"სიყვარული განამრავლეთ"
"სიყვარული განამრავლეთ"
ილოცეთ - ღმერთამდე მიმაცილეთ და იქიდან ჩემზე იყოს
ბოლო ხანებში ბევრი ითქვა და დაიწერა ბოდბის ეპარქიის ქ. წნორის წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ დავით გრიგალაშვილის შესახებ , რომელიც 1996 წლის 22 დეკემბერს იქნა აღყვანილი მღვდლის ხარისხში და მას შემდეგ თითქმის 19 წელი უღალატოდ წინამძღვრობდა ამ ტაძარს. მის გარდაცვალებაზე ბევრ საოცარ ამბავს ჰყვებიან, თუმცა ინტერსმოკლებული არ იქნება, თუ მის რეალურ ცხოვრებისეულ დეტალებს დღის სინათლეზე გამოვიტანთ.

დავით ოთარის ძე გრიგალაშვილი დაიბადა 1973 წლის 13 იანვარს ხაშურის რაიონის სოფ. ბულბულისციხეში. ორი ქალიშვილის შემდეგ ბიჭის დაბადება განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნა ოჯახმა. წმინდა დავით გარეჯელის სახელზე, რომლის სახელობის ტაძარიც მათ ფუძეს მფარველურად გადმოჰყურებს, ახალშობილს დავითი დაარქვეს და გარეჯობის დღესასწაულზე ასურელი მამის სახელზე მონათლეს.

ბავშვობის ხალასი და დაუდგრომელი ხასიათი ბოლომდე შემორჩა სიკვდილამდე იუმორით აღსავსეს.

1990 წელს დაამთავრა ქვიშხეთის საშუალო სკოლა. იმავე წელს აბარებდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თუმცა ღვთის განგებამ იგი მეუფე სერგის (შემდგომში მისი მოძღვარი) შეახვედრა და საფარის სემინარიის სტუდენტად აქცია, სადაც მისი და ლელა გრიგალაშვილიც (ამჟამად აბასთუმნის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ბარბარე) აბარებდა. პერიოდულად ჩადიოდა ზაგორსკის წმინდა სამების ლავრის აკადემიაში ხატწერის შესასწავლად. დღემდე ტკბილად იხსენებენ ერთად გატარებულ წლებს თანაკურსელები - მიტროპოლიტები თეოდორე და საბა, არქიმანდრიტები არსენი, ანტონი, დიმიტრი და ლუკა, მღვდლები ანდრია, დიმიტრი და სხვები.

გრიგალაშვილებისთვის მძიმე ჯვარი იყო ოჯახის ორი წევრის მონასტერში წასვლა და და-ძმა არჩევანის წინაშე აღმოჩნდა - ერთ-ერთი კერას უნდა დაბრუნებოდა. მორჩილი და დამთმობი ხასიათის დავითმა 1993 წელს დატოვა საფარის მონასტერი და ქვიშხეთში რელიგიის მასწავლებლობას მიჰყო ხელი. პარალელურად თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტად ირიცხებოდა. დაამთავრა საფარის სასულიერო სემინარია ღვთისმეტყველის ხარისხით. იგი ხშირად მედავითნეობდა ხაშურის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე - ირმა. ქორწინებაზე კურთხევა მოძღვრის გარდა მამა გაბრიელმაც (ურგებაძე) მისცა, სამომავლო აღკვეცაზე კი ორაზროვნად უპასუხა: "შემდგომში ღმერთი გამოაჩენსო".

1995 წლის თებერვალში დაიწერეს ჯვარი დავითმა და ირმამ. 1996 წელს შეეძინათ პირველი ქალიშვილი, რომელსაც მორჩილი დის - ლელას სახელი დაარქვეს.

1996 წლის 8 დეკემბერს იმჟამინდელმა ბოდბელმა ეპისკოპოსმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად დაასხა ხელი, ხოლო ამავე წლის 22 დეკემბერს მღვდლის ხარისხში აიყვანა და წნორის წმინდა ილია მართლის სახელობის ახალნაკურთხი ტაძრის წინამძღვრობა ჩააბარა.

მშობლებს ისევ ძალიან გაუჭირდათ მამაოს გარეშე, მაგრამ ამბობდნენ, აქ მარტო ჩვენ ვართ, იქ კი ათასობით ადამიანი ელის და სჯობს, ერისთვის დაიხარჯოსო.

წმინდა ნინოსადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და სასოების გამო მღვდელმა დავითმა მეორე ქალიშვილს ნინო-სოსანა დაარქვა, მესამეს - მარიამი, ვაჟიშვილს კი წმინდა გიორგის მოსახელედ ზრდიდა.

მძიმე იყო უცხო კუთხეში გადახვეწილი ახალგაზრდა მოძღვრის ჯვარი. სასულიერო პირებს კომუნისტური რეჟიმის შემდგომ ირონიითა და უნდობლობით ეპყრობოდნენ. რამდენიმე მრევლთაგანს თუ ახსოვს მამა დავითის პირველი წლების გაჭირვება, როდესაც სიმბოლურ "შემოსავალს" სამად ყოფდა - ერთ წილს მონასტერს სწირავდა, მეორეს - მრევლს და ტაძარს ახმარდა, ხოლო მესამე ნაწილიდან თავად უმცირესით საზრდოობდა, რათა ფეხმძიმე მეუღლისთვის უღელი შეემსუბუქებინა.

"მართალი კაცისა" და "კაი ბიჭის" სახელი ცოტა ხანში მთელ კახეთს მოედო და მის ფარგლებსაც გასცდა. ყველასთვის ღია იყო მისი სახლის კარი. შესაძლოა, ყველი და პურიც არ ჰქონოდა, მაგრამ კეთილი გულის იმედით უამრავი ხალხი იყრიდა თავს მის ოჯახში. მოდიოდნენ უხუცესი თუ ახალნაკურთხი სასულიერო პირები, ტკივილით გულდამძიმებული ადამიანები, სითბოს მოკლებული სულები, შვილმკვდარი დედები, რომელთაც საკუთარი დის მაგალითით ამხნევებდა. იზრდებოდა მრევლი. ტაძარი მლოცველს ვეღარ იტევდა და საჭირო შეიქნა ახალი ტაძრის აშენება.

2007 წლის ზაფხულში მამა დავითის თაოსნობით სოფ. ბოდბისხევში საფუძველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობას. მანამდე აღადგინა ჯუგაანის, ძველი ანაგის, ვაქირის, ბროწლანის, ნუკრიანის ტაძრები, სადაც პერიოდულად წირვა-ლოცვას აღავლენდა. ხშირად სტუმრობდა მონასტრებს და შეეწეოდა. გამოზარდა არაერთი მონასტრის წევრი და მღვდელი, რომელთაც აღდგენილი ტაძრების წინამძღვრობა ანდო.

გამორჩეულად უყვარდა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერი და თავისი სამოღვაწეო აკვანი - წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარი.

2008 წლის 1 ივნისს - ნინოობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ამ მხარეში ერთგული მოღვაწეობისთვის მღვდელი დავითი დეკანოზის ჯვრით დაჯილდოვდა. ეს უკანასკნელი ამქვეყნიური ჯილდო აღმოჩნდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ჯანმრთელობა ნელ-ნელა გაუარესდა. მამულის განსაცდელმა მოდრიკა მანამდე ქედუხრელი ვაჟკაცი. დიაგნოზი მკაცრი და უიმედო იყო - ნეიროენდოკრინული ეკტოდერმული სიმსივნე, რომლითაც ორ მილიონში ერთი ავადდება. ვიღაცამ ორი მილიონის მტვირთველადაც შეამკო გაცილებით მეტის - საქართველოს დამტევი გული...

2009 წლის 7 სექტემბერს შეწყდა ამქვეყნიური სიცოცხლე, როგორც თავად უწოდებდა საკუთარ თავს, "ერთი უბრალო, ორღობის მღვდლისა", რომელიც სრულიად საქართველოს და ნახევარი რუსეთის ცრემლსა და ლოცვაზე მეტი აღმოჩნდა. ხორციელი ტკივილით დაღლილმა, ღვთის სიტკბოებაში გადაინაცვლა. სამოღვაწეო ადგილას კი დატოვა საფლავი, როგორც გზის მანათობელი ნათლის სვეტი და ათასობით ადამიანის სანთლად ანთებული სული.

***
"აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი" (იოანე 20,13) - ვაცეცებ თვალებს მოძღვრის საფლავზე და თითოეულს ყრუდ ვეკითხები: "უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი" (იოანე 20,15). სიმხნევეს მოძღვრის სიტყვები მმატებს, გარდაცვალებამდე ხუთი წლით ადრე წინასწარმეტყველურად რომ დაგვიტოვა: "მე ტკივილით და ტანჯვით გავალ ამ ქვეყნიდან. თქვენ ცხვირი არ ჩამოუშვათ, თხებივით არ დაიფანტოთ, ილოცეთ - ღმერთამდე მიმაცილეთ და იქიდან ჩემზე იყოსო". ვცდილობ, ცხვირი არ ჩამოვუშვა, მაგრამ თვალებს ზემოთ ვერ ვწევ; მოძღვრის სულის საოხად ფსალმუნს ვიჭერ და ცრემლის ლიბრი მეკვრება; მყარად მსურს ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მეშინია - ღვთისკენ მიმავალ ჩემს ხიდს ბურჯი გამოეცალა...

ერთხელ თქვა: "ასფურცელასა და ფასკუნჯს ჰგვანანო მოძღვარი და მრევლი. ფასკუნჯი რამდენსაც შემოგხედავს და პირს გაგიღებს - ყოველთვის მზად უნდა გქონდესო ლუკმა გამოსაკვებად". დაკრძალვაზე მოსული ხალხის სიმრავლემ გააცხადა სიცოცხლეში დაფარული - რამდენი ლუკმა გაუღია მოძღვარს და რაოდენი "მშიერი სული" დაუპურებია, რამდენი ლოცვა და მუხლჩაუხრელი წელი შეუწირავს თითოეულის საკეთილდღეოდ!

ლოგინს მიჯაჭვულმა საქართველოს რუკისკენ გაიწოდა ღონემიხდილი ხელი და ანდრია სალოსის სიტყვებით გაამჟღავნა ცხოვრების ტკივილი: "ამან გამძარცვაო".

ადამიანი დაიბადა, იშრომა, იღვაწა, უფლის ტალანტი გაამრავლა, თესლი კეთილი ჯერ თავად შეიწყნარა, აღზარდა და შემდგომ "ქუეყანასა კეთილსა" დათესა და მიწადვე მიიქცა. დატოვა ათასობით გადარჩენილი სული, აღდგენილი ტაძრები და განუზომელი სიყვარული. მისი უკანასკნელი სიტყვებიც ამას მოწმობს: "სიყვარული განამრავლეთ".

ოთხივ კუთხით ისმის ათასობით სულის ერთი და იგივე კითხვა: ახლა როგორღა ვიცხოვროთ? მოძღვარმა ამ კითხვასაც ჩვეული ღიმილით გასცა პასუხი ხუთი წლით ადრე: "ამდენი წელი რისთვის გზრდიდით? "თქვენ ხართ ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისა", არ გაბოროტდეთ, ხალისი და სილაღე არ დაკარგოთ, რადგან ცხვირის ჩამოშვებას ტკივილი არავისთვის შეუმსუბუქებია. მინდა, ბედნიერებსა და გახარებულებს გხედავდეთ..."

უძღები შვილი
ბეჭდვაელფოსტა
23.12. 2018
მაიკო
მამა დავით იყო ყველაზე სათნო,კეთილი,თავმდაბალი,ალაილი,მართალი და ყველაზე პატიოსანი მამაო.ვინც მე შემხვედრია.ის იყო ჩემი პირველი მოძღვარი.დიდი მწუხარება იყო მისი გარდაცვალება წნორელებისთვის.ნათელში იყოს მისი სული.ამინ......
07.09. 2018
თამარი
წლები გავიდა, ცხრა წელი და მაინც ისეთივე ახლობელი ხარ. ისევ ისევე მრცხვენია შენი ჩემი სიმცირის გამო და გაუსაძლისია ეს მონატრება. მომენატრა შენთან საუბარი, მომენატრა შენი სიმშვიდე, მეც რომ მიმშვიდებდა სულს და იმის მიუხედავად, რომ მასწავლე გზა შენთან მოსასვლელი, მაინც არ მასვენებს შეკითხვა, უშენოდ როგორ უნდა ვიყო მთელი დარჩენილი ცხოვრება, მამი?
16.12. 2017
"უძღები შვილი"
დრომ თითქოს ჰბადა უსასრულობა. სასრულმა უთმო დასაბამს ახლის. გული ვერ იტევს უდახურობას და გიხმობს მამას,გეძახის დავითს. დაობლებული სული დაგეძებს და თვალს არიდებს სურათის აჩრდილს. არ მსურს მდუმარე საფლავს დავნებდე- ხმას ვეძებ მოძღვრის,მზრუნველი მამის. მე მხოლოდ ერთი მზერაც მეყოფა, ერთი ნუგეში-დე,იყოს მკაცრიც. ვერ მერეოდა ვერვინ მეგონა, რადგან მიცავდა მარჯვენა მამის. დაობლებული,მამაო,გიხმობ და ძველებურად-ჩემს ნებას გითმობ. შემომაშველე დაცემულს ხელი და გამინათე სავალი ბნელი
24.03. 2017
თამარი ბეჟანიშვილი
მამა დავითი უყვარდა ყველას, რადგან ყველას ყოფნიდა მის სულში დავანებული ულევი სიყვარული. ერთი შეხედვით,გარედან მიწიერი ადამიანი- შიგნიდან სულებს ეფერებოდა და ასუფთავებდა.მისი სახით, თვით სიყვარული დადიოდა ადამიანთა შორის.
23.03. 2017
მარიამი
ჩემი პირველი სულიერი მოძღვარი, უზომოდ დიდი გულისა და დიდი სიკეთის მატარებელი, მამა დავითი, რომლის შეწევნას და სიახლოვეს ახლაც ვგრძნობ.ღმერთმა სიკეთე არ დაულიოს მის სათნო მეუღლესა და შვილებს.
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
16.09.2022

16 სექტემბერი დეკანოზ მიქაელ ბიწაძის გარდაცვალების დღეა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler