წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის წინ, ხორციელის შვიდეულის შაბათს და დიდი მარხვის მეორე, მესამე, მეოთხე შაბათს განსაკუთრებით მოიხსნიებს სარწმუნოებით შესვენებულ მიცვალებულებს.
ზოგადად, წმინდა ეკლესია დღემუდამ ლოცულობს მიცვალებულთათვის, ყოველი ლიტურგია აღესრულება "მისატევებელად ცოდვათა", როგორც მიცვალებულთათვის, ისე ცოცხალთათვის, თუმცა წელიწადში რამდენიმე დღე საეკლესიო კალენდრით დადგენილია მიცვალებულთა მოსახსენიებელ განსაკუთრებულ დღეებად, როდესაც მიცვალებულთა სახელზე სპეციალურად აღესრულება ლიტურგია და დიდი პანაშვიდი. დიდი მარხვა განსაკუთრებული პერიოდია სინანულისა და ლოცვისა, მარხვის ერთერთი დანიშნულებაა გვახსოვდეს სიკვდილი და საშინელი სამსჯავრო, შესაბამისად ძლირდება მიცვალებულთა მოხსენიებაც, ამ პერიოდში ეკლესია განსაკუთრებით ლოცულობს მიცვალებულებისათვის.
მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში საკურთხი მზადდება. საკურთხში აუცილებლად უნდა შედიოდეს მარილი, ზეთი, ღვინო, ხორბალი. ხოლო დანარჩენი ისაა, რაც გინდათ, რომ ძღვნად მიართვათ ქრისტიანს მოწყალების სახით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი