პირველი სიკვდილიც მოვიდა - ადამისა და ევას შეცოდების პირველი ნაყოფი
პირველი სიკვდილიც მოვიდა - ადამისა და ევას შეცოდების პირველი ნაყოფი
"ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ორი ყველზე მთავარი, იდუმალი და თრთოლის მომგვრელი მოვლენა - დაბადება და სიკვდილი. ამასთან, სიკვდილი უფრო ძლიერ განცდებთან და რთულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. სიკვდილს ჩვენი ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. სიკვდილი, ისევე, როგორც სიცოცხლე, ყოველთვის ჩვენს გვერდით არის. იგი ყოველი მიწიერი ქმნილების აჩრდილი და მისი გარდაუვალი დასასრულია. რადგან დავიბადეთ, უნდა მოვკვდეთ კიდეც", - ასე იწყებს თეოლოგი ნიკოლაუს ვასილიადისი თავის მონოგრაფიას "სიკვდილის საიდუმლოება", რომელმაც ბერძენ ჟურნალისტს, ღვთისმეტყველსა და მწერალს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. იგივე აზრი უფრო ადრე გამოთქვა გამოჩენილმა ქართველმა პოეტმა ვაჟა-ფშაველამ: "რაწამსაც დავიბადებით, იქვე სამარეც მზად არის..."

როგორ გაჩნდა სიკვდილი - ყველასთვის გარდაუვალი და შეუცნობელი და რას განიცდიან ადამიანთა სულები გარდაცვალების შემდეგ? არსებობს თუ არა სულთა კავშირი მიცვალებულებსა და მიწიონებს შორის? ნუთუ ჩვენი ცხოვრების გზა მართლაც "სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე"? - როგორც გალაკტიონი იტყოდა. ნუთუ ყველაფერი მართლაც მირაჟია და ერთი გაელვება, ადამიანი კი მხოლოდ იმისთვის დაიბადა, რომ უნდა მოკვდეს და ამით მთავრდება ყველაფერი? - ეს მარადიული კითხვები ყოველი დროის მოკვდავთა ცხოველი ინტერესის საგანს წარმოადგენდა, განურჩევლად წარმომავლობისა და რელიგიური ერთობისა.

შევეცდებით, ამ საკითხს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციიდან შევხედოთ. სიტყვა "სიკვდილი" პირველად მაშინ გაისმა, როდესაც უფალმა ადამი სამოთხეში გააფრთხილა: "ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში, მხოლოდ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ ჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდები" (დაბადება II,16:7). საგანგებო მცნება, რომელიც ღმერთმა ადამიანს ზნეობრივი ზეძალის განსავითარებლად დაუდგინა, ჩვენთვის უკვე ნაცნობი ხის ნაყოფის ჭამისგან თავშეკავებას გულისხმობდა. დაკისრებული მცნება ადამიანის ღვთისადმი სიყვარულის, მორჩილების, მოთმინების, მადლიერებისა და ერთგულების გამომხატველი უნდა ყოფილიყო, ამ მცნების დარღვევა კი, ცხადია, ღვთისადმი უმადურობას გულისხმობდა, მიუთითებდა ადამიანის სურვილზე, თავისი საკუთარი ნებით ეცხოვრა და არა ღვთის მცნებით. აი, ამისთვის მიენიჭა ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ და უმნიშვნელო დანაშაულს უზარმაზარი მორალური მნიშვნელობა. ბიბლიის განმმარტებელთა მიხედვით, სიტყვა, "როგორც კი" გაგებულია როგორც დაუდგენელი მითითება დროში და ზუსტი თარგმანით ნიშნავს "იმ დროს, როდესაც"; სიტყვა "მოკვდები" ძველი ებრაულად "უეჭველად მოკვდების" ნიშნავდა.

ასე შემოვიდა სიკვდილი ადამიანებში, როგორც საზღაური ჩვენი პირველი მშობლების შეცოდებისა, რომელიც ადამისა და ევას სამოთხიდან გამოძევების შემდეგ კაცთა მოდგმის თანამდევი გახდა.

ღვთისმეტყველთა განმარტებით, ცოდვის ჩადენისთანავე, დაუყოვნებლივ არ ხდება ადამიანის მოკვდინება. ეს პროცესი გულისხმობს ცოდვით გამოწვეულ და ცოდვასთან ერთად დაწყებულ თანდათანობით კვდომას. რა თქმა უნდა, სიკვდილი ადამიანის დაცემისთანავე გაჩნდა, მაგრამ იგი მას თანდათანობით ართმევს სასიცოცხლო ძალებს, რომელიც ავადმყოფობებში, მოხუცებულობასა და სულიერ სევდაში ვლინდება.

ფიზიკური სიკვდილის გარდა წმინდა წერილი მიგვანიშნებს სულიერ სიკვდილზეც, რომელიც მართლმადიდებლური თვალთახედვით იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა თავისი დაცემის აქტით, ღვთის მიერ მისთვის მიცემული პირველი მცნების დარღვევით, გაწყვიტა კავშირი სიცოცხლის წყაროსთან, რითაც თავის თავს თვითონვე გამოუტანა განაჩენი. "რაკი შენ დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენ გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე, ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო, პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგან ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი". როგორც ესაია წინასწარმეტყველი გვიხსნის: "დაჭკნა, დაღონდა სოფელი, დაჭკნენ ქვეყნიერთა დიდებულნი, წაიბილწა მიწა მის მკვიდრთა ფეხქვეშ, რადგან გადაუდგნენ რჯულს, დაარღიეს კანონი, გატეხეს საუკუნო აღთქმა".

"ვიდრე მიწად მიიქცეოდე"... უფლის სასჯელთა მთელ წყებას აბოლოებს იმ მუქარის აღსრულება, რომელიც ადამიანს ემცნო იმ შემთხვევისთვის, თუ იგი მცნებას დარღვევდა, თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ ნგრევისა და სიკვდილის ეს კანონი, ბიბლიური პარალელების მიხედვით, ეხებოდა ადამიანის ბუნების მხოლოდ ფიზიკურ მხარეს, რომელიც შექმნილი იყო მიწისგან და დაუბრუნდებოდა თავის პირველსაწყისს. ადამიანის სულზე კი, რომლის უმაღლესი სათავეც ღმერთში იყო, იგი არ ვრცელდებოდა.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი): "ცოდვით დაცემის შემდეგ დაირღვა კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. უფალმა თავისი სახე თითქოსდა ბურუსით დაფარა, ადამიანის არსებობის ხილული მიზეზი და საფუძველი ეს მიწიერი, მატერიალური სამყარო გახდა, ყოფიერების ცენტრი - თვით ადამიანი, ხოლო ცხოვრების აზრი - საკუთარი სურვილებისა და ვნებების დაკმაყოფილება. ადამიანისთვის დაიხურა ზეცა, დრომ და ნივთიერმა მას სამოთხის კარი დაუხშო. ადამი მატერიალურობის ჩაკეტილ წრეში, გრძნობიერების საპყრობილეში აღმოჩნდა დატუსაღებული და მხოლოდ აღსარებითა და თვალთა ლოცვით აღხილვით შეეძლო დანახვა იმ ღვთაებრივი ნათლის ანარეკლისა, რომელიც მას დაშორდა.

მატერიალურის საბურველს მიღმა ჩვენც ასევე ვერ ვხედავთ სულიერ სამყაროს. ის ჩვენთვის სამგანზომილებიან მატერიალურ სივრცემდე შევიწროვდა. სული და მარადისობა განყენებულ მცნებად, აბსტრაქციად იქცა, რომელიც არ დასტურდება ჩვენი შინაგანი გამოცდილებით. ჯერ ისევ გამოუჩეკავ ბარტყს ჰგონია, რომ მტერი ქვეყნიერებისა კვერცხია, სადაც ის არის დატყვევებული. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაჭუჭს გამოამტვრევს, დაინახავს, რომ არსებობს უზარმაზარი, მისთვის უცნობი სამყარო და გაოცებული მიმოიხედავს. ჩვენც მატერიალურობის, ვნებიანობის, ნივთიერი წარმოდგენებისა და სახეების ასეთსავე გაქვავებულ კვერცხში ვართ გამომწყვდეულნი, ეს ნაჭუჭი უნდა გამოვამტვრიოთ, რომ ვიხილოთ სულიერი სამყარო თავისი განუზომელი დიდებულებით".

ადამიანი ერთადერთია ღვთის ქმნილებათაგან, რომელსაც სიკვდილი აფიქრებს, რადგან ღვთისგან ბოძებული გონიერების წყალობით გაიაზრებს, რომ მოკვდავია. როგორც ბლეზ პასკალი ამბობდა: "თუნდაც ის გაანადგუროს სამყარომ, ადამიანი მაინც მასზე ამაღლებულია, რადგან ადამიანი აცნობიერებს, რომ ემშვიდობება სიცოცხლეს, სამყარო კი არაფერს აცნობიერებს". ამიტომ რჩება იგი ამ სამყაროს გვირგვინი, ღვთისთვის კი ერთი ადამიანის გადარჩენილი სული უფრო ძვირფასია, ვიდრე მთელი მატერიალური სამყარო და უსასრულო კოსმოსი.

პირველი სიკვდილიც მოვიდა - ადამისა და ევას შეცოდების პირველი ნაყოფი. მათმა შვილმა კაენმა მოკლა უმცროსი ძმა აბელი, რომელიც იმის გამო განრისხდა, რომ აბელი ღვთის რჩეული გახდა და უფალმა მისი მსხვერპლი შეიწირა. "დიდია ღვთის წყალობა ცოდვილისადმი, რომელსაც არ ემეტება იგი დასაღუპავად და ყველა გზას და საშუალებას მიმართავს, რომ სინანული აღუძრას მას და ძმის მკვლელს გამოფხიზლებისა და გულწრფელი აღიარებისკენ მოუწოდებს, მაგრამ იოანე ღვთისმეტყველის განმარტებით, იგი არა მარტო თავის ცოდვაში იკეტება, არამედ თავხედურად პასუხობს ღმერთს და თითქოს ადანაშაულებს კიდევაც მას ამგვარი უადგილო შეკითხვისთვის". მართალი და წამებული აბელი კი ღმერთს თავის პირველ მსხვერპლად მიჰყავს.

"ჯორჯ ბაირონი თავის დრამატულ პოემაში "კაენი" აღგვიწერს ძმის მკვლელობის სურათს და ასახავს, თუ რა დაჟინებით დააცქერდა მკვლელი მკვდარ აბელს, მის ფერმკრთალ სახეს, სცადა ძმის ხელები მაღლა აეწია, მაგრამ ისინი ქვასავით დაენარცხნენ ძირს და შეშინებულმა შესძახა: "სიკვდილი ეწვია ქვეყანას!.." ეს სიტყვები ალბათ ადამიანის ყველაზე შემზარავი აღმოჩენაა. და მაშინ ადამმა და ევამ შეძრწუნებულებმა იხილეს, რომ გამართლდა ღვთის სიტყვები და მათი პირმშო - კაენი, რომლის შობაც ევამ მიიღო სიმდაბლის სიტყვებით, "მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ" (შექმნა 4,2), იწყებს თავის ხანგრძლივ ხეტიალს ცხოვრების უდაბნოში, "იწროებითა და ძრწოლით", რაც მთავარია, ამ ხეტიალისას მისი მთავარი თანამგზავრი გახლდათ სიკვდილი!..

მას აქეთ ადამიანის არსებობის აუცილებელ პირობად სიცოცხლე კი არა, სიკვდილი შეიქნა, ყოველმა ადამიანმა მასთან შეხვედრამდე იცის, რომ სიკვდილი მისი ხვედრია, უფრო სწორად, თავად არის სიკვდილის ხვედრი" (ნ. ვასილიადისი).

ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი სოკრატე, რომელმაც სიცოცხლე ჭეშმარიტების ძიებას მიუძღვნა, ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ "ყოველივე, რაც ადამიანმა უწყის და რაც შეიძლება მომავალში შეიმეცნოს - არაფერია იმასთან შედარებით, რაც მან არ უწყის და იმასთან, რაც მას არ ესმის".

გარდაცვალება ღვთის სიბრძნის უდიდესი საიდუმლოა, - აღნიშნავს. ნ. ვასილიადისი, - ცხოვრება თუ მართლა მდინარეა, რომელიც განუწყვეტლივ მიედინება, მაშინ მას ორი ბუნებრივი საზღვარი აქვს; ადამიანიც, რომელიც გარდუვალად მიჰყვება მდინარის დინებას, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია, თავისი გამოცდილებით მხოლოდ ერთ ნაპირს იცნობს, მეორე ნაპირის შეცნობაზე კი ფიქრიც არ სურს. ამის გამო სიკვდილის საიდუმლოება კიდევ უფრო მეტი იდუმალებითა და სიბნელით არის მოცული. ჩვენ, ყველანი, საფლავის ერთ მხარეს ვდგავართ. სამყარო, რომელიც მდებარეობს საფლავის აქეთა მხარეს, ანუ სააქაო - არის სოფელი "ხრწნადი", "კვდომის ადგილი". ჭეშმარიტად ცოცხალთა ადგილსამყოფელი კი საფლავის მიღმა არსებული სამყაროა. იქ არც ღამე არსებობს და არც ძილი - "სიკვდილის მსგავსება".

ღმერთი სიცოცხლის შემოქმედია. ამიტომ მის ქმნილებაში სიკვდილის არსებობა ღვთის განგებით განახორციელებს ღვთაებრივი სიბრძნის საიდუმლოს. ადამიანის გონებას არ ძალუძს ბოლომდე ჩასწვდეს ამ საიდუმლოს, აღიქვას და შეიმეცნოს იგი.

ღმერთი ჩვენთვის მიუწვდომელი სიბრძნით ადგენს ამ ცხოვრების საზღვრებს, გადავყავართ იმქვეყნიურ ცხოვრებაში.

სიკვდილის საიდუმლო იმითაც არის მიუწვდომელი, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ აღწერს და გაგვიზიარებს საკუთარი სიკვდილის გამოცდილებას. კაციც მაშინ იძენს ამ გამოცდილებას, როდესაც კვდება და როცა ადამიანი ამას გამოცდის (და ეს მოხდება ერთადერთხელ და უკანასკნელად), იგი მაშინვე წყვეტს ამქვეყნად არსებობას. ასე რომ, სიკვდილი არის ამ სამყაროში ჩვენი არსებობის შეუძლებლობის განხორციელება! მე შემიძლია სხვის მაგივრად მოვკვდე, სხვისი გულისათვის, სხვის გადასარჩენად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე სხვისი სიკვდილით ვკვდები.

სიკვდილის საიდუმლო იმითაც არის შეუცნობადი, რომ ჩვენთვის უცნობია აღსასრულის ჟამი, რადგან მას მძიმე და ნათელგაუმტარი ფარდა ფარავს.

უცნობია ისიც, თუ სად გადაინაცვლებს ჩვენი სული და რა სახით აგრძელებს არსებობას. ის, ვინც მიდის, მარტო წარდგება სიკვდილის სულისშემძვრელი სინამდვილის წინაშე, ჩვენი ცხოვრების ყველა სხვა მომენტში ვიღაც შეიძლება იყოს ჩვენს გვერდით, რათა გვანუგეშოს, დახმარების ხელი გამოგვიწოდოს, მაგრამ როდესაც სიკვდილთან პირისპირ აღმოვჩნდებით და ზღურბლს გადავაბიჯებთ - მაშინ ყველა ხიდი ჩატეხილია! ზღურბლს აქეთ დარჩენილები გაოგნებულნი არიან, დათრგუნულნი და მდუმარენი. მეორე ნაპირზე რჩება ის, ვინც წავიდა და უკვე სხვა სამყაროშია!..

ურწმუნონი და მცირედ მორწმუნენი მიმართავენ ჯადოქრებს, მკითხავებს, წინასწარმეტყველებს, მედიუმებს, რათა პასუხი მიიღონ ამ კითხვაზე, პოვონ მცირედი ნუგეში მაინც, ან გაიგონ რაიმე თავიანთ ახლობლებზე, ჩვენ კი ღვთაებრივი გამოცხადებით, რამდენადაც შევძლებთ, ვცდილობთ, შევიცნოთ იმქვეყნიური ცხოვრება.

ყველა სარწმუნოებას აქვს თავისი სათქმელი ამ დიდმნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე მეტს ამის შესახებ წმინდა სამება გვიცხადებს, ღმერთი, რომელიც რწმენით, იმედითა და სიყვარულით ასულდგმულებს ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებას (ნ. ვასილიადისი).

დაბოლოს: სწავლება უკვდავების შესახებ ყველაზე სასიცოცხლოა ადამიანისთვის, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ მისი სული ხორცისგან დამოუკიდებლად აგრძელებს ცხოვრებას სხვა სამყაროში.

უფალი ცოცხალთა ღმერთია, ჩვენი მიწიერი ყოფა კი მხოლოდ დასაწყისი და მოსამზადებელი ეტაპია მარადიული, დაუსრულებელი ცხოვრებისთვის. ეს განცდა თანმდევია ადამიანის სულისა, რომელსაც ღმერთმა უკვდავება მიანიჭა.

(გაგრძელება იქნება)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat