მამა იოსებს ყველა უყვარდა, მაგრამ უფრო მეტად - უფალი ჩვენი იესო ქრისტე
მამა იოსებს ყველა უყვარდა, მაგრამ უფრო მეტად - უფალი ჩვენი იესო ქრისტე

ლენტეხის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარს, მამა იოსებს, ამა წლის 26 ოქტომბერს 50 წელი შეუსრულდებოდა.

ხანგრძლივი ავადმყოფობის დათმენით იგი 49 წლის ასაკში აღესრულა და იმავე ტაძრის ეზოში დიდი პატივითაც დაიკრძალა. 26 ოქტომბერს მამა იოსების დაბადების დღეა. მისი სულიერი შვილი და მეგობარი ზურაბ ბაკურაძე სიყვარულით იხსენებს მოძღვარს:

 


- რომელი მხრიდანაც არ უნდა მივუდგეთ, (საერო თუ სასულიერო), მამა იოსების განვლილი ცხოვრება და მოღვაწეობა - დიდებული სანახავია.
საერო ცხოვრებაში საზოგადოების ღირსეული წევრი იყო, განსაკუთრებული ნიჭიერებით, სიბეჯითით, ღვთივსათნო ქცევით და კეთილ საქმეთა უშურველად კეთებით გამორჩეულთა შორის გამორჩეული.
“გახდე სასულიერო პირი, მხოლოდ ღვთის ნებითა და განგებულებით დაიშვება და არა გაუცნობიერებლად, საკუთარ სურვილს აყოლით”, - გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი. მამა იოსების განვლილი ცხოვრებაც სწორედ ამის დასტურია.

სულით ძლიერი იგი, ღმერთს უყვარდა და უფალი სიყრმიდნავე განამზადებდა სასულიერო პირად. - ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან რაღაც ძალა შთამაგონებდა შორს ვმდგარიყავი კომუნისტურ-ბოლშევიკური, მაცდუნებელი ათეისტური ლიტერატურისგან, ხოლო სტუდენტობა ისე დავასრულე, სკკპ ისტორია არც კი გადამიშლიაო, - იხსენებდა მამა იოსები და ღიმილნარევად დასძენდა: - საგნის ლექტორი გამოცდაზე გადაშლიდა თუ არა ჩემს მატრიკულს, განცვიფრებული საკუთარ თავს უსვამდა კითხავს: ყველა საგანში ფრიადები ჰყავს, ნუთუ სკკპ ისტორია ვერ დაძლიაო?!. ჩაიქნევდა ხელს, - ჯანდაბას, ეს ისტორიაო და თვითონაც ფრიადს ჩამიწერდა. უმაღლესი ტექნიკური განათლების მქონეს საერო ცხოვრებაში იცნობდნენ ფართო დიაპაზონის, შრომისმოყვარე, ენერგიულ პიროვნებად, მაღალ თანამდებობებსაც დაჟინებით სთავაზობდნენ, შეუდგინეს კიდევაც სათანადო დოკუმენტაცია ე.წ. ანკეტა, მაგრამ უარზე იდგა - ვერაფრით წარმოედგინა თავი საკუთარი ბუნებისათვის შეუთავსებელ ბიუროკრატიაში, სახელმწიფო-სამოხელეო სამსახურში მაშინ, როცა გული მუდამ ღვთისმსახურებისკენ ეწეოდა.

KARIBCHE

- და აი, ახალი ცხოვრების გზაგასაყარზე, ურთულესი შინაგანი ბრძოლებისას (მიამბობდა მამა იოსები), ვიხილე ენით აუწერელი ნათელი. ჩემს არსებაში მოხდა ძლიერი ფერისცვალება. გონსმოსული უწმინდესს, სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია II-ს სიონის ტაძარში ვეახლე. ვუამბე ნანახი, მყისვე თავისი ხელით ჩამაცვა სტიქარი.

სულიწმიდის მადლით, სიხარულით აღვსილი მამა იოსები იმ დღიდან, ვიდრე აღსასრულამდე, თავისი შინაარსიანი, ღვთისსათნო ღვაწლით, მთელი არსებით ემსახურა ღმერთს. მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში ღრმად განათლებულ-განბრძნობილმა ღვთის შეწევნითა და წყლობით მრავალი ღვთისსათნო საქმე აკეთა. მარტოდმარტომ ჯერ ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (და არა მხოლოდ აქ), რთულ პირობებში, მოსახლეობასთან კარდაკარ მიახლებით, უმძიმესი ფიზიკური და გონებრივი შრომითა და მოღვაწეობით, ქრისტეს გზაზე შემოაბრუნა ღვთისა და ეკლესიისგან ათწლეულობით გაუცხოებულ-გადაგვარებული, მოუნათლავ-ჯვარდაუწერელი, ცოდვებში ჩაცვენილი უამრავი ოჯახი და ადამიანი. ქრისტეს ჯვრითა და ბაგეთა თვისთა გამოსული მადლმოსილი ლოცვით შეავედრა უფალს და მონათლა. ჯვარდაუწერელს - ჯვარი დაწერა. განათავისუფლა რა წარსულის მძიმე ცოდვებისაგან, ტვირთშემსუბუქებულთ მიანიჭა დიდი სიხარული.

KARIBCHE ***
ღვთის შეწევნითვე აღადგინა და გააცოცხლა ძველი, მივიწყებული საოცარი საგალობლები. მოსახლეობაში კარდაკარ სვლით გამოარჩია მედავითნეთა, მგალობელთა და სტიქაროსანთა უნიჭიერესი სახეები, შემოიყვანა ტაძარში და შეასწავლა წირვა-ლოცვასთან მწყობრი ღვთისმეტყველება-მედავითნეობა და გალობანი.
მამა იოსები, საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში, ჭეშმარიტად ნამდვილი ნოვატორი გახლდათ. დიდია მისი წვლილი ახალი ტაძრების მშენებლობაში. მისი თაოსნობით შეიქმნა და აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კომპლექსი ლენტეხის რაიცენტრში; გამშვენდა და მოიხატა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მიძნების ტაძარი ლექსაურაში და ასე შემდეგ.

დაგეგმილი ჰქონდა ქვემო სვანეთში რაიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გრანდიოზული ტაძრის კომპლექსის მშენებლობა და ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე ძველ ნამონასტრალ წმინდა ადგილებში: ზემო ყვედრეშში, ჩუკულში, ნაცულში (ლამზური ზაგარზე) და სხვაგან, სამონასტრო მღვდელმსახურების აღდგენა. წმინდა დავით აღმაშენებლის ტაძრის კომპლექსის მშენებლობისათვის სახსრებიც მოძიებული მქონდა, მხოლოდ კურთხევას ვითხოვდიო. აი, ეს ერთი სიტყვა - კურთხევა არ მეღირსა ამ გრანდიოზული მშენებლობის განსახორციელებლადო. ამ და სხვა მსგავსი სიკეთეების კეთებაში ხელისშეშლა იყო ჩემდამი არამართებული დამოკიდებულების მიზეზთმიზეზი, ყველაფერი უდანაშაულო ღვთივკურთეულ “სითხეს” რომ დაბრალდა, რაც დროდადრო უკურნებელი სენით გამოწვეულ მძიმე ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად თუ გამოიყენებოდაო, - მდაბლად იტყოდა მართალი მამა იოსები.

KARIBCHEდა მართლაც, წლების განმავლობაში მძიმე სენით დაავადებულ სნეულ სხეულს იგი უფლისადმი მხურვალე ლოცვა-მსახურებისათვის აიძულებდა.
ძველთაგან თქმულა: ადამიანის ღირსების აღმნიშვნელ სათნოებათაგან უმთავრესი “მოქმედი სათნოებააო”, ანუ სიკეთის ქმნა და კეთება. მამა იოსების საერო თუ სასულიერო ცხოვრება და მოღვაწეობა სწორედ კეთილ საქმეთა კეთებით გახლდათ დახუნძლული. მასში სულიწმიდის მადლი მკვიდრობდა და იგივე მადლი უხვად, უშურველად გადმოიღვრებოდა და ეფინებოდა ადამიანის სულსა და გულებს... დიდბუნებოვანი, ჭეშმარიტი მოძღვარი და გზამკვლევი მამა იოსები, ჭირი იყო თუ ლხინი, ადამიანს შვებასა და იმედს უნერგავდა. ჰარმონიული, მოსასმენად ფრიად საამო, მშვიდი და ღრმად შთამბეჭდავი გახლდათ ყოველი მისი ქადაგება თუ პირად დამრიგებლური საუბრები, რამეთუ ბაგეთა მისთა მკაფიოდ, გასაგებად და ამომწურავად გამომავალ ღვთის სიტყვას, სულგაკმედით უსმენდა და შეისმენდა ყოველი ადამიანი.


სამშობლოს ღირსეული შვილი სხვა ყველაფერ სიკეთესთან ერთად თვალსაჩინო მაგალითი გახლდათ, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ეზო, შენი კუთხე, შენი ხალხი, შენი ქვეყანა და შემდგომ ყველა სხვა. 
სამშობლოს მომავალზე ზრუნვის ღრმა შეგნებით მან მართლმორწმუნე ქალბატონ ნათიასთან ერთად შექმნა ნამდვილი, სამაგალითო ოჯახი და სამშობლოს მისცა ხუთი შვილი: ნინო, გიორგი, მარიამი, თამარი და ნიკოლოზი, ვისთანაც ჰარმონიულად არის შერწყმული ეკლესიურობა და მუსიკალური ნიჭი, სულიერი და ფიზიკური მშვენიერება, თუ ყოვლად მოსაწონი ყოფაქცევა. მათ საამო გალობას და ქართულ ხალხურ სიმღერებს აღტაცებაში მოჰყავს მსმენელი.

მამა იოსები კარგი მეოჯახე და მზრუნველი გახლდათ. ჭეშმარიტი სიყვარულით უყვარდა საქართველო. მშობლიურ სვანეთსა და სვანობას იგი ქართულ წიაღში განიხილავდა, როგორც ვაჟკაცობისა და სიმამაცის სიმბოლოდ, ანუ იმ სულისკვეთებით, როგორითაც თვითონ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
ძლიერ ახარებდა ზემო სვანეთში სასულიერო ცხოვრების აღორძინება. დიდი მადლიერებით საუბრობდა ამ საქმეში მეუფე ილარიონის განსაკუთერბულ ღვაწლზე. თბილი მოგონებებით საუბრობდა მშობლიურ მესტიაზე, მშობლებზე, დედმამიშვილებზე, ნათესავებზე და საერთოდ სვანთა ყოფა-ცხოვრებაზე, მის მომავალზე.
***
- ჩემი მღვდლად კურთხევის აღსანიშნავ სუფრასთან გვერდით მჯდომმა მამაჩემმა, - იხსენებდა მამა იოსები, მსუბუქი მუჯლუგუნით თავისკენ მიმაბრუნდა, გაბრწყინებული თვალებით თვალებში ჩამხედა და სვანურად ასე მითხრა: “მამაი თეერალ, მუხარუნღო მამა ჯეექვაა?! - ჩემო თვალის სინათლევ, ხვალიდან მამა დაგიძახოო?! გულიანად ვიცინეო.
“უღონობა ქვეყნისა მარტო უფულობა და უქონლობა კი არ არის, როგორც ახლა ბევრს ჰგონია, არამედ უფრო ისაა, როცა სათნოებიანი, კეთილმოქმედი, მაღალი ზნეობის კაცი არა ჰყავსო”, - ამბობს წმინდა ილია მართალი. ჭეშმარიტად ასეა: მამა იოსების ამქვეყნიდან გასვლით (ფართო გაგებით), მართლაც უღონობამ მოიცვა სასულიერო ცხოვრება ამ კუთხეში. სწორედ ამ გარემოებით თუ იყო ნაკარნახევი, წმინდა დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის სიტყვები, რომელიც მამა იოსების ცხედრის მიწად მიბარების ჟამს წარმოთქვა: “დიდი დრო დასჭირდება, ამ კუთხეს რომ ეღირსოს მამა იოსებისთანა სათნოებიანი მოძღვარი”.
როგორც სხვა ყველასთვის, ჩემთვისაც, როგორც მეგობართან და მოძღვართან უბრალო და მსუბუქი იყო მასთან ურთიერთობა. ყოველი ჩვენი შეხვედრა თუ სატელეფონო საუბარი იწყებოდა სვანური მისალმებით: “ხოჩა ლადეღ მამაო იოსებ”, - მივმართავდი მე, - ხოჩაამ ჯეჩო ღეერბეთ”, - იყო მისი ღვთის სათნო, მშვიდი პასუხი.
“ნეტავი იმას, ამბობს ერთი ძველი ბრძენი, ვინც არამცთუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის, არამედ მარტო თავისი სახელის ხსენებითაცაო”. ბრძენის ეს სიტყვები რომ მამა იოსებისთანა მაღალზნეობის, სათნოებიან მოღვაწეებს მიესადაგება. საკმარისია გაიხსენო მარტო მისი სახელი - მამა იოსები, რომ განეწყო მოწიწებით, აღივსო სიხარულით და გულში მადლი ჩაგეფინოს. სიკვდილი მუდამ გახსოვდეთ, მისი გეშინოდეთ, გეშინოდეთ მოუნანიებელი ცოდვების, - ასე გვმოძღვრავდა მამა იოსები.

KARIBCHEქრისტეს ჯვრით მარჯვენა ხელში იდგა ჩვენთვის ხილულ და უხილავ მტერთაგან დასაცავად და მფარველად. ჩვენთვის მის თავდადებულ მსახურებას და საქმეებს ამტკიცებდა ის დიდი გლოვა საეკლესიო პირთა, ეკლესიისა და ზღვა ხალხისა, მის კუბოს რომ შემოხვეოდა მიწად მიბარების ჟამს.
ბრძენთაგან თქმულა: “პატარავ, როცა პირველად მოდიხარ ქვეყანაზე, შენ ტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის; ჰქმენ ისე, როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგდიოდეს”. მამა იოსები მართლაც ღიმილიანი პირსახით დაგვემშვიდობა მრევლს, მეგობრებს და სოფელ-ქვეყანას.


ლენტეხის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარს, მამა იოსებს ამა წლის 26 ოქტომბერს 50 წელი შეუსრულდებოდა. ხანგრძლივი ავადმყოფობის დათმენით 49 წლის ასაკში აღესრულა და იმავე ტაძრის ეზოში დიდი პატივითაც დაიკრძალა.
მამა იოსებმა დატოვა წუთისოფელი, სადაც მზაკვრობამ ისეთი სასტიკი სახე და ფორმა შეიძინა, როცა უგუნური მოძღვრავს გონიერს; როცა ცოდვა-მადლშია შეხვეული; პრიორიტეტი ენიჭება არაჯანსაღ, ცინიკური ცხოვრების წესს და გამართლება ცოდვას. მივამრთოდ მას აწ უკვე მიღმიერ ნათელში მყოფს: “მამაო, შენ უწყი ეს ყოველივე და შეგთხოვთ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა იხსნას საქართველო და ქართველი ერი. ეშმაკისა და ბოროტ კაცთა ხიფათისაგან.

მამა იოსებს ყველა უყვარდა, მაგრამ უფრო მეტად უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ღმერთისგან მოვლებულმა, ფრთაშესხმულმა ანგელოზმა მისი ნეტარი სული ზეცად, უფალთან აიყვანა იქ, “სადა არა არს ჭირი, არა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი”.
საუკუნოდ იყოს ხსენება მისი, ამინ!

ბეჭდვაელფოსტა
22.02. 2015
ნინო ნიგურიანი
გამორჩეული იყავით ერის კაცობაშიც და სასულიერო ცხოვრებაშიც შენს ლოცვას უდიდესი მადლი ახლდა. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, შეეწიე ჩემი დათოს სულს.
02.11. 2014
ლეჩხუმელი
არაჩვეულებრივი მამაო,არაჩვეულებრივი ადამიანი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.საუკუნოდ იყოს ხსენება მისი,ამინ.
28.10. 2014
mari liparteliani
eh rogori mtkinveuli da dzznelia utqvenoba mamao dzalian gvenatrebit da gvaklixart me tqven miyvardit rogorc sakutari mama sulierzze rom agaraperi vtqva dzalian mikvarxart
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat