ჟურნალი "კარიბჭე" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სტუდია "გუთანის" დამფუძნებლის, რეჟისორ ლექსო გელაშვილის მეუღლის - ხათუნა სარდალაშვილის გარდაცვალების გამო.
ხათუნა იყო გამორჩეული ბუნების ადამიანი, რომელიც უშურველად გასცემდა სითბოსა და სიყვარულს. იგი ერთგულად ედგა გვერდში მეუღლეს იმ დიდებულ საქმეში, რასაც სტუდია "გუთანი" წლების განმავლობაში ემსახურება ქვეყნის და ერის სასიკეთოდ. სწორედ ხათუნას ხელით ნაფერები იყო სტუდია "გუთანის"საოცარი ფილმების ის თითოელი დისკი, ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად რომ მოდიოდა თქვენამდე, ჩვენო მკითხველო. მოდიოდა და მოჰქონდა რწმენა, იმედი და სიყვარული.
შეუძლებელია, ერთხელ მაინც შეხვედროდით ხათუნას - უშუალო, თავმდაბალ და მოსიყვარულე ადამიანს - და ამ შეხვედრის სითბო სამუდამოდ არ გაგყოლოდათ. უკურნებელმა სენმა შეწყვიტა ახალგაზრდა ქალბატონის სიცოცხლე.
ძნელია ასეთ დროს ნუგეშის სიტყვების პოვნა. გვიჭირს ჩვენც - არ ვიცით რა ვუთხრათ ლექსოს და მის 4 შვილს.
უფალს შევთხოვთ, გაგაძლიეროთ და შეგაძლებინოთ ამ განსაცდელის გადატანა. ხათუნას სპეტაკ სულს კი საუკუნო ხსენება და სასუფეველი დაუმკვიდროს.