მისი ღვაწლი ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა
მისი ღვაწლი ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა
მჯდომარე ანასტასია
(დასაწყისი "კარიბჭე" #20)
ანასტასიასთან მრავალი ხალხი დადიოდა კურთხევისა და რჩევის მისაღებად , მათ შორის სასულიერო პირებიც. "დეიდა მათთან აღსარებას ამბობდა და ეზიარებოდა კიდეცო", - იხსენებს მისი დისშვილი გიორგი საზანოვი. მნახველთა შორის იყო არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი).

მამა რაფაელის მოგონებებიდან:

ერთხელ ვკითხე ანასტასიას, - როგორ ვცხონდე-მეთქი. მიპასუხა: "ათონზე". მაშინ ათონის გზა ჩაკეტილი იყო და ისევ ვკითხე: "ვცხონდები თუ არა, თუ ათონზე ვერ მოვხვდი?" მან მიპასუხა: "არ ვიცი".

და აი, დადგა დრო, როცა ანასტასიასთან თითქოს იგავად ნათქვამი ასრულდა. არქიმანდრიტმა ზინობიმ (შემდგომში მიტროპოლიტმა) მითხრა, რომ პატრიარქს ჩემი მღვდლად კურთხევა და ლაგოდეხის ეკლესიაში გაგზავნა სურს, "რომელ გზას აირჩევ, თეთრი თუ შავი სამღვდელოებისას?", - მკითხა მან. როცა ანასტასიასთან მივედი, ის ამ სიტყვებით შემეგება: "სამი დღის შემდეგ დიდ აბაზანაში განიბანები". ბერად აღკვეცის შემდეგ ისევ ვეწვიე ანასტასიას. დილა იყო. ის მოსასხამში გახვეული იჯდა, რომელიც თავიდან ფეხებამდე ფარავდა. სახელი დავუძახე. არ მიპასუხა. ვუთხარი, რომ ბერად აღვიკვეცე და ვკითხე, ახლა როგორ ვიცხოვრო-მეთქი. პასუხად ღმუილი მივიღე. დიდხანს ვიდექი მის გვერდით, ის კი როგორც პეპლის ჭუპრი, თავის შავ შალის მოსასხამში არც შერხეულა. მაშინ გავიფიქრე: "აი, პასუხიც, იყავი ასეთივე, ამ სოფლისთვის!" და თუ ეს იყო განდეგილის კურთხევა, მე იგი ვერ შევასრულე და დღემდე გამუდმებით უკეთესს უარესზე ვცვლი.

თითქოს ყველა, ვინც ანასტასიასთან ყოფილა, მოგითხრობდათ, როგორ სრულდებოდა მისი წინასწარმეტყველური სიტყვები, ამბობდნენ, რომ მასთან რამდენიმეჯერ მისულა პატრიარქი მელქისედეკი. მაგრამ არ ვიცი, ასეა თუ არა. პატრიარქი თავად იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, მიტროპოლიტი ზინობი ამბობდა მასზე: "სოფელმა ვერ გაუგო მას".

...იღუმენია მარიამმა მიამბო, რომ ერთხელ ის თავის ნათესავ ქალთან ერთად მივიდა ანასტასიასთან. ანასტასიამ უხმოდ მოხსნა ჯვარი ქალს და იღუმენიას ჩამოჰკიდა. ასე გაიმეორა სამჯერ. მალე ამ ქალმა უდიდესი ტკივილი მიაყენა იღუმენია მარიამს. დაწვრილებით არ მსურს ამის მოყოლა: იქნებ ის ქალი ისევ ცოცხალია და დიდი ხანია მოინანია კიდეც თავისი საქციელი.

ერთმა ჩემმა ნაცნობმა, ლოვა სააკიანმა, რომელიც მერე ერევანში გადასახლდა და იქ უცხო ენათა ინსტიტუტში ასწავლის ფილოსოფიას, მითხრა, როცა ანასტასიას შესახებ შევიტყე, გადავწყვიტე მისი ნახვა. ათი მანეთი ვთხოვე დედას საჩუქრის საყიდლად. ოჯახს მაშინ უჭირდა, მაგრამ დედამ მაინც მისცა. მითხრა, ცოტა რამ გავიგე ანასტასიას სიტყვებიდან, მაგრამ ხმა ისეთი ალერსიანი და გულში ჩამწვდომი ჰქონდა, რომ სული გამითბოო. წამოსვლისას ფულის დატოვება უნდოდა, მაგრამ ანასტასიამ უთხრა: "უკან წაიღე, თორემ ამ ფულის გამო ჩხუბი მოგივა".

მე სოხუმის ეპარქიაში გავემგზავრე და როცა თბილისში დავბრუნდი, მითხრეს, ანასტასია გარდაიცვალა და ზემო კუკიის სასაფლაოზე დაკრძალესო. წმინდა მიხეილ ტვერელის ტაძრის მრევლმა, ვერამ მიმიყვანა საფლავზე ხატმწერ ვიქტორ კრივოროტოვთან ერთად. ვიქტორს ვთხოვე გზა დაეხატა. მითხრა, კარგი მხედველობითი მეხსიერება მაქვსო. მივადექით საფლავს, რომელზეც ჯვარი იყო აღმართული. ისეთი გრძნობა მქონდა, როგორც მრავალი წლის წინათ ანასტასიას ეზოში. გარე სამყარო თითქოს დამავიწყდა. წარსული აწმყოდ იქცა, აწმყო კი წარსულად, არაფერზე ვფიქრობდი და არაფერს ვთხოვდი, უბრალოდ, ვგრძნობდი მის სიახლოვეს და თვალებიდან ცრემლი მომდიოდა, ვიქტორი და ვერა, ჩემთვის ხელი რომ არ შეეშალათ, უხმოდ განზე გადგნენ. მადლიერი ვარ მათი ამ წუთებისთვის. უკან სიხარულისა და მწუხარების ნარევი გრძნობით ვბრუნდებოდი: სიხარულისა - შეხვედრის, მწუხარების კი - განშორების გამო.

რამდენიმე თვის შემდეგ ვიქტორს ვთხოვე, ანასტასიას საფლავზე წამომყოლოდა. სამწუხაროდ, გზა დამავიწყდაო. მრევლის რამდენიმე მოხუცმა წევრმა, რომლებიც ანასტასიას იცნობდნენ, მითხრეს, აღარ გვახსოვს მისი საფლავიო. სულ უფრო ნაკლები მრჩებოდნენ ცოცხალი თანატოლები, როგორც შემორჩენილი მარცვლები ყურძნის მტევანზე. მიჩვენებს განა ვინმე იმ ქოხს, სადაც ანასტასია ცხოვრობდა, თუ კიდევ დგას, ანდა საფლავს?

...არ ვიცი, ვიპოვი თუ არა ანასტასიას საფლავს, მაგრამ ვიცი, ადრე თუ გვიან ვიპოვი საკუთარს და მაშინ ვიხილავ მას მიცვალებულთა აღდგომის დღეს.

ფაქტებს გადმოგცემთ საკუთარი ინტერპრეტაციის გარეშე. ჩემთვის არაფერია ცნობილი მისი შინაგანი ცხოვრებისა და ეკლესიურობის შესახებ, ამიტომ არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ ვამოწმებ.

მახსენდება, რომ ანასტასიას ლითონზე დაწერილი იშვიათი ხატი ჰქონდა, რომელიც ღვთისმშობლის რამდენიმე გამოსახულებას მოიცავდა. "ხატს გამოსყიდვა უნდა!" - ამბობდა ის. შესაძლოა, იმის შესახსენებლად, რომ შინ დაბრძანებული ხატი ლოცვას მოითხოვს, რომ ამ სულიერი გამოსასყიდის გარეშე ხატი ჩვენი უდებების მხილებად იქცევა მხოლოდ და რომ ცხოვრების გზა ღვაწლის გზა უნდა იყოს.

სიცოცხლის ბოლოს ანასტასიამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ზეადამიანური ღვაწლი. ქალები, რომლებიც მას ბანდნენ, ამბობდნენ, რომ ის ცარიელ კონსერვის ქილას დებდა სკამზე და ისე ჯდებოდა; ბასრი კიდეები, თითქმის ძვლამდე ერჭობოდნენ სხეულში, მაგრამ ჭრილობა არ ჩირქდებოდა (ფრაგმენტი მამა რაფაელის წიგნიდან "გადარჩენის საიდუმლო").

ათეული წლებია, ანასტასიას საფლავს უვლის რამაზ სალიმიანი, მისი ოჯახი კუკიის სასაფლაოს ახლოს ცხოვრობს და მომსწრე და თვითმხილველია იმ უჩვეულო ამბებისა, რაც მჯდომარე ანასტასიას საფლავზე ხდება.

- რამდენი წელია, რაც თქვენი ოჯახი ამ საფლავს უვლის?

- 35 წელზე მეტია. ჯერ დედაჩემი საბედა სულტანოვა პატრონობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მე და ჩემი მეუღლე ვუვლით. დედაჩემი კახეთში დაბადებული ქრისტიანი იყო, კარგად იცნობდა ანასტასიას. ჩემს პატარაობაში მახსოვს, თეთრებში გამოწყობილი ქალები ხშირად დადიოდნენ ამ საფლავზე და გალობდნენ, მაგრამ მაშინ რა ვიცოდი, თუ ასეთი ადამიანი იყო აქ დაკრძალული. დედა ანასტასიას წყალობაა, რომ მთელი ჩემი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები ქრისტიანებად მოვინათლეთ.

- მოძღვარი თუ გყავთ?

- რა თქმა უნდა, მარტყოფის ღვთაების მონასტრის ღვთისმსახური მამა ბენიამინია ჩემი და ჩემი ოჯახის მოძღვარი. მე და ჩემი ოჯახი ქრისტეს მადლს მან გვაზიარა. ხშირად მივდივარ ღვთაების მამათა მონასტერში აღსარებისა და ზიარების მისაღებად. ჩემი მოძღვრის კურთხევაა, მოვუაროთ დედა ანასტასიას საფლავს. სანამ მუშაობას დავიწყებდი, გული მაწუხებდა, ფეხები მტკიოდა, მაგრამ ისეთი მადლი ტრიალებს აქ, ახლა, ღვთის წყალობით, არაფერი აღარ გვაწუხებს, მადლობა უფალს, რომ დედა ანასტასიას ლოცვა და მეოხება ასე მფარველობს ჩვენს ოჯახს. მოძღვარი ნახულობს დროს, დედა ანასტასიას საფლავზე პანაშვიდი გადაიხადოს და სახლსაც ხშირად გვიკურთხებს. ჩვენ ეროვნებით ქურთები ვართ, ძალიან გვიხარია, რომ ღმერთმა წყალობის თვალით გადმოგვხედა, რაშიც დიდია დედა ანასტასიას დამსახურება, ამიტომ მის საფლავს მთელი სულითა და გულით ვუვლით, ამას ადრეც ვაკეთებდით, მაგრამ სულ სხვა ძალა აქვს, როცა უკვე ეს მოძღვრის კურთხევით ხდება. ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი, მე მათგან ბევრი რამ ვისწავლე. მთავარი, რაც მათ მომცეს, სიყვარულია და ამას არასოდეს დავივიწყებ. მალე 65 წლის გავხდები და მიკვირს, როგორ გაატარა ანასტასიამ 65 წელი მჯდომარემ, ეს ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ გარდაცვლილა, 84 წლისა ყოფილა მაშინ.

- კიდევ რა იცით ანასტასიას შესახებ?

- მე ვიცნობ მის ძმისშვილს, გიორგის, გარდაცვლილი რომ უნახავთ, მას უკვე ფეხები შეხორცებული ჰქონია ამდენი ჯდომისაგან. სასულიერო პირებს უნდოდათ, ქირურგიულად ჩარეულიყვნენ და ჩვეულებრივი ქრისტიანული წესით, მწოლიარე დაეკრძალათ. არ დაეთანხმა გიორგი, სკამის ფორმის კუბოთი დაუკრძალავთ მჯდომარე. ხანდახან იმას რომ წარმოვიდგენ, როგორ არის დამარხული, ცრემლები მომდის. ბევრი სასულიერო პირი მოდის მის საფლავზე პანაშვიდის გადასახდელად და, როგორც ამბობენ, დიდი მადლი მიაქვთ აქედან. საფლავზე ამოსულმა მამა კონსტანტინემ, მამა შალვამ, პანაშვიდის ჩატარების შემდეგ, ჩვენი ოჯახიც აკურთხეს. ამას წინათ ახალციხიდან და მლეთიდან, უფრო სწორად, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიიდანაც იყვნენ სასულიერო პირები ჩამობრძანებული საფლავის მოსალოცავად, ყველა ღვთის ნებით მოდის აქ მადლის მისაღებად, ღმერთმა ყველა გახარებული ატაროს დედა ანასტასიას ლოცვითა და შეწევნით.

- თქვენ მრავალი უჩვეულო ამბის შემსწრე ბრძანდებით, უკანასკნელ ხანს რა სახის სასწაული ხდება დედა ანასტასიას საფლავზე?

- დედა ანასტასია ბევრს შეეწევა. ბევრი ოჯახი ინგრეოდა და დედა ანასტასიას ლოცვით გადარჩა. 8-10-15 წელი ბავშვი არ ჰყოლიათ ოჯახებს. რაც აქ დაიწყეს სიარული, რამდენიმე კვირაში სასწაული მოხდა და ყველას ბავშვი მიეცა. ღმერთმა გაახაროს ეს ოჯახები ვისაც კი ქალიშვილი შეეძინა, თითქმის ყველამ ანასტასია დაარქვა შვილს. უამრავი ავადმყოფი ამოსულა აქ და სამ-ოთხჯერ ამოსვლის შემდეგ, სრულიად გამოჯანმრთელებულა და ახლაც ხშირად მოდიან მადლიერების ნიშნად. ერთი გოგონა ავარიაში მოყვა, ექიმები ვეღარაფერს შველოდნენ. ოთხჯერ მოსვლის შემდეგ გადააგდო ყავარჯნები და გახარებული წავიდა. სასწაულები ყოველდღიური მოვლენაა. ერთი ჟურნალისტი, ნანა დადის აქ, თუ რაიმე უჩვეულო მოხდება, ვურეკავ ხოლმე. იმდენი მასალა შეკრიბა, წიგნი დაწერა ამ სასწაულების შესახებ. პატარა ბავშვი, რომელიც ვერ ლაპარაკობდა, საფლავზე მოყვანისთანავე ამეტყველდა. ბევრი ახალგაზრდა, რომლებსაც გაუჭირდათ დაქორწინება, აქ ამოსვლის შემდეგ მოეკიდნენ ოჯახს, ბევრმა კი აქ გაიცო ერთმანეთი და დაქორწინდნენ. დედა ანასტასიას წყალობით, მრავალი ქურთი გაქრისტიანდა. ასე რომ, მადლობა უფალს ამ სასწაულებისთვის.

(გაგრძელება იქნება)


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat