გარდაცვლილის სულისათვის სიხარულია ის, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანები განსხვავებულად ცხოვრობენ
გარდაცვლილის სულისათვის სიხარულია ის, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანები განსხვავებულად ცხოვრობენ
გვესაუბრება კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე:

-სიხარული მარადიული თამდევია ქრისტიანის ცხოვრებისა.
იაკობ მოციქული ამბობს: "ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო" და თუნდაც იმ შემთხვევაში, "როდესაც განსაცდელთა შესცვივეთ პირად-პირადსა" ანუ თუნდაც პირადი განსაცდლი გქონდეთ, არ შედრკეთ და შინაგანად არ შეძრწუნდეთო.
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს, რომ ადამიანს ძალიან მცირე ჰყოფნის სიხარულისათვის და ძალიან მცირე დამწუხრებისათვის.

სიხარული ღმერთთან ურთიერთობაა, მიბაძვა და დამსგავსება ღვთისადმი, რადგანაც ღმერთია მარადიული სიხარული. ადამიანი რაც უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდება თავის ცხოვრებაში, მით უფრო მეტად ბედნიერია. ადამიანი რაც უფრო მცირედით კმაყოფილდება, მით უფრო მალე ახერხებს იყოს ბედნიერი და ამით უფრო ნაკლებად ექვემდებარება მწუხარებას. უწმინდესის ნათქვამს გავიხსენებ: ერთ-ერთ მონაზონთან სტუმრობისას, როდესაც მას საწოლის, პატარა მაგიდის და წყლის გრაფინის მეტი არაფერი აღმოაჩნდა კელიაში, ჰკითხა, აქ როგორ ცხოვრობო? მან კი უპასუხა, ვცხოვრობ როგორც დედოფალი.

ადამიანი თავის ცხოვრებას და თავის სიხარულს უნდა უთანაბრებდეს იმ სიხარულს, იმ სწორ გზას, რომელიც უფალმა მიგვითითა.

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, იმაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს, რომ ადამიანმა შეძლოს ამა თუ იმ ვნებებისაგან, ცოდვებისაგან თავის დაღწევა. მაცხოვარი სიხარულისკენ მაშინ მოგვიწოდებს, როდესაც უფლის გულისთვის დავითმენთ ტანჯვა- წამებას.

უფალი ბრძანებს: " ნეტარ იყვენით თქვენ, რაჟამს გყვედრიდნენ და გდევნიდნენ და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ, რადგანაც სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა". რომ მე სწორად ვიქცევი, ეს გზა უკვე ბედნიერებაა. ღმერთის წინაშე ყველა ცოცხალია და არავინ არის მკვდარი. წმინდა ეკლესია განსაკუთრებულად ლოცულობს თავისი ყველა წევრისთვის - როგორც ამქვეყნად, ისე იმქვეყნად მყოფთათვის.

"განუსვენე, უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა შენთათა, სადა იგი არა არს ჭირი მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი".

რა არის ეს სიხარული? როგორ შეიძლება იხაროს ადამიანმა, თან იხაროს დაუსრულებლად? ერთადერთი მარადიული და დაუსაბამო ღმერთია. ამიტომაც ღმერთის გარეშე შეუძლებელია ადმიანმა სიხარული მოიპოვოს. რითი განსხვავდება ერთმანეთისგან ცოცხალის და გარდაცვლილის მდგომარეობა? იმით, რომ გარდაცვლილებს აღარ აქვთ უნარი რამე შეცვალონ. ისინი არიან უკვე თავისი თავისთვის საბოლოო მდგომარეობაში. როდესაც ისინი წარსდგნენ როგორც თავიანთ კერძო სამსჯავროზე, იმავე მდგომარეობით წარსდგებიან საზოგადო სამსჯავროზეც.

ვიცით, რომ დედა ეკლესიის ლოცვით, ღვთის წყალობით, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და ღმერთის მოწყალებამ შეიძლება ნებისმიერი ადამიანის მდგომარეობა სასიკეთოდ შეცვალოს. გარდაცვლილის სულისათვის სიხარულია ის, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანები განსხვავებულად ცხოვრობენ, მისთვის ძვირფასი ადამიანები ისე არ იქცევიან, როგორც თვითონ შეიძლება ერთ დროს იქცეოდა თავის ცხოვრებაში, მისთვის ძვირფასი ადამიანები აგრძელებენ ლოცვას; თუ მანამდე არ იყვნენ ეკლესიურები, ცხოვრობენ ეკლესიურად და თავიანთი მსახურებით შეეწევიან იმქვეყნად მყოფ თავიანთ ახლობელს და სიხარულს ანიჭებენ.

რამხელა სიხარულია, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის მიზეზით მისმა ახლობლებმა ღმერთის დიდება დაიწყეს. ჯანსაღ საზოგადოებაში და ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის სასიხარულო მართლაც უფრო მეტია, ვიდრე სამწუხარო.
***
ადამიანი უნდა ხარობდეს იმით რაც სასიხარულოა. მოციქულები როდესაც დაბრუნდნენ მაცხოვართან და უთხრეს მის მიერ საქადაგებლად წარგზავნილებმა და გახარებულებმა, რომ შენი სახელით ეშმაკებიცკი გვემორჩილებიანო მაცხოვარმა უთხრა, ის კი ნუ გიხარია ეშმაკები რომ გემორჩილებიან, იმითი გაიხარე თქვენი სახელები მარადიულ წიგნში რომ არის ჩაწერილი და იდიდებაო. რადგან თქვენ ის გააკეთეთ რაც უნდა გეკეთებინათ. ჩვენც იმით ვიხაროთ, რომ ღვთის წინაშე მართლები ვიქნებით.

იმითი ვიხაროთ, რომ ჩვენი ცხოვრება წმინდაა. ზოგჯერ შური შეიპყრობს ადამაინებს. სულხან-საბას განმარტებით, შური არის მწუხარება სხვისა სიხარულსა და სიკეთესა ზედა, ანუ ეს არის, შეიძლება ითქვას, სიხარულის ანტიპოდი, რომ ვიღაც ხარობს სხვისი სიკეთით. ვხედავთ ასევე ადამიანს, რომელსაც შეიძლება უახლოესი ადამიანის სიხარულიც კი აწუხებს და გულს უკლავს.

მე შეიძლება არც მქადაგებელი ვიყო, არც მშრომელი, არც ხელოვანი, მაგრამ იმავდროეულად მეც ვიღებდე იგივე პატივს, იმიტომ, რომ არ ვარ შურიანი . იმიტომ, რომ მიხარია, რომ უფალმა ჩემს გვერდით მყოფში ღვთისგან მოცემული ტალანტი ააღორძინა და არ გაფლანგა. სიხარული უფრო მეტია წუთისეფელში. არჩევანი მარადიულსა და დროებითს შორის რთული გასაკეთებელია. თუ ვირჩევთ დროებითს, ვკარგავთ ორივეს, რადგანაც მარადიულზე თავად ვამბობთ უარს, დროებითი, დროებითია და ერთ დღესაც თვითონ გვემშვიდობება. მარადიულისთვის გვიწევს ცოტა მეტი ღვაწლი, რომელიც მაინც ტკბილია, რადგან უფალი გვპირდება, ტვირთი ჩემი ტკბილ არს და მსუბუქ არს და მისი შედეგი კი რა თქმა უნდა მარადიული სიხარულია. ვუსურვებ ყველა მართლმორწმუნეს მარადიული სიხარული რ მოკლებოდეს.

ღმერთი თავად არის სიცოცხლე, ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია. სიკვდილი ცოდვის ნაყოფია. სიკვდილი არის ყველაზე უფრო არაბუნებრივი რამ რაც შეიძლება ამ სოფლად არსებობდეს. ამიტომაც თავად მაცხოვარი წუხს და დარდობს. როგორც ამ მონაკვეთში წერია იოანეს სახარებაში, თვითონ არის შეძრწუნებული და შინაგანად სულიერად განიცდის. ხოლო ის რომ ჩვენც ვდარდობთ ჩვენს გარდაცვლილებე, ამაში არაფერია არაბუნებრი, ესეც უნდა იყოს ზომიერი. კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ მარადიული აღდგომისას აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. ღმერთმა ინებოს მერეც ღვთის მადლით შევხვდეთ ერთმანეთს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat