ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს სული და სხეული კვლავაც შეერთდება
ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს სული და სხეული კვლავაც შეერთდება
ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა. ღვთის ხატება სულის უკვდავებას მოასწავებს , ამიტომ წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც უკვდავი სულის სრულყოფილებისკენ მოგვიწოდებს, ერთნაირად ზრუნავს ცოცხალთა და მიცვალებულთა სულებზე.

საზოგადოდ, ადამიანები ცოცხალ და ხილულ მზრუნველობას ვართ მიჩვეულნი. განსაკუთრებით გვახარებს საყვარელი ადამიანების მიმართ გაწეული სამსახური. თუმცა, როდესაც უშუალო ურთიერთობის საშუალება ქრება, მაშინ სხვისადმი მზრუნველობა ჩვენს გულში რჩება. ამგვარ შემთხვევაში მომავალი შეხვედრის მოლოდინი გვაქვს, ამიტომ იმედით და ნუგეშით ვართ განწყობილნი. მაგრამ ახლობელ ადამიანთა გარდაცვალების შემთხვევაში ამგვარი იმედი მთლიანად ქრება. დიდი მწუხარება და გამოუთქმელი ტკივილი გვეუფლება; ნუგეშიც არსაიდან ჩანს. მართლაც, რამ უნდა შეავსოს ის დანაკარგი, რასაც საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ჰქვია?!

თუ სიღრმისეულად დავუკვირდებით, ამ დროს ჩვენი ტკივილი უფრო მეტად პირადი ემოციებით არის განპირობებული, ვიდრე მიცვალებულზე წუხილით. ვინაიდან, თუკი დავუშვებთ, რომ სული კვდება, მაშინ არარსებულს როგორ უნდა ვგლოვობდეთ და თანავუგრძნობდეთ. ხოლო თუკი სულის უკვდავებას ვაღიარებთ, მაშინ სრულიად უიმედოდ აღარ უნდა ვიყოთ. მაგრამ დანაკარგი მაინც დანაკარგად დარჩება. თავად მაცხოვარიც კი - სულიერად სრულყოფილი ადამიანი თავისი მეგობრის - ლაზარეს გარდაცვალებას დიდი მწუხარებითა და ცრემლით გამოხატავს. ეს იმას მიანიშნებს, რომ საყვარელ ადამიანთან მხოლოდ სულიერი კავშირი საკმარისი ნუგეში როდია.

შესაბამისად, დანაკარგს ახლობელი ადამიანის სახით ვერავინ ვერასდროს შეავსებს. ამიტომ მწუხარე ადამიანისადმი გამოხატული ნებისმიერი საუბარი და ნუგეშინისცემა დანაკარგის შევსებას კი არ უნდა ემსახურებოდეს, - რაც უაზრობაა, - არამედ ტკივილისა და მწუხარების განქარვებასა და ცხოვრების იმედის აღმოცენებას. სწორედ ამიტომ იმ ცოდნის წარმოჩენას შევეცადოთ, რაც უფალმა გარდაცვლილ სულთა მდგომარეობის შესახებ მოგვცა და რითაც ტკივილისა და მწუხარების განქარვებას შევეცდებით.

მიცვალებულებზე ზრუნვის მაგალითებს ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ვხვდებით. მეორე მაკაბელთა წიგნში ვკითხულობთ: "ლოცვა დაიწყეს და ევედრებოდნენ უფალს (მიცვალებულთათვის), სრულიად მიეტევებინა მათთვის ეს შეცოდება" (2 მაკ. 12:42). ასეთივე მაგალითი გვხვდება ნეემიას წიგნშიც: "და გამოეყო ისრაელის მოდგმა ყველა უცხოელს და ადგნენ და აღიარეს თავიანთი ცოდვები და თავიანთი მამების დანაშაულობანი" (ნეემ. 9:2).

ამიტომ ძველად დადგენილ წეს-განგებულებას ქრისტეს მიერ სიკვდილზე სიკვდილით გამარჯვებისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მისი ეკლესია მიცვალებულთათვის მზრუნველობას ბევრად მეტი გაბედულობით, მკაფიოდ და სრულფასოვნებით აღასრულებს, ვიდრე ძველი აღთქმის ეკლესია: "რამეთუ ამისთვისცა ქრისტე მოკუდა და აღდგა და ცხონდა, რაითა მკუდართაცა და ცხოველთაცა ზედა უფლებდეს" (რომ. 14:9). ქრისტეს მოვლინებამდე სულის მდგომარეობასა და უკვდავებაზე ბევრად ბუნდოვანი და გაურკვეველი ცოდნა არსებობდა, ხოლო ქრისტემ არა მხოლოდ თავისი აღდგომით, არამედ სიტყვებითაც მრავალგზის დაამოწმა ეს მარტივი ჭეშმარიტება: "რამეთუ არა არს ღმერთი მკუდართაი, არამედ ცხოველთაი, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე" (ლუკ. 20:38). ქრისტეს შემდეგ მისი მოციქულები განაგრძობენ ღმერთთან მარადიულ თანამყოფობაზე ქადაგებას: "რამეთუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ, და გინა თუ მოვსწყდებით, უფლისა მიერვე მოვსწყდებით; გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვსწყდეთ, უფლისანი ვართ" (რომ. 14:8).

რაც შეეხება გარდაცვლილ სულთა მდგომარეობას და მათთან ცოცხალთა კავშირს, მათზე მაცხოვარი დაწვრილებით საუბრობს მდიდარისა და გლახაკი ლაზარეს შესახებ იგავში. იქ მკაფიოდ ჩანს, რომ ჯოჯოხეთში მყოფი ცოდვილი მდიდარი თავის ახლობლებს არ ივიწყებს, მათზე ზრუნვასაც კი ცდილობს. იგი მართალ აბრაამს თხოვნით მიმართავს: "გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა, რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაითა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა" (ლუკ. 16:27-28). რაც იმას ნიშნავს, რომ არამარტო მართალი, არამედ ცოდვილნიც კი არ ივიწყებენ თავიანთ ახლობლებს.

თუკი უსხეულონი და ცოდვილნიც კი ზრუნავენ თავიანთ ახლობლებზე, მით უმეტეს ცოცხალთ, რომელნიც ჯერ კიდევ საკუთარ სულზე მზრუნველობის საშუალებას ინარჩუნებენ, უფრო მეტად მართებთ მიცვალებულებზე ფიქრი. ამიტომ მიწიერი ეკლესია მისი დაარსებიდანვე ზრუნავს მის ყველა წევრზე, ცოცხალსა თუ გარდაცვლილზე. თითქმის ყველა სავედრებელ ლოცვაში მოვიხსენიებთ მიცვალებულებს. ამასთან თავად მიცვალებულთათვის განსაზღვრული ცალკეული მსახურებები არსებობს. ამ მსახურებებში მარტო სულთა განსვენებას როდი ვითხოვთ, არამედ მათში ეკლესია პიროვნების გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სწავლებასაც სრულფასოვნად წარმოაჩენს.

მაგალითად, მიცვალებულთა წესის აგების მსახურებაში ღვთისმსახური წმიდა წერილიდან შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს: "მიწა ხარ და მიწად მიიქეც", რითაც სხეულის ხრწნადობას თვალნათლივ ესმება ხაზი. მართალია, საბოლოოდ, ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს, სული და სხეული კვლავაც შეერთდება, მაგრამ მანამდე სხეულის პირვანდელი სახე გარდაცვალების შემდეგ ყოვლად საძაგელი ხდება. შესაბამისად, ამგვარ ხრწნად სხეულზე ზრუნვა, თავად მასში მიმდინარე პროცესიდან, ხრწნადობიდან, გამომდინარე, არათუ აზრს კარგავს, არამედ მასზე მუდმივი მზრუნველობის ყოველგვარ სურვილისაც გვიკლავს. აქედან გამომდინარე, გარდაცვლილ ადამიანებთან მიმართებით ერთადერთი საზრუნავი გვრჩება - მათ სულებზე მზრუნველობა.

თავად სულის უკვდავება, მარადიულობა, უსხეულობა მისადმი განსხვავებულ და არამატერიალურ მზრუნველობას გულისხმობს. წმინდა იაკობ მოციქული ერთმანეთისთვის ლოცვისკენ მოგვიწოდებს: "ულოცევდით ერთი-ერთსა, რაითა განიკურნნეთ" (იაკ. 5:16). მაგრამ ამაში მარტოოდენ ცოცხალ პიროვნებებს როდი გულისხმობს. ლოცვა - ეს არის მზრუნველობისა და მოწყალების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც სიყვარულით გვირგვინდება. სიყვარული კი მარადიული გრძნობაა, რომელსაც სიკვდილიც ვერ განაქარვებს, არამედ, პირიქით, დროებითი განშორება უფრო მეტ მონატრებასა და სიყვარულს განაპირობებს.

ლოცვა ჩვენს მიცვალებულებს დიდად შეეწევა: "რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად" (იაკ. 5:16). ეს არის რწმენის საკითხი, გონებისთვის მიუწვდომელი, და იგი ერთნაირად ვრცელდება ცოცხლებზეც და მიცვალებულებზეც. მით უმეტეს, უნდა ვილოცოთ გარდაცვლილთათვის, რადგან ცოცხალთაგან განსხვავებით, ისინი თავიანთ თავში ვეღარაფერს ცვლიან, ხოლო ცოცხალნი ცვლილებას არა მარტო თავად ექვემდებარებიან, არამედ გარკვეულწილად მიცვალებულთა მდგომარეობასაც განაპირობებენ. ამიტომ მიწიერ ეკლესიაში აღვლენილი თითოეული ლოცვა მიცვალებულთა სულებს სალბუნად ედება. თუმცა იმას ვერ ვიტყვით, რომ რადიკალურად ცვლიდეს მიცვალებულთა სულიერ მდგომარეობას, მაგრამ გარკვეულ შეღავათებს და სიმსუბუქეს იწვევს, როგორც ცოცხალთათვის ლოცვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტეს ეკლესია მიცვალებულთათვის ზრუნვას მარტოოდენ ლოცვით როდი გამოხატავს, არამედ მათი სულები არც წმინდა ზიარებას არიან მოკლებულნი, რის შესახებაც დაწვრილებით გვესაუბრება წმინდა ნიკოლოზ კაბასილა: "მაშ, რაზეა დამოკიდებული განწმენდა, იმაზე, რომ სხეული გაგვაჩნია, ჩვენი ფეხით მივდივართ ტრაპეზთან, რომ წმიდა ძღვენს ხელით ვიღებთ, რომ ბაგით ვიხმევთ მას, რომ ვჭამთ და ვსვამთ? არა, ვინაიდან, მრავალმა, ვისაც ყოველივე ეს ჰქონდა და ვინც ამგვარად მიეახლებოდა საიდუმლოებებს, ამით ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო და განშორდა ისე, რომ უდიდესი ბოროტება მოეწია".

შემდეგ წმიდა მამა აგრძელებს: "მაშ, რა ითვლება განწმენდილთათვის განწმენდის მიზეზად? და რას ითხოვს ჩვენგან ქრისტე? ეს არის - სულის სიწმინდე, ღვთის სიყვარული, რწმენა, საიდუმლოთა სურვილი, ზიარების წადილი, მხურვალე გულმოდგინება და ის, რომ წყურვილით მივეახლოთ ზიარებას. აი, რით მოიპოვება ეს განწმენდა და რა არის აუცილებელი მათთვის, ვინც ქრისტესთან ზიარებისათვის მიდის და რის გარეშეც შეუძლებელია განწმენდა". ხოლო ეს ყველაფერი წარმოჩენილია არა სხეულთან, არამედ სულთან მიმართებით. შესაბამისად, სულის სხეულთან განშორების შემდეგაც შესაძლებელია საიდუმლოსთან მიახლება. "ამიტომაც, თუკი სულებს საიდუმლოთა მიმართ მზაობა და განწყობილება გააჩნიათ, ხოლო უფალი, რომელმაც განწმინდა და აღასრულა ის, ყოველთვის მსურველია განწმენდისა და ყოველ ჟამს საკუთარი თავის შეთავაზება სურს, მაშ, რას შეუძლია გადაეღობოს ზიარებას? ცხადია, არაფერს. ამიტომაც, არაჩვეულებრივი როდია, რომ ქრისტე სხეულისაგან განშორებულ სულებს, რომელთაც ვერც ერთ მსგავს ნაკლოვანებაში ვერ დაადანაშაულებს, ამ ტრაპეზს აძლევს. არაჩვეულებრივი და საკვირველი ისაა, რომ ხრწნადი, წარმავალი ადამიანი უხრწნელ სხეულს ჭამს, ხოლო სული - უკვდავი არსება - მისთვის შესაფერი სახით ეზიარება იმას, რაც უკვდავია, - რა არის ამაში საკვირველი?"

აქვე უნდა შევეხოთ ერთ საკითხსაც. არ დაგვავიწყდეს ის, რომ ადამიანები სასუფეველში მარადიულ სამყოფელს თავიანთი სულიერი მდგომარეობის შესაფერისად იკავებენ. ბუნებრივია, შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა: რაღატომ შეიძლება შეიცვალოს მიცვალებულთა სულიერი მდგომარეობა ღმერთთან წარდგომის შემდეგ, როდესაც თითოეულმა მათგანმა თავიანთი ცხოვრების შესაფერისი მდგომარეობა უკვე მიიღო? ამ კითხვაზე პასუხს თავად მაცხოვარი გვაძლევს: "და რომელმან თქუას სიტყუაი ძისა კაცისათვის, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათვის, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას" (მათ. 12:32). ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ მიცვალებულთათვის ცოდვათა შენდობა გარდაცვალების შემდეგაც შესაძლებელია. ამასთან, გამოცხადებაში მაცხოვარს უკავშირდება შემდეგი სიტყვები: "და მქონან კლიტენი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი" (გამ. 1:18). ამრიგად, ყოველი გარდაცვლილი, რომელიც გარკვეულწილად ღვთისადმი მსასოებელი და მისი მცნებების აღმსრულებელი იყო, აუცილებლად მიიღებს ლოცვის შედეგად შეწევნას, ხოლო უფლის უარმყოფელნი და უსასონი მარადიულ სამყოფელშიც ვერ შეიცვლიან თავის ბუნებას და მათთვის ლოცვასაც ყოველგვარი აზრი ეკარგება.

ამიტომ უფლის უარმყოფელებზე შემდეგს განაჩინებს მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება: "სასიკვდილო ცოდვა არის, როცა ზოგიერთები სცოდავენ და გამოუსწორებლობაში მყოფობენ.…ასეთებში არ მკვიდრობს უფალი ღმერთი" (მე-5 კან.). ამიტომ მათთვის ლოცვა არ შეიწყნარებს წმიდა ეკლესია.

შესაბამისად, ეკლესია ერთნაირად ზრუნავს ყველა გარდაცვლილ ღმრთისადმი მსასოებელ ქრისტიანზე. სახელთა წარმოთქმა კი ჩვენი მზრუნველობის გამოხატულებაა, რითაც გარკვეულ ნუგეშს თავად ჩვენ ვიღებთ. ამიტომ პიროვნებათა სახელდება უმეტესად თავად ჩვენ გვჭირდება და არა ღმერთს. მან კარგად უწყის ჩვენი მხურვალე სურვილი და, რასაკვირველია, ეკლესიის ხმას ისმენს, სადაც არც ერთი ადამიანი ყურადღებისა და მზრუნველობის გარეშე არ არის დარჩენილი.

დასასრულ, წმიდა პავლე მოციქულის სიტყვები გავიხსენოთ, რომლითაც იგი სიკვდილს არარაობად მიიჩნევს და მისკენ მიილტვის კიდეც: "რამეთუ ჩემდა ცხოვრება ქრისტე არს, და სიკუდილი - შესაძინელ. ხოლო ცხორებაი ესე ხორცითა ამით ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი. ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული მეტყვის განსვლად და ქრისტეს თანა ყოფად უფროის და უმჯობეს ფრიად" (ფილ. 1:21-23).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat