გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენს მარადიულ ხვედრზე
გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენს მარადიულ ხვედრზე
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის თვალსაზრისით, გარდაცვალება ეკლესიის ერთი შვიდ საიდუმლოთაგანია, როდესაც ადამიანი განიძარცვავს თავის უხეშ სამოსს - სხეულს ("სხვა სოფელი შეუვალია სხეულის ლიტონი ასოებისთვის") და მგრძნობიარე სულიერი ერთეული არსებით დროებითი, მიწიერი ცხოვრებიდან გადაინაცვლებს მარადიული სულების სავანეში. სხეულიდან გასული სული ისეთივე უხილავი და მოუმწიფებელია ჩვენთვის, როგორც უხილავი სამყაროს სხვა საგნები.

წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის დარიგებით, "ჩვენთვის, დედამიწაზე ხანმოკლედ მცხოვრებ მწირთათვის, აუცილებელია ვიცოდეთ ჩვენი ხვედრი მარადისობაში. თუ აქაური ხანმოკლე არსებობის ჟამს ჩვენი საზრუნავია მხოლოდ ის, რომ თავიდან ავიცილოთ ყოველივე სამწუხარო და მოგვიცვას ყოველგვარმა სიამემ, მით უფრო გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენს მარადიულ ხვედრზე. რა აღესრულება სიკვდილით, რა ელის სულს სიკეთისათვის, რომელსაც ადამიანები ნებსით თუ უნებლიეთ სჩადიან დედამიწაზე? ნუთუ არ არსებობს ეს მისაგებელი, მაშინ როდესაც ბოროტება მომეტებულად ხარობს და ზეიმობს დედამიწაზე, ხოლო სიკეთე იდევნება და ვნებულია? აუცილებელია, ამოვხსნათ სიკვდილის საიდუმლოება და ხორციელი თვალით ვიხილოთ უხილავი საიქიო მომავალი". წმინდა ეგნატე იმოწმებს მოციქულ პავლეს სიტყვებს: "სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა", - და განგვიმარტავს, რომ "სიკვდილის საიდუმლოს ახსნა ღვთის სიტყვის საშუალებითაა შესაძლებელი, რადგან სულიწმინდის მოქმედებით ხდება მისაწვდომი ჩვენი გრძნობებისთვის, რომელნიც მადლით არის განწმენდილი და გაწვრთნილი". ღვთის ნებით შეერთებული სული და სხეული, ჩვენი დაცემული ბუნების გამო, სიკვდილის შემდეგ კვლავ ღვთისავე ნებით განცალკევდებიან. სიკვდილით დაისაჯა ადამიანი ღმერთის წინაშე გამოჩენილი ურჩობისთვის. სიკვდილით ადამიანი მტკივნეულად გაიჭრება და გაიკვეთება ორ შემადგენელ ნაწილად, რის შემდეგაც იგი აღარ იწოდება ადამიანად: ცალკე განაგრძობს არსებობას მისი სული, ცალკე - სხეული, რომელიც იშლება და იქცევა მიწად, რომლისგანაც აღებულ იქმნა: ის არსებობას თავისსავე ხრწნადობაში განაგრძობს, როგორც თესლი მიწაში, სულთან მეორედ შეერთების მოლოდინში.

წმინდა წერილში ღვთის სიტყვასა და წმინდა მამათა სწავლებებზე დაყრდნობით წმინდა ეგნატე ცდილობს, აგვიხსნას, თუ რა ემართება სულს, როდესაც ადამიანის სხეული სიკვდილით მიიძინებს. "ჩვენი სულები სხეულთან განშორების შემდეგ მიწიერ ცხოვრებაში მათ მიერ შეძენილი კეთილი ან ბოროტი თვისებების შესაბამისად უერთდებიან ნათელ ან დაცემულ ანგელოზებს. ანგელოზებთან ერთად, თავიანთი ბუნების მიხედვით, ისინი შეადგენენ არსებათა ერთ რიგს, მათ მსგავსადვე, თვისებათა მიხედვით განიყოფიან - არიან კეთილნი ან ბოროტნი, იმის მიხედვით, თუ რა თვისებები შეიძინეს თავისუფალი ნებით". "გამოცხადების" მიხედვით, წმინდა ეგნატე განგვიმარტავს, რომ მართალთა სულები სასუფეველში ნეტარებით ტკბებიან სხეულის აღდგომის მოლოდინში. აღდგომის მომასწავებელი საყვირის ხმაზე უფალი ზეციური სასუფევლის მკვიდრთ მათ სხეულებთან დიდებული შეერთებისთვის წარადგენს, რომელნიც ღმრთის ძის ხმაზე ისე გაცოცხლდებიან, ვითარცა ეს ხმა ესმა ოთხი დღის მკვდარ ლაზარეს. შესაბამისად, ჯოჯოხეთიც წარადგენს თავის მკვდართ საშინელ სამსჯავროზე საბოლოო განაჩენის გამოსატანად, რის შემდეგაც მრჩობლი იქნება მართალთა ნეტარება, ხოლო ცოდვილნი მარადიულ სატანჯველს მიეცემიან.

ვესაუბრებით მარტყოფის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარს, მამა ლევან ნავროზიშვილს.

- მამა ლევან, სახარებაში მოთხრობილია გლახაკი ლაზარესა და უკეთური მდიდრის იგავი. დავრდომილი ლაზარე გარდაცვალების შემდეგ აბრაამის წიაღში მოხვდება, მდიდარს კი, რომელიც ძოწეულითა და ბისონით იმოსებოდა, ჯოჯოხეთში აღეხილნა თვალნი. იქნებ, უფრო კონკრეტულად გვესაუბრა, თუ რაზე მიგვანიშნებს ეს იგავი?

- როგორც უფალი ამ იგავიდან გვაუწყებს, სული გარდაცვალების შემდეგაც ისეთსავე ცნობიერებას ინარჩუნებს, როგორიც სიცოცხლეში ჰქონდა. გავიხსენოთ ეს იგავი: "იყო ერთი მდიდარი კაცი: ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას... იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან ეგდო მთლად დაწყლულებული და სურდა, მდიდრის ნასუფრალით მოეკლა შიმშილი, ხოლო ძაღლები მიდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ.

მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელზოებმა. მოკვდა მდიდარიც. დამარხეს და ჯოჯოხეთში, წამებულმა აღაპყრო თვალნი. იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში და შესძახა: მამაო აბრაამ! მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, შენ სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე. ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომაც ის ახლა ინუგეშება, შენ კი იტანჯები. ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია. ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენკენ გადმოვა და ვერც თქვენგან ჩვენკენ.

ხოლო მან თქვა: გევედრები, მამაო, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე ეგ. აუწყოს ჩემს ხუთ ძმას ყოველივე, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ სატანჯველში.

აბრაამმა უთხრა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ. მათ უსმინონ.

ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ; მაგრამ თუ მკვდართაგან მივა მათთან ვინმე, შეინანებენ.

აბრაამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიანო".

როგორც ამ იგავიდან ჩანს, სულს ისეთივე შეგრძნება და ცნობიერება რჩება გარდაცვალების შემდეგ, როგორიც სხეულში ყოფნის დროს ჰქონდა, მდიდარი გარდაცვალების შემდეგაც ისევ ისე იცნობს ლაზარეს, ისევ ისე განიცდის ტანჯვას, როგორც ადამიანმა სხეულებრივად შეიძლება განიცადოს. ნახეთ, რას ეუბნება აბრაამს, ცეცხლის ალში ენა მეხრუკება და ლაზარე მომივლინე, რომ თითის წვერი ჩააწოს წყალში და წყლის ერთი წვეთით ენა გამიგრილოსო. რა თქმა უნდა, მას სხეული აღარ აქვს, მაგრამ თითქოს ისეთივე შეგრძნება რჩება, როგორიც სხეულში ექნებოდა მსგავს შემთხვევაში, შეუძლია მეტყველებაც, არა პირდაპირი გაგებით, რადგან მას სამეტყველო ორგანო არ აქვს, მაგრამ შეუძლია აზრობრივი და სიტყვიერი ურთიერთობის დამყარება. თითქოსდა გამოსავალსაც ეძიებს, როდესაც მამა ააბრამს სთხოვს, ლაზარე მომივლინეო. თვითონ რატომ ვერ მიდის მასთან? იმიტომ, რომ ვერ ეკარება აბრაამის წიაღს, რადგან სატანჯველში, სულიერ წყვდიადში იმყოფება და იქაური სიბნელე ვერ შეითვისებს ნათელს. ვიდრე ადამიანი სხეულში იმყოფება, ეს შესაძლებელია, გარდაცვალების შემდეგ კი შეუძლებელი ხდება. ჩემი დაკვირვებით, როდესაც ადამიანი უწმინდურობაში ან უსამართლობაში იმყოფება, უჭირს წირვაზე დადგომა. შემოვლენ, ცოტა ხანს დადგებიან და მალევე გადიან ტაძრიდან, რადგან მათი ბუნება შეუთავსებელია იმ გარემოსთან, რომელიც წირვა-ლოცვის დროს იქმნება. სიწმინდეს, სიკეთეს ვერ ეგუება და თვისებრივად ვერ ითავისებს, ვერც გრძნობით ჩაერთვება ამ პროცესში და ვერც აზრობრივად გაიგებს, რადგან მისთვის ყოველივე ეს უაზრობა და დროის ფუჭად დაკარგვაა. როგორც ამ იგავიდან დავინახეთ, იგივე ხდება გარდაცვალების შემდეგაც. მმარხველ, ეკლესიურ პიროვნებაში სიწმინდე და კეთილშობილება შემოდის, ამ იგავის მაგალითზე ასეთი იყო ლაზარე. უსამართლო, ბოროტი ადამიანი უწმინდურობაში განვითარდება, რადგან ერთი ცოდვა ბადებს მეორეს, ვთქვათ, გემოთმოყვარეობა სიძვას ავითარებს, ანგარება - ბოროტებას, მრისხნანება - უსამართლობას და ა.შ.

- გარდაცვლილები ხედავენ თუ არა თავიანთ ახლო ნათესავებსა და ოჯახის წევრებს, შეუძლიათ თუ არა ამოიცნონ მათი შინაგანი სამყარო, გრძნობები და სურვილები?

- როდესაც ადამიანი გარდაიცვლება და, დავუშვათ, ღმერთმა შეიწყალა და აცხოვნა იგი, ამ შემთხვევაში ის გრძობს, რომ ჩვენ მისთვის ვლოცულობთ, რადგან ღვთისგან მიცემული აქვს იმის ნიჭი და შესაძლებლობა, რომ შენზე იზრუნოს, დაგეხმაროს, თვითონაც ილოცოს შენთვის, რადგანაც, როგორც უფლის მეგობარს, აქვს ეს კადნიერება ღვთისგან ბოძებული, ხოლო თუკი ადამიანი განშორებულია სასუფევლის ნეტარებას, მაშინ იგი თავისას განიცდის მხოლოდ და შენზე აღარ ფიქრობს, რადგან თავისი დიდი საწუხარის გამო აღარ აქვს შენს მიმართ სიყვარულისა და თანაგრძნობის განცდა. დავუკვირდეთ, სახარების ამ იგავში თუ რას ეუბნება მდიდარი აბრაამს - ლაზარე მოვიდეს აქო, სთხოვს, რადგან მას სხვა განზრახვაც ამოძრავებს. იმისთვის კი არ სურს ლაზარეს მოსვლა, რომ იგი შეიწყალონ, უნდა, ლაზარეც მასავით დაიტანჯოს, რადგან არ უხარია მისი კარგად ყოფნა, სულიერად შურს მისი. ლაზარეს აბრაამის წიაღში ყოფნა მდიდრისათვის ბოღმის და მწუხარების გამომწვევია. ამიტომ მას სურს, რომ ლაზარეც ჯოჯოხეთში მივიდეს. თუ ასე მოხდებოდა, ისიც ხომ ცეცხლში უნდა შესულიყო, ეს გაახარებდა მას. თავის ძმებთან მისვლასაც იმისათვის სთხოვს, რომ დაამცირონ და ცუდ მდგომარეობაში ჩააგდონ იგი, რადგან მას არც თავისი ძმები უყვარს, სიყვარული რომ შესძლებოდა - ღმერთი ხომ სასუფეველში შეიყვანდა და აბრაამსაც სთხოვდა, თვითონ მისულიყო მასთან. ამიტომ ეუბნება აბრაამი, - შენ შენი მიიღე, ლაზარემ - თავისი და თქვენ შორის განსხვავება, სულიერი დაშორებულობა და დიდი უფსკრულიაო. სიკეთე არ იღებს ბოროტებას და ვერ ითვისებს მას, თუმცა სხვისი ბოროტება არ უხარია. ეს განყოფა, როგორც ამქვეყნად არსებობს, ისევეა იქაც და გარდაცვლილთა სულიერი მდგომარეობაც ამის შესაბამისია, მავანნი უბედურებაში არიან, მავანნი ნეტარებას გაცდიან. მეორედ მოსვლის შემდეგ საბოლოო განყოფა მოხდება და ამქვეყნიური ცხოვრებაც აბსოლუტურად გარდაიქმნება.

- მამა ლევან, ეკლესია ნებისმიერი ადამიანის სულის ცხონებისთვის ლოცულობს?

- გარდაცვლილთათვის ლოცვა აუცილებელია, მაგრამ ეკლესია მაინც გამოარჩევს ადამიანებს, მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. თუ პიროვნება დაპირისპირებული იყო ეკლესიასთან, შეურაცხყოფდა მის სიწმინდეებს, უარყოფდა მის მაცხოვნებელ საიდუმლოებებს, ეწინააღმდეგებოდა სასულიერო პირებს, განიკითხავდა მათ, ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვილოცებთ მისი სულის ცხონებისთვის. შეიძლება ადამიანი არ იყოს ნაზიარები, არც დიდი მორწმუნეობითა და სინანულით გამოირჩეოდეს, მაგრამ მაინც თანხმობაში იყოს ეკლესიურ სიწმინდეებთან, ემთხვეოდეს ხატს, ჯვარს, იწერდეს პირჯვარს, თვითონ არ მარხულობდეს, მაგრამ პატივისცემით იყოს განმსჭვალული მმარხველთა მიმართ: - ასეთთათვის ლოცვა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. "ვინც ჩემკენ მოდის, ნუ დააყენებთ", - ბრძანებს უფალი. ე.ი. ჯერ ჩემამდე არ მოსულა, მაგრამ არ შეაჩროთ, ანუ ვინც მოდის, გზას ნუ გადაუღობავთო, მაგრამ "ვინც ჩემთან არ კრეფს, იგი აბნევსო".

- იქნებ ეს ფრაზაც განგვიმარტოთ?

- ამაში იგულისხმება, ვინც ჩემგან მოცემულს არ იღებსო. ხომ არიან ისეთებიც, რომლებიც ნათლობის შემდეგ ჯვარს შეგნებულად არ ატარებენ, შეურაცხყოფენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, არაფრად მიიჩნევენ ხატს, ჯვარს, ეკლესიურ სიწმინდეებს, ახლოს არ ეკარებიან ტაძრებსა და სასულიერო პირებს. ასეთნი თვითონვე იღობავენ ცხონების გზას და მკაცრი განაჩენი გამოაქვთ საკუთარი თავის მიმართ. მათ ვერავინ დაარწმუნებს, რომ ეს დიდი მკრეხელობაა. ასეთებს არაფერი ეშველებათ. ადამიანს ყველა ცოდვას პატიობს ღმერთი, თუ მას თვითონ გაუჩნდება ამის სურვილი, ძე კაცის შეურაცხყოფასაც კი, მაგრამ ვინც ეკლესიას ებრძვის და მგმობელია სულიწმიდისა, მისთვის ლოცვა არ შეიძლება.

- მადლობას მოგახსენებთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat