სული მისი შენთან უფრო ახლოსაა, ვიდრე საფლავთან
სული მისი შენთან უფრო ახლოსაა, ვიდრე საფლავთან
წერილი 5. დედას, რომელმაც შვილის საფლავის პოვნა ვერ შეძლო
შენ შვილის საფლავს ყველა სამხედრო სასაფლაოზე ეძებდი - ზლატიბორიდან კორფუმდე და სალონიკამდე, ახვედი კაიმაკჩალანზე, კატის ქვაზე, იყავი განსვენებულთა ველზეც. თუ ყურს მოჰკრავდი, აქა და აქ სამხედრო სასაფლაოაო, იქითკენ მიიჩქაროდი, დაღუპულთა სიებს დაეძებდი. თვითონვე კითხულობდი საფლავებზე წარწერებს. არ იყო და არა მათ შორის შენი შვილის საფლავი.

ნუ მწუხარებ, ძვირფასო დედავ. ცოდვა არის დიდი მწუხარება. უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი, სადაც არ უნდა იყოს შენი ვაჟის საფლავი, ის ღვთის მიწაზეა. შეეხე მიწას შენი ზღურბლისას და მიემთხვევი შენი ძის განსასვენებლის კიდეს. ღვთის ყოვლისმხედველი თვალის წინაშე, მიწას რომ დასცქერს, მიცვალებული არავინაა. თუ შენი ვაჟი შენგან დაფარულია, ღვთის წინაშე არ არის დამალული. უფალმა ის თვითონ დაგიმალა, რომ მწუხარებით განგიწმინდოს გული და მოამზადოს იგი უეცარი სიხარულისთვის, ოდეს შეხვდები ძეს შენსას ღვთის საუკუნო სასახლეში.

უცნობი არის მრავალ დიდებულ და წმინდა კაცთა საფლავები, უცნობია საფლავი მოსე წინასწარმეტყველისა, საფლავი მრავალი მოციქულისა და ქრისტეს მოწამისა, უცნობია საფლავი მეუდაბნოეთა და მმარხველთა, მაგრამ მათი სახელები წითელი ასოებით არის შეტანილი კალენდარში. ჩვენ მათ ხსოვნას განვადიდებთ, ავაგებთ ტაძრებს პატივად მათდა, აღვავლენთ მათდამი ლოცვებს. ნუ წუხხარ, რომ შენი შვილის საფლავი მარტო უფლისთვის არის ცნობილი, ისევე როგორც საფლავები მისი ბევრი სხვა წმინდანისა.

დებარეში ერთი დედაა, რომლის ვაჟიც შორეულ ქვეყანაშია დაკარგული. უძლურების გამო მან ვერ შეძლო შვილის საფლავთან მისვლა და გადაწყვიტა, ყოველ შაბათს მისულიყო დებარეს სამხედრო სასაფლაოზე. იქ წვანან ჯარისკაცები, რომელთა დედები მათ საფლავებზე მისვლას ვერ ახერხებენ. ქალი ამ საფლავებზე სანთლებს ანთებს, ლოცულობს და მღვდელს სთხოვს, მივიდეს საფლავებთან, ნაკურთხი წყალი ასხუროს მათ და მოიხსენიოს ჯვრებზე ამოკვეთილი სახელები და მათთან ერთად მისი ვაჟი ათანასე.

შენც შეგიძლია ასე მოიქცე და ტკივილი დაგიამდება. მთავარია, შვილის საფლავზე კი არა, მის სულზე იფიქრო. გაიგე, რომ დედამიწის არც ერთ საფლავში მისი სული არ არის. სული მისი შენთან უფრო ახლოსაა, ვიდრე საფლავთან.

კიდევ ერთ დედას სურდა, მოეძებნა თავისი ვაჟის საფლავი, მაგრამ საფლავი ბრძოლის ველზე იყო და არ უშვებდნენ. უნუგეშოდ დაბრუნდა შინ. ერთხელაც, ღვთის განგებულებით, შვილი გამოეცხადა. ქალი წამოხტა და შესძახა, - სადა ხარ, ჩემო ბიჭოო. გვერდით დაგყვებოდი, დედაჩემო, და ახლა დავბრუნდიო, - მიუგო. თან სთხოვა, - ტირილი შეწყვიტე, რადგან მე კარგად ვარო.

შენც ნუ იტირებ. მოწყალების გაცემა დაიწყე შენი ვაჟის სულის საოხად. ცრემლებით საკმაოდ დაალტე მიწა შენი გულისა, დროა მასზე ჯეჯილი ამოიზარდოს. ყველაზე ძვირფასი - ცრემლიდან ამონაზარდი ლოცვა, მოწყალება და თავმდაბლობაა ღვთის ნების წინაშე. დაე, ლოცვა გახდეს შენთვის ჯვრის ერთი ფირფიტა, მოწყალება კი მეორე, რომლებითაც შენი ვაჟის ჯვარს გააკეთებ. ლოცვა ცად აიჭრება, მოწყალება კი განზე გავრცელდება (ანუ შეიქმნება ჯვარი, - კ.კ.). ღვთის ნების წინაშე შენი თავმდაბლობა, დაე, იყოს იმ ლურსმნად, რომლითაც ჯვარი შეიკვრება. თუ არ დააცილებ ლოცვას მოწყალებისგან, მადლმოსილი ნუგეშისცემა გარდამოვა ზეციდან შენს გულზე, როგორც ნამი დაგვალულ მიწაზე.

მშვიდობა შენდა და კურთხევა ღვთისა!

წერილი 49. ჟურნალისტ ი.ტ-ს მიცვალებულთა დაწვაზე
მეკითხებით, რატომ ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესია მიცვალებულთა კრემაციასო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამას ძალადობად თვლის. სერბებს დღემდე აძრწუნებთ სინან ფაშას დანაშაულის გახსენება, რომელმაც დაწვა წმინდა საბას სხეული ვრაჩანში.

წვავენ ადამიანები მკვდარ ცხენებს, ძაღლებს ანდა კატებს? ასეთი რამ არ გამიგონია, მაგრამ მინახავს და გამიგონია, რომ მათ მიწაში ფლავენ. მაშ, რატომ აღესრულება ძალადობა ყოველი მიწიერი ცხოველის ბატონის, ადამიანის, მკვდარ სხეულზე? განა მკვდარი ცხოველების დაწვა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, უფრო გამართლებული არ იქნებოდა, ვიდრე ადამიანების დაწვა?

მეორეც, ეს წარმართული, ბარბაროსული ჩვეულებაა, ქრისტიანულმა კულტურამ თითქმის ორი ათასი წლის წინ გააძევა ევროპიდან. ვისაც ამის აღორძინება სურს, იგი ცდილობს, დააბრუნოს დიდი ხნის წინ აღმოფხვრილი წარმართული ჩვეულება. ინგლისში, რომელსაც უკულტურო ქვეყანას ვერ დაარქმევთ, ნეოწარმართობის ეს სახე ძალზე არაპოპულარულია. მოგიყვებით ერთ ამბავს: ომის დროს ერთი სერბი ჭკუიდან შეირყა და მოითხოვა, როცა მოვკვდები, დამწვითო. დანიშნულ დღეს ჩვენი მცირე სერბული კოლონია გოლდეს გრინის კრემატორიუმთან შევიკრიბეთ. როცა სხეული ღუმელში შედეს, ყველა შეგვაძრწუნა ამ საშინელმა სანახავმა. თხუთმეტი წუთის მერე მზად იქნება ფერფლიო, გვითხრეს. გავედით მეორე მხარეს, რათა შევხვედროდით ფერფლად ქცეულ ჩვენს თანამემამულეს. ერთ საათზე მეტხანს ვუცადეთ. ჩვენდა გასაკვირად, ცეცხლი დიდხანს აწვალებდა მიცვალებულს, ვკითხეთ მომსახურეს, - რა ხდებაო. მან მოიბოდიშა, ღუმელი თითქმის გაციებული იყო, რადგან ყოველდღე არ ვიყენებთ: იშვიათად თუ ვინმეს საკუთარი სურვილით წვავენო. ამის გამგონეთ აღარ შეგვეძლო დაგვეცადა ჩვენი ძმის ტანჯვის დასასრულისთვის. არადა, როგორც ცნობილია, ლონდონში ყოველდღიურად ათასამდე კაცი კვდება. ამერიკაში მინახავს პრეზიდენტების - უილიამსის, რუზველტის, ლინკოლნის და სხვა გამოჩენილი ადამიანების საფლავები. არავის არ დაუწვავს ისინი. მით უმეტეს გამაოცა, რომ წმინდა საბას შთამომავალთა შორის არიან სინან ფაშას სულიერი შთამომავლები!

ერთმა სპარსმა ადვოკატმა მომიყვა მიცვალებულებისადმი "ყველაზე გონივრულ დამოკიდებულებაზე". ისინი, ანუ სპარსი ცეცხლთაყვანისმცემლები კი სცემენ ცეცხლს თაყვანს, როგორც ღმერთს, მაგრამ თავიანთ მკვდრებს არა წვავენ, მიწაზე ტოვებენ ფრინველთა დასაკენკად. მათი სასაფლაოები უზარმაზარი კედლებით არის შემოზღუდული, რომელზეც თვლემენ მომლოდინე სვავთა გუნდები. მეკუბოვეები შიშველ მიცვალებულს სუდარაგადაფარებულს შეასვენებენ სასაფლაოზე და სასწრაფოდ ტოვებენ იქაურობას. მერე სვავები შეუდგებიან საქმეს და რამდენიმე საათის მერე მიცვალებულის სხეულისაგან მხოლოდ შიშველი ძვლებიღა რჩება, რომელთაც არავინ აღარ მარხავს. სპარსული ლოგიკა ასე ხსნის ამას: "ჩვენ სიცოცხლეში ცხოველებით ვიკვებებოდით, სამართლიანი იქნება, ახლა ისინი ჩვენით გამოიკვებონ". გაოცებული დავრჩი ამგვარი მსჯელობით, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არაფრით ჩამოუვარდება დაწვის მომხრეთა მსჯელობას.

რატომ უნდა შევქმნათ ახალი პრობლემები უკვე გადაჭრილ პრობლემათაგან? თუ დავსვამთ ამგვარ შეკითხვებს, ერთხელაც შეგვაწუხებს კითხვა, - ხომ არ დავიწყოთ მოხუცებულთა დახოცვა, როგორც ამას აკეთებენ პრიმიტიული ტომები, და შევქმნათ საზოგადოება, რომელიც ამ "იდეას" გაუწევს პროპაგანდას!

დაბოლოს, განა გონიერი ადამიანი დაიწყებს მიწაზე სასაფლაოების წინააღმდეგ ბრძოლას, იქ, სადაც სასაფლაო ემსახურება ეროვნულ სიამაყეს და აღფრთოვანების წყაროა და თუ გნებავთ, სახელმწიფოს პასპორტია?

მშვიდობა და კარგად ყოფნა გქონდეთ უფლის მიერ.

წერილი 197. დედას მარადიულ სიცოცხლეზე
თქვენი ვაჟი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მას შემდეგ მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობთ: ხომ არ არის ის ცოცხალი? არსებობს სიცოცხლე სიკვდილის მერე? ვინ დაგვარწმუნებს ამაში? დიდად თანავუგრძნობთ თქვენს მწუხარებას, მაგრამ თქვენი შეკითხვა მაკვირვებს, მით უმეტეს, რომ თითოეული თქვენი სიტყვა რწმენით სუნთქავს. განა შეიძლება ქრისტეს მემკვიდრე ეწოდოს იმას, ვისაც საუკუნო სიცოცხლისა ეეჭვება?

ხედავთ, ქრისტეს უმთავრესი გამოცხადება ხომ იყო გამოცხადება ახალ ცხოვრებაზე, ახალ სამყაროზე, ადამიანებისთვის სრულიად ახალი სამეფოს შესახებ. ადამიანებისთვის ეს გამოცხადება ხომ ყველაზე დიდებული და ყველაზე სასიხარულოა გამოცხადებათა შორის. მისი უგულებელყოფა ქრისტესა და ცხონების უგულებელყოფას ნიშნავს. მისი მიღება კი ნიშნავს, მივიღოთ ჭეშმარიტება ღმერთზე, როგორც ზეციურ მშობელზე, ანგელოზებზე, როგორც ზეცისა მოქალაქეებზე, ღვთის ყოვლისმხედველ განგებულებაზე, საშინელ სამსჯავროზე, ხორციელი სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაზე, დედამიწაზე ჩვენი ხორციელი ცხოვრების სასიხარულო შინაარსზე. ყველა ეს ჭეშმარიტება გაგვიმხილა ჩვენ უფალმა და მოწმობდა იგი მათზე თავისი სიტყვით და საქმით, ჩვენთვის თავისი ნებაყოფლობითი სიკვდილით, მკვდრეთით აღდგომით და ამაღლებით. მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი. და უკუეთუ წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი, კუალად მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ თავისა ჩემისა თანა, რაითა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ (იოანე 14,2). ჩვენთვის საფლავის გასამზადებლად კი არ მიდის! ჭეშმარიტად სასოწარმკვეთელი იქნებოდა ჩვენთვის საუკუნო სიკვდილისთვის ადგილის გამზადება! არა, ის სხვა სამყაროში მიდის და სხვა ცხოვრებაში.

სხვა სამყაროსა და სხვა ცხოვრების შესახებ მოწმობენ მრავალნი სხვა წმინდანნი. "ვინ დაბრუნდა იქიდან, ვინ დამიმოწმებს?" - იკითხავთ და გაიმეორებთ ურწმუნო კაცთა კითხვას. რომ არა თქვენი მწუხარება, მე ალბათ რბილად გისაყვედურებდით. მითხარით, რომელმა წმინდანმა, ვისი სახელიც კალენდარშია შეტანილი, არ გამოამჟღავნა თავი. იქნებ არ იცით, რომ ეკლესია წმინდანად არ შერაცხავს არავის, ვინც იმ სამყაროდან ამა თუ იმ სახით არ გამოგვეცხადა? ამას წინათ წავიკითხე, რომ ერთმა ფრანგმა ქალმა დიდი რუსი წმინდანის, ღირსი სერაფიმ საროველის გამოცხადების მერე მიიღო მართლმადიდებლობა.

არა, თქვენ დაეჭვების არანაირი საბაბი არ გაქვთ, არამედ არსებობს მტკიცე საფუძველი ზეციური სიცოცხლის რწმენისა, რომელშიც დაგასწროთ და გადავიდა თქვენი შვილი.

მშვიდობა თქვენ და ნუგეში უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მიერ.

წერილი 240. პოეტ ს.ს-ს, თუ როგორ კვდებიან ადამიანები
ხშირად კაცის სიკვდილი თვითონ კაცს ჰგავს. ანუ როგორიც იყო მისი ცხოვრება, ისეთივე იქნება მისი სიკვდილი. როგორც წესი, მკვლელს ნაძალადევი სიკვდილი ელის: ვინც აღიღებს მახვილს, მახვილითვე განიგმირება.

ამას წინათ ჩემი ნაცნობი მღვდელი მოკვდა. არ ავადმყოფობდა, შაბათ საღამოს პარაკლისი გადაუხადა სნეულებს, კვირადილით კი გარდაიცვალა. მთელი სიცოცხლე წყნარი და მშვიდი იყო, ასეთივე გახლდათ მისი სიკვდილი. დიდი მლოცველი იყო და ლოცვითვე დაემშვიდობა ამ სამყაროს.

შენს შემთხვევაშიც სიკვდილი ჰგავს ადამიანს. შენ შენი ნათლიმამის სიკვდილი აღწერე. ის ურწმუნო კაცი იყო და შეურაცხყოფდა სიწმინდეებს. ღმერთის არ ეშინოდა და სულისთვის არ ზრუნავდა. ამბობ, მას ამქვეყნად არაფრის ეშინოდა, გარდა ქალაქის განაპირას მდებარე ძველი მიტოვებული ჭისა. იგი მასზე ხშირად ლაპარაკობდა შიშით და თრთოლით. ის ჭა თითქოს იზიდავდა, ხშირად მიდიოდა და იცქირებოდა მის ბნელ სიღრმეში. ზოგჯერ ამბობდა: ეს ჭა ჩემი საფლავი იქნებაო! რა მოხდა? ის უეცრად გაქრა. არავინ იცოდა, სად წავიდა. ვიღაცას მოაფიქრდა, ჭასთან მისულიყო. იქ იპოვეს მისი უსულო სხეული. ხალხი მერე ამბობდა: - ბედია! მას ეს ელოდა! ის ყოველთვის ამას გრძნობდაო. თუ ეს ბედია, ღვთისგან კი არ შეემთხვა, არამედ თავისი ცოდვების მიერ: რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა (იგავთა 10,24).

ასეთ მაგალითსაც გეტყვით. ერთმა კაცმა ფული მოიპარა და თავის ბაღში, ცაცხვის ძირში დაფლა. მას მერე იმ ცაცხვისა უკვე ეშინოდა. ერთხელ ნაჯახი აიღო მის მოსაჭრელად, მაგრამ ვერ მოასწრო: თავს დაესხნენ მძარცველები და ფული მოსთხოვეს. არ მისცა და იმავე ცაცხვზე ჩამოახრჩვეს. კვლავ დადასტურდა უფლის სიტყვები: რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა.

გიხაროდენ უფლისა მიერ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat