სული ღვთის წინაშეა, თავისი გამომხსნელისა და მსაჯულის წინაშე!
სული ღვთის წინაშეა, თავისი გამომხსნელისა და მსაჯულის წინაშე!
მოციქულთა განმარტებით, მიწიერი ცხოვრება თესვის დროა, მომავალი - მკის. რასაც ადამიანი დასთესს, იმასვე მოიმკის; ხორცში მთესველი ხორცისგან მოიმკის ხრწნადობას, ხოლო სულიერად მთესველი - საუკუნო სიცოცხლეს. მკის დრო კი სიკვდილისთანავე დგება (გალ. 6,7,8). ასე რომ, როგორც კი დგება ჟამი ადამიანის სულის სხეულიდან განყრისა, იმ წუთიდან იწყება მისთვის საიქიო ცხოვრება, რომელიც ყველასთვის ერთნაირი არ არის. ამ დროს წარმოჩნდება, თუ როგორ ცხოვრობდა იგი მიწიერ ცხოვრებაში, რა გრძნობები, სურვილები და მისწრაფებები ამოძრავებდა, ქრისტეს მცნებებითა და სიყვარულით განვლო წუთისოფელი თუ მიწიერი კეთილდღეობისათვის ზრუნვით.

წმინდანები სიკვდილის მოახლოებას დიდი სიხარულით ელოდებიან. როდესაც წმინდა სისოი დიდის სული ხრწნადი, ხორციელი ბორკილებისაგან უნდა გათავისფლებულიყო, მის სარეცელთან შეკრებილი ძმებისთვის უთქვამს: "აი, მამა ანტონი მოვიდა! აი, წინასწარმეტყველნიც!" ცოტა ხნის შემდეგ კი სახე მზესავით გაუბრწყინდა, როცა თქვა: "აი, თვით მეუფე მობრძანდებაო!" და ასე მიაბარა ღმერთს სული. წმინდა ნიფონტის, ანდრია სალოსს, იოანე მოწყალეს, ღირს კარპესა და სხვა არაერთ მამასაც ამდაგვარი აღსასრული ჰქონდათ. ისინი სიხარულით ხვდებოდნენ სიკვდილის მოახლოებას: "გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია", - ამბობდა პავლე მოციქული (ფილ. 1,23).

რამდენადაც ნეტარებასთან წილხვდომილია მართალთა გარდაცვალება, იმდენად მძიმე და შემზარავია ცოდვილის და მოუნანიებელის უკანასკნელი წუთები.

მართლმადიდებლური სწავლებით, სხეულს განშორებული სული ღვთის კერძო სამსჯავროზე წარდგება, რომელიც, საყოველთაო, უკანასკნელი სამსჯავროსაგან განსხვავებით, კერძოდ იმიტომ იწოდება, რომ განკითხვა არა მთელი სამყაროს წინაშე ხდება, არამედ ინდივიდუალურად და მიზნად ისახავს ადამიანის სულის არა სამარადისოდ განსაზღვრას, როგორც ეს უკანასკნელ სამსჯავროზე ხდება, არამედ მხოლოდ გარდაცვალებულთა საყოველთაო აღდგომამდე.

რა სწავლება შემოგვინახა მართლმადიდებელმა ეკლესიამ კერძო სამსჯავროსა და საზვერეთა წმინდა სამამულო წარმოდგენების ხილულ წინააღმდეგობათა თაობაზე? ამ საკითხზე განმარტება ვთხოვეთ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარს, დეკანოზ გიორგი სხირტლაძეს.

- კერძო სამსჯავრო რომ ნამდვილად აღსრულდება, ამაში წმინდა წერილი გვარწმუნებს: "კაცთ ერთხელ უწერიათ სიკვდილი და შემდეგ სამსჯავრო", - ბრძანებს პავლე მოციქული. მდიდრისა და მართალი ლაზარეს შესახებ სახარებისეული იგავიდანაც კარგად ჩანს, რომ სიკვდილს მაშინვე მოჰყვება ხვედრის გარკვეული განჩინება - განსაზღვრა (ლუკ. 16,23), გარდაცვლილის საქმეებისდა მიხედვით და შესაბამისად აღესრულება სამსჯავროც. ამდაგვარი სამსჯავროს უეჭველობა ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდანაც დასტურდება: "რადგან ადვილია უფლის თვალში, აღსასრულის დღეს მიაგოს კაცს მისთა საქმეთაებრ", - ნათქვამია ზირაქის სიბრძნეში (ზირ. 11,26).

- როგორი სამსჯავრო ელოდება ადამიანს გარდაცვალების შემდეგ?

- ამ სამსჯავროს არსში წვდომა იმის ტოლფასი იქნებოდა, თავად სიკვდილის მოვლენის რაობას ჩავწვდომოდით...

შესაძლებელია კი ეს ცოცხალთათვის?

რაღაც გაცხადებულია ჩვენთვის ღვთის სიტყვაში, ღვთის კაცთა სულიერ გამოცდილებაში, ჭეშმარიტების ზოგად განცდაში. შევეცდებით, ამ გამოცხადებათა მიხედვით ვისაუბროთ.

რაოდენ განსხვავებულიც არ უნდა იყოს ადამიანთა ხორციელი სიკვდილის სახეები, ნუ მოვტყუვდებით - სიკვდილის არსი, როგორც ხარკი (გადასახადი), ყველასთვის მოითხოვს ძირითადი ფაქტების ერთგვაროვნებას, რომელსაც ყოველი გამოცდილება, ცოდვის საფასურად, სიკვდილის გზით გაივლის. ზოგიერთი ფიქრობს, რომ სიკვდილის არსი სიცოცხლის ხილული შეწყვეტით ამოიწურება. რაც სწორი არ არის.

სიკვდილის არსში რომ გავერკვეთ, სამი მომენტი უნდა გამოვყოთ; 1. სულის გაყრა სხეულთან და იმავდროულად იმ სამყაროსთან, რომელშიც სხეული დარჩა; 2. სულის გაშიშვლებული მდგომარეობა (რაც გარდაცვალების თანამდევია), ასეთი ძრწოლით რომ აღწერა მოციქულმა, რის შემდეგაც სული თითქოსდა შიშვლდება; 3. დაბოლოს, ადამიანის, როგორც პიროვნების, გამოჩენა შემოქმედი ღმერთის, გამომხსნელისა და მსჯავრმდებლის წინაშე. ამგვარად, ყოველი ადამიანის სულს ამ სამი აქტის გადატანა მოუხდება, რომლის შემდეგაც ყოველმა ჩვენგანმა უნდა განიცადოს ის, რასაც სიკვდილი ჰქვია.

რატომ იმყოფებოდა მაცხოვარი საფლავში მხოლოდ სამ დღეს? ჩვენთვის ესეც შეუცნობელია ბოლომდე, მაგრამ ეს სამდღეობა არ შეიძლება წარმოვიდგინოთ სხვაგვარად, თუ არა როგორც ამ ამბის შინაგანად აუცილებელი ხანგრძლივობა. ეს ხომ ნათელს ჰფენს ყოველი ადამიანის სულის (სამშვინველის) მიერ სიკვდილის განცდაში მდგომარეობათა განსაზღვრული თანმიმდევრობის გონებით წვდომას? ასე რომ, აზრი სამი დღის შესახებ უნდა მივიღოთ, როგორც მითითება შესაძლო ანალოგიაზე. გვერდზე უნდა გადავდოთ დრო-ჟამის ყოველი განსაზღვრება იქ, სადაც იწყება მარადისობა მისი ათასწლოვანი დღეებით, მისი წამებითა და გაელვებებით, რაც თავისი შემცველობით მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობას აღემატება?

სიკვდილის არსის განცდა მხოლოდ იწყება სულის სხეულთან გაყრის ჟამს. მწუხარება სულისა მეტად მძიმეა სასიკვდილო ტანჯვებში, მაგრამ ეს მაინც მიწიერი წუხილია, რასაც მეტ-ნაკლებად ჩვენც ვგრძნობთ ჩვენი ახლობლის სასიკვდილო სარეცელთან; სული განიცდის, როდესაც თავის თავს ცხოვრების ყველაზე ახლობელი თანამგზავრის სასიკვდილო სარეცელთან მდგარს ხედავს, მაგრამ ამ თანამონაწილეობის დასრულებისთანავე, როდესაც სხეული უკვე სიკვდილს დაექვემდებარება, უეჭველად დგება არამიწიერი საქმე, ანუ გმირობა სულისა - მისი შინაგანი დამოკიდებულება სიკვდილის მომხდარ ფაქტთან. თუ რა ემართება მაშინ ადამიანის სულს, ამის თქმა არავის შეუძლია. აქაც მხოლოდ წმინდა წერილითა და ეკლესიის წმინდა გარდამოცემით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

სხეულთან გაყრილი სული ჯერ კიდევ დაჰყურებს მას, როგორც თავისი ცხოვრების მიტოვებულ სამშობლოს, სწორედ ამ წამებაში წარმოჩნდება, "სად ჰქონდა ჩვენს გულს თავისი საუნჯე" (მათ. 6,21). ადამიანები, რომელთაც დაუსაბამო ცხოვრების საკურთხევლად აქ, მიწაზევე დაუდეს ჭეშმარიტი და მყარი საფუძველი რწმენას, ამ ქვეყნიდან განშორებისთანავე აღიარებენ ამ სამყაროს ამაოებას ცოდვის სამყაროდ, მაგრამ ეს მათი ნების მხოლოდ პირველი მცდელობაა ახალ სამყაროში, სადაც მკაცრ გამოცდას უნდა გაუძლონ. ამ დროს ნაკურთხ სულს ანგელოზებრივი დახმარება ეძლევა. ანგელოზები განაძლიერებდნენ თავად ძეს კაცისას. ის, რაც ქრისტე მაცხოვრის სიკვდილს წინ უსწრებდა გეთსიმანიის ბაღში, - შინაგანი გადალახვა სიკვდილისა, ჩვენს სულს მხოლოდ სხეულის სიკვდილში დავარგებული (გაძლიერებული), გადატანილი ტანჯვის შემდეგ მიეგება. "ანგელოზებს მიჰყავდათ ლაზარეს სული აბრაამის წიაღში" - უფლის გარდაუვალი სიტყვით; მაშინ უკურთხებელ სულს რაღა დაემართება?! რამდენად ადვილია მისთვის ჩაიძიროს ამქვეყნიურობაზე "სრულყოფილ" ნაღველში, რომელიც შეიძლება სულისათვის წამში გადაიქცეს ჩაუქრობელ ცეცხლად ან საუკუნო "ჭიად". ადამიანები, რომლებიც წარმავალისადმი ცოდვილ მიჯაჭვულობაში მოტყუვდნენ, შესაძლოა, შეუწყვეტელ წვასა და საუკუნო სატანჯველში აღმოჩნდნენ. დახმარება მიეცემა მხოლოდ დახმარების მსურველთ. ასე რომ, გარეგან განშორებას თან სდევს შინაგანი განშორებაც, თუმცა არა უმაღლესი დახმარების გარეშე: სხეულთან განშორებით ტოტები მოჭრილია, ფესვები კი კვლავ სულშია გადგმული, რომლისგანაც მან გმირობამდე მისული სიმამაცით უნდა განიწმინდოს თავი. ეს არის ღრმა, უძირო სიმკაცრე პირადული გადაწყვეტილებისა თუ პირადი სასამართლოსი, რასაც სიკვდილი შეიცავს, მაგრამ არა სხეულებრივი სიკვდილი თავისთავად, არამედ სულის მიერ სიკვდილის არსის განცდა სხეულებრივი სიკვდილის მომხდარი ფაქტის შემდეგ. რა მადლიერებით უნდა იქნეს აქ გახსენებული ცხოვრებაში გადატანილი ყველა ის მწარე გამოცდილება, რომელიც სულს ემსახურებოდა მისი ძველი ბუნების შინაგანი კავშირების დასარღვევად! ამგვარია სიკვდილის პირველი აქტი და სამსჯავროს დასაწყისი: "კაცთ ერთხელ უწერიათ სიკვდილი და შემდეგ სამსჯავრო!"

- სულის გაყრის შემდეგ ადამიანის სხეულს სამოსს ადარებენ. რამდენად მართებულია ეს და როგორ ეგუება სული უსხეულოდ ყოფნას?

- წმინდა წერილი ცხადად საუბრობს სულის სიშიშვლეზე, რაიც სიკვდილის შედეგად დგება (1 კორ 5,3). სულმა განიძარცვა სხეულის შესამოსელი. მაგრამ სხეული სულისათვის უფრო მეტია, ვიდრე სამოსი; სხეული იყო ამქვეყნად სულის მოღვაწეობის საფუძველი და ორგანო, ამჯერად კი ამ გაშიშვლებაში თავისი ცხოვრების არსებითი ელემენტისაგან სულისათვის თანდათანობით ნათელი ხდება, რომ მისი სიცოცხლე არც სხეულშია და არც თავის თავში. თავისუფლების თავად ამ სიფართოვეში, რომელიც აღარაა შემოსაზღვრული სხეულით, რაღაა სულისათვის შემბოჭველი? ვინ შეძლებს, აიტანოს ეს სიშიშვლე? რასაკვირველია, მხოლოდ ის, ვინც უკვე აქ, სხეულში თუნდაც ჩანასახის სახით აცხოვრებდა სულს (და არა სამშვინველს); ვინც უკვე ამ წარმავალ სამყაროში დაუახლოვდა მარადიულ სამყაროს. და მაინც, ეს ძალზე ცოტაა; საკმარისი მხოლოდ მადლმოსილი, აქ მიღწევადი და გათავისებადი აღორძინება და სულიერი განახლებაა, გულითადი მონანიება, საიდუმლო კურთხევა და გამოუთქმელი თანაზიარება ქრისტეს წარუვალი, წმინდა სხეულისა, რაც ქრისტიანულ სულს თან ახლავს, როგორც ახალი სხეულის საწინდარი სხეულებრივი სამოსის განძარცვის შემდეგ.

რას იქმს ადამიანი ამქვეყნად, როცა ის მწუხარებასა და ურვას მისცემია თავის მორჩილ შეგნებაში უპოვარებისა და სიშიშვლის გამო? - მიმართავს ქრისტეს მადლს, როგორც ძალმოსილ, წმინდა, უბიწო შესამოსელს. სწორედ იგივე შეიძლება განმეორდეს ამგვარი ადამიანისათვის იქ, თავის უკვე უკანასკნელ სისრულესა და ჭეშმარიტებაში. მაგრამ რასაც არ უნდა ეზიაროს სული აქ, იქაც იგივე არ მიესალბუნება. რაოდენ დიდი განსაცდელი ექნება სულს ამ უდიდეს ჟამს თავის საბოლოო უპოვარებასა და მარტოობაში! საშინელი წარმოსადგენია, რომ ამ დროს სული თავის თავში ჩაიძიროს, როგორც სამარეში, სასოწარმკვეთ უიმედობაში, თუკი არ აღმოჩნდება რწმენა მაცხოვრის მიერ გამართლების უდიდესი საქმისა. ასე წარმოგვიდგება სიკვდილში სამსჯავროს რაობა, მაგრამ ჯერ კიდევ, თითქოსდა, მხოლოდ საკუთარი სამსჯავროსი სულისა თავის თავზე.

საბოლოოდ, ყველა სული წარდგება ღვთის წინაშე - მის სამსჯავროზე. ყველას დაგვიდგება ეს წუთები ადრე თუ გვიან. რა მოვლენა იქნება ეს? აქ ყოველივე მიწიერი ნააზრევი უნდა გაჩუმდეს. სული ღვთის წინაშეა, თავისი შემოქმედის, გამომხსნელისა და მსაჯულის წინაშე! სულსა და ღმერთს შორის აღარავითარი შუამავალი აღარაა! სული ღმერთის წინაშე იმგვარია, როგორიც იგი არის - არა როგორც სხვებს ეჩვენებოდა, არა როგორც თავად სურდა, თავის თავს ჰგონებდა, არამედ თავის ჭეშმარიტ სინამდვილეში! როგორი იქნება ეს? ჩვენთვის მხოლოდ ერთი რამ არის საცნაური; ეს იქნება ნეტარი მიახლება ღმერთთან მათთვის, ვინც აქ მისგან ხსნასა და ცხოვნებაზე იმედოვნებდა ზეციურ ეკლესიასთან ზიარებულ მორჩილ სიხარულში, რომელიც აღსრულდება ქრისტიანის მიერ მიწიერი რწმენისა და იმედის ჭვრეტით. სხვებისთვის კი ვაი რომ ეს იქნება მტანჯველი დაშორება ღვთისა და მისი ეკლესიისაგან (მით უმეტეს, თუკი ისინი ღმერთსა და ქრისტეს უარყოფდნენ).

- კერძო სამსჯავროს ხატოვან წარმოდგენას ვხვდებით ეკლესიის სწავლებაში საზვერეების შესახებ. საიდან იღებს იგი სათავეს?

- საზვერეს სახელწოდების ასახსნელად უნდა გავიხსენოთ, რომ იუდეაზე რომაელთა ბატონობის ხანაში მეზვერეებს უწოდებდნენ სახელმწიფო გადასახადის ამკრეფთ. რამდენადაც ეს თანამდებობა მკაცრ პასუხისმგებლობას არ ექვემდებარებოდა, მეზვერეები თავს უფლებას აძლევდნენ, მიემართათ სხვადასხვა სახის ძალადობისთვის - შარი მოედოთ, ბოროტად ესარგებლათ და მხეცურად მოპყრობოდნენ ადამიანებს. ისინი ქალაქის კარიბჭესთან დგებოდნენ, რათა არ გამოპარვოდათ არც ერთი შემსვლელ-გამომსვლელი. მეზვერე ხალხს შიშს ჰგვრიდა, ამიტომ ეს სახელი უგრძნობელ, გულქვა ადამიანთან იყო გაიგივებული. მეზვერეთა ამგვარი გაკიცხული და დამამცირებელი სახელი ადამიანებიდან ეშმაკებზე გადავიდა, რომლებიც ადამიანის სულის მიწიდან ზეცისაკენ აღსვლას დარაჯობენ. მათი ქმედებები ძალიან ჰგავს ადრინდელ მეზვერეთა "თანამდებობებს". დემონები ამხილებენ ადამიანთა სულებს არა მხოლოდ ჩადენილ ცოდვებში, არამედ ჩაუდენელშიც. მეზვერეთა გამონაგონში ცილისწამება ურხვობასთან არის შერწყმული, რათა როგორმე გამოჰგლიჯონ ანეგლოზებს კაცის სული და ამით გაზარდონ ჯოჯოხეთის ტყვეთა რიცხვი, ამიტომაც წმინდა მამათა ენაზე ამ დემონებს მეზვერეები ეწოდებათ, ხოლო მათ მიერ დატყვევებულ სულთა წვალებასა და ტანჯვას - მეზვერეობა.

სხეულიდან გათავისუფლების შემდეგ გარდაცვლილთა სულები გაივლიან საჰაერო სივრცეს, რომელიც მათ საწამებლად, მიწიდან ზეცამდე ცალკეული სამსჯავროებითა და ბოროტ ძალთა მცველებითაა სავსე. ყოველი საზვერე ცოდვის განსაკუთრებულ სახეობას განაგებს და ტანჯავს სულს, როდესაც იგი მათ სივრცეს აღწევს, მაგრამ სულს ანგელოზებიც მიაცილებენ, რომლებიც იცავენ მას ჰაერის მეზვერეთა თავდასხმებისა და დაუფლების სურვილისაგან. ამგვარად, საზვერეები გარდაუვალი გზაა, იგი ყოველმა სულმა (როგორც ბოროტმა, ისე კეთილმა) უნდა გაიაროს მიწიერი სამყოფელიდან მარადიული ხვედრისაკენ.

სწავლება საზვერეთა შესახებ ეკლესიის ბევრ წმინდა მამასთან გვხვდება: წმინდა იოანე ოქროპირთან, გრიგოლ ნოსელთან, ევსევი კესარიელთან, ეპიფანე კვიპრელთან, მაკარი ალექსანდრიელთან და სხვა. "ამგვარი შეუნელებელი, მუდმივი და საყოველთაო გამოყენება სწავლებისა საზვერეების შესახებ ეკლესიაში, განსაკუთრებით კი IV საუკუნის მასწავლებელთა შორის, - ამბობს ცნობილი დოგმატიკოსი, მაღლადყოვლადუსამღვდელოესი მაკარი, - უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ ეს მათ გადაეცათ წინა საუკუნეების მასწავლებლებისგან და იგი ეფუძნება სამოციქულო გარდამოცემას". მართლაც, მოწმობა საზვერეების შესახებ სწავლებაზე შეგვიძლია წმინდა წერილშიც მოვიძიოთ, თუმცა არა პირდაპირ, არამედ ირიბად, სახელდობრ, როდესაც ჰაერს უწოდებენ ბოროტ სულთა სამყოფელს, მათ მთავრებს კი ჰაერის ძალთა მთავრობას. "ჩვენ ვებრძვით არა სისხლისა და ხორცის, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს ქვეყნის მპყრობელთ და ბოროტების ზეციერ სულთ", - წერს პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში (ეფ. 6,12), საუბრობს რა ადამიანებზე, რომლებიც არიან მკვდარნი თავიანთი ბრალეულობითა და ცოდვებით, მოციქული ამბობს, რომ ისინი დადიოდნენ "ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ხელმწიფების მთავრის ნებით" (ეფ. 2,2-12). მოციქულმა იცოდა, რომ ჰაერის ხელმწიფებანი ზრუნავენ მხოლოდღა იმაზე, როგორ გვავნონ ნებისმიერი ბოროტებით და მოგვისპონ ზეცისაკენ გზა და შეგვაგონებს: "აღმართეთ ღმერთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღდგომა" (ეფ. 6,13).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat