განუსვენე, უფალო...
განუსვენე, უფალო...
ადამიანი განისჯება იმ მდგომარეობისდა მიხედვით, რომელშიც სიკვდილი ეწევა
დავიბადებით თუ არა, მაშინვე იწყება სიკვდილთან ჩვენი დაახლოების გზა. მაგრამ ადამიანის არსებაში ღრმად გამჯდარი ურწმუნოების გამო, მაინც ჩნდება კითხვები: მართლა არსებობს კი ის სამყარო, მართლა სჭირდებათ კი ჩვენს მიცვალებულებს დახმარება? ბოროტი ძალა გვირყევს რწმენას. მაგრამ ამის მიუხედავად, არსებობს უფალი და იმქვეყნიური სამყარო, სადაც წუთისოფლიდან წასულნი დაემკვიდრებიან. რაც უფრო გავითავისებთ იმას, რომ ადრე თუ გვიან ყველას მოგველის სიკვდილი, მით მეტად შევეჩვევით ამ საოცარ და იდუმალ სამყაროს. ეს კი ჩვენი სულიერი სიწმინდის, სიბრძნის გამოხატულება იქნება. გვესაუბრება დეკანოზი დავით ციცქიშვილი.

- სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რა მნიშვნელობა აქვს ფიქრს სიკვდილზე, მის ხსოვნას?

- ბავშვს რომ ჰკითხო რამე სიკვდილის შესახებ, ყურადღებას არ მოგაქცევს და თავის საქმეს გააგრძელებს. ამასაც უფალი უშვებს, რათა პატარას თავიდანვე გული არ გაუტყდეს, არ დაბრკოლდეს და არ დაზაფროს ამქვეყნიური აღსასრულის შეგნებამ. მაგრამ გადის დრო, ჩვენი ცხოვრება დასასრულისკენ მიდის და თანდათან მეტად შემოდის ფიქრი სიკვდილზე, უფრო და უფრო ახლობელი ხდება იგი ჩვენთვის, თითქოს უფრო მეტადაც ვეჩვევით მას. თუმცა, ერთგვარი შეგუების მიუხედავად, კაცისთვის მაინც ძნელია იმაზე ფიქრი, რომ ადრე თუ გვიან ამ სოფელს დატოვებს და გადაინაცვლებს სადღაც სხვა სამყაროში. ზოგიერთში ამ სამყაროს არსებობაც დიდ ეჭვს ბადებს, ეჭვი ხანდახან გულში გაჰკრავთ მათაც, ვისაც საკმაოდ ღრმა რწმენა აქვს ამისა. ადამიანი სხვადასხვანაირ ცოდნას ეძებს და მოიპოვებს ამქვეყნად და ხშირად ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ავიწყდება ხოლმე. უმრავლეს შემთხვევაში კაცს არ ჰყოფნის სიბრძნე, უფრო მეტად იფიქროს სიკვდილზე. ადრე მონასტერში ასეთი მორჩილება არსებობდა: ერთ-ერთ ძმას ავალებდნენ, მონასტრის წევრებისთვის შეეხსენებინა, რომ ადრე თუ გვიან სიკვდილი ელით. იგი მიდიოდა და ყველას ეუბნებოდა: ჩვენ გველის სიკვდილი. ხშირად ტაძრები და მონასტრები სასაფლაოების გვერდით იყო აგებული და ესეც ერთგვარად ხელს უწყობდა ხსოვნას იმისას, რომ ადამიანი ამ ქვეყნიდან წავა. არსებობს ასეთი ცნობილი გამონათქვამიც - "გახსოვდეს სიკვდილი".

- ხშირად არ ვიცით, თუ რა განცდები ახლავს თან სიცოცხლის ბოლო წუთებს. ამიტომ უნუგეშოდ მივტირით მიცვალებულს...

- მოგეხსენებათ, არსებობს კლინიკური სიკვდილის შემთხვევები. ის ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლეში შეიგრძნეს სიკვდილის მოახლოება და მერე მაინც დარჩნენ ამქვეყნად, გვეუბნებიან, რომ იქ ხშირად ფიგურირებს ნეტარების განცდა და სულაც არ არის იმის შეგრძნება, რომ გაცილებით უარეს, დამთრგუნველ სამყაროში ხდება გადასვლა. მაგალითად, წმინდა თეოფანე დაყუდებული წერს: "აქ დარჩენილები იმქვეყნად წასულებს მივტირით, არადა, იქ მოხვედრისას ისინი მაშინვე უკეთ და საამოდ გრძნობენ თავს. ვინც გამოსცადა სიკვდილი და შემდგომ ისევ სხეულში მოუხდა დაბრუნება, საცხოვრებლად მეტად მოუხერხებლად აღიქვამს მას. ჩემს დასაც ამგვარი შეგრძნებები ექნება. მისთვის იქ უკეთესია. ჩვენ კი თავს ვიკლავთ, თითქოს რაღაც უბედურება შემთხვეოდეს. ის გვიყურებს და ალბათ უკვირს ჩვენი". X1X საუკუნეში მცხოვრები ერთ-ერთი პიროვნება თავისი გამოცდილებით ასე აღწერს სულის სხეულში დაბრუნების მომენტს: "ღრმა მწუხარებამ შემიპყრო, თითქოს რაღაც უძვირფასესი განძი დავკარგე. ეს გრძნობა მთელი ცხოვრება თან მდევს. არაფერი მიზიდავდა უწინდელი ცხოვრებისკენ და არც ერთი წუთით არ მნდომებია მასთან დაბრუნება, თუმცა აქამომდე იგი სულაც არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე და ძნელი ჩემთვის. ალბათ გინახავთ სინესტეში დიდხანს დადებული ფოტოსურათი. სახეებს კი არჩევ, მაგრამ გახუნებული და ფერგადასულია, მშვენიერი გამოსახულების ნაცვლად რაღაც უფერული, მოყვითალო ლაქა ამჩნევია. სწორედ ასევე გაუფერულდა ჩემთვის ყველაფერი, გახუნებულ სურათად იქცა და დღემდე ასეთად რჩება".

- მაგრამ ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ სიკვდილი მხოლოდ ნეტარ წუთებს განაცდევინებს კაცს...

- ზოგიერთი ეჭვობს, მართლა არსებობს თუ არა ჯოჯოხეთი, საუკუნო სატანჯველი. მის არსებობაზე ჩვენი მიწიერი ცხოვრებაც მიგვანიშნებს. ხშირად ცხადად ვგრძნობთ, რომ უფალი გვსჯის. თუ დასჯის ფენომენი ამ წუთისოფელშივე კარგად შეიმჩნევა, განა შეიძლება, იმქვეყნად არ მჟღავნდებოდეს? განა შეიძლება, რომ იმქვეყნად ერთნაირად კარგად იყოს პატიოსანი, კეთილშობილი ადამიანი და ავაზაკი, მკვლელი?.. ეს ალოგიკური, უსამართლო იქნებოდა. ეკლესია გვასწავლის, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი ღვთაებრივ სასამართლოს გაივლის. ეს არის საზვერეების გავლაც. აქ ბოროტი სულები ადამიანის მიერ ჩადენილ ცოდვებს წარმოადგენენ, იმათ, რომლებიც აღსარებაში არა აქვთ ნათქვამი; უფალი ამას იმისათვის უშვებს, რომ მოხდეს ადამიანის ამქვეყნიური ყოფის განსჯა. ეს სრულიად გასაგებია ღვთაებრივი სამართლის მიხედვით. განა შეიძლება, უფალმა ოდესმე არ გამოამზეუროს ჩვენი ცოდვები? ოდესმე ხომ უნდა მოგვეკითხოს სამაგიერო?!

- გთხოვთ, გვესაუბროთ საზვერეების შესახებაც...

- ოცდაერთი საზვერე არსებობს, სადაც ბოროტი სულები კაცის განვლილი ცხოვრების შეცოდებებს წარმოადგენენ. ეს საზვერეებია: ცილისწამების, მრისხანების, ამპარტავნების, მრუშობის, ბილწსიტყვაობის, სიმთვრალისა და სხვა. ნეტარი თეოდორა, წმინდა ბასილი ახლის სულიერი შვილი, ამგვარად აღწერს თავისი გარდაცვალების შემდგომ ხანას: ამ დროს ნათელმოსილმა ანგელოზებმა ხელში ამიყვანეს და ჩემი სული ზეცისკენ წავიდა. მოვიხედე უკან და უძრავად, უსულოდ, უგრძნობლად მდებარე საკუთარი სხეული დავინახე ისე, როგორც ტანისამოსი გაიხადოს კაცმა, დააგდოს და ყურება დაუწყოს მას. როცა ანგელოზებს ხელში ვეჭირე, ბოროტი სულები მოვიდნენ და თქვეს: ჩვენ მრავალი ცოდვა ვიცით მისი და ამისთვის პასუხს ვითხოვთ მისგან. პასუხად კი ანგელოზებმა ყველა ის კეთილი საქმე წარუდგინეს, რაც კი ოდესმე ჩამიდენია. მაგალითად, ღარიბისათვის პური მიმიწოდებია, მწყურვალისათვის - წყალი, სნეული და საპყრობილეში მყოფნი მომინახულებია, ეკლესიაში ერთგულად მივლია, უცხოსთვის მოსასვენებლად ბინა დამითმია, კანდელში ზეთი ჩამისხამს, ეკლესიისთვის საკმეველი შემიწირავს, მტრად გადაკიდებულნი შემირიგებია, ანუ ცრემლი მიფრქვევია, უსიამოვნება მოთმინებით გადამიტანია, უცხოთათვის ფეხი დამიბანია, მცირედმორწმუნენი სარწმუნოებაში გამიძლიერებია, ცოდვისაგან ვიღაც გადამირჩენია, სხვისი უბედურება და განსაცდელი მწყენია, შევწუხებულვარ მათთვის, სიკეთე არ დამიშურებია, უფლისთვის მრავალჯერ თაყვანი მიცია, ხორცის და სულის დათრგუნვისთვის მიმარხულია, არ მიყურებია უსარგებლო სანახაობისთვის და უქმი ლაპარაკისთვის, ცილისწამებისთვის, სიცრუისთვის თავი ამირიდებია. ყველა ეს კეთილი საქმე ანგელოზებმა ჩემი ცოდვების სანაცვლოდ წარმოადგინეს მათ გასაუქმებლად. ეს ასეც მოხდა; ბოროტი სულები კი მრისხანებდნენ და ჩემი მოტაცება, უფსკრულში ჩაგდება უნდოდათ. წმინდა ბასილი გამოჩნდა და ანგელოზებს მიმართა: "ამ სულმა მრავალი სამსახური გამიწია, მომიარა უძლურების, მოხუცებულობის ჟამს, ვილოცე მისთვის და უფალმა მოიღო ეს მოწყალება". მისცა მათ რაღაც ყუთი და უთხრა: საზვერეების, ჰაერის მცველთა განსვლისას მზაკვარ და ბოროტ სულებს პასუხი მიეცით აქედან, ამით გამოიხსენითო მისი სული დემონთაგან. მოძღვრისგან მიცემულ ყუთში ნათქვამი აღსარებები და ამ დროს მღვდლის მიერ წაკითხული შენდობის ლოცვა იგულისხმება, რის გამოც იმ ცოდვებზე, რომლებიც მონანიებული აქვთ, ბოროტი სულები საზვერეებში კაცს ვეღარ ეკიდებიან. ავსულები ხედავდნენ რა ამას, დიდხანს იყვნენ ჩუმად, ბოლოს უცბად ღრიალი და ყვირილი მორთეს: "ვაი ჩვენ, რომ ვიშრომეთ მისი დევნით ტყუილად, იმის გამოძიებით, თუ სად და როგორ სცოდავდა იგი". თქვეს ეს და გაქრნენ იმავ წამს. შემდეგ ისევ გამოცხადდა წმინდა ბასილი და მრავალი სხვა კეთილსურნელოვანი ყუთი მოიტანა. თან ისინი ანგელოზებს გადასცა".

- იმქვეყნად წასულები იწყებენ ბრძოლას საზვერეებში გადანაცვლებისათვის. როგორ უნდა დავეხმაროთ განსვენებულის სულს?

KARIBCHE- წმინდა თეოფანე დაყუდებული წერს: "ჩემს გარდაცვლილ დას დახმარება დასჭირდება. რომ შეგვეძლოს, მის გოდებას გავიგონებდით: "დამეხმარეთ!" აი, რას უნდა მიექცეს ყურადღება - როგორ უნდა გამოვლინდეს ჩვენი სიყვარული მისადმი. ვფიქრობ, მიცვალებულის ყველაზე დიდი დაფასება ის იქნება, თუ სულის სხეულიდან განსვლის წამიდან სხვას მიანდობთ მის სხეულზე ზრუნვას, თავად განმარტოვდებით და როგორადაც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყებთ მისი მოსახსენებელი ლოცვების კითხვას".

ბევრი მაგალითია მართლმადიდებლურ სამყაროში იმისა, თუ როგორ სთხოვდნენ მიცვალებულები სიზმარში გამოცხადებით თავიანთ ახლობლებს ლოცვით შეწევნას. მაგალითად, წმინდა თეოდოსი ჩერნიგოველი სიზმარში გამოეცხადა მღვდელმონაზონ ალექსის, როცა იგი მის ცხედართან იჯდა და უთხრა: "მადლობელი ვარ ამაგისთვის, მაგრამ ერთი თხოვნაც მექნება შენთან: ლიტურგიის გადახდისას, გთხოვ, ჩემი მშობლებიც მოიხსენიო". წმინდანმა ბერს თავისი მშობლების სახელები ამცნო: მღვდელი ნიკიტა და მარიამი. მანამდე კი მათი სახელები არავინ იცოდა. ამ სახელების ნამდვილობა დადასტურდა მხოლოდ წმინდანის კანონიზაციიდან რამდენიმე წლის შემდეგ - მონასტერში, რომლის წინამძღვარიც წმინდა თეოდოსი იყო, იპოვეს მოსახსენებელი. "და შენ, წმინდანო, თავად ღვთის ტახტთან მდგომარევ, მადლით რომ აცისკროვნებ ადამიანებს, მე როგორ მთხოვ ლოცვას?" - ჰკითხა მას მღვდელმონაზონმა. "ეს მართალია, - უპასუხა წმინდა თეოდოსიმ, - მაგრამ განსვენებულისთვის ლიტურგიის დროს შესაწირავის შეწირვა ჩემს ლოცვაზე უფრო ძლიერია".

წმინდა მოწამე პერპეტუას ცხოვრებიდან ვიგებთ, თუ როგორ გაუმხილეს წყალსატევის საშუალებით მისი ძმის - დემოკრიტეს ხვედრი. წყალსატევი იმდენად მაღლა იყო, რომ წმინდანის ძმა იმ უსუფთაო და აუტანლად ცხელი ადგილიდან, სადაც ტყვედ ჰყავდათ, ვერაფრით ვერ სწვდებოდა. დის მთელი დღე-ღამის გულმხურვალე ლოცვის შემდეგ დემოკრიტემ წყალსატევს მიაღწია - წმინდა პერპეტუამ იგი ნათელ ადგილს მყოფი იხილა. ამ ჩვენებით წმინდანი მიხვდა, რომ მისი ძმა სასჯელისგან გათავისუფლდა.

- რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარდაცვლილთა ლიტურგიაზე მოხსენიება, მათთვის წირვის ჩატარება?

- წმინდა გრიგოლს მიცვალებულთა ცოცხლად გამოცხადების რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, რომელთა დროსაც ისინი ლიტურგიის ჩატარებას ითხოვდნენ ან მადლობას იხდიდნენ ამისთვის. ერთი კაცი, რომელიც ცოლს დაღუპული ეგონა და მისთვის განსაზღვრულ დღეებში წირვას უკვეთავდა, ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ჰყვებოდა, ზოგჯერ ჯაჭვებისგან მათავისუფლებდნენო. აღმოჩნდა, რომ ეს ხდებოდა იმ დღეებში, როცა მისთვის ლიტურგია ტარდებოდა. როგორც გამოცდილი სასულიერო პირები აღნიშნავენ, როცა ისინი მიცვალებულთათვის მსახურებას ატარებენ და წირვაში მოიხსენიებენ იმქვეყნად წასულებს, თითქოს გრძნობენ კიდეც მათი სულების მდგომარეობას. ეს შეიმჩნევა წესის აგების დროსაც. ერთ-ერთი მღვდელმონაზონი აღნიშნავდა, რომ წესის აგებისას მას სხვადასხვაგვარი განცდა ეუფლებოდა და ამ განცდების მიხედვით გრძნობდა, ამა თუ იმ ადამიანის სული მომწიფებული წავიდა თუ არა იმქვეყნად. ვინც ამისთვის მზად იყო, იმ შემთხვევაში ბერს სიმსუბუქის, სიმშვიდის განცდა ეუფლებოდა, ხოლო თუ ადამიანი მოუმზადებელი შეხვდა სიკვდილს, დაძაბულობა, სიმძიმის შეგრძნება უჩნდებოდა.

- ეკლესიური დაშვებით, ჩვენ ამქვეყნიური სიცოცხლის ბოლო წუთამდე გვაქვს შესაძლებლობა, მოვინანიოთ ცოდვები, მცდარი ცხოვრებისეული ნაბიჯები და წარვდგეთ სულიერად განწმენდილები უფალთან. აქ მონანიებული ცოდვები კი იქ აღარ მოგვეკითხება. რამდენად უმსუბუქებს მდგომარეობას მღვდელთან ნათქვამი აღსარება ადამიანს და რამენად უხსნის მას სულიერ-ფსიქოლოგიურ პრობლემებს?

- ამაზე მიუთითებს თუნდაც ის შეგრძნებები, რომლებიც გვეუფლება სინანულის საიდუმლოს აღსრულებისას.Dდიდი ათონელი ბერი მამა პაისი აღნიშნავს: "არ უგულებელყოთ აღსარების საიდუმლო, ის მეტად დიდი რამაა. სრულიად ცვლის ადამიანს და განაქარვებს მასზე დემონთა ძალაუფლებას. იმდენად დიდი ცვლილებები შეიმჩნევა სინანულის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომ ზოგიერთს ვეუბნები კიდეც, ფოტოსურათი გადაიღოს აღსარებამდე და მის შემდგომაც. მაშინ დაინახავს, განსხვავება როგორი დიდი და აშკარაა. როდესაც სინანულის საიდუმლომდე სახეზე იხატება სისასტიკე, შფოთი, ბრალეულობის განცდა და ა.შ., აღსარებების შემდეგ სულ სხვა სურათია - მდუმარება და სიმშვიდე მოიცავს ხოლმე კაცს".

ხშირად აღსარების შემდეგ არა მხოლოდ სულიერად გრძნობენ შვებას, დამშვიდებას, უბრუნდებათ რწმენა, იმედი ღვთისა, განცდა აქვთ სიხარულისა, არამედ ფიზიკურადაც კი შეიგრძნობენ სინანულის საიდუმლოთი მოტანილ დიდ მადლს. გრძნობენ სიმსუბუქეს სხეულში, განთავისუფლებას დაძაბვის, შებოჭვის შეგრძნებებისგან, თითქოს რაღაც მძიმე ლოდი ჩამოეხსნათო ზურგიდან, უფრო მსუბუქი გახდაო წონა სხეულისა.

- როგორც ვიცით, მას შემდეგ, რაც ადამიანი ამთავრებს მიწიერ სიცოცხლეს, მართლმადიდებლური დაშვებით, ზეციურ სამყაროში მას საკუთარი მდგომარეობის შეცვლა თავისით უკვე აღარ შეუძლია...

- ამის შესახებ მამა პაისი ამბობს: "როცა ადამიანი კვდება, გონს მოდის და საკუთარ თავს ეკითხება: "ეს რა ჩავიდინე, რა მომივიდა?" მაგრამ ამ კითხვას სარგებლობა აღარ მოაქვს. ადამიანი განისჯება იმ მდგომარეობისდა მიხედვით, რომელშიც სიკვდილი ეწევა. სასჯელმისჯილი გარდაცვლილები ითხოვენ დახმარებას, მაგრამ თავად უშველონ საკუთარ თავს მათ უკვე აღარ შეუძლიათ. ისინი, ვინც ჯოჯოხეთში იმყოფება, მაცხოვრისგან ერთს ინატრებდნენ, მისცემოდათ მიწიერი ცხოვრების თუნდაც ხუთი წუთი ცოდვების მოსანანიებლად. ჩვენ, ამ მიწაზე მცხოვრებლებს, გვაქვს დროის მარაგი ცოდვათა, დაშვებულ შეცდომათა, ნაკლოვანებათა აღსარებაში სათქმელად, მაშინ როცა იმქვეყნად წასულებს უკვე აღარ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის ამ მხრივ შეცვლა, გაუმჯობესება. ისინი ჩვენგან ითხოვენ დახმარებას, შველას. ამიტომაც ჩვენ ვალდებულნი ვართ დახმარება გავუწიოთ მათ.

მართლმადიდებლური დაშვებით, მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე უფალი მსჯავრდადებულ მიცვალებულთა სულებს საშუალებას აძლევს მიიღონ ლოცვითი ქმედითი დახმარება ამქვეყნად მცხოვრებთაგან. თუ მიწიერ სიცოცხლეში მეფის მეგობარს შეუძლია იშუამდგომლოს მის წინაშე სასჯელმისჯილის დასახმარებლად, ამგვარადვე, თუ ადამიანი "ღვთის მეგობარია", შეუძლია ითხოვოს უფალთან, მისჯილთა სულების ერთი "საპატიმროდან" მეორეში, შედარებით უკეთესში გადაყვანა, რათა ისინი ერთი საკნიდან სხვაში, საცხოვრებლად უფრო მოხერხებულში იქნენ მოთავსებული. შეიძლება თხოვნა იმისთვისაც, რომ გადაყვანა მოხდეს საკნიდან რომელიღაც ოთახშიც ან ბინაშიც. ღმერთს სურს დაეხმაროს მიცვალებულებს, რადგან ტკივილს განიცდის მათდამი, მაგრამ არ აკეთებს ამას იმის გამო, რომ კეთილშობილება აქვს, არ უნდა, რომ მისცეს უფლება ეშმაკს, რათა მან თქვას: როგორღა უნდა იხსნა ეს ცოდვილი, როცა ის ამ კუთხით საერთოდ არ შრომობდა, საქმიანობდა? თუმცაღა უკვე მიცვალებულთათვის ლოცვისას ჩვენ ვაძლევთ უფალს ჩარევის "უფლებას". უნდა ითქვას, რომ უფრო მეტად ალბობს უფლის გულს ჩვენი ლოცვები მიცვალებულთათვის, ვიდრე ცოცხლებისათვის აღვლენილი ვედრება. ამიტომაც ჩვენმა ეკლესიამ დაადგინა საკურთხის კურთხევა, სულის მოსახსენიებელი მსახურებები, პანაშვიდის გადახდა.

- რა სარგებლობა მოაქვს ჯოჯოხეთში მყოფ სულთათვის როგორც პირად, ისე საზოგადო ლოცვებს?

- ამის შესახებ აღწერილია წმინდანთა, ქრისტიან მოღვაწეთა ცხოვრებაში, ასევე წმინდა მამათა თხზულებებში. მაგალითად, ასეთ ამბავს ვხვდებით ჩვენი დროის მონაზვნის (ანასტასია ლოგაჩევას) ცხოვრებიდან. მან გულმხურვალე ლოცვით თავისი ძმის გულისათვის, რომელმაც სიმთვრალეში თავი ჩამოიხრჩო, შეიძლება ითქვას, ნამდვილი გმირობა ჩაიდინა. მონაზონი რჩევის საკითხავად დივეევოს მონასტერში მცხოვრებ ნეტარ პელაგიასთან მივიდა და ჰკითხა, თუ რა შეეძლო უბედური ძმის საიქიო ხვედრის შესამსუბუქებლად გაეკეთებინა. ბჭობის შედეგად გადაწყდა ასეთი რამ: ანასტასია თავის სენაკში უნდა ჩაკეტილიყო, ემარხულა და ძმისთვის ელოცა, ყოველდღე 150-ჯერ ჩაეკითხა ღვთისმშობლის ლოცვა: ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ... ორმოცი დღის შემდეგ ანასტასიამ ღრმა უფსკრული დაინახა, რომლის ძირშიც სისხლიანი ლოდივით იდო რაღაც და ზედ ორი კისერზე ჯაჭვმობმული ადამიანი იწვა. ერთ-ერთი მონაზვნის ძმა გახლდათ. ანასტასიამ ხილვის შესახებ ნეტარ პელაგიას მოუთხრო. მან ლოცვის და მარხვის გაგრძელება ურჩია. ორმოცი დღის გასვლის შემდეგ დამ იგივე უფსკრული იხილა ლოდზე მიჯაჭვული ორი ადამიანით, მხოლოდ ახლა მისი ძმა ადგა, გაიარ-გამოიარა, შემდგომ ისევ დაეცა ლოდზე და მიეჯაჭვა მას. ნეტარი პელაგიას რჩევით, ანასტასიამ იგივე ღვაწლი მესამედ იტვირთა. შემდგომი ორმოცი დღის გასვლისას დამ ისევ ნახა უფსკრული ლოდით, მაგრამ მასზე დარჩენილი მარტოოდენ ერთი კაცი გახლდათ, მისი ძმა კი თანდათანობით შორდებოდა ლოდს და მალე თვალს მიეფარა. ლოდზე დარჩენილი კი ამბობდა: რა კარგია, რომ მიწაზე ასე მხურვალედ მლოცველნი გყავსო. ამის შემდეგ ნეტარმა პელაგიამ თქვა: გათავისუფლდა შენი ძმა წამებისაგან, თუმცაღა ნეტარება არ მიუღია.

ასეთი შემთხვევები მართლმადიდებელ წმინდანთა, მოღვაწეთა ცხოვრებაში მრავლადაა. თუ ვინმე ამგვარ ჩვენებათა პირდაპირ აღქმას მოინდომებს, მან უნდა იცოდეს, რომ სახე, რომელიც აქვს ამ დროს ხილვებს (ჩვეულებრივ სიზმრებში) - აუცილებლად სულის იმქვეყნიური მდგომარეობის ფოტოგრაფიულ სურათს კი არ წარმოადგენს, არამედ ისინი უფრო ხატია იმისა, თუ მიწაზე დარჩენილთა ლოცვებით როგორ უმჯობესდება სულის საიქიო ყოფა.

- ეკლესიური გაგებით, მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე ჯერ კიდევ არის შესაძლებელი იმქვეყნად ადამიანის ხვედრის, ადგილსამყოფლის, მდგომარეობის შეცვლა. შემდეგ კი უკვე საბოლოოდ ხდება მისი იქაური ადგილის დადგენა.

- "საყოველთაო სასამართლოზე, - როგორც მამა პაისი აღნიშნავს, უცბად გამჟღავნდება თუ თითოეული კაცი რა მდგომარეობაში იმყოფება. ყველა წავა იმ ადგილას, რისი ღირსიცაა. როგორც ტელევიზორში, ისე დაინახავს საკუთარ უზნეობასაც და სხვის შინაგან მდგომარეობასაც. ადამიანი სარკეში რომ ჩანს, ისე წარმოჩნდება და თავჩაღუნული გაეშურება თავის გამოყოფილ ადგილას. თუ ღვთისმსახურნი ცხოვრობდნენ არასწორად, მაშინ თავჩაქინდრულნი თავად წავლენ იმ ადგილას, რისი ღირსნიც არიან. მონაზვნები, რომლებიც არასათნოეყვნენ უფალს, საყოველთაო სამსჯავროზე დაინახავენ გმირ დედებს, რომელთაც, მართალია, არ დაუდიათ მონაზვნური აღქმა, არ ჰქონიათ ღვთის ის კურთხევა, ხელშემწყობი პირობები, რაც მონასტრის დებს აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გმირობა ჩაიდინეს და მიაღწიეს მაღალ სულიერ მდგომარეობას. ამის შემყურე როგორ შერცხვებათ თავიანთი მეწვრილმანეობის, მდაბალი ბუნების გამოვლენა, რასაც ამჟღავნებდნენ ისინი და რის გამოც თავადვე იტანჯებოდნენ აქ. ვფიქრობ, ამბობს მამა პაისი, საყოველთაო აღდგომა ამგვარად იქნება: მაცხოვარი არ იტყვის: "იქ წადი, რა ჩაიდინე მანდ" ან "შენ ჯოჯოხეთში წახვალ, შენ კი იქნები სამოთხეშიო". არა, თითოეული, შეადარებს რა საკუთარ თავს სხვას, თავადვე მიაშურებს იმ ადგილს, რომელიც ამქვეყნიური ყოფით დაიმსახურა".

- რამდენად ეხმარება ჩვენს მიცვალებულებს ჩვენი პირადი ღვაწლი?

- მამა პაისი ამბობს: მიცვალებულთათვის მეტად სასარგებლოა ჩვენი პირადი ღვაწლი, როცა ყურადღებით ვუკვირდებით ჩვენს ცხოვრებას, ვიბრძვით გამოვასწოროთ ნაკლოვანებები. ამის გამო არა მხოლოდ ჩვენ ვთავისუფლდებით სიმძიმისაგან, არამედ ჩვენი წასული წინაპრებიც. ისინი სიხარულს განიცდიან, როდესაც მათი შთამომავალი უფლისთვის სათნოდ ცხოვრობს, მათაც ხომ გარკვეული წვლილი მიუძღვით ჩვენს ამქვეყნად მოვლინებაში. ისინი ამისთვის უფლისაგან დახმარებას იღებენ, რადგან ღმერთი თითქოსდა ვალდებული ხდება, დაეხმაროს მათ ჩვენ გამო.

- ბევრისთვის ძნელად გასაგებია, თუ რატომ უშვებს უფალი პატარა ბავშვების, უმანკო ყრმების ან კიდევ იმ ადამიანთა ნაადრევ სიკვდილს, ვინც თავისი კეთილსახოვანი ზნით, ცხოვრებით გამოირჩევა...

- აქაც ეკლესიური კუთხით ერთ-ერთ ყველაზე გასაგებ, ამომწურავ პასუხს მამა პაისი ათონელი იძლევა: "ჯერ არავის დაუდია ხელშეკრულება ღმერთთან, თუ როდის უნდა წავიდეს იმქვეყნად. ღმერთს გაჰყავს თითოეული ადამიანი ამ სოფლიდან მისთვის ყველაზე შესაფერის ჟამს, თან გაჰყავს განსაკუთრებული, მისთვის საჭირო ხერხითაც, ისე, რომ მისი სული იხსნას. თუ იგი ხედავს, რომ ადამიანი შემდგომში უკეთესი გახდება, მაშინ ცოცხალს ტოვებს მას. მაგრამ თუ დაინახავს, რომ უარესობისკენ წავა, მიჰყავს, რათა ის იხსნას. სხვები კი, რომლებიც ეწევიან ცოდვილ ცხოვრებას, მაგრამ აქვთ მისწრაფება, განწყობა სიკეთის ქმნისა - მიჰყავს თავისთან ჯერ კიდევ მანამ, სანამ კეთილ საქმეს იქმან. ღმერთი ამას უშვებს მისთვის, რომ იცის, ეს ხალხი სიკეთეს ჩაიდენდა, თუ ამის ხელშემწყობი საშუალება ექნებოდა. ე.ი. ეს იმავეს ნიშნავს, რომ უფალი ეუბნება მათ: "ნუ გაირჯებით". საკმარისია თქვენი ის კეთილი განწყობა, მომართვა, რომელიც გაქვთ. ხოლო ზოგიერთი ასევე მეტად კარგი, მიჰყავს თავისთან იმიტომ, რომ სამოთხეში ყვავილის კოკრებიც საჭიროა.

რა თქმა უნდა, გარდაცვლილი პატარის მშობლისთვის, ახლობლისთვის ეს ადვილი გასაგები არაა. როცა ბავშვი კვდება, ქრისტეს მიჰყავს ის, როგორც პატარა ანგელოზი, მშობლები კი ქვითინებენ და გულში ხელს იცემენ მაშინ, როცა უნდა სიხარული განეცადათ. არადა, რა იციან, რა გამოვიდოდა მისგან, როცა იგი გაიზრდებოდა? მოახერხებდა კი სულიერად ხსნას? როცა 1924 წელს ჩვენ მცირე აზიიდან ხომალდით მივემგზავრებოდით, ჯერ კიდევ ჩვილი ვიყავი. გემზე ბევრი ლტოლვილი გახლდათ და გემბანზე შეხვეული ვეწვინე დედას. ერთმა მეზღვაურმა შემთხვევით ფეხი დამაბიჯა. დედამ იფიქრა, მოკვდაო და ატირდა. ერთმა ჩვენმა სოფლელმა ქალმა სახვევები გამიხსნა და დარწმუნდა, რომ არაფერი მომსვლოდა. მაშინ რომ მოვმკვდარიყავი, სამოთხეში ვიქნებოდი, ახლა კი მოვხვდები თუ არა სასუფეველში, დარწმუნებული არ ვარ. თუ ღმერთი ხედავს, რომ ბავშვი ასცდებოდა სწორ გზას, უფსკრულისკენ მიექანებოდა და ხსნის სხვა საშუალება არ არსებობდა, ის თავისთან მოულოდნელი სიკვდილით მიჰყავს მას.

გარდა ამისა, ბავშვების სიკვდილი თავად მის მშობლებსაც ეხმარება. მათ უნდა იცოდნენ, რომ იმ მომენტიდან, როცა კი ბავშვი უკვდებათ - სასუფეველში მლოცველი უჩნდებათ. როცა მშობელი გარდაიცვლება, შვილები სასუფევლის კართან დახვდებიან მას, ასე შეხვდებიან სულებს დედათა და მამათა. ეს კი პატარა საქმე ხომ არაა. გარდა ამისა, პატარა ბავშვებს მაცხოვარი მიმართავს, "მოდით, აირჩიეთ ყველაზე კარგი ადგილი სამოთხეში, აქ. პატარები კი უპასუხებენ მას: აქ მშვენიერია, მაგრამ გვინდა, რომ გვერდით იყოს ჩვენი დედაც და ღმერთიც გაუგონებს რა მათ, საშუალებას იპოვის, მშობელიც იხსნას".

- თვითონ სიტყვა "გარდაცვალება", ვფიქრობ, უკვე ბევრი რამის მთქმელია...

- დიახ. კაცი სინამდვილეში სულაც არ კვდება და სიკვდილი მხოლოდ ერთი ცხოვრებიდან მეორეში გადასვლაა, მარტოოდენ მცირე ხნით განშორებაა. დავუშვათ, ვიღაც ერთი წლით საზღვარგარეთ მიემგზავრება, მისი ახლობლები წუხან იმიტომ, რომ ამდენი ხნით შორდებიან მას ან კიდევ თუ მიდიან უკვე ათი წლით, შფოთდებიან ამ ათ წელთან დაკავშირებითაც. ამგვარადვე უნდა შევხედოთ იმ განშორებასაც, რომელიც სიკვდილს მოაქვს. თუ ხანშიშესულ ხალხს უკვდება ახლობელი ადამიანი, მათ უნდა თქვან: "თხუთმეტი წლის შემდეგ შევხვდებით კვლავ". თუ ისინი, ვისაც ახლობელი გარდაეცვალა, ახალგაზრდები არიან, უნდა იფიქრონ: "ორმოცდაათი წლის შემდეგ ისევ შევხვდებით მას". რა თქმა უნდა, განვიცდით ტკივილს ახლობლის გარდაცვალების გამო, მაგრამ სიკვდილს უნდა მივუდგეთ სულიერადაც. გახსოვთ, რას ამბობს პავლე მოციქული: "რაც შეეხება განსვენებულებს, არ მინდა დაგტოვოთ, ძმებო, უცოდინარნი, რომ არ ინაღვლოთ სხვებივით, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ" (თესალონიკ. 4,13). ვიფიქროთ ასე: ცოცხალი რომ დარჩენილიყო, რამდენად ხშირად ვნახავდი ჩემს გარდაცვლილ ნათესავს? თვეში ერთხელ. იმ ცხოვრებაში კი ვიქნები მასთან მუდმივად. ჩვენი შიში მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ადამიანი, ვინც გარდაიცვალა, ცხოვრობდა არაქრისტიანულად, ცუდად. ბევრი უნდა ვილოცოთ მისი სულის საოხად, თუ მართლაც გვიყვარს და გვინდა შევხვდეთ იმქვეყნად.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat