საუკუნო ჯილდოს მიიღებენ ის ქრისტიანები, რომლებიც მამისა თუ ნათესავების სულების გადასარჩენად შეუკვეთენ ორმოცდღიან წირვებს
საუკუნო ჯილდოს მიიღებენ ის ქრისტიანები, რომლებიც მამისა თუ ნათესავების სულების გადასარჩენად შეუკვეთენ ორმოცდღიან წირვებს
ორმოც დღეს უსისხლო მსხვერპლის შეწირვა დიდად სასარგებლოა იმ სულისთვის, ვისთვისაც ის აღესრულება, - ბრძანებს ათონელი ღირსი მამა დანიელ კატუნაკელი, - რადგან ეს მღვდელმოქმედება თითქოს "ავალდებულებს" ჩვენი უფლის კაცთმოყვარებას და გადმოღვრის ამ სულზე საღვთო ზეთს, თუ, რა თქმა უნდა, იგი რომელიმე ერესში ანდა უკეთურებაში არ არის გახვეული. ისინიც უცილობლივ იღებენ მადლსა და სარგებელს, ვინც ამ წირვებზე მოიხსენიება. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ისინიც ისეთსავე შეწევნას იღებენ, როგორსაც სულები, ვისთვისაც შეკვეთილი წირვები აღესრულება. ისინი უკვე მეორე რიგში იღებენ ამ დიდ სარგებელს, რამეთუ მათ უმასპინძლდებიან იმ სულიერი ტრაპეზიდან, რომელიც მოწყობილია მთავარ შემკვეთთა სახელზე. ამის დასტურად ღირს მამას მოჰყავს ორი მაგალითი ქრისტიანთა ცხოვრებიდან.

სმირნაში მე-19 საუკუნის დასასრულს ცხოვრობდა ღრმადმორწმუნე ერისკაცი, რომელიც ღვთის სათნო ცხოვრებით მისაბაძი მაგალითი იყო სხვებისთვისაც. მრავალი ერისკაცი თუ სამღვდელო პირი დადიოდა მასთან სულიერი სარგებლისთვის, სულიერი რჩევებისთვის. როცა მოუახლოვდა გარდაცვალების დრო, მოიწვია მოძღვარი და სთხოვა: - მამაო, დღეს უნდა გარდავიცვალო და მასწავლე, რა ვქნა ამ გადამწყვეტ ჟამსო. მოძღვარმა უთხრა: - შენ შენი ქრისტიანული ვალი აღასრულე. ახლა ერთის გაკეთებაღა გმართებს - იზრუნე, რომ გარდაცვალების შემდეგ ქალაქიდან შორს რომელიმე მღვდელმა შენს სახელზე ორმოცი შეკვეთილი წირვა აღასრულოსო. დიმიტრიმ მოძღვრის ნათქვამი თავის ვაჟს გადასცა და სთხოვა, მის სახელზე ორმოცი შეკვეთილი წირვა აღსრულებულიყო. ორი საათის შემდეგ დიმიტრი გარდაიცვალა. მისმა ვაჟმა, გიორგიმ, ზემოთ ხსენებულ მოძღვარს სთხოვა მამის ანდერძის აღსრულება. მოძღვარი ქალაქგარეთ მოციქულთა სახელობის ტაძარში მსახურობდა. თავიდან იუარა, ბოლოს მაინც დათანხმდა. მივიდა შინ და ცოლი გააფრთხილა, - ორმოცდღიანი შეუწყვეტელი მსახურება უნდა აღვასრულო კეთილი ქრისტიანისათვის და ორმოცი დღე მოციქულთა ტაძარში ვიქნებიო.

განმარტოვდა მოძღვარი და დიდი კრძალვითა და მონდომებით დაიწყო ღვთისმსახურება. 39 ლიტურგია ჩაატარა, ხოლო როცა მეორმოცე დღეს უნდა ეწირა, წინა საღამოს კბილი ისე ძლიერ ასტკივდა, რომ მთელი ღამე ვერ დაისვენა და მეორე დღეს იძულებული შეიქმნა, კბილი ამოეღო. რადგან ჭრილობიდან სისხლი სდიოდა, წირვის ჩატარება მეორე დღისთვის გადადო. ამასობაში დიმიტრის ვაჟმა შესაწირავი ფული მოამზადა. და აი, იმ დილით, მოძღვარმა კბილი რომ ამოიღო, სიზმარი ნახა: უმშვენიერეს ხეობაში შორს თვალი მოჰკრა დამაბრმავებელ ნათელს, გასწია იმ ადგილისაკენ და ულამაზეს ტყეში შევიდა. იქ დიდებული სასახლე იდგა, ალმასებით იყო შემკული მისი კედლები. კარების წინ მამას მოჰკრა თვალი. მამამ გაკვირვებულმა ჰკითხა: როგორ მოაღწიე აქამდეო? შვილმა უპასუხა: მეც მიკვირს, როგორ შევიქენი ამის ხილვის ღირსიო. მაგრამ მითხარი, ვის ეკუთვნის ეს სასახლე, რომლის კარწინაც დგახარო. აღფრთოვანებულმა დიმიტრიმ უთხრა შვილს: "ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს დიდმა გულმოწყალებამ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შუამდგომლობამ ღირსმყო აქ ყოფნისა. ამ სახლში დღეს უნდა შევსულიყავი, მაგრამ რადგან მშენებელს კბილი ამოაძვრე და მშენებლობის ორმოცი დღე არ დასრულებულა, ამიტომ შიგ ხვალ შევალო". ნანახით გაოგნებულმა გიორგიმ მოციქულთა ტაძარს მიაშურა, თან შესაწირავი სეფისკვერი და ღვინო წაიღო. მოძღვარმა, გიორგის გუნება რომ არ გაფუჭებოდა, "მიახარა": - ახლა დავბრუნდი ლიტურგიიდან და მოვრჩი ორმოცდღიან წირვებსო. გიორგიმ დიდი მღელვარებით მოუთხრო ნანახი. მოძღვარიც შიშმა და გაკვირვებამ მოიცვა. ღვთის სადიდებელი იგალობა და გიორგის უთხრა: "მე ვარ, შვილო, ის მშენებელი, რომელსაც კბილი ამოკვეთეს. აი, ნახე ჩემი სისხლიანი ცხვირსახოციო". მეორე დღეს მოძღვარმა მეორმოცედაც სწირა და დაასრულა დიმიტრის სასახლის მშენებლობა.

მეორე ამბავი კი მამა დანიელმა ვათოპედის მონასტრის ძველ ხელნაწერებში წაიკითხა: ერთმა ეპირელმა ღარიბმა მღვდელმა ვლახეთში გადასახლება გადაწყვიტა - იქნებ ისეთი სამწყსო ვნახო, შემოსავლით ოჯახი გამოვკვებოო. ერთმა მდიდარმა ბერძენმა რომ გაიგო მისი ამბავი, თავის აშენებულ ტაძარში ჩაატარებინა ორმოცი ლიტურგია ისე, რომ გასამრჯელო არ მისცა. დამწუხრებული მღვდელი შინ დაბრუნებას აპირებდა. გზად ერთ სოფელში ვინმე მდიდარ ქრისტიანთან მოუხდა ღამის გათევა. მას თავის განსაცდელზე უამბო. მან უსულგულოდ მიუჩინა ბინა სახლის გვერდით, სანეხვის ახლოს. იმ ღამეს რაღაც საქმისთვის გარეთ გავიდა და რას ხედავს: იმ ადგილას, სადაც მღვდელი იწვა, ორმოცი კანდელი ენთო. დიდად გაკვირვებულმა მეორე დღეს ცუდი მასპინძლობისთვის ბოდიში მოუხადა, შინ შეიწვია და იმ დღეს დარჩენა სთხოვა. შემდეგ თავისი თავგადასავალი კიდევ ერთხელ მოაყოლა. გაიგო რა ძალა საიდუმლოსი, მოძღვარს ღიმილით ჰკითხა: - მამაო, იმ ორმოცი ლიტურგიიდან ერთს ხომ არ მომყიდიო. მან უპასუხა: - რამდენიც გინდა, მომეცი და აიღე, რამეთუ საიდუმლოს გაყიდვა არ შეიძლებაო. კაცმა ქისიდან ერთი მონეტა ამოიღო და მოძღვარს მისცა. იმ ღამეს მასპინძელმა მღვდლის გარშემო უკვე 39 ანთებული კანდელი ნახა. მეორე დღეს მეგობრულად ეამბორა მოძღვარს და დანარჩენი 39 წირვის მიყიდვაც სთხოვა. მოძღვარმა დაინახა ქრისტიანის სულში ფერისცვალება და მიზეზი ჰკითხა. მან ვეღარ დამალა საიდუმლო. მოძღვარმა მაშინვე ამოიღო ჯიბიდან მონეტა, ჩაუდო ხელში და უთხრა: - მე ჩემს კანდელებს არ გავყიდი, შენც იზრუნე იმისთვის, რომ იპოვო მღვდელი, რომელიც კანდელებს აგინთებს და ამით დიდად ინუგეშებო. გახარებულმა მოძღვარმა გზა გააგრძელა.

თხრობის დასასრულს მამა დანიელი ბრძანებს: - ის, რომ ორმოცდღიანი შეკვეთილი წირვები და წმინდა მოხსენიება დიდად სასარგებლოა გარდაცვლილთათვის და მათ შემსრულებელ მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის, უეჭველია. რადგან თუ ღარიბისთვის გაღებული ერთი მოწყალება დიდად ფასობს ღვთის წინაშე და იგი აჯილდოებს მოწყალების გამცემს, მაშინ რარიგ საუკუნო ჯილდოს მიიღებენ ის ქრისტიანები, რომლებიც მამისა თუ ნათესავების სულების გადასარჩენად შეუკვეთენ ორმოცდღიან წირვებს. ასეთი ქრისტიანი ამ ქვეყნიდან გასვლისას უთუოდ მიიღებს დიდ ჯილდოს, რადგან გასცემს მოწყალებას სულისთვის, რომელიც ცოტათი მაინც ხომ მეტია სხეულზე.
ბეჭდვაელფოსტა
08.03. 2018
Tem
Nino ყველაფერ კარგს ძებნა უნდა. ჩემ შემთხვევაში ასეთი არის ჩემი სულიერი მოძღვარი.
25.03. 2017
nino
გთხოვთ მითხრათ ის ტაძარი და მოძღვარი რომელიც თანხას არ მომთხოვს, წინასწარ მადლობა
06.11. 2016
PEPO
გთხოვთ მიმანიშნოთ სად წერია ეს ყველაფერი ბიბლიაში?
30.10. 2016
Sopo
Erti ran kargad vici rac bibliashi weria mate10:8 gtxovt waikitxet da daskvna tviton gamoitanet. Ra tanxebzea saubari
29.10. 2016
თათა
რა არის საჭირო შეკვეთილი წირვის ჩასატარებლად?
სხვა სიახლეები
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
16.09.2022

16 სექტემბერი დეკანოზ მიქაელ ბიწაძის გარდაცვალების დღეა.

30.07.2022
"კარიბჭისთვის" ცნობილი გახდა მეტად სამწუხარო ამბავი: ავტოკასტასტროფის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი
05.04.2022
დღეს საქართველოს საპატრიარქოს დედათა მონასტრის მონაზონი, დედა ელენე (ლიდა ჯანაშვილი) გარდაიცვალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler