ასი წლის სქემმონოზონ ანას ამქვეყნიდან გასვლას იგონებს იღუმენია მარიამი, დედანი და დანი
ასი წლის სქემმონოზონ ანას ამქვეყნიდან გასვლას იგონებს იღუმენია მარიამი, დედანი და დანი
ორთუბნის ღმრთისმშობლის შობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ჩხაიძე):
"არავინ უწყის, როდის დადგება მისი ცხოვრების მეორედ მოსვლა, ამიტომ მარადისობის მორწმუნე არასდროს ფიქრობს ხვალინდელ დღეზე, რამეთუ ყოველივე ღვთის განგებულების მართალ ხელთაა." ასი წლის სქემმონოზონ ანას ამქვეყნიდან გასვლას იგონებს იღუმენია მარიამი, დედანი და დანი:
-ჩვენი წინაპარი სქემმონოზონი ანა საუკუნის კარის გასასვლელთან იდგა მხცოვანებით უჩინო, უსმენო, ფერხთ ტრამვირებული, მიუხედავად ამისა, ის იყო თავისი ჯანმრთელი სიყვარულით გულუბერებელი, უფლის სიცოცხლით სავსე, გონიერი, განათლებული და მოყვარე ყოველი სულდგმულის. ერთ დღეს ასეთმა, სარწმუნოებით და გონიერებით ძლიერმა შეგვატყობინა, რომ მიდიოდა ამ ქვეყნიდან, რაც ჩვენთვის ძნელად დასაჯერებელი იყო, რადგან თვალწინ გვედო ექიმების დასკვნა დედა ანას მათთვისაც გასაკვირ ჯანმრთელობაზე.

ამქვეყნის დატოვებამდე მან დაიწყო მძიმე მარხვა, იღებდა მხოლოდ ნაკურთხ წყალს და ზიარებას, ჩვენდა სარწმუნოებაში გასაძლიერებლად განუწყვეტლივ ლოცულობდა, რაშიც ვხედავდით სულის სიცოცხლის უკვდავებას. ის ლოცავდა განურჩევლად მტერსა და მოყვარეს, უცნობს თუ ნაცნობს, ჯანმრთელს თუ სნეულს, ცოდვილს თუ მართალს. ლოცულობდა მისი მიწა-წყლის შვილებზე, სრულიად სამყაროზე. მის ლოცვაში ისმოდა ზეცის მოწოდება. ამას ცხადყოფდა მისი სიტყვები, როდესაც განუწყვეტლივ იმეორებდა: "უფალი, მოვა, უფალი მოვა, უფალი მოვა...", რაზეც სქემ-მონოზონმა იოანემ ჰკითხა, რისთვის მოვა უფალიო. დედა ანამ უპასუხა: "სისუფთავისთვის, სისუფთავისთვის, სისუფთავისთვის... ადამიანთა გადარჩენისთვის, ადამიანთა გადარჩენისთვის, ადამიანთა გადარჩენისთვის..."

ჩვენ დედა ანამ დაგვანახა, მიუხედავად ადამიანების მიწიერი ცხოვრების სიყვარულისა, თუ რაოდენ უზეშთაესი პატიებით უყვარს უფალს ადამიანები და თუ როგორ ზრუნავს ღმერთი თითოეული ადამიანის სულის გადარჩენისთვის. დაგვანახა ის, თუ რაოდენ გვაქვს მიპყრობილი ყური ამქვეყნიურისთვის და რაოდენ დაშორებული ვართ სოფლის ამაოების ხმაურით ზეციურ ხმას და თუ რაოდენ მეტად უნდა უსმენდეთ ზეცას, რათა გამარჯვებულად დავდიოდეთ გამარჯვებისთვის მოვლენილ დედამიწაზე, თუ რაოდენ არ უნდა დაგვეხშოს სასმენელი, გამარჩეველი მართლისა და მტყუანისა წამ-წუთ წარმავლობით ასწრაფებულ დედამიწაზე.

შენ გმადლობთ მამავ ზეციერო, რადგან ჩვენს ღმრთისმშობლის სავანეში განისვენებს ჩვენი პირველი წინაპარი, რომლის ცხოვრება, ადამიანობა, მონაზვნობა, სიცოცხლე მაგალითია ჩვენთვის, რომელიც გვასწავლიდა და გვასწავლის დღესაც, გვიყვარდეს და ვპატიობდეთ, როგორც ის ამბობდა თავისი გამოცდილებით, ამოდენა სამყაროს შემქმნელმა ღმერთმა ნუთუ არ იცის, ვინ რას იმსახურებს, ამიტომ ყველაზე მართალს უნდა მისცე ადამიანის განსჯის უფლება, შენ კი, როგორც ღვთის შვილმა, დაიტოვო ღვთის შვილობის სახე, რაც ქრისტემ გააკეთა ჯვარზე წინაშე მამისა, აპატიო ადამიანს. ხომ სიხარულია ამქვეყნად ჩვილის დაბადება, მაგრამ მე ამ დღეს ტკივილთან ერთად მარადისობის სიხარულს განვიცდიდი, რადგან დედა ანას სიყვარულის, სინანულის და ღმერთის მწყალობლობის მწამს, რომ სქემმონოზონი ანა დაიბადა ღმერთის წიაღში.

ცხოვრებიდან გამავალი სიცოცხლის კარის წინ სქემმონოზონ ანას ლოცვა:
"მამაზეციერო, დაიფარე ყოველი ქართველი, რომელი იბრძვის მშობლიური მიწა-წყლის დასაცავად, დაიფარე პატრიარქი, მეუფე იობი, ეპისკოპოსნი, მღვდელნი, ბერ-მონაზონნი, დაიფარე ყოველი ბავშვი გარყვნილი თანამედროვე სულისაგან, არ დაეშვას ჩვენს ვაჟკაცობით ტრადიციულ მამულში სოდომ-გომორული ცოდვები, აღკვეთე თავისმოყვარეობის ცოდვა, რაც თესავს ადამიანებს შორის სიძულვილს, დაიფარე ყოველი ქართველი რწმენაში სისუსტისაგან, მიეც მათ ბოროტებასთან გამარჯვების ძალა, რწმენა ქრისტესი. გვიმრავლე მებრძოლი საქართველოს სიყვარულისთვის, ჩვენი მამაპაპური კერის დამცველი, ჩვენი ერის საუნჯის დაცვისათვის. დაიცავი დედის კერა, მამის სკამი. უფალო შეეწიე ყოველ ღარიბ ოჯახს, რათა ჰქონდეთ სანოვაგე, რომ არ მოშივდეთ, ხოლო მდიდრებს მიეცი სიკეთის სიბრძნე, რათა დაეხმარონ ყოველ გაჭირვებულს, მათ, ვისაც არასდროს ჰქონიათ მცირეზე მეტი. უმფარველე ყოველ ავადმყოფს, რომლებიც შენთვის ადამიანები არიან, საქართველოში ააშენე ბევრი ტაძარ-მონასტერი, გააძლიერე საქართველო შენდამი რწმენით, რომ ერის და ბერის სულისკვეთება იყოს ერთი მთლიანი, რადგან მხოლოდ ამ სარწმუნო ძალით დაგვიბრუნდება აფხაზეთი, სამაჩაბლო, ჩვენი დანაკარგი. უფალო შენ გევედრები საქართველოს გულში დადგი ტახტრევანი თამარისა. ამეფე საქართველოში შენი მეფობა, რომ მტერი ვერასდროს მოერიოს კვართის შემნახველ ჩვენს სამშობლოს.
ღმერთო ერთადერთო, შენ ერთის მწამს, შენ ერთთან მოვდივარ, შენს სამართალს მონდობილი. ღმერთო მოხედე ჩემ გულცრემლიან ნათქვამ ლოცვას, შეიწირე იგი შენი დიდი წყალობით, რამეთუ მე შენთან ვარ სასუფეველსა შინა მომსვლელი".

ეს ჩვენი სქემმონაზონი ანას გარდაცვლილი ხელია, რომელიც ამქვეყნიდან გასვლის წინ ღამით განუწყვეტლივ პირჯვარს ისახავდა. მისმა ხელმა პირჯვრის გამომსახველი ფორმა მიიღო მისი შემოსვის დროს. გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ჩვენ და სრულიად საქართველოს უდიდესი სიყვარულით გვლოცავდა.

KARIBCHE KARIBCHE

ფოტო გადაღებულია დედა ანას ამქვეყნიდან გასვლამდე სამი დღით ადრე, სადაც გვლოცავს ყველას
ძველი ქართული ბერ-მონაზვნური ზედმიწევნითი წესით ჭილოფით წარგრაგნილი სქემ-მონოზონი ანა.




ბეჭდვაელფოსტა
09.07. 2017
Sss
Gmertma gaanatlos!
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat