20 მარტი... დილიდან თოვდა... რძისფერმა ნისლმა დაფარა არე-მარე... სიცივე ძვალსა და რბილში გაგვიჯდა ყველას... ნიკორწმინდის ტაძარში ხალხმა ნელნელა დაიწყო მოსვლა...
მოდიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად, მოდიოდნენ ყვავილებითა და დიდი თაიგულებით... ჯარისკაცები, მედიკოსები, მასწავლებლები, მოსწავლეები... მოდიოდნენ საქართველოს ყოველ კუთხეში გაფანტული მადლიანი რაჭველები... ტაძარში ერთმანეთს ენაცვლოებოდა ქალ და ვაჟ მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებული საგალობლები... სასულიერო პირები ერთმანეთის მონაცვლებით იხდიდნენ მეუფე ელისეს სულის სახო პანაშვიდს... ეს ორი დღე გლოვაში გაატარა დიდებულმა ნიკორწმინდამ... მთავარეპისკოპოსი ეფრემიც მობრძანდა, მოკრძალებულ მღვდელმთავარს მოკრძალებული პანაშვიდი გადაუხადა და თვალცრემლიანი გაერიდა დიდებულ ტაძარს.... თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტმა, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის უხუცესმა წევრამ, ღმრთისმეტყველების დოქტორმა გიორგიმ (შალამბერიძემ) თავისი ჩვეული ღიმილით გაიხსენა მეუფის გვერდით გატარებული წლები და ბოლოს აღელვებული ხმით გამოეთხოვა თანამწირველს "მადლობა ძმაო, იქ შევხვდებით"! დაღამდა, ასეთი კუშტი და ცივი ღამე არასოდეს ალბათ აღარასოდეს დაუდგება ნიკორწმინდას... ტაძარში ქვითინი მატულობს. ეს ერთი ღამეც და დასრულდება ნიკორწმინდელი მღვდელმტავრის სააქაო ყოფა...
ინათა თუ არა ნიკორწმინდის ზარები აუწყებდა საქართველოს სამეუფო წირვის დაწყებას... გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრეს (ცაავა) თანამწირველობით საგანგებოდ ამ დღისთვის ნიკორწმინდის საკათედრო ტაძარში სამღვდელმთავრო წირვა აღავლინა... ისევ აუტანელი სიცივე, ისევ რძისფერი ნისლი, თოვა და სუსხი უტევდა ნიკორწმინდას... 21 მარტის დილის 9 საათიდან არ შეწყვეტილა მეუფე ელისესთან გამოთხოვების მსურველთა რიგი... სათითაოდ იჩოქებდნენ მის ცხედართან და ამბორით ემშვიდოებოდნენ მორიდებულ უბრალო და თავმდაბალ მღვდემთავარს, რომელმაც თავისი ადამიანობით ღრმა და შინაარსობრივი კვალი დატოვა საქართველოს ეკლესიის ახალ ისტორიაში. ხანდახან ქალებზე მეტად მამაკაცები ტიროდნენ და მალულად იწმენდნენ ცრემლებს... ცრემლებს, რომლებიც აღსავსე იყო გულწრფელობითა და სიყვარულით.
ნიკორწმინდის ტაძარში შეიკრიბნენ დედაეკლესიის გამორჩეული ადამიანები, წმიდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები თბილისიდან, კახეთიდან, ქართლიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან.... ქვითინი მატულობდა.. დასრულდა ნიკორწმინდის ეპარქიაში ერთი მეტად ღრმა და შინაარწსობრივად აღსავსე ოცწლიანი ეპოქა, ეპოქა, როლეიც შექმნა რაჭველმა კაცმა-დინჯმა, მშვიდმა და სიყვარულით გაჯერებულმა მიტროპოლიტმა ელისემ... გამოასვენეს კუბო და მანქანამ გეზი აიღო რაჭის უშორესი და ულამაზესი სოფლის-შქმერისკენ. ეს ის შქმერია რომელზედაც დიდი ვახუშტი წერს: "ხეორის სათავის მცირეს ტბის ქუეით, ჩრდილოთკენ, კლდეს გამოსდის წყაროდ დიდი მდინარე, და ამ ორის წყლის შესართავს ქუეით არს შქმერი, დაბა დიდი, უვენახო, უხილო, მსგავსი სხუათა მთის ადგილთა და შუენიერ ზაფხულის ფრიად." ამ ლამაზმა სოფელმა და დიდებულმა მშობლებმა წარმოშობა მიტროპოლიტი ელისე, და ამიტომაც გადაწყვიტა მეუფემ მიცი ცხედარი დაბრუნდებოდა იმ ადგილებს და სერებს, სადაც დაიბადა, სადაც ფეხი აიდგა, სადაც ყრმობა გაატარა და სად "მამა-პაპა ეგულვის"....
ონიდან 21 კილომეტრში მდებარე სოფელში უხვი თოვლი დაგვიხვდა.. გზაში გაზაფხულის სურნელი დამთრობლად იჭრებოდა ავტომობილის ფანჯრებში, მაგრამ არც უფრო მაღლა ავედით თოვლის საფარმა თითქმის ერთ მეტრს მიაღწია.. ონის მუნიციპალიტეტის ხელშეწყტობით გზა აბსოლუტურად გაწმენდილი და მოწესრიგებული იყო. ასობით ავტომანქანის კოლონა მიაცილებდა ძვირფასი ადამიანის კუბოს... მთის კალთებზე ფირუსულები ამოსულიყო ბღუჯა-ბღუჯა და თავდახრილი ეგებებოდნენ მეუფეს... და აი, გამოჩნდა შქმერი, რომელიც ზღვის დონიდან 1700-1750 მეტრზე მდებარეობს... სადღაც შორს გავაჩერეთ ავტომანქანა (რომლის საჭეს უაღრესად ღირსეული ადამიანი დეკანოზი გიორგი გელუტაშვილი მართავდა, რომლის ერთგულება და ღირსება მუდამ დასაფასებელია), რადგან ახლოს მისვლა ავტოკოლონის გამო გაგვიჭირდა. მეუფის ცხედარი თავის მშობლიურ სახლში დაასვენეს... დიდი, თეთრი "შუშაბანდიანი" სახლიდან თითქოს დედ-მამა და განსვენებული დედ-მამიშილები შემოეგება... ისევ რიგი, ახლა უკვე იქ დამხვდურთა- მოკეთეების, ნათესავების, ახლობლების, მეზობლების... ცოტაც და პროცესია დაიძრა წმიდა ელისე წინასწარმეტყველის ახლადაგებული ტაძრისკენ, სადაც მეუფის ძვალთშესალაგია.. ეს ტაძარი გახდება რაჭვეების საყვარელი სალოცავი... აქ ხომ მისმა უპირველესმა შვილმა ისურვა დასაფლავება... პატარა, ერთნავიან ბაზილიკაში ყველა მსურველის შესვლა გაჭირდა. მხოლოდ მღვდელმთავრები და ოჯახის წევრები შებრძანდნენ.. იქაც ქვითინი, ლოცვა და საგალობლების ხმა გაისმა....
ცოტა ადრე წამოვედი.. ყელში ბურთი გამეჩხირა.. ცრელმებს ვერ ვიკავებდი... გზაში გალკტიონის ლექსის სტროფი ამეკვიატა (16 მარტს მეუფე აღესრულა, 17-ში გალაკტიონის გარდაცვალების დღეა): "მიდიხარ... შენს ბედს ბევრი ინატრებს, მშვენიერს, ბედი სხვა არსად არის, შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს - შენ უკვდავების ხარ ბინადარი." წავიდა მეუფე და დაგვიტოვა დიდი ტკივილი... ენით აუწერელი ტკივილი... თუმცა სიხარული თან ახლავს ამ ტკივილს და ეს სიხარულია ის, რაც ადამიანებს გვაძლებინებს და გვმატებს ძალას... ეს ძალა სიყვარულია, ეს ძალა ერთგულებაა, ეს ძალა ბოროტებაზე გამარჯვებაა... სწორედ ამ სამი სიტყვისთვის ღირს ცხოვრება. მეუფე ელისეს ცხოვრება იყო ნათელი მაგალითი ქართველი კაცის ღირსებითა და სიყვარულით, ტკივილითა და განსაცდელით აღსავსე ცხვრებისა, სადაც არათუ დაეცა და გატყდა, არამედ ზეცად ამაღლდა თავისი ღვაწლითა და თავდადებით.
მეუფე სრულად იზიარებდა ჩვენი გმირი პატრიარქის სიტყვებს: "არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი... უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი; გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა... თუ გვინდა, ვიყოთ ბედნიერნი. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღმრთისასა, როცა სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება"... ეს გზა არის რისთვისაც ღირდა ცხოვრება. ისევ გალაქტიონი მახსენდება, როდესაც ქებათა ქება უძღვნა დიდებულ ნიკორწმინდას:
"ენის სულმნათისად ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა მაღალღეროვანი,
ცამდის აღერილი,
ნებით აღერილი,
სათნოდ აღერილი,
გშვენის, ნიკორწმინდა!"
დიახ, მეუფეს შვენოდა ნიკორწმინდა და ნიკორწმინდას შვენოდა მეუფე ელისე. ვუსურვებ რაჭას, რაჭველებს, წმიდა სინოდსა და ნიკორწმინდის ეპარქიას ასეთ დიდებულ, სათნო, უბრალო, კაცთმოყვარე და ღირსეულ მღვდელმთავარს.... ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროთ უფალმა მეუფეო, დაგვლოცეთ და დალოცვილი ყოფილიყავით სამუდამო სავანისკენ მიმავალ გზაზე!
ქედის მოხრით, მამუკა ცუხიშვილი
22 მარტი, 2015 წელი შქმერი-თბილისი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი