან, მივიხედე მისკენ, უკან რომ გამოვბრუდი, ვალოდია იქ აღარ იყო.
საკუთარმა აჩქარებულმა გულისცემამ გამომაღვიძა. მღელვარებისგან ხმამაღლა ავქვითინდი და ცოლი გავაღვიძე. იმავე წუთს კალამს ხელი ვტაცე და სიზმრად ნანახი ფურცელზე გადავიტანე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი