ერთგან დაუსრულებელი ნეტარებაა, მეორეგან - დაუსრულებელი წყვდიადი
ერთგან დაუსრულებელი ნეტარებაა, მეორეგან - დაუსრულებელი წყვდიადი
გარდაცვალება ყოველი ადამიანის ხვედრია, რომელსაც ვერავინ გაექცევა. "ვინ არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა იხილოს სიკვდილი" (ფს. 88,48), თუმცა დაფარულია, როდის დაგვიდგება ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი. "ადამიანმა არ უწყის თავისი ჟამი" (ეკლ. 9.12), რადგან სიკვდილი არც დროს უნიშნავს კაცს და არც იმას ითვლის, ვინ რამდენი წელი უნდა დაჰყოს დედამიწაზე, არც სიბერეს ელოდება და არც სიყმაწვილეს ინდობს. იგი იმ მთიბავივით ცელავს ყველას, რომელიც მდელოზეა გასული და თიბვისას ყურადღებას არ აქცევს, მისი ცელი ბალახს თიბავს თუ ყვავილს - განურჩევლად ჭრის ყოველივეს, იქნება ეს ხმელი ბალახი თუ ახალწამოჩიტული ყვავილი. შემდგომ ამისა, იგი მოთიბულს გაახმობს ან ძნად დადგამს, ან კიდევ ამისთვის საგანგებოდ აშენებულ სათავსში შეინახავს (არქიმანდრიტი პანტელეიმონი). "კაცი, ვითარცა თივა, არიან დღენი მისნი; ვითარცა ყუავილი ველისაი, ეგრე აღყვავდეს; რამეთუ განვლო სულმა მის შორის, და არღარა იყოს და არცა იცნას ადგილნი მისნი" (ფს. 102,15-16).

"მიწიერი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობას ჰგავს, დღე დღეს აუწყებს მარადისობის კარიბჭესთან ჩვენს მიახლოებას; მთავარია, იქ წარვდგეთ ღირსეულად. ღვთის დიდი წყალობაა, რომ არ ვიცით ჩვენი აღსასრულის დღე, რათა ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილი და ყოველი დღე გავატაროთ ისე, თითქოს იგი იყოს უკანასკნელი, - ამბობს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, - ადამიანები ხშირად გაურბიან სიკვდილზე ფიქრს, რაც არასწორია. სიკვდილი გარდაუვალი რეალობაა, იგი ახალი სიცოცხლის დასაწყისი და ღმერთთან შეხვედრის საწინდარია. ვაი მას, ვინც არ ემზადება ამისთვის, ვისაც არ ახსოვს თავისი ამქვეყნიური დანიშნულება და მხოლოდ მიწიერ გულისთქმათა დაკმაყოფილება გაუხდია ცხოვრების მიზნად".

როგორი იყო ადამიანთა წარმოდგენები სიკვდილზე ქრისტეს ამქვეყნად მოვლინებამდე, რა მნიშვნელობა შეიძინა გარდაცვალებამ უფლის განკაცებისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ და საბოლოოდ დაიძლევა თუ არა სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემა მაცხოვრის მეორედ მოსვლის ჟამს? ამ საკითხზე აზრის გამოთქმა ვთხოვეთ თბილისის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ალექსანდრე გალდავას:

- კაცობრიობას ყოველ დროში აინტერესებდა, თუ რა ხდებოდა მიღმა სამყაროში. ადამიანს გაჩენის დღიდან აფიქრებდა და ადარდებდა, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ, რადგან ესწრაფოდა მარადიულ სიცოცხლეს. ამან თავისი გამოხატულება ხელოვნებაშიც პოვა. პოზიციები სხვადასხვაგვარი იყო. ძირითადად შეხედულებები სიკვდილისშემდგომი ცხოვრების შესახებ ოპტიმისტური გახლდათ. არსებობდა შუალედური და პესიმისტური შეხედულებებიც. ეგვიპტელებს უფრო ოპტიმისტური ხედვა ჰქონდათ ადამიანის სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე. პირველად მათ რელიგიაში ჩნდება, რომ მომავალ ცხოვრებაში ადამიანებს კეთილი და ბოროტი საქმეების მიხედვით განესაზღვრებათ ადგილი.

ძველ აღთქმაში გარდაცვალება წარმოდგენილია როგორც მიძინებული მდგომარეობა, რადგან ბუნდოვანი წარმოდგენა არსებობდა მიღმური სამყაროს შესახებ, ახალ აღთქმაში კი მართალ ადამიანთა სამყოფელი აბრაამის წიაღად მოიხსენიება, რადგან მანამდე ეს ტერმინი არ არსებობდა, უფრო სწორად, აბრაამის წიაღი ძველ აღთქმაში არ იყო ნათლად ჩამოყალიბებული. მართალთა სულები არც ჯოჯოხეთის სრულ ტანჯვაში იმყოფებოდნენ და არც სამოთხისეულ სრულ ნეტარებაში. მაცხოვარი თავის იგავში მართალთა სამყოფელს აბრაამის წიაღად მოიხსენიებს.

ჩვენ ვიცით, რომ ადამის სამოთხისეული მდგომარეობა სხვა იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან შესცოდა და გაძევებულ იქნა სამოთხიდან, ის და მთელი მისი შთამომავლობა სასუფეველში ვეღარ ხვდებოდა. აქვე მინდა გავაკეთო განმარტება. სამოთხედ იწოდებოდა ის მიწიერი ადგილსამყოფელი, სადაც ადამი იმყოფებოდა, სასუფეველი კი ადამიანის სულიერი მდგომარეობაა მისი გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ღმერთთან თანამყოფობას და განსხვავებას ნიშნავს. სასუფევლის კარები ადამიანებისთვის ქრისტეს აღდგომის შემდეგ გაიღო. ამიტომ სამოთხე და სასუფეველი სხვადასხვა დატვირთვისა და მნიშვნელობისაა. სასუფეველი, მიწიერი სამოთხისგან განსხვავებით, არის ღმერთთან სულიერად ახლომყოფობა. ადამიანი, რაც უფრო მაღალ სულიერ საფეხურზეა, მით უფრო ახლოსაა ღმერთთან. შესაბამისად, ჯოჯოხეთიც ადამიანის სულიერი მდგომარეობაა და იქ ადამიანთა სულები, თავიანთი მდგომარეობის შესაბამისად, მართლაც იწვიან სინდისის ქენჯნით, პირუკუ დგანან ღვთისაგან და საერთოდ ვერ განიცდიან ღმერთთან ყოფნის სიხარულსა და აღმაფრენას. ერთგან დაუსრულებელი ნეტარებაა, მეორეგან - დაუსრულებელი წყვდიადი და ტანჯვის განცდა. წმინდა ისააკ ასურის განმარტებით, ჯოჯოხეთშიც ისეთივე სიყვარულის ცეცხლი ანთია, როგორიც სასუფეველში, განსხვავება ის არის, რომ თუ სასუფევლის მოქალაქეები ამ ცეცხლით იღებენ უდიდეს სიხარულს, მადლსა და ნეტარებას, ჯოჯოხეთში მოხვედრილთათვის იგივე სიყვარული დამთრგუნველია, შემაწუხებელი და მტანჯველი და არა სხვადასხვაგვარი საწამებელი იარაღით აღჭურვილი ეშმაკი. სასუფეველში მყოფი ადამიანის მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ ნოყიერ ნიადაგზე გახარებულ მცენარეს, რომლისთვისაც მზე მაცოცხლებელი ძალაა და ისიც მზისკენ მიილტვის სითბოს, სინათლისა და ენერგიის მისაღებად, რათა უფრო დიდი გაიზარდოს, ჯოჯოხეთში მყოფი ადამიანის სულიერი მდგომარეობა კი მიწიდან ამოგლეჯილ მცენარესავითაა, რომლისთვისაც მზის ცხოველმყოფელობა გამახმობელი და მომაკვდინებელი ხდება, თუმცა თავისთავად მისი დაჭკნობისა და განადგურების მიზეზი მზე კი არა, მისი უნიადაგოდ ყოფნაა. შუა საუკუნეების როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მხატვრობაში ჯოჯოხეთი უფრო ხილული სამყაროსთვის დამახასიათებელ მხატვრულ ფორმებშია წარმოჩენილი, ადამიანებისთვის რომ უფრო მძაფრი ყოფილიყო იმ სამყოფელის განცდა, სადაც ცოდვილთა სულები მარადიულ სატანჯველში იმყოფებიან. სინამდვილეში კი ღვთისაგან განდგომილი სულები სიყვარულის მახვილით განიგმირებიან.

- ანგელოზებისგან განსხვავებით, ადამიანი ღვთისგან სულისა და ხორცის ერთობით შეიქმნა. როგორ ეგუებიან ისინი გარდაცვალების შემდეგ ახალ სამყოფელს სხეულის გარეშე?

- ქრისტიანული სწავლება, მაქსიმე აღმსარებლიდან და კაბადოკიელებიდან დაწყებული, დამთავრებული იოანე დამასკელითა და სხვა წმინდანებით, იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანი ღმერთმა სულითა და სხეულით შექმნა და მისი სული სრულ მდგომარეობაში ვერ იქნება ვიდრე მეორედ მოსვლამდე მაცხოვრისა, სანამ სული და სხეული კვლავ ერთმანეთს არ შეეყრება. ღმერთი აბსოლუტია, მაგრამ ადამიანი სულთან ერთად არის სხეულიც. ერთნი განიცდიან ნეტარებას სასუფეველში, მეორენი - ტკივილს ჯოჯოხეთში, მაგრამ არც ერთის სიხარულია სრული და არც მეორის ტკივილი, სანამ ადამიანის სული და სხეული არ შეერთდება. ძველ ბერძნულში, ებრაულში სხეული განასახიერებს ადამიანს, ასევეა ინგლისურშიც "ბოდი" ნიშნავს სხეულს. სიტყვები "სამბოდი", "ევრიბოდი" აქედან წარმოდგება. ადამიანი სულისა და სხეულის ერთობლიობაა, ამიტომ სხეულის გარეშე ის მთელის ნაწილი, ანუ ნაწილობრივი ხდება. ამიტომ მეორედ მოსვლის დროს მოხდება ადამიანის სულისა და სხეულის ისევ შეერთება, რომ ღმერთის ჩანაფიქრი აღსრულდეს. ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ ღმერთმა ადამიანი, ვთქვათ, ჩაიფიქრა სხეულთან ერთად, შემდეგ არ გამოუვიდა და მხოლოდ სულიერად აცხოვნებს მას; არა, ღმერთის გამოუვალი ჩანაფიქრი არ არსებობს, ღმერთი აკეთებს იმას, რაც ჩაიფიქრა და ბოლომდეც მიიყვანს. "ჩანაფიქრი" ცუდი სიტყვაა, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით: ისურვა ღმერთმა, რომ ადამიანი იყოს სულითა და სხეულით განმადიდებელი თავისი შემოქმედისა, განსხვავებით ანგელოზებისგან. მართალია, ანგელოზებს სხეული არ აქვთ, მაგრამ სხვაგვარი გარშემოწერილობა მაინც გააჩნიათ. ანგელოზებს აქვთ რაღაც განსაზღვრული ეთერული ფორმა, მათ სულებს არ შეუძლიათ ერთდროულად ყველგან მყოფობა, ისე, როგორც ღვთიურ აბსოლუტურ სულს. ანგელოზთა მოქმედების არეალი შემოფარგლულია, მხოლოდ ღმერთს აქვს ყველგანმყოფობის ძალა და ამიტომაც არის იგი უხილავი. ანგელოზებს აქვთ ჰაეროვანი სხეულისმაგვარი ფორმა, მსუბუქი და უწონადი, თავი და სახის ნაკვთები, რაც მატერიალურ სამყაროში ვერ ჯდება და არც აღიქმება, თუ განსაკუთრებულ შემთხვევებს არ მივიღებთ მხედველობაში.

- ალბათ, ადამიანები მაინც არ აღდგებიან თავიანთ პირვანდელ, მიწიერ სხეულებში მეორედ მოსვლის ჟამს...

- სახარებაში ნათქვამია მკაფიოდ, რომ აღდგომის შემდეგ მაცხოვარს ჰქონდა ახალი სხეული, რომელიც დახშულ კარებშიც კი შედიოდა. მას საკვები არ უნდოდა და პურითაც არ იკვებებოდა, რადგან ჭამა აუცილებელი პირობა არ იყო მისთვის, მაგრამ ჭამდა იმისთვის, რომ სხვისთვის დაენახვებინა, რომ ეს სხეული მოჩვენებითი არ იყო. მისი სხეული სრულია, ოღონდ ახალი ადამიანისა და განღმრთობილი კაცისა. ისეთი, როგორი სხეულისთვისაც ადამს უნდა მიეღწია, ცოდვით რომ არ დაცემულიყო, უხრწნელი სხეული, რომელსაც არ ეხება ტკივილი, დაღლა, შიმშილი, ცოდვილი ვნება. სანამ უხრწნელ სხეულს მიიღებდა, ქრისტეს შიოდა, იღლებოდა კიდეც, ჰქონდა ადამიანური ემოცია; გახსოვთ ალბათ, როდესაც მან ლაზარეს საფლავთან იტირა, ტკივილსაც შეიგრძნობდა, ისე, როგორც ყველა ადამიანი და ნებაყოფლობით სხეულებრივად ეწამა და მოკვდა კიდეც. ყოველგვარი ადამიანური, რაც ადამმა ცოდვის შედეგად შეიძინა, მაცხოვარმა მიიღო ცოდვის გარეშე. ქრისტეს აღდგომით ჩვენთვის ცნობილი გახდა, როგორია ახალი, უხრწნელი სხეული ადამიანისა. იგი სიბერეს, ცვეთას, ცვალებადობას აღარ ექვემდებარება, რადგან დრო აღარ მოქმედებს მასზე. და რაც ყველაზე მთავარია, მაცხოვარი აღდგომის შემდეგ არ განეშორა ადამიანის სხეულს, რაც ღვთისგან ადამიანებისადმი უდიდესი სიყვარულის გამოვლენა და ქრისტიანული დოგმატის მწვერვალია. სხვა რელიგიებშიც იყვნენ ანთროპომორფული ღვთაებები, რომლებიც მოიხმარდნენ ადამიანურ სხეულებს, მაგრამ შემდეგ ტოვებდნენ მათ, ქრისტეს აღდგომა კი სულ სხვა რეალობაა - განკაცებული ღმერთი წამებისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც ადამიანურ სხეულს არ განეშორება, ხორციელად აღმდგარი უფალი სხეულებრივად ამაღლდება ზეცაში და დაჯდება მარჯვენით მამისა, რაც უახლოეს ღვთაებრივ წიაღს ნიშნავს.

ისეთი კავშირი დამყარდა ღმერთსა და ადამიანს შორის, რომ ღმერთს მიეცა ადამიანის სხეული. არავითარ ადამიანურ წარმოდგენას არ შეეძლო ამის გონებით ჩაწვდომა, სინამდვილეში ასე რომ არ მომხდარიყო. ქრისტემ, ღმერთის ერთ-ერთმა ჰიპოსტასმა, მიიღო ადამიანის ბუნება. ღმერთი ხდება ადამიანი, რათა ადამიანები გახადოს ღმერთები. უფლის ეს მოქმედება, რა თქმა უნდა, ადამის დაცემის შედეგად მოხდა, მაგრამ წინაგანზრახულობა მანამდე იყო, სანამ ღმერთი ადამს შექმნიდა, რადგან მან, როგორც წინასწარმხედველმა, იცოდა, რაც მოხდებოდა. ანდრეი რუბლიოვის სამებაში მაცხოვარი, რომელიც შუაშია გამოსახული, აკურთხებს ტრაპეზზე მდგომ კრავს. ამით ნათქვამია, რომ ის მიდის მის მიერ შექმნილი ადამიანის ცოდვების გამოსასყიდად, ანუ ადამის შექმნამდე განზრახულება იყო ღვთისა, რომ ის განკაცდებოდა. მაცხოვარი მეორედ მოსვლის შემდეგაც არ განეშორება ადამიანურ სხეულს, იგი ხომ განკაცებული ღმერთია და ასე დარჩება მუდამ. მას სხეულზე იარებიც კი ამჩნევია, ის ტკივილი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მივაყენეთ. წმინდა წერილის მიხედვით, მაცხოვრის მეორედ მოსვლის შემდეგ იქნება ახალი ცა და ახალი მიწა. თუ რას ნიშნავს ეს, ძნელი წარმოსადგენია.

მაცხოვარი ღვთიურ სასუფეველს ყოველთვის მექორწილე წყვილის ქორწინების წინა მდგომარეობის სიხარულს ადარებს, იმის განცდას, რომ შენს უსაყვარლეს რჩეულს უნდა შეერწყა და ამის სიხარული განიცადო. ქრისტე სასუფეველზე ყოველთვის იგავით ლაპარაკობს, რადგან შეუძლებელია მისი გადმოცემა. ქორწილისა და ერთობის მდგომარეობა დიდ სიხარულში - ამის იქით რა ხდება, ალბათ ადამიანური წარმოდგენისა და ფანტაზიის ნაყოფი უფრო იქნება, გადმოცემული მხატვრულად, რასაც დასავლეთის ეკლესია მიმართავს და ნამდვილად არ არის სიკეთის მომტანი. ილაპარაკო იმაზე, რაც არ გინახავს და განგიცდია, ვერავითარ სარგებელს ვერ მოგვიტანს, რადგან არ იქნება მართებული და რეალობის ამსახველი, ისე როგორც დალტონიკს ვერ აუხსნი და ვერ გააგებინებ, რა არის წითელი და როგორ გამოვარჩევთ მას მწვანე ფერისგან, რადგან ეს უნდა შენი თვალით ნახო და შეიგრძნო. პავლე მოციქული, რომელიც კაცთაგან უფალმა ღირსი გახადა სასუფევლის ხილვისა, როდესაც ამაზე ეკითხებოდნენ, ამბობდა, ეს არის ენით აღუწერელი, თვალით უხილავი, ყურით გაუგონარი, რომლის გადმოცემაც შეუძლებელიაო. ამას ადამიანი სულიერი მჭვრეტელობით თუ მიაღწევს. წმინდანები დუმდნენ, როდესაც სასუფევლის ნეტარებას მიახლოებით განიცდიდნენ, თუმცა ვერ გადმოსცემდნენ, რადგან ეს პიროვნულად, ინდივიდუალურად შეიძლება ადამიანმა განიცადო დიდი სულიერი ღვაწლისა და გარჯის შედეგად.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat