საკურთხი
საკურთხი
საკურთხად იწოდება მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზი: წანდილი, პური, ღვინო, ზეთი და სხვა საჭმელები. იგი მზადდება დასარიგებლად. მისი ნაწილი შეიძლება წავიღოთ ეკლესიაში და იქ დავტოვოთ, ან ჩვენ თვითონვე დავურიგოთ გაჭირვებულ ადამიანებს. საჭმლის დანარჩენი ნაწილი შეიძლება დავურიგოთ ახლობლებსაც ან გამოვიყენოთ სტუმრების გასამასპინძლებლად შინ, მაგალითად გარდაცვალების დღეს, მეორმოცე დღეს, წლისთავზე და სხვა ღირსახსოვარ დღეებში.

მიცვალებულის სახელზე მომზადებულ ტრაპეზს მღვდელი აკურთხებს. ამ დროს მიცვალებულთა სულის საოხად კითხულობენ ლოცვებს, ანთებს სანთელს, აკმევენ საკმეველს, ასხურებენ აიაზმას.

საკურთხი მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღეებში კეთდება. ეს დღეები გახლავთ ხორციელის კვირისა და დიდი მარხვის სამი (მე-2, მე-3, მე-4) შაბათი, სულთმოფენობის წინა დღე (მას სულის შაბათსაც უწოდებენ). გარდა ამისა, საკურთხს აკეთებენ გარდაცვლილის დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში.

რასაკვირველია, გარდაცვლილის სული საკვებს არ გეახლებათ; მას მადლით აღავსებს საკურთხის დროს აღვლენილი ლოცვები, მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზით გლახაკების დაპურება და მოწყალების გაცემა.

საკურთხზე ყოველთვის ამზადებენ კოლიოს ანუ წანდილს. ამ ტრადიციას საინტერესო ისტორია აქვს: იულიანე განდგომილმა, კონსტანტინეპოლის მეფემ, უარყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობას შეუდგა. მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმინდად ინახავდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ. იულიანემ უბრძანა ქალაქის თავს, მთელი კვირის მანძილზე ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველთა სისხლით. მეფის ბრძანება შესრულდა. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი (იგი მრავალი წლის წინათ ეწამა ქრისტესთვის), ამცნო, რომ საზრდელი ნაკერპალის სისხლით იყო შებილწული და ურჩია, მის ნაცვლად მიეღოთ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი. ქრისტიანებმა შეიძინეს ხორბალი, კოლიო მოხარშეს და მთელი კვირის განმავლობაში მას იხმევდნენ. ასე გადაურჩნენ მარხვის შემწიკვლებას (დარღვევას). მას შემდეგ დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათი წმინდა თეოდორეს ხსენების დღედაა მიჩნეული.

წანდილის გარდა ტრაპეზზე უნდა იყოს პური, ღვინო, ზეთი და კერძები, რომელთა გაკეთების სურვილიც მიცვალებულის ახლობლებს ექნებათ. მარხვის პერიოდში მხოლოდ სამარხვო კერძებს აკურთხებენ, ხსნილში კი სახსნილო ტრაპეზის მომზადებაც შეიძლება.

ზოგჯერ საკურთხს შინ აკეთებენ, სანთელს აანთებენ, საკმეველს შემოატარებენ და ღვინით მიცვალებულის შესანდობარს ამბობენ. ეს არ არის საკმარისი. საკურთხს იმიტომ ჰქვია საკურთხი, რომ ის იკურთხება, კურთხევას კი მხოლოდ სამღვდელო პირი აღასრულებს. ამ დროს აღევლინება პანაშვიდი და მღვდელი ღვთის სახელით შენდობას უგზავნის მიცვალებულის სულს. ამის გაკეთება ერისკაცს არ შეუძლია.

კურთხევის შემდეგ საკურთხს მეტწილად ტაძარში ტოვებენ და ნაწილი - ტაძრის მსახურთ, ნაწილი კი გლახაკებს ურიგდებათ. საკურთხის დროს ხშირად მიცვალებულის სახელზე შეწირულობასაც გაიღებენ შესაძლებლობის ფარგლებში.

ზოგ სოფელში არ არის ტაძარი და გარდაცვლილთა შინაურებს უჭირთ, საკურთხი ყოველთვის მეზობელი სოფლის ტაძარში მიიტანონ, განსაკუთრებით - ზამთრობით. კარგი იქნება, ასეთმა ადამიანებმა რომელიმე ტაძრის 40-დღიან მოსახსენიებელში შეიტანონ ახალგარდაცვლილი ახლობლის სახელი, რათა მღვდელმა 40 დღის განმავლობაში მოიხსენიოს ისინი. შეუძლიათ, მიცვალებულის სახელზე გასცენ მოწყალება, თვითონაც ეკლესიურად იცხოვრონ და სიკეთე აკეთონ.

ბეჭდვაელფოსტა
03.04. 2016
კარიბჭე
შეგიძლიათ, პირად ლოცვებში მოიხსენიოთ და ევედროთ უფალს, რომ შეიწყალოს მისი სული. გასცეთ მოწყალება მის სახელზე. გირჩევთ, წაიკითხით სტატია: "რა უნდა ვიცოდეთ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით?"
03.04. 2016
Nana
Zalian gtxovt mitxarit roca adamiani tavs iklavs mag shemtxvevashi dedam ra unda gaaketos santeli rom davanto tu sheizleba da rogor unda movikce çemi shvilis sulis gadasarçenad gtxovt momceret
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat