ერთმანეთისთვის ვილოცოთ...
ერთმანეთისთვის ვილოცოთ...
ქრისტიანული ცხოვრების წესი
გარდაცვლილთათვის ლოცვის აუცილებლობის შესახებ
გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სულისთვის ორი ადგილია განკუთვნილი: სამოთხე, მთელი თავისი სიკეთით, და ჯოჯოხეთი მასში მყოფებით - ბოროტი სულებითა და ტანჯვით. პირველი, ანუ სასუფეველი, მომზადებულია მიწაზე სწორი ცხოვრებისთვის; მეორე კი - ცოდვილი ადამიანებისთვის. წმიდა წერილი მხოლოდ გარდაცვალების შემდგომ ორი საპირისპირო მდგომარეობის შესახებ გვიყვება ნათლად - ნეტარი სულებისა და განწირულთა მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ყველა ადამიანი როდი კვდება უკვე სრულიად ცოდვილი ანდა სრულიად განმართლებული. არიან ადამიანები (და მრავლადაც), რომლებიც, მართალია, ცოდვებში გარდაიცვალნენ, მაგრამ, ამასთან ერთად, აქ, მიწაზე სინანული დაიწყეს, სულის სიღრმეში სიკეთის მარცვალი ჰქონდათ და კეთილ საქმეებს აღასრულებდნენ. სად დაემკვიდრებიან ასეთ ადამიანთა სულები? წმინდა წერილიდან და განსაკუთრებით, მართლმადიდებელი ეკლესიის პრაქტიკიდან, მისი ლოცვებიდან და გალობიდან ჩანს, რომ ასეთ ადამიანთა სულები, მართალია, ჯოჯოხეთში იქნებიან, მაგრამ ისინი არ არიან მოკლებულნი თავიანთ ცოდვათა მიტევებისა და ჯოჯოხეთიდან გათავისუფლების იმედს. ღვთის კაცთმოყვარება და ქრისტე მაცხოვრის დამსახურებათა ძალა, რომელიც ადამიანებს მეორედ მოსვლამდე შეეწევა, თანასწორია ღვთის მართლმსაჯულებისა, რომელიც ბოროტებისთვის სჯის, სიკეთეს კი ჯილდოს გარეშე ვერ დატოვებს. ეს ყველაფერი უეჭველ უფლებას გვაძლევს გვჯეროდეს, რომ ასეთ ადამიანთა ტანჯვას გარკვეული ნუგეში ახლავს. მოუნანიებელი ცოდვილები, ღვთისმგმობელები და კაცთმოძულეები ჯოჯოხეთის ფსკერზე ჩავარდებიან, როგორც უიმედონი და ღვთის სასუფევლისთვის სრულიად დაკარგულნი. მართალია, მათ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა თავად არ შეუძლიათ, მაგრამ სწყურიათ და ელოდებიან გარეშე პირის დახმარებას. წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ასეთ გარდაცვლილებს ლოცვით, მოწყალებითა და, განსაკუთრებით, უსისხლო მსხვერპლის შეწირვით შეეწევა; ამით მათ ცოდვათაგან განწმენდაში ეხმარება და ღვთისგან მათთვის ცოდვათა მიტევებას გამოითხოვს. აღმოსავლეთის პატრიარქთა წერილში მართლმადიდებლური რწმენის შესახებ ნათქვამია: "ადამიანთა სულები, რომლებიც სასიკვდილო ცოდვებში ჩაცვივდნენ და გარდაცვალების წინ არ შეინანეს, თუმცა ამქვეყნიურ ცხოვრებასთან განშორების წინ სინანული ჰქონდათ, მაგრამ სინანულის ნაყოფის მოტანა ვერ მოასწრეს, როგორიცაა: ლოცვა, ცრემლები, მუხლისდრეკა ლოცვის ჟამს, გულის შემუსვრილება, ღატაკთა ნუგეშისცემა და ღვთისა და მოყვასის სიყვარულის საქმით აღსრულება, ჯოჯოხეთში ვარდებიან და ჩადენილი ცოდვებისთვის ისჯებიან, მაგრამ, ამასთან ერთად, ამ ტანჯვის შემსუბუქების იმედი რჩებათ.

იაკობ მოციქული გვირჩევს, ერთმანეთისთვის ვილოცოთ, რამეთუ ღვთისთვის სათნოა სხვისთვის ლოცვა და მას დიდი ძალა აქვს.

ის, რომ ზოგიერთი სულის მდგომარეობა გაურკვეველია და ცოცხალთა ლოცვას შეუძლია, გარდაცვლილებს შეეწიოს, დასტურდება იესო ქრისტეს სიტყვებით: "რომელმან თქუას სიტყუაი ძისა კაცისათვის, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათვის, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას" (მათე 12, 32).

სასიკვდილო ცოდვებს, რომელთა მიტევებაც ადამიანებს არც ამ წუთისოფელში ექნებათ და არც იმ ქვეყნად, ადამიანთა სული პირდაპირ ჯოჯოხეთში მიჰყავს, მაგრამ მაცხოვრის იგივე სიტყვები გვამცნობს, რომ შესაძლოა, ადამიანს მომავალ ცხოვრებაში ზოგიერთი ცოდვები მიეტეოს.

წიგნიდან: "მარადიული იმ ქვეყნიური საიდუმლოებანი; როგორ ცხოვრობენ ჩვენი მიცვალებულები"; თბილისი, 2011

მიბაძვა იესო ქრისტესადმი განსაცდელთა დათმენის ჟამს
ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა განსაცდელები, რათა სათნოებებში სრულყოფილებას მივაღწიოთ.

მაცხოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემაც დაითმინა უდაბნოში ეშმაკისგან გამოცდა, რათა ჩვენთვის მაგალითი ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა შევხვდეთ და გავიმარჯვოთ განსაცდელებზე. მაცხოვარი ჯერ ჯოჯოხეთში ჩავიდა, მხოლოდ ამის შემდეგ ამაღლდა ზეცად; ასევე, ღვთისმოსავი სულიც ჯერ განსაცდელთა ჯოჯოხეთში ჩაიძირება, შემდეგ კი ამაღლდება ზეციურ დიდებაში. სული ზეციურ სასუფეველს ვერ მიაღწევს, სანამ წუთისოფელზე, ხორცსა და ეშმაკზე არ გაიმარჯვებს.

სანამ ვნება (ცოდვა) ადამიანში ცოცხლობს, იგი არ შეიძლება, თავისუფალი იყოს განსაცდელთაგან. მისი გული ბოროტი სითხის მდუღარე ქვაბს ჰგავს. მასში ხან შური იხარშება, ხან ეჭვიანობა, ზოგჯერ კი ზიზღი ანდა ამპარტავნება იპყრობს და სტანჯავს ადამიანს. ადვილად თანამყოფობენ ეშმაკები ასეთ მორჩილ ცოდვილთან! საქმეც ბევრი როდი აქვთ... სამაგიეროდ, მშვიდებთან და აუღელვებლებთან ყოფნა უჭირთ: ამოცნობილია ყველა მათი მზაკვრობა, არ ეგებიან მათ ანკესსა და საცდურს, მეტიც, სხვებსაც ასწავლიან, როგორ ებრძოლონ ბოროტ ძალებს. ო, როგორ იძიებენ შურს მათზე ეშმაკები!.. მთელ თავიანთ სიძულვილს მართლებზე ანთხევენ.

მათ თვითონ ეშინიათ მართლებთან მიახლოების, ამიტომ ყოველგვარი მზაკვრობით, ეშმაკობითა და მოტყუებით ცდილობენ, გაუმართონ ბრძოლა თვით ნაცნობების, მეგობრებისა და ნათესავების წინააღმდეგაც კი. თუ ადამიანი არაფხიზელი, დაბნეული, დაუდევარია, ღვთისა და საკუთარი სინდისის ხმას ყურს არ უგდებს, იგი ადვილად ექცევა ეშმაკის ქსელში და მართალს უპირისპირდება. დევნილ მართალს შეუძლია, ლოცვით მოიხმოს ზეციური სასჯელი უწმინდურის დასასჯელად, რომელიც სატანის ბრჭყალებში აღმოჩნდა, მაგრამ... როგორც ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევარსა და მოწაფეს, მას უყვარს თავისი მდევნელი, ლოცულობს მისი ცხოვნებისთვის, ითმენს და ელოდება, ბოლოს და ბოლოს, როდის ამოიცნობს ცოდვილი ეშმაკის მზაკვრობას და უფალს სინანულით მიმართავს, მისგან კი შენდობას ითხოვს. ამაშია მართლის ძალა, რომ მას უყვარს... ითმენს... ელოდება. ამიტომაა იგი მართალი, ამიტომ მას უფალი ყველაფერში შეეწევა, მადლსა და სულიწმიდის განსაკუთრებულ ნიჭებს მოსცემს მას, რადგან იგი ქრისტე-მაცხოვრის ნაფეხურს მიჰყვება.

ასევე შენც, ჩემო მეგობარო, მიბაძე უფალს ჩვენსას, იესო ქრისტეს. გიყვარდეს ყველა, დაითმინე ყველასაგან, გაუკეთე ყველას სიკეთე და ელოდე განსაცდელის დასასრულს, და, რაც მთავარია, იცხოვრე არა შენი, არამედ ღვთის ნებით, უფლის ნებით კი სულ მალე შეიცნობ მის წყალობას.

წიგნიდან: სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო),
მთავარი ქრისტიანული სათნოებებისა და ამპარტავნების შესახებ;
თბილისი, 2011 წ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat