17.08.2018
წმინდა ნინოს ტაძარი ვორონცოვზე სოციალურ ქსელში ასეთ წერილს ავრცელებს:
დღეს 17 აგვისტოა, დღეს ლევანი 17 წლის გახდა.ბოროტი ადამიანების გამო იგი იუბილეს მის საყვარელ ოჯახის წევრებთან ერთად ვერ აღნიშნავს,არადა ეს მისი ოქროს დაბადების დღეა და ვინ იცის როგორ ემზადებოდა ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსაღნიშნად.ეს ბავშვი იყო ძალიან ნიჭიერი, კაცთმოყვარე, მოყვასის მოყვარული, მეგობრებისათვის თავდადებული და რაც მთავარია საამაყო შვილი. დღემდე განვიცდით და ვწუხვართ მისი ტრაგიკული აღსასრულის გამო, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ იგი უფლის გვერდითაა და ლოცულობს ყოველი ჩვენთაგანისთვის. მოწყალე უფალმა დააწესოს შენი სული მართალთა თანა, ჩვენო საყვარელო შვილო. ოჯახს კი გამძლეობას და სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებთ.