სოცილურ ქსელებში გავრცელდა ცნობა პატარა მხატვრის - გეგა პატურაშვილის უეცარი გარდაცვალების შესახებ.
მას შაქრიანი დიაბეტი და გული აწუხებდა. გარდაცვალების წინა დღეს - 17 თებერვალს - დაბადების დღე ჰქონდა. მცირე ასაკის მიუხედავად, გეგას უკვე ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა, შარშან კი გერმანიის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.
დღეს გეგას დაკრძალვის დღე იყო. ყველა, ვინც კი მას იცნობდა, ამ პატარა ვაჟკაცის გამორჩეულ ადამიანურ თვისებებსა და ნიჭიერებაზე საუბრობს.
გეგას მამა, ზაზა პატურაშვილი ასეთ პოსტს აქვეყნებს:
"მე ვინც მიცნობს იცის რომ, მე საერთოდ არ დამიწერია არასოდეს არანაირი პოსტი, მაგრამ ეხლა ვწერ და იმდენად მძიმეა ჩემთვის მაგრამ ვიცი რომ გეგას ვწერ , მისმენს და მხედავს. მე-3დღეა და როგორც წმინდა მამები ამბობენ გეგა დაგატარებენ, სადაც შენ გინდოდა ყოფნა ამ სამი დღის მანძილზე და ვიცი რომ სახლში ხარ და ნინოს ანუგეშებ ეხლა. გეგა შენი ბოლო პოსტით პატიება ითხოვე..... მაპატიე მეც ყველაფერი, მაპატიე რომ ვერ გითმობდი ბევრ დროს და ვერ ვიცლიდი შენთვის და ანასთვის. მაპატიე, მაპატიე, მაპატიე გთხოვ ......... !!!! გპირდები რომ შენი სულის სადიდებლად გავაკეთებ ყველაფერს. შენ უნადა მოგეხედა ჩვენთვის და აკი გააკეთებ კიდეც, მამა იოანემ და მამა ანტონმა ერთი ანგელოზი გეგას სახით ოჯახში გყავთო, თქვენთვის წავიდა და არა უფლისთვისო, თქვენ უნდა გიპატრონოთო გეგამ, ილოცოსო. შენ არ იცი რამძიმეა ამ წუთებში უშენოდ. მაპატიეთ გთხოვთ ამ პოსტისთვის ყველას, არ შემეძლო სხვანაირად და დიდი მადლობა ყველას".
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი გეგას! მის მშობლებს კი მისცეს ძალა ამ უმძიმესი განსაცდელის გადასატანად!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი