მეუფე ელისეს იხსენებს ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით გეგეშიძე:
ნიკორწმინდის ეპარქიის მოძღვრები სამძიმარს გამოვთქვამთ... ვუსამძიმრებთ მიტროპოლიტი ელისეს ოჯახს, მთელს საქართველოს და ჩვენს დედა ეკლესიას. ნიკორწმინდის ეპარქიისთვის მეუფემ ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. მეუფე რომ ჩამოვიდა ეპარქიაში, მაშინ ორი სასულიერო პირი იყო, მათ შორის ერთი მე გახლდით. მას შემდეგ გამრავლდა სასულიერო პირთა დასი, ბევრი ახალი ეკლესია აშენდა და აღდგა. მეუფის ხელითაა ამოკვეთილი ნიკორწმინდის ახლანდელი ქვის კანკელი, პატარა ონის და ჩვენი ეპარქიის სხვა ტაძრების კანკელები. ჭეშმარიტად ქართველი პატრიოტი იყო ჩვენი მეუფე. ძალიან უყვარდა საქართველო, განსაკუთრებით თავისი კუთხე, რაჭა. ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან უშუალო იყო, მარტივად ესაუბრებოდა მათ და რაც მთავარია, თავისი იუმორით, იგავური გამოთქმებით სტიმულს გვაძლევდა, რომ უიმედობაში და სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდნილიყავით. პრობლემიდან გამოგვიყვანდა და მისი მანუგეშებელი სიტყვები მალამოსავით გულზე გვედებოდა. მეუფე თავისი ტკივილით არავის დაამძიმებდა... სხვას, დამძიმებულს კი შვებას მისცემდა.
საუკუნოდ იყოს ხსენება ჩვენი მღვდელმთავრის!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი