კარიბჭის ერთ-ერთ წერილზე ასეთი კომენტარი დადო ჩვენმა მკითხველმა:
მეუფე თადეოზის სული უფლის სასუფეველში დაიმკვიდრებს მარადიულ სამყოფელს და იქიდანაც ილოცებს საქართველოსთვის და თვითოეული ადამიანისთვის. მეუფის მადლისა და სიყვარულის მოწმე ჩემი ოჯახი თავად არის. სამწუხაროდ, მე საკმაოდ პატარა ვიყავი - 4 წლის - და არ მახსოვს. ჩემი და ჩვილ ასაკში ფილტვების ანთებით ბავშვთა საავადმყოფოში დააწვინეს თემქაზე, სამწუხაროდ ექიმების საშინელი შეცდომის გამო ძალიან დამძიმდა, ექიმმა ხელი ჩაიქნია. ზუსტად არ მახსოვს, მამამ თუ დეიდაჩემმა მეუფე თადეოზი მოაბრძანეს, რომ ჩემი და მოენათლა. მაშინ იგი მამაო ბრძანდებოდა. მეუფე თადეოზმა თავად იკისრა მისი ნათლიობა, ნათლობის რიტუალის დამთავრებისთანავე ჩემმა დამ თვალები გაახილა, მეუფე თადეოზმა შესაწირიც კი არ აიღო, მაგ თანხით ხილი შეიძინეთ და აქ მყოფ ბავშვებს გაუმასპინძლდითო, ეს იყო 1979 წელი. ჩემმა დამ 16 წელი იცოცხლა, მამა თადეოზის ნახვა ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ თუარ ვცდები, მითხრეს რომ იგი სამცხე-ჯავახეთში მოღვაწეობდა, მოკლედ ის მახსოვს რომ, თბილისიდან ძალიან შორს იყო. სამწუხაროდ მერე აღარ მიცდია მისი მოძებნა და ძალიან ვბრაზდები ჩემს თავზე. მეუფე თადეოზ, გთოვთ მზრუნველობას ნუ მოაკლებთ თქვენს სულიერ შვილს, ნანას უმანკო სულს
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი