დედა მარიამი თითქოს კი არ განგვშორებია, მხოლოდ თვალს მიეფარა
დედა მარიამი თითქოს კი არ განგვშორებია, მხოლოდ თვალს მიეფარა
დედა მატრონა, ახლა უკვე სქემმონაზონი მარიამი, ბოლნისში მაშინ გავიცანი, როცა მამა ეფრემი ბოლნელ ეპისკოპოსად გამოირჩიეს. სულიერ მოძღვარს ისიც თან გამოჰყვა და სასულიერო ცხოვრება ამ ეპარქიაში გააგრძელა. რაღაც სულიერი კავშირი შეიკრა ჩვენ შორის და შეხვედრისას სიხარულსა და მწუხარებას გულღიად ვუზიარებდი ხოლმე. ღიმილნარევ და სიბრძნით სავსე დარიგებას მაძლევდა და უფალზე მინდობას მასწავლიდა. დიდი სურვილი გვქონდა ერთ ზაფხულს რაჭის წმინდა ადგილები, მისი სოფელი მრავალძალი მოგველოცა... გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, როგორ ესიამოვნებინა მოყვასი. როცა მეუფე ეფრემს რეზიდენციაში ვსტუმრობდი, გვერდიდან არ მშორდებოდა. სიყვარულით მეგებებოდა და სიყვარულით გზას მილოცავდა. მომავალ შეხვედრას სულ მალე ვგეგმავდით, თუმცა... სულ რაღაც რამდენიმე თვეში მძიმე სენი, ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა და ლოგინს მიაჯაჭვა. გაუსაძლისი ტკივილების გამო უფალს მადლობდა. როცა სანახავად მივედი, მითხრა, - ვიცოდი, რომ მოხვიდოდი, გელოდებოდიო... დიდი სიყვარულით დამლოცა დედა მარიამმა. მომავალი შეხვედრა ბოლნისის ეპარქიაში ვუსურვე. თვალდახუჭულმა თავი დამიქნია...

ერთ კვირაში გარდაიცვალა. 33 წლისამ წუთისოფლიდან მარადიულ სასუფელში გადაინაცვლა. ასი ათასი მოწამე ქართველის ხსენების დღეს დედა მარიამმა ბოლნისის სიონის ტაძრის ეზოში დაიდო ბინა. 20 დეკემბერს კი ორმოცი დღე შესრულდა მისი მარადიულ სასუფეველში გადანაცვლებიდან. დაგვლოცეთ, დედაო, სიყვარულის დედაო...

ამას წინათ მეუფე ეფრემს ვსტუმრობდი. დედა მარიამის შესახებ საუბარი რომ დავიწყეთ, მეუფემ მისი ბარათი გამომიტანა. ავადმყოფობამდე ცოტა ხნით ადრე დაუწერია. ჩანს, სიცოცხლეშივე სიღრმისეულად უფიქრია მარადიულ სასუფეველზე. მეუფის ლოცვა-კურთხევით, "კარიბჭის" მკითხველს ვთავაზობთ დედა მარიამის ნაფიქრალს. ვინ იცის, ეგებ სხვისთვისაც იყოს სულისთვის სასარგებლო.

"ჩვენ ჯერ კიდევ სიკვდილის ეზოში ვთამაშობთ უდარდელი ბავშვებივით. ჯერ საბრძოლო განაჩენი არ გამოუტანიათ - უბრალოდ, მოგვისაჯეს სიკვდილი. ჯერ არ წარვმდგარვართ მისი საზარელი ტახტის წინაშე, ამიტომაცაა, ყველაფრის მიუხედავად, ჯერ არ განადგურებულა ჩვენში ქედმაღლობა და სიამაყე. თუმცა კი გულის სიღრმეში ვგრძნობთ მის არარაობას, მაინც თავს განვიდიდებთ წარსულის და აწმყოს ცოდვებით. თითქოს შევინანიეთ, მაგრამ მაინც ცუდვმედიდობთ - ეს სიკვდილის, კერძოდ კი მისი უმაღლესი ქურუმის, ეშმაკის დიდი ტყუილია, რადგან სურს თუნდაც ამ სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილის წუთებში გაგვაბრუოს, თვალებზე ფერადი ბინდი აგვაფაროს და ამით მარადიული სიცოცხლის შანსი მოგვპაროს. ყველაფერს ეგუება ადამიანი, სიკვდილსაც კი. შეიძლება ცხოვრებაში 100-ჯერ მოკვდე საბოლოო სიკვდილამდე, იცნობდე მის მწარე შოლტს, მაგრამ მაინც მის დაკრულზე ცეკვავდე.

მაგრამ... ალბათ შეუდარებელია უკანასკნელი საბოლოო სიკვდილი. მთლად განძარცული, გასაცოდავებული, მათხოვარივით დგახარ მისი დაფჩენილი ხახის წინაშე, მისგან ამოსული ოხშივარი გეფრქვევა სახეზე, გარდაუვალი "დაშლის" პროცესი გიმძიმებს სულს, რაღაც სრულიად უცხო, ჯერ განუცდელი, მაგრამ თითქოს ნაცნობ მდგომარეობაში ხარ, მხოლოდ საკუთარი თავის ამარა. ალბათ მაგ დროს რწმენაც გერყევა. ყველა ოდესმე განცდილი გრძნობა ჩიკორივით ტრიალებს შენს თავში, ცუდიც და კარგიც, მაგრამ ყველაფერს გადაუვლის და მოჭარბებული დოზით მოგეცემა სინანული, ყველაზე დამწველი გრძნობა.

გუმანი ხშირად გასწავლის ამა თუ იმ არგანცდილი საგნის რაობას, მათ შორის სიკვდილსაც. თვით ყველაზე უტიფარი ადამიანი ამ დროს წელში ვერ გაიმართება, ყველა განიძარცვება... მაგრამ არის ამაში რაღაც მიმზიდველი, შეუცნობლისკენ ლტოლვა. სულის ნაწილაკები მთელ სხეულშია გაბნეული და სიკვდილი ალბათ მათი შეკრების პროცესია. ეს კი სხეულს გაუჭირდება. ალბათ ამიტომაა ბოლო წუთები ასე ამაღლებული. მერე კი უცებ სხვა განზომილება იწყება, აქედან აიღებს რა სათავეს სულის ასაკი, ამ დროს აქტიურდება მისი ყველა აქამდე "გამორთული" რეცეპტორი. ესაა ახალი საწყისი, ახალი სუფევა. თურმე ხორცი მხოლოდ მძიმე ბორკილები ყოფილა სულის ნაზ მაჯებზე.

იმ სამყაროში, რომელიც შეუდარებლად ნატიფი და დახვეწილია, შენი ნამდვილი სახლი გელოდება. იქ შენი ნიჭების განფენის დღე დგება, ოღონდ გაუკუღმართების, ცოდვის გარეშე. იქ შენს შესაძლებლობებში მაქსიმალურად იხარჯები და სრულყოფილი ყვავილის ფორმას იღებ, რომლის სისავსეს არც ჭკნობა, ან რაიმე სახის ხრწნადობა არ ემუქრება.

ადვილად ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც ულმობელი მსაჯული მომელის, რადგან ისევ ვთამაშობ სიკვდილის ეზოში, მაგრამ მისი ულმობელი ბატონისთვის ჯერ არ ჩამიხედავს თვალებში.
2010 წლის ივნისი"

***
ეს ლექსი კი დედა მარიამს საერო ცხოვრებაში დაუწერია და მისმა დედამ, დედა ნუნექიამ მომცა გამოსაქვეყნებლად.

"წმინდანებო! იხსენით სანატრელი საქართველო

ღმერთო! იხსენ განწირული საქართველო,
მიეშველე, გაუწოდე მოწიწებით შენი ხელი.
გადარჩენის ისევ უჩანს მუქი ბედი.
მიეშველე, მადლი არის უდიდესი,
ეგებ მოსძვრეს, ჩამოეხსნას ბორკილები.
შავ ყორანმა არ დასჩხავლოს თავზე ფრენით.
წმინდა ნინოვ! გაუწოდე შენი ჯვარი.
იქნებ კიდევ აღუდგინო ქრისტეს რჯული
ვაზის ჯვრით და დიდი რწმენით, დიდო ნინოვ.
დავით მეფევ! გაუხსენი საქართველოს შავი ბედი,
თავს მტრედები მოაფინე, ააყვავე, გაათენე.
მარიამო! ჩვენო დედავ, დაგვიფარე შენი კალთით.
თავს რომ ნისლი მოგვახვიეს,
ეგ მოგვხსენით, გევედრებით.
გიორგი წმინდავ! შენი შუბით დაგვიმარცხე ქართლის მტერი,
გველეშაპის და ავსულის სახით რომ გვყავს მოვლენილი.
გევედრებით მუხლიჩოქა ძველ საყდარში,
ოთხივ მხარეს პირჯვარს რწმენით გადავიწერთ.
ყველამ ერთად გამოაღეთ საიქიოს დიდი კარი
და უშველეთ მონობაში გაზრდილ
დედა საქართველოს!

1991 წლის 11 აპნისი (იანვარი) ი. სხირტლაძე

***
დედა მარიამის დედას, დედა ნუნექიას ბოლნისის სიონში შევხვდი. საოცარია, რა ძლიერია... მიმძიმდა მასთან შეხვედრა, დედა მარიამზე საუბარი.

- ერთ დღესაც, ვიდრე მონაზონი გახდებოდა, მითხრა, ვერ გადამიწყვეტია, ჩემს პროფესიას, მხატვრობას გავყვე თუ მონასტერში წავიდეო, - იხსენებს დედა ნუნექია, - მისი ნათქვამი ჩემთვის მოულოდნელი იყო. ალბათ შინაგანად მწიფდებოდა მასში ეს აზრი. შვილო, მონასტერი ჯობია-მეთქი. მალე წავიდა მონასტერში. მეც მივდიოდი ხოლმე მის სანახავად. მონასტერში დარჩენას არ ვაპირებდი, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა მონასტრული ცხოვრება, მინდოდა რაღაც გადამეღო იქიდან და ერში მონაზონივით მეცხოვრა.

ვგრძნობდი, ერში ვეღარ ვჩერდებოდი და მეც წავედი რუის-ურბნისის ეპარქიაში, ორთუბნის დედათა მონასტერში. ჩემი შვილიც იქ იყო. მერე ჩემი შვილი გადაიყვანეს სხვა მონასტერში, ცოტა ხნის შემდეგ მეც გადავედი. მერე ისევ გადაიყვანეს სხვაგან და მეც თან გავყევი. სულ ერთად ვიყავით, სიცოცხლის ბოლომდე.

ამბობდა, ახლა სუსტად ვარ, ფეხზე რომ დავდგები, ბოლნისის სიონის ტაძართან მშენებარე დედათა მონასტერში გადავალ და სულ ახალ ცხოვრებას დავიწყებო. არ მეგონა, თუ გარდაიცვლებოდა... ერთ დღეს გავიღიძე და ჩემი შვილი გარდაცვლილი დამხვდა. გვერდზე ვეწექი. უცებ გულზე ხელი დავადე და გაცივებული ჰქონდა...

ავადმყოფობისას მუდამ მდუმარებაში იყო და ჩუმად კვნესოდა, ისე ითმენდა გაუსაძლის ტკივილებს. მიხაროდა, ტკივილებისგან რომ იტანჯებოდა, ჩემი შვილი ცოდვებისგან იწმინდება-მეთქი. მადლობელი ვარ იმ ოჯახის, ვისთანაც დედა მარიამმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. ძალიან კარგი ცოლ-ქმარია - ნინო და გოჩა გურგენიძეები. არ აწუხებდნენ ჩემი შვილის სანახავად მოსულნი. უფალმა ინება, რომ ჩემი შვილი გაიყვანა წუთისოფლიდან. მე ისღა დამრჩენია, ვილოცო მისი სულისთვის. ძილში არ მესიზმრება. სხვებს ესიზმრება... ერთისთვის უთქვამს, ნუ ტირი, მე ძალიან კარგად ვარო. მადლობა ღმერთს.

მეუფე ეფრემი:
- მადლობა უფალს, რომ ხანმოკლე ხორციელ ცხოვრებასთან შედარებით მან განვლო ქრისტესმიერი გზა თავისი მოღვაწეობით. სიმბოლურია, რომ ქრისტეს ასაკში უფალმა მიიბარა მისი სული. ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს და მის აღსასრულებლად ზოგს მცირე სჭირდება და ზოგს - ბევრი. უფალმა იცის, ვის როდის გაიყვანს ამ ქვეყნიდან. დედა მარიამმა თავისი ჯვარი უკვე მიიტანა ღვთის სამსხვერპლოზე. აღასრულა მიწიერი მისია. ღვთის სიყვარულით დაითმინა ენით აუწერელი ტკივილები. უფალმა დაუშვა უმძიმესი სნეულება, სრულიად მოულოდნელად სიმსივნე აღმოაჩნდა. ეს არის ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდა, რომელიც მართლაც ღირსეულად ჩააბარა ღვთის წინაშე. ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ღვთის კმაყოფილი და ბედნიერი, როცა არაფერი უჭირს. არამედ მაშინ, როდესაც განსაცდელს, ტკივილსა და მწუხარებას ღვთის გულისთვის მადლიერებით დაითმენს. ეს ერთგვარი უსისხლო მოწამეობაა. ინება უფალმა, რომ დედა მარიამმა გვიჩვენა მაგალითი ქრისტესმიერი სიყვარულისა. რადგან ჩვენ ქრისტიანები გვქვია, უნდა გავიაროთ ის გზა, რაც უფალმა გაიარა. თითოეულმა ქრისტიანმა, მით უმეტეს, ბერმა და მონაზონმა, სხვა რა გზით უნდა იაროს, თუ არა ამ გზით. როგორც ნათქვამია, ამ უკანასკნელ ჟამს რადგან ასეთი დიდი ღვაწლი აღარ იქნება სასულიერო პირებში, ბერ-მონაზვნებში, უფალი დაუშვებს განსაცდელებს, ავადმყოფობებს, ჭირთა თმენას. თუ ამას უფრო სულიერი თვალით შევხედავთ, ვიტყვით, რომ უფალმა გამოირჩია ის ადამიანი და მისი განწმენდილი სული სინანულით სასუფეველში მიიყვანა. ჩვენც ამის იმედი გვაქვს, თვით მაცხოვრის იმედი გვაქვს. დედა მარიამის დედაც მონაზონია, დედა ნუნექია. ისიც თანამონაწილე იყო შვილის ტკივილისა და მოთმინებისა. დედა მარიამს ერგო პატივად დაკრძალულიყო ბოლნისის სიონის მონასტრის ეზოში, სადაც იგი ლოცულობდა. ძალიან დიდი წყალობაა ღვთისა. ამდენი საუკუნეა, აქ არავინ დასაფლავებულა. დედა მარიამი პირველი იყო, ვინც სიონის წმინდა მიწას მიებარა. სიონის მადლი შეეწიოს დედა მარიამის სულს. ინებოს უფალმა, როდესაც მიგვიხმობს, ყოველთვის მზად ვიყოთ მასთან შესახვედრად. ეს მაგალითი სინანულით ცხოვრებისა გვასწავლის და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, რომ ყოველთვის მზად უნდა იყოს ადამიანი უფალთან შესახვედრად. მორწმუნისთვის სიკვდილი არ არსებობს. მორწმუნე მხოლოდ გარდაიცვლება. დიდება მას, ვისაც რწმენა აქვს. ღმერთმა აცხოვნოს და წიაღსა შინა აბრაამისა განუსვენოს სქემმონაზონ მარიამს.

საოცარი იყო ის დღე, როდესაც გადაწყდა, დედა მატრონას, მაშინ ასე ერქვა მას, დიდ სქემაში აღკვეცა. ამ ანგელოზებრივ სქემას, ღვთის ამ მოწოდებას დიდი სიხარულით შეხვდა. ბოლნისის სიონში მოხდა მისი აღკვეცა. ისეთი განცდა იყო, რომ თითქოს მაშინვე, აღკვეცის დროს გადადიოდა მიწიდან ზეცაში. საოცარია, რომ მისი ამქვეყნიდან გასვლა, დაკრძალვა დაემთხვა სქემაში აღკვეციდან მეორმოცე დღეს. ეს ორმოცდღიანი პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანია. მას მიეცა, რომ გაევლო სულიერი საფეხურები და მეორმოცე დღეს დადგა დიდების წინ, ღვთის წინაშე.

მწოლიარე ავადმყოფი მადლობდა უფალს და ამბობდა, ასეთ კარგ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა ვარ, არასოდეს ვყოფილვარო. რამდენადაც სხეული მძიმდებოდა, იმდენად სული მსუბუქდებოდა. პირიქით, ჩვენ გვამხნევებდა. მადლობა უფალს, რომ ღმერთმა ეს წყალობა დაუშვა ჩემზეო. მისი ოთახიდან მნახველები დამშვიდებულნი და დალოცვილები გამოდიოდნენ. როდესაც ადამიანი უფალს შესწირავს თავს, ასმაგ წყალობას მიანიჭებს მას ღმერთი. ეს დიდი ნუგეშია. ჩვენი დედაეკლესიის წიაღში გარდაცვალება დღესასწაულად იქცა იმ სულებისთვის, რომლებმაც თავი განიწმინდეს და უფლის წინაშე წარდგნენ.

დედა მარიამი თითქოს კი არ განგვშორებია, მხოლოდ თვალს მიეფარა. ჩვენს გულში დარჩა მისი თვისებები, რასაც განასახიერებდა - სიყვარულს, სიკეთეს, თავმდაბლობას, მორჩილებას.

ღმერთმა ინებოს, რომ შევძლოთ თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენი ცხოვრებით მსგავსება და ხატება ღვთისა დარჩეს ცოცხალ ადამიანებს შორის. ეს არის, ალბათ ყველაზე დიდი გამართლება. მადლობა უფალს, რომ დედა მარიამის სახელი და ხსოვნა, მისი პიროვნება სწორედ ქრისტესმიერი სიყვარულის, ქრისტესმიერი ცხოვრების მაგალითად დარჩება...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat