მიცვალებულის სულისთვის უკეთესია, თუ თანხა გაჭირვებულთ დაურიგდებათ
მიცვალებულის სულისთვის უკეთესია, თუ თანხა გაჭირვებულთ დაურიგდებათ
"ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს მის მოსპობას. ადამიანის სული ცოცხალია, უკვდავია და იგი მარადიულ ცხოვრებაში იმკვიდრებს ადგილს, რასაც თავისი სარწმუნოებითა და ქცევით იმსახურებს.

მიწიერი ჩვენი ცხოვრება არის მომზადება მარადიულობისთვის, იგია თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი გამოცდა.

ბედნიერია, ვინც მართლმადიდებელი სარწმუნოებით, სიყვარულითა და კეთილი საქმით წარდგება ამ გარდაუვალი დღის წინაშე და მართალთა სავანის მკვიდრი გახდება.

ხშირია შემთხვევა, როცა კეთილი ადამიანი ტოვებს ამ წუთისოფელს, ანდა მცირე ასაკისა შეერთვის მარადიულობას, ამაშიც ჩვენ უნდა დავინახოთ განგება უფლისა; ღმერთს ისინი ნაკლებად ცოდვილნი მიჰყავს თავისთან, - აღნიშნავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მიცვალებულთა სულის მოსახსენებელ განჩინებაში.

განვაგრძობთ საუბარს ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურთან მამა ილია ჩიკვაიძესთან.

- მამა ილია, უწმინდესი ილია II-ის განჩინებაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილის ახლობლებმა შავი ტანსაცელი 40 დღე ან არაუმეტეს ერთი წელი უნდა ატარონ, რამდენად დაცულია პატრიარქის ეს კურთხევა?

- დიახ, პატრიარქი ილია მეორე განჩინების 32-ე მუხლში გარკვევით ამბობს, რომ ორმოცის შემდეგ ან ახლობლის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე უნდა გაიხადოს გარდაცვლილის ახლობელმა შავი ტანსაცმელი. აქვე ნათქვამია ისიც, რომ "ახლობელი ადამიანის სიყვარული უნდა გამოიხატებოდეს არა შავი სამოსის ტარებით, არამედ ლოცვით და მიცვალებულის სულისთვის ღვთის სათნო კეთილ საქმეთა აღსრულებით". რამდენად ვასრულებთ ამ მოთხოვნას, ამაზე მე აღარაფერს ვიტყვი, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ასრულებენ თუ არა ამ კურთხევას.

- გარდაცვალებიდან რამდენ დღეში უნდა დავასაფლავოთ მიცვალებული და აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, რომელ დღეს დაიკრძალება?

- განჩინების მიხედვით მიცვალებულის დაკრძალვა სამიდან ხუთი დღის განმავლობაში ხდება, ეკლესიურად, ყველა დღეს შეიძლება დაკრძალვა, გარდა კვირისა. კომუნისტების დროს მიღებული იყო კვირას დაკრძალვა, კვირა აღდგომისსწორ, უფლის დღედ ითვლება და სწორედ ამ დღეს უნდა მოვერიდოთ დასაფლავებას, თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ იქნება. როდესაც ოჯახის ახლობელი ან რომელიმე წევრი, ვთქვათ, საზღვარგარეთ იმყოფება და ვერ ასწრებს სხვა ქვეყნიდან ჩამოსვლას, ამ მიზეზით შესაძლოა, დასაფლავების დრომაც 7 დღემდე გადაიწიოს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სამწუხაროდ, დღემდეა შემორჩნილი ათი დღის ან ორი კვირის შემდეგ მიცვალებულის დაკრძალვა, რაც ძალიან ამძიმებს გარდაცვლილის სულს, რა თქმა უნდა, ყველა ოჯახისთვის ძვირფასია მიცვალებული, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, ღვთის კურთხევას დავემორჩილოთ და დროულად მივუჩინოთ მას სამუდამო განსასვენებელი. სულისთვის სამწუხაროა, როდესაც მისი ამდენი ხნის სამყოფელი დიდხანს არის დასვენებული ხალხის სამზერლად სულისგან მიტოვებული, სული ხომ უკვე ღმერთში ზრახავს და ურჩევნია, დროულად შესრულდეს მისი კურთხევა, დროზე მიიბაროს სხეული მიწამ და შეერთოს მის წიაღს, იმ ნივთიერებას შეერწყას, რა შემადგენლობებიდანაც მისი სხეული წარმოდგებოდა.

- კომუნისტურ ეპოქაში მღვდლის მოყვანა საძრახისად ითვლებოდა და ბევრს იქნებ წესიც კი არა აქვს აგებული, ხომ შეიძლება მისი ოჯახის წევრებმა დღეს იზრუნონ მისი წესის აგებაზე?

- რასაკვირველია, წესის აგება ყოველ დროს შეიძლება. გარდაცვლილის საფლავიც რომ არ ვიცოდეთ, საფლავზე მიუსვლელადაც შეიძლება მღვდელმა მას წესი აუგოს. წესის აგება აუცილებელია. ერთ კაცს დაესიზმრა გარდაცვლილი ახლობელი, რომ ჰკითხა როგორ ხარო, მიცვალებულმა უპასუხა: "აბა, როგორ უნდა ვიყო, საფლავში წესის აუგებლად ვწევარო". რაც ეკლესიურად დადგენილია, აუცილებლად უნდა შესრულდეს, რომ იმ ქვეყნად გარდასულ ჩვენს ახლობელთ არაფერი მოაკლდეთ ჩვენგან.

- საიდან მოდის განსვენებულის ოჯახში სარკეზე ზეწრის ჩამოფარების ტრადიცია და რამდენად გამართლებულია ეს ეკლესიურად?

- არსებობს ცრურწმენა, თუ ასე არ გააკეთებ, შესაძლოა სული აქ დარჩეს და სადმე დაბინავდეს, სარკე იქნება ეს, კარადა თუ სხვა ადგილი. რა თქმა უნდა, არასწორი წარმოდგენაა. ადამიანი რომ გარდაიცვლება, მას იმ წუთიდან თანამგზავრად მფარველი ანგელოზი ეცხადება და წინამძღვრობას უწევს. ზოგი ფიქრობს, როცა ოჯახში მიცვალებული ასვენია და ამდენი ადამიანია დამწუხრებული, სარკეში ეს არ უნდა აისახოს, რომ შემდეგ გლოვის გამოძახილი თავიდან არ განმეორდეს მის ოჯახში.

ისე, სარკე მართლაც არის რაღაც მისტიკური და იგი განსხვავდება სხვა, ნებისმიერი ნივთისაგან, მასში შეიძლება მართლაც დაიბუდოს ბოროტმა ძალამ. ამიტომ არ მიყვარს ისეთ ოჯახში შესვლა, სადაც ბევრი სარკეა. ზოგს კი პირიქით, ისე მოსწონს, ყველა ოთახში სარკეს წააწყდებით. ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება ხშირად ვასხუროთ სარკეს ნაკურთხი წყალი, და არა მხოლოდ მათ, სხვა ნივთებსაც, რომლებთანაც ყოველდღიური შეხება გვაქვს, არა აქვს მნიშვნელობა, მაგიდა იქნება ეს, სავარძელი თუ სკამი. მაგრამ როდესაც გლოვის დღეებში იციან, ეს კარადა ასე უნდა დაიდგას, მაგიდა უნდა შემოვაბრუნოთ და სხვა, ეს უკვე ცრურწმენაში გადაზრდილი აბსურდული ჩვევებია, რომლებიც ბღალავს ჩვენს სარწმუნოებას. ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც მღვდელი გვირჩევს, როგორც მართალი სარწმუნოების მიმდევარ ადამიანებს შეჰფერის.

- განჩინების მე-8 პუნქტში პატრიარქი ბრძანებს: "მიცვალებულს არ უნდა ჩაატანო ზედმეტი ტანსაცმელი და სხვა რაიმე ნივთი", მე-18 პუნქტში წერია: "ქრისტიანის საფლავი არ უნდა იყოს მდიდრული, მიცვალებულის სულისთვის უკეთესია, თუ თანხა გაჭირვებულთ დაურიგდებათო".

ამაზე გასაგებად რაღა უნდა ითქვას. ჩვენი ეპოქის საფლავები რომ მომავალში გაიხსნას, შევრცხვებით, მათ ქრისტიანულ რწმენასთან და ცხოვრების წესთან კი არა, უფრო წარმართული ხანის სამარხებთან მეტი საერთო ექნებათ და შიგ იმდენ ნივთს აღმოაჩენენ, ადრე ფარაონებს რომ ატანდნენ. სასაფლაოებზე რომ მოვხვდებით, ძნელი მისახვედრი არ არის, მორწმუნეა თუ ურწმუნო ის ჭირისუფალი, რომელმაც ესა თუ ის საფლავი გააკეთა, ზოგიერთ სოფელში დიდ აკლდამებსაც აშენებენ და საფლავს ოთახებივით აწყობენ, რა საჭიროა ყოველივე ეს?! კაცის ფიზიკური არსებობა მთავრდება, მას ოთახი, სკამი და მაგიდა აღარ სჭირდება, "მიწა ვართ და მიწადვე მივიქცევით". მიწა ყველაზე კარგად ინახავს ცხედარს, საფლავების მოწყობა კი ღმერთსა თუ გარდაცვალებაზე არასწორი წარმოდგენაა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ გამოსულან ადამიანები ათეისტური შეხედულებებიდან და ჰგონიათ, რომ სიკვდილით ყველაფერი დამთავრდა, სინამდვილეში ადამიანის ფიზიკური სიკვდილი, გარდაცვალება არის ზესთასოფელში გასასვლელი კარი, რომელიც, ადრე თუ გვიან, ყველამ უნდა გაიაროს.

- მამა ილია, მინდა ვისაუბროთ შაბათი დღის მნიშვნელობაზეც, რომელიც მიცვალებულთა დღეა.

- შაბათი უდიდესი დღეა ჩვენი მიცვალებულებისთვის, ამ დღეს თითქოს ორი სოფელი ერთიანდება; აღევლინება პანაშვიდი მიცვალებულთა სულის საოხად, მზადდება საკურთხი გარდაცვლილის სახელზე: მოაქვთ პური, ღვინო, წანდილი ან კოლიო, შეიძლება სხვა საჭმელიც, რომელიც კარგი იქნება, მოწყალების სახითაც გაიცეს, და, რაც მთავარია, ტარდება წირვა. მიცვალებულისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ მისი ახლობლები დაესწრებიან წირვას, ეზიარებიან და შეგზავნიან სეფისკვერს გარდაცვლილის სულის მოსახსენებლად.

დაბოლოს, კიდევ ერთ, ძალზე მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო. არცთუ იშვიათია ჩვენს ეკლესიაში, როდესაც ზოგიერთი მოძღვარი მრევლს აფრთხილებს, თუ კვირას უნდა ეზიარო, მაშინ შაბათს მარხვა უნდა დაიცვაო. მოიძებნებიან ისეთი სასულიერო პირებიც, რომლებიც თავის სულიერ შვილებს ურჩევენ, კვირას რომ ეზიარონ ხუთშაბათსაც და შაბათსაც უნდა იმარხულონ, ოთხშაბათი და პარასკევი ისედაც მარხვის დღეებია და გამოდის, რომ ოთხი დღე უნდა დაიცვან მარხვა, რომ კვირას წმინდა ზიარება მიიღონ. ეს ყოვლად დაუშვებელია. მოციქულთა 64-ე კანონი პირდაპირ ბრძანებს, რომ შაბათს მარხვა აკრძალულია და თუ ვინმე იქნება ამ დღეს მარხვაში შემჩნეული, სასულიერო პირს სამღვდელო პატივი აეყაროს, ერის კაცი კი უზიარებლობით დაისაჯოსო. ალბათ იკითხავთ, რატომ დაადგინეს მოციქულებმა ასეთი მკაცრი კანონი შაბათის მარხვასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ შაბათს მარხულობდნენ გნოსტიკოსები, რომლებიც ყოველგვარ მატერიას და სამყაროს შექმნას ბოროტებად მიიჩნევნდნენ, გლოვობდნენ ღვთის წმინდა განგებულებას სამყაროს შექმნის შესახებ და ამ გლოვის აღსანიშნავად შაბათ დღეს მარხულობაში ატარებდნენ, დედაეკლესია იმთავითვე გაემიჯნა ამ მწვალებლურ სწავლებას და შაბათს მარხვა მწვალებლობად გამოაცხადა, ერთადერთი შაბათი წელიწადში, ეს არის ვნების შვიდეულის შაბათი, როცა უნდა ვიმარხულოთ, რადგან მაშინ უფალი ჯერ კიდევ საფლავშია, თუმცა ეს იმხელა დღეა, ცოცხლებისა და გარდაცვალებულთათვის, რომ ყოველ დიდ შაბათს, უდიდეს ხილულ სასწაულს უშვებს უფალი, როცა მის საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის და ათასობით მორწმუნეს უდიდეს მადლს აზიარებს. სხვა ყველა შაბათი ხსნილია ხორცით, რა თქმა უნდა, მარხვის პერიოდის გამოკლებით. შაბათ დღეს მშრალი მარხვის დაცვის უფლებაც არა აქვს მორწმუნეს, თუ მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მშრალი მარხვა აქვს დადგენილი მოძღვრისაგან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, შაბათს მარხვის დაცვა კვირას ზიარების მიზნით, არის მწვალებლობა და მისი დარღვევა მწვალებლობასთან თანაზიარებას ნიშნავს, ისევე, როგორც შაბათ საღამოდან კვირა საღამომდე, არ შეიძლება მუხლმოდრეკა და დიდი მეტანიების კეთება, რადგან მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, კვირა კიდევ უფრო დიდ დღედ ითვლება ყოველი ქრისტიანისთვის. ხორციელის შვიდეულში, ასევე მეზვერისა და ფარისევლის შვიდეულში ხსნილია იმისათვის, რომ გრიგორიანულ მიმდინარეობას - სუბსარქისის მარხვას სომხურ-გრიგორიანულ სწავლებას გაემიჯნოს დედაეკლესია, რომელმაც დაგმო ეს მწვალებლობა. ამ კვირის ოთხშაბათს და პარასკევსაც კი არ ვმარხულობთ იმის გამო, რომ არ შევერთოთ მწვალებელთა მარხვას. ანალოგიურად, ჩვენ არ უნდა შევერთოთ ცრუ, გნოსტიკურ სწავლებას სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით და შაბათს ამიტომ გვიუქმებს ეკლესია მარხვის ყოველგვარ ფორმას (ხსნილში ხსნილად და მარხვაში - მსუბუქად). აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ, დიდი პასუხისმგებლობით არ მივუდგებით ამ საკითხს, ღვთისაგან წყალობის მაგივრად, რისხვას დავიმსახურებთ, რადგან როცა ვამბობთ, რომ ღვთის რჩეული ერი ვართ, მაშინ უფრო მეტიც მოგვეთხოვება.

ღმერთმა დაიცვას ჩვენი ერი ყოველგვარი ცთომილებისაგან და ქრისტეს გზით ატაროს საქართველო!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი ისე იოანე ზედაზნელის მოწაფე და თანამოღვაწე გახლდათ. ერთხანს ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat