დიდი მარხვა განსაკუთრებული პერიოდია სინანულისა და ლოცვისა, მარხვის ერთ-ერთი დანიშნულებაა გვახსოვდეს სიკვდილი და საშინელი სამსჯავრო,
შესაბამისად ძლირდება მიცვალებულთა მოხსენიებაც, ამ პერიოდში ეკლესია განსაკუთრებით ლოცულობს მიცვალებულებისათვის
წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვის წინ, ხორციელის შვიდეულის შაბათს და დიდი მარხვის მეორე, მესამე, მეოთხე შაბათს განსაკუთრებით მოიხსნიებს სარწმუნოებით შესვენებულ მიცვალებულებს.გვესაუბრება მარნეულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, ისტორიის დოქტორანტი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე:
-მამაო, რა მნიშვნელობა აქვს მიცვალებულთა მოხსენიებას? რატომ დააწესა დედა ეკლესიამ მიცვალებულთა ხსენების დღეები განსაკუთრებულად დიდ მარხვაში და რა დატვირთვა აქვს ამას? მხოლოდ ამ დღეებში უნდა გავხსოვდეს ჩვენი მიცვალებულები?
-ზოგადად, წმინდა ეკლესია დღემუდამ ლოცულობს მიცვალებულთათვის, ყოველი ლიტურგია აღესრულება "მისატევებელად ცოდვათა", როგორც მიცვალებულთათვის, ისე ცოცხალთათვის, თუმცა წელიწადში რამდენიმე დღე საეკლესიო კალენდრით დადგენილია მიცვალებულთა მოსახსენიებელ განსაკუთრებულ დღეებად, როდესაც მიცვალებულთა სახელზე სპეციალურად აღესრულება ლიტურგია და დიდი პანაშვიდი. დიდი მარხვა განსაკუთრებული პერიოდია სინანულისა და ლოცვისა, მარხვის ერთ-ერთი დანიშნულებაა გვახსოვდეს სიკვდილი და საშინელი სამსჯავრო, შესაბამისად ძლირდება მიცვალებულთა მოხსენიებაც, ამ პერიოდში ეკლესია განსაკუთრებით ლოცულობს მიცვალებულებისათვის. წმინდა მარკოზ ეფესელი ბრძანებს: "ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ყოველ მათგანს შეეწევა მათთვის აღსრულებული ლოცვები და წირვები, ღმრთის მოწყალების თანაქმედებით, რომელიც ერთ ცოდვებს, ჩადენილთ კაცობრივი უძლურების გამო, მაშინვე უგულებელყოფს და მიუტევებს, როგორც დიონისე დიდი ამბობს: "წმინდად გარდაცვლილთა საიდუმლოზე განსჯა"-ში; ხოლო სხვა ცოდვებს გარკვეული დროის შემდეგ მართალი მსჯავრით ან ხსნის და შეუნდობს, და მათაც – სრულიად, ან იმ ბოლო სამსჯავრომდე მათ გამო პასუხისმგებლობას ამსუბუქებს." წმინდა მარკოზ ეფესელი შესანიშანავად გადმოსცემს ეკლესიის სწავლებას გარდაცვლილ მორწმუნეთა სულების ხვედრზე: "თუ სულები ამ ცხოვრებიდან სარწმუნოებით და სიყვარულით გავიდნენ, თუმცა თან გარკვეული დანაშაული – დიდი თუ მცირე გაიყოლეს და რომელიც მათ ან საერთოდ არ მოუნანიებიათ ან მოინანიეს, მაგრამ სინანულის ნაყოფი არ გამოავლინეს, ასეთი სულები, გვწამს, რომ ასეთი სახის ცოდვათაგან უნდა განთავისუფლდნენ, მაგრამ, არა რაღაც განწმენდელი ცეცხლით, ან რაღაც სასჯელის ადგილის განწესებით (რამეთუ ეს, როგორც ვთქვით, საერთოდ არ გადმოუციათ ჩვენთვის); არამედ ერთნი თვით სხეულიდან ამოსვლისას უნდა განიწმინდონ მხოლოდ შიშის წყალობით, როგორც ამას სიტყვა-სიტყვით გადმოგვცემს წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი, მაშინ როცა სხვანი უნდა განიწმინდონ სხეულიდან ამოსვლის შემდეგ: ან მიწაზევე, სანამ ღმრთის თაყვანისსაცემად მივლენ და ნეტარ სავანეებს დაიმკვიდრებენ; ან თუ მათი ცოდვები უფრო ძმიმე და უფრო დიდი ხნით შემბორკავი იყო, მაშინ ისინიც ჯოჯოხეთში იგზავნებიან, მაგრამ, არა იმისათვის, რომ ცეცხლსა და ტანჯვაში სამუდამოდ იყვნენ, არამედ თითქოსდა ციხეში და ზედამხედველობის ქვეშ."
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა არამართლმადიდებლურმა, ერეტიკულმა ჯგუფებმა (ძირითადად პროტესტანტული და ნეოპროტესტანტული მიმდინარეობები) უარყვეს მიცვალებულთათვის ლოცვა და მისი მნიშვნელობა, მაგრამ ეს სწავლება ეწინააღმდეგება ეკლესიის უძველეს წესს და სამოციქულო ტრადიციას. უეჭველია, რომ უფალს სთნავს ეკლესიის და მისი თითოელი წევრის გულმხურვალე ლოცვა გარდაცლილთა ცხონებისა და ცოდვათა მიტევებისათვის.
-მხოლოდ ლოცვით უნდა მოვიხსენიოთ, თუ აცილებელია ტაძარში საჭმლის მიტანა?
-ქრისტიანობის ადრეული პერიოდიდანვე დაწესდა ლოცვა გადაცვლილთათვის და მათ სახელზე აღაპის, ანუ ტრაპეზის გაშლა, რომელსაც ქართველები საკურთხს ვეძახით. რა თქმა უნდა, ლოცვა საკურთხის გარეშეც შესაძლებელია, მიცვალებულებს საჭმელი და სასმელი არ სჭირდებათ, მაგრამ აღაპის დანიშნულებაა მიცვალებულის საპატივსაცემოდ და მის სახელზე მშიერთა დაპურება, რაც, რა თქმა უნდა, ქველი საქმეა და მადლის აღსრულება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი