თუკი გწამს საიქიო ცხოვრებისა, რატომ მწუხარებ ასე?
 თუკი გწამს საიქიო ცხოვრებისა, რატომ მწუხარებ ასე?
ვინ არ დამემოწმება, რაოდენ ძნელია საყვარელ ადამიანთან განშორება. ჩვენ, ქრისტიანებს, უამრავი წესი გვაქვს საიმისოდ, რომ ჩვენი სულისა და მიცვალებულის სულის საოხად ვიღვაწოთ. ალბათ, სამყაროს ერთიანობის და იმქვეყნიურ-ამქვეყნიური საცხოვრისის თანაარსებობაა ამ წეს-ჩვეულებებში ჩადებული. უფრო რომ არ მოგერიოს სასოწარკვეთა, ამით მზრუნველობას იჩენ და მასთან ერთად შენს თავსაც შველი.

ნინო (30 წლის): - ჩემი უმცროსი ძმა ალექსანდრე გულის მანკით დაიბადა. მთელი ოჯახი გადაგებული ვიყავით მის მოვლაზე. 17 წლამდე იცოცხლა. ეს უმძიმესი განსაცდელი შეიქმნა ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წუთს ველოდით მის აღსრულებას. დედ-მამამ საუცხოო საფლავი გაუკეთა, დღედაღამ იქ ვტრიალებდით, რასაკვირველია, ყველა წესს ვიცავდით, მაგრამ სიცარიელეს ვერ ვავსებდით. ერთხელ მე და დედაჩემი ეკლესიაში ჯვარცმის წინ ვლოცულობდით. ცრემლი ღვარად ჩამოგვდიოდა. შავოსანი ქალი მოვიდა და ჩვენ გვერდით დადგა. გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანები უცებ პოულობენ საერთო ენას - ერთადერთი შვილი მოჰკვდომია. ამან ისე შეგვძრა, ჩვენი სატკივარი დაგვავიწყდა. მთავარი ეს კი არ არის - რაც მან მოგვიყვა, ისაა საოცარი ჩვენნაირ მცირედმორწმუნეთათვის: ქმარი ადრე გარდამეცვალა და ეს ერთი შვილი დამრჩა. ცივ ნიავს არ ვაკარებდი, ეკლესიური იყო, თითქმის ყოველ კვირას ეზიარებოდა. ერთხელ გავუბრაზდი, რა ამბავია ეკლესიაში ამდენი სიარული. შეყვარებული გაიჩინე და იმასთან იარე, უკვე გასათხოვარი ხარ და ზედაც არავის უყურებ-მეთქი. ვემზადებიო. მაშინ მხოლოდ 25 წლის იყო. რისთვის ემზადები-მეთქი. იმქვეყნად მიმელიანო. ერთ წელიწადში ასრულდა მისი ნათქვამი. მარტოობამ და დარდმა ლამის ბოლო მომიღოს, მაგრამ ვიცი, ჩემი შვილი იმაზე კარგადაა, ვიდრე აქ იყო. მეც არაფერს ვაკლებ, ჩემი სიცოცხლის აზრი ახლა ჩემი შვილის დახმარებააო. სხვისი ტკივილი შენსას არ შველის, მაგრამ ასეთი რწმენა სჯობს სასოწარკვეთას.

დავითი (43 წლის): - 20 წლის ვიყავი, როცა გავლენიანმა მშობლებმა ბრიუსელში გამიშვეს სასწავლებლად. თავიდან მიჭირდა, მაგრამ მერე შევეჩვიე იქაურობას, მეგობრებიც გავიჩინე და სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობაც დავიწყე. ჩემი სპეციალობა ეთნოგრაფია იყო და ყველაფერს ვსწავლობდი, რაც ამას შეეხებოდა. ევროპაში სადა, მაგრამ საოცრად მოვლილი სასაფლაოებია. ჭირისუფალი ყოველთვის ზრუნავს ამაზე - რგავს ყვავილებს, ასუფთავებს, საგანგებოდ მომვლელებიც ჰყავთ დაქირავებული, მაგრამ სულის მოსახსნებლად ბევრს არაფერს აკეთებენ. რაც მთავარია, ცდილობენ, მალე დაივიწყონ, რათა ძალიან არ შეწუხდნენ. თუმცა აქაც სასულიერო პირები ზედმეტ გლოვას არ გვირჩევენ, რადგან პარადოქსია - თუკი გწამს საიქიო ცხოვრებისა, რატომ მწუხარებ ასე? არ სჯობს, რომ მიცვალებულის სულს დაეხმარო, სასუფეველი დაიმკვიდროს?

ხათუნა (64 წლის): - მორწმუნე ვარ და ვიცი, სიზმარი არ უნდა დაიჯერო, მაგრამ ხომ არის თუნდაც ეს მომენტი, რომელიც იმქვეყნად წასულთან გვაკავშირებს. დედა რომ გარდამეცვალა, ახალი გათხოვილი ვიყავი. ჩემთვის სამყარო დაცარიელდა - ვერც იმას აღვიქვამდი, რომ ორსულად ვიყავი და ჯერდაუბადებელ ბავშვს ვაწუხებდი, ვერც იმას, რომ მიცვალებულს პატრონობა სჭირდებოდა, თუმცა მაშინ ბევრი არაფერი გამეგებოდა ამის. ერთხელ რაღაც საბუთი დაგვჭირდა. ვერაფრით მივაგენით. დაღონებული რაღაც ძალამ ძველ კომოდთან მიმიყვანა. უჯრა გამოვაღე, შიგ კი ის საბუთი ვნახე. მივხვდი, დედაჩემი უხილავად ჩემთან იყო. მგლოვიარება ამით არ დამხსნია და ერთხელაც ის სიზმარში თავისი საყვარელი კაბით გამომეცხადა, - ნუ ტირი, შვილო, შენი ტირილი ძალიან მაწუხებს, მე კარგად ვგრძნობ თავს და შენ ტყუილად იტანჯებიო. თითქოს ხელიც შემახო და ეს ხელის შეხებაც ვიგრძენი.

ეთერი (50 წლის): - ჭირისუფლისთვის დიდი ნუგეშია, როცა საკურთხს აკეთებს ან პანაშვიდებს ესწრება. მაშინ შენს სულსაც ნუგეში ეძლევა და განსვენებულთანაც სიახლოვეს გრძნობ. ჩემს ბავშვობაში, მართალია, ეკლესიები არ იყო ჩემს ქალაქში, მაგრამ საკურთხის დღეები ზეპირად იცოდნენ. ბებიაჩემი თავსაფარწაკრული ამზადებდა ნიგვზიან-ყველიან კვერებს. სუფრას გააწყობდნენ ისე, თითქოს ზეიმი იყო, სანთელი სანამ არ ჩაიწვებოდა, სუფრასთან ვინ მიგიშვებდა, საკმეველსაც თვითონ აკმევდნენ და ყველა კარს გააღებდნენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat