ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-თანამედროვე ცხოვრებაში,
ადამიანის მაქსიმალური გამატერიალება მოხდა.ყველაფერი უნდა აწონოს ადამიანმა და გონებრივად შეწვდეს მეტაფიზიკურ მოვლენებს. სადუკევლური ცნობიერება,რომელიც უარყოფს აღდგომას და სულის უკვდავებას მეტად გააქტიურდა თანამედროვე ეპოქაში, რამაც ადამიანის სულიერი სტაგნაცია გამოიწვია. სამწუხაროა, როცა ადამიანის სიკვდილს, თუნდაც ტრაგიკულს ღვთის რისხვად აღიქვამენ, თუნდაც მორწმუნენი, რომელთაც სწამთ ღმერთისა და აღდგომისა. ადამიანი შემოვიდა წუთისოფელში და სიკვდილი მიეფინა ცოდვით, მაგრამ სიკვდილი ბუნებრივ მაინც ვერ გახდა, რადგანაც იგი უფალს სიკვდილისთვის არ შეუქმნია. დღეს გლვობს საქართველო, სასტუმრო "ლეოგრანდში" დაღუპულ ახალგაზრდებს. დღეს გლოვობს ბათუმი და ამინდიც მგლოვიარეა და თალხითაა დაფარული ბათუმის კამკამა ცა. ჩვენი გულები სავსეა მწუხარებით, მაგრამ ერთი დიდი სიხარული და იმედი გვასულმდგმულებს: ეს არის აღდგომა და სულის უკვდავება. იციან ეს მშობლებმა, რომელთა გულები სიკვდილის ტანჯვით არის აღსავსე. იდექით მტკიცედ ჩემო ძვირფასებო! გახსოვდეთ, რომ ქრისტე აღსდგა და თქვენს შვილებსაც იესოს თანა მიიყვანებენ,-როგორც წმინდა პავლე ბრძანებს. ჩვენ გვაქვს სასოება და უსასრულო ცხოვრების განცდა.დედებო, თქვენი ცრემლი ლოცვით ცრემლად დაღვრილიყოს, რომელიც უწყვეტი იქნება თქვენს მიწიერ ცხოვრებაში და ამ გულისმიერმა ლოცვამ აცხოვნოს თქვენი და ჩვენი ძვირფასი შვილები ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი