მეუფეს გულში სიყვარულის კოცონი ჰქონდა...
მეუფეს გულში სიყვარულის კოცონი ჰქონდა...
მეუფე ელისეს გარდაცვალბიდან 40 დღე გავიდა. მეუფეს იხსენებენ: 

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):
-ძნელია სიტყვებით გადმოსცე მეუფე ელისეს პიროვნება და ღვაწლი. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც რაჭის მშვენებასა და სიმდიდრეს წარმოადგენდა. აუცილებელია მისი პიროვნება, ჩვენი მოგონებებით გავაცნოთ იმ საზოგადოებას, ვისაც სამწუხაროდ მასთან ურთიერთობის საშუალება არ ჰქონია.
მიტროპოლიტი ელისე იყო დიდი მღვდელმთავარი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან მან, როგორც მოციქულთა მემკვიდრემ, სწორედაც მოციქულებრივი მსახურება აღასრულა. ფაქტიურად ყამირ მიწაზე მისულმა, დიდი შრომის შედეგად ნიადაგი გაანაყოფიერა,ღვთის სიტყვის სახით კეთილი თესლი მიმოაბნია და კეთილი ნაყოფიც მიიღო. მისი მოღვაწეობის შედეგი ის არის, რომ დღეს ნიკორწმინდის ეპარქიაში უაღრესად ღირსეული მღვდელმსახურები მოღვაწეობენ და ფაქტობრივად ყველა სოფელს აღდგენილი და ლამაზი ტაძარი ამშვენებს.
გარდა უმთავრესი სამღვდელმთავრო მოვალეობისა და მოციქულებრივი მსახურებისა, მეუფემ წარუშლელი კვალი დატოვა თავისი პიროვნული თვისებებით. ვერ ნახავთ მასთან შეხვედრილ ისეთ ადამიანს, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული მოგონება არ გააჩნდეს. მეუფე გამოირჩეოდა უშუალო ურთიერთობებით, დიდთან დიდი იყო, პატარასთან პატარა. ის ხომ უდიდესი უბრალოებით, სიმდაბლით, სიყვარულითა და სითბოთი გამოირჩეოდა. ამ თვისებათა გამო, მასთან ურთიერთობა ადვილი, სასარგებლო და სასიამოვნო გახლდათ.
მისი განსწავლულობაც ვერ დაგვრჩება უყურადღებოდ, ყოველ მის ქადაგებაში წიგნიერებასთან ერთად, დიდი სიღრმე და საოცარი სულიერი ძალა შეიგრძნობოდა. მეუფე ელისე უაღრესად ბრძენი და დიდი ადამიანი გახლდათ.
მე პირადად, მისადმი უაღრესი პატივისცემა და სიყვარული პირველივე შეხვედრიდან ჩამომიყალიბდა და შემდგომში, მასთან ურთიერთობის შედეგად, თანდათანობით გამიძლიერდა. თუმცა, ახლა უფრო ვხვდები, რომ იმაზე მეტი ადგილი უკავია მას ჩემს გულში, ვიდრე წარმომედგინა.
კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. მე და ჩემმა ძმამ _ მამა არჩილმა, სადღესასწაულო წირვის მერე, თავი წარვუდგინეთ, როგორც მისი თანასოფლელები. ამის გამგონე მეუფეს სახეზე უდიდესი სიხარული აღიბეჭდა, რომელიც განუშორებლად თან სდევდა ჩვენს შემდგომ ურთიერთობას.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ მისადმი სიყვარული, მარტოოდენ ჩვენს მიმართ გამოჩენილი ყურადღების, სითბოს, სიყვარულისა და მზრუნველობის შედეგი როდია. მე, როგორც, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის -რაჭის შვილი ხშირად ვსტუმრობ ხოლმე წინაპართა სამკვიდროს. მეუფესთან ახლო ურთიერთობამ კიდევ უფრო მეტად დამაახლოვა ჩემს მშობლიურ მხარეს. მას იმდენად უყვარდა თავისი ქვეყანა და მშობლიური კუთხე, ისე ლამაზად დაგანახებდა ისედაც მშვენიერ და დიდებულ სამშობლოს, რომ დიდი სიხარული დაგეუფლებოდა იმაზე გაფიქრებითაც კი, რომ ამ ქვეყნის შვილი ხარ.
მისი სამშობლოსადმი სიყვარული და თავდადება ხომ შეუმჩნეველი არავისთვის დარჩებოდა. ერთ ამბავს გავიხსნებ, რომელსაც ხშირად ყვებოდა ხოლმე, რაც კიდევ უფრო ნათლად მიანიშნებს ამ ყოველივეს. ერთხელ მისთვის უკითხავთ, თუ იყო იერუსალიმში ნამყოფი და მას უპასუხნია _ როგორ არა, ბევრჯერ,თან სულ ლობიანებით შემომეგებებიან ხოლმეო. გაჰკვირვებია კითხვის ავტორს, თუ ვინ შეიძლებოდა იერუსალიმში ამგვარად დახვედროდა მას, რაზეც მეუფეს უთქვამს _ აგერ არის სოფელი ბეთლევი, ქრისტესი და წმიდა სალოცავები, რომელთაც წმიდა ადგილების შესაბამისი დასახელებები გააჩნიათ. როცა მათ მოსალოცად მივდივარ, იქ მცხოვრები რაჭველი ბოშუნეებიგემრიელი ლობიანებითმხვდებიანო. მეუფეს ამგვარი ხუმრობა,როგორც თვითონ ამბობდა,იმას მიანიშნებდა, რომ მთავარი გულია და არა ადგილი; მეორეც, რომ რაჭაში უამრავი წმიდა სალოცავია და თუ ადამიანს ლოცვა უნდა, აქვეა მეორე იერუსალიმიო.
მთლიანობაში, ჩემს გაოცებას ის იწვევდა, რომ რაჭის რომელ ოჯახშიც კი არ შევსულვარ, მის ყველა წევრს დიდი სულიერი გაკვეთილის სახით, ახსოვს მეუფეს სტუმრობისას მის მიერიუმორით გაჯერებული და წარმოთქმული ბრძნული სიტყვა. ისე იტყოდა და ისეთს იტყოდა, რომ შეუძლებელი იყო წარუშლელად არ აღბეჭდილიყო მსმსენელის გულსა და გონებაში.
ღმერთმა აცხოვნოს დიდი მეუფე!

ჯვარის მამის სახელობის ტაძრის დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე:
-მიტროპოლიტი ელისე 19 წლის განმავლობაში მართავდა ნიკორწმინდის ეპარქიას. მეუფის მრავალი დადებითი თვისებებიდან გამოვყოფდი მის გულისხმიერებას მშობლიური კუთხისადმი უსაზღვრო სიყვარულს. თავისი ქვეყნის, სრულიად საქართველოს მოყვარული და გულშემატკივარი იყო მეუფე. ყოველთვის განიცდიდა თუკი ქვეყანაში ცუდი რამ ხდებოდა, უხაროდა როდესაც კარგი მოხდებოდა ხოლმე. ის იყო გამორჩეული თავისი თავმდაბლობით, უბრალოებით... უაღრესად გულდასაწყვეტია მისი გარდაცვალება... ყველა ვლოცულობთ მისი სულისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი ჩავიდა რაჭაში მეუფესთან გამოსამშვიდობებლად. მეუფისადმი სიყვარული ასე გამოხატა იქ მისულმა ხალხმა და ბოლო გზაზე ააცილეს მღვდელმთავარი მაღალმთიან სოფელ შქმერში. იქ, სადაც მეუფე თავის ანდერძის მიხედვით მის მიერ აგებულ წმინდა ელისეს სახელობის ტაძარში დასაფლავდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს და სასუფეველი დაუმკვიდროს მეუფე ელისეს.

ამბროლაურის მირქმის სახელობის სამლოცველოს და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის დეკანოზი ელიზბარი სოფრომაძე:
-ყველაზე მეტად მეუფესთან ჩემი პირველი შეხვედრა მახსენდება. მაშინ ახალი მისული ვიყავი ეკლესიაში. ჭრებალოს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მეუფე და მამა ლაზარე სოხაძე კანკელს აკეთებდნენ. მეუფის ხელით არის ჭრებალოს წმინდა ნიკოლოზის ტაძრის კანკელი გაკეთებული. კანკელის დამონტაჟების პროცესს შემთხვევით შევესწარი. პირველივე შეხვედრისთანავე მეუფემ დიდი სიყვარული გამოამჟღავდა, მომეფერა, ჩამეხუტა. მეუფესთან ურთიერთობაში უცბად ვიგრძენი, რომ ეკლესია სიყვარულის ადგილია. როცა გაიგო ვენახი მქონდა და ვაზს ვუვლიდი, მითხრა, ვინც ვენახს უვლის, ის უფალს უვლისო. უცბათ გავერკვიე სად იყო ჩემი ადგილი. მას მერე ეკლესიის წიაღში ვარ. მეუფემ ბევრნაირად კეთილად იმოქმედა... მეუფეს გულში სიყვარულის კოცონი ჰქონდა... თანაც გადამდები იყო.. მადლობელი ვარ უფლის რომ უკანასკნელი პერიოდი მასთან გავატარე.
ღმერთმა ჩვენც შეგვაძლებინოს ცხონების გზაზე სიარული. მეუფემ ცხონების გზით იარა. მეუფემ გაგვიადვილა გარდაცვალება.

ჭრებალოს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლაზარე სოხაძე:
-უდიდესი ტკივილია ჩვენი მეუფის გარდაცვალება... უდიდესი სიყვარულით ვიყავით დაკავშირებული, მითუმეტეს ჩვენი მაკურთხეველი და უდიდესი ადამიანი იყო. მეუფის გარდაცვალებით გაგვიადვილა იმ ქვეყანაში გასვლა. იქაც გვეყოლება მაკურთხეველი და შეგევწევა ჩვენი მეუფე... ეპარქიის მამების ურთიერთობა სიყვარულით არის აწყობილი, ეს ჩვენი მეუფის უდიდესი დამსახურებაა. მადლობა უფალს ამისთვის. საოცარი ადამიანი იყო მეუფე. თავმდაბლობით, უშუალობით, სიყვარულით აღსავსე ყველას მიმართ. . ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს მისი სული. მისი ლოცვა შეგევწევა და მუდამ დაგვლოცავს და გვაკურთხებს.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat