სარწმუნოებრივი ნელთბილობა ურწმუნოებაზე უარესია
სარწმუნოებრივი ნელთბილობა ურწმუნოებაზე უარესია
"უსაზღვრო გლოვა, გოდება, ტირილი მეტყველებს ადამიანის ურწმუნოებაზე, იმაზე, რომ მას არ სწამს ღმერთი, არ სწამს სულის უკვდავება და თვლის, რომ გარდაცვლილი სამუდამოდ დაკარგულია მისთვის, ამით კი ჭირისუფალი უდიდეს ცოდვას იღებს თავის თავზე, რადგან არასწორი ქცევით, მეტად ამძიმებს გარდაცვლილის უკვდავ სულს, ამძიმებს თავისი ოჯახის ცხოვრებას", - წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თავის განჩინებაში მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად.

განვაგრძობთ საუბარს ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვართან, მამა ილია ჩიკვაიძესთან.

- მამა ილია, ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, ვართ თუ არა ღვთის მორჩილი, მორწმუნე ერი, რამდენად ვიცავთ ეკლესიურ ტრადიციებს, პატრიარქ ილია მეორის 23-მუხლიან მიცვალებულთა განჩინებას?

- ჩვენ ათეიზმის მძიმე წლები გამოვიარეთ. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რომ არა, შედეგი ბევრად მძიმე იქნებოდა. მან, 35 წელზე მეტია, მოსეს მსგავსად თავისი მხრებით ატარა ქართველი ერი, რომ გამოვეყვანეთ სულიერი უდაბნოდან. მისი სიბრძნე და გამოცდილება რომ არა, ვერაფრით დავაღწევდით თავს ცრუმორწმუნეობას. მახსოვს 2005 წელს უწმინდესის ქადაგება, იგი მრევლს მიმართავდა, - გთხოვთ დადგათ თქვენი გარდაცვლილი ოჯახის წევრის სურათი საპატიო ადგილას, მიხვიდეთ ამ სურათთან და კურთხევა გამოითხოვოთ, შემდეგ კი ემთხვიოთ, რომ მთელი დღე დალოცვილი იყოთ მისგან. კარგი იქნება, მიიტანოთ სურათთან ხილი, ტკბილეული და მერე დაურიგოთ გაჭირვებულებს. მერწმუნეთ, ეს გარდაცვლილს აუცილებლად მიუვაო. მავანი იტყვის, ასეთი რამ სხვაგან არსად ამომიკითხავსო და შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მე მათ ვეტყოდი: უწმინდესმა, პირადი დაკვირვებითა და გამოცდილებით, ბევრი რამ იცის ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით, ჩვენგან განსხვავებით, მან იცის, რა რჩევა მისცეს ჭირისუფალს, რადგან მას სასუფევლის ლოცვითი გამოცდილება და სულიერი ხედვა გააჩნია. იგი წმინდა, დიდი ადამიანია და თუ მის რჩევა-დარიგებებს არ შევისმენთ, ამით ისევ ჩვენ დავზარალდებით.

მოდიან ჩემთან ეკლესიურ მადლს ნაზიარები, მორწმუნე ადამიანები, აღსარების საიდუმლოს მანდობენ, ქრისტეს წმინდა ნაწილებს იღებენ და იმავდროულად, თუკი ვინმემ რომელიმე მიცვალებულის სახელის ხსენებისას დააცემინა, იმწუთას სამჯერ დაარტყამენ მხარზე ხელს ან სამჯერ უჩქმეტენ და ეტყვიან: "მის მოსვლამდე არაფერი გეტკინოსო". ბავშვობიდან მახსოვს, ეს ძალზე გავრცელებული ჩვეულება იყო მთელ საქართველოში. მე ის მაკვირვებს, მორწმუნე, აღმსარებელი და მაზიარებელი მრევლი, დღემდე რომ ვერ გამოდის ამგვარი წარმართული ცრურწმენებიდან. ალბათ, მორწმუნე ადამიანისთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ ადრე თუ გვიან, ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს, მოხდება მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომა განკითხვის წინ და განსვენებულთა ცხედრები ისეთივე ხორცშესხმულნი აღდგებიან თავიანთი საფლავებიდან, როგორც ღრმა ძილიდან გამოღვიძებულნი. ამ დროს კი ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით რომელიმე გარდაცვლილზე, მის მოსვლამდე არაფერი გეტკინოსო, გამოდის, რომ მას პირდაპირ ჯოჯოხეთში ვაგზავნით. თუ კარგად დავაკვირდებით და ჩავწვდებით ამ სიტყვების მნიშვნელობას, მასში წყევლაა ჩადებული ეშმაკისგან. მაგიური, ჯადოსნური წყევლა, რადგან ეს იმას ნიშნავს, განკითხვის დღეს გეტკინოს, როცა მიცვალებულები აღდგებიანო და ნებსით თუ უნებლიედ, პირდაპირ ჯოჯოხეთში ვისტუმრებთ მის სულს, რაც შეუთავსებელია სამოციქულო სწავლებასთან. არ მეგულება ადამიანი, ასეთი რამ თავს არ გადახდენოდეს, ამიტომ ჩემი რჩევაა, ყველამ მოინანიოს ეს ცოდვა მოძღვართან აღსარებისას. ვინმეს ეს შეიძლება უმნიშვნელოდ მიაჩნდეს, თუმც, ასეც რომ იყოს, ტომარა რომ პატარ-პატარა კენჭებით გავავსოთ, რამდენიმე ხნის შემდეგ მისი ტარებაც გაგვიჭირდება, მით უმეტეს, რა მძიმე წონა დაედება ყოველ მათგანს მაშინ, როცა ცოდვა-მადლის აწონვა მოხდება ჩვენი სამარადჟამო ადგილის საბოლოო განაჩენის გამოტანამდე.

- მამა ილია, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ოთახში ბევრს ეშინია მარტო დარჩენა, ყოველ ბნელ კუთხეში მათ რაღაც ელანდებათ, განსაკუთრებით კი იმ ოთახში გასვლა, სადაც მიცვალებული ესვენა. საიდან მომდინარეობს ეს და რა არის ამის მიზეზი?

- ყოველი შიში უმეტესად საღი აზრის უუნარობისაგან მომდინარეობს, რომელიც ადამიანის ნაკლები რწმენისა და მისი წარმოსახვის ნაყოფია. ღვთისმოშიში ადამიანი დაცულია ყოველგვარი შიშისაგან. ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა, რომელიც გვათავისუფლებს ყველა შიშისაგან. იტყვიან, ორმოცამდე არ შეიძლება გარდაცვლილი ადამიანის ოთახში ღამის გათევაო. ესეც ცრურწმენაა. მაშინ რა ქნას იმ ოჯახმა, რომელსაც ერთი ოთახის მეტი არც აქვს და ხელმოკლედ ცხოვრობს? ღვთისთვის ამგვარი პირობითობები არ არსებობს. ზოგიერთი "მორწმუნე" ორმოცამდე ვერ შესულა გარდაცვლილის ოთახში, რადგან ჰგონია, რომ მისი სული იქ იმყოფება. ჯერ ერთი, ასეც რომ იყოს, რა არის აქ შესაშინებელი, შენი ოჯახის წევრის სული შენთვის ისედაც ნაცნობი და ახლობელი უნდა იყოს, მაგრამ ასეთი რამ მართლაც შეუძლებელია, ადამიანი რომ გარდაიცვლება, 3 დღის შემდეგ, ღვთის ანგელოზი მეგზურობს და ამგზავრებს მას მისთვის უცნობ სამყაროში. გარდაცვალების შემდეგ გარდაცვლილის სული მფარველ ანგელოზს უკავია, ის წინამძღვრობს მას და თან უფალს შესთხოვს, შეეწიოს საზვერეების გავლაში. იტყვიან იმასაც, ახალგარდაცვლილის საფლავზე გასვლა მხოლოდ მე-3, მე-6 და მე-9 დღეს შეიძლება და ამის შემდეგ მხოლოდ შაბათობით - ორმოცამდეო, ესეც ცრურწმენაა, თუ ჭირისუფალს გული სთხოვს, შეუძლია ყოველდღე გავიდეს სასაფლაოზე, მაგრამ თუ დიდ მწუხარებაში ჩავარდება, უმჯობესია არ გავიდეს. ორმოცამდე, სანამ მიცვალებულს ღმერთი ადგილს დაუმკვიდრებდეს, ჭირისუფალმა რაც შეიძლება მეტი უნდა ილოცოს მასზე, გადაახდევინოს მღვდელს შეკვეთილი წირვა, პანაშვიდი, შაბათობით და ეკლესიურად დადგენილ დროს გააკეთოს საკურთხი, გასცეს მოწყალება გარდაცვლილის სახელზე, გაჭირვებულებს დაურიგოს მისი ნივთები და ტანსაცმელი 40-მდე, და არა 40 დღის შემდეგ, როგორც ეს ხალხშია არასწორად გავრცელებული. უყვართ ხოლმე მდიდრული აღაპების (ქელეხის) გადახდა, რომლებზეც შეძლებულ, გავლენიან ხალხს დაპატიჟებენ, როგორც წესი, მათხოვრები, შეიძლება არც კი შეუშვან. არადა, სწორედ მათხოვრები სხედან სასუფევლის კართან. დედა რომ გარდამეცვალა, ერთი დიდი სუფრა მათხოვრებისთვის მქონდა გაწყობილი, ისხდნენ საწყლები გახარებულები იმით, რომ თავს გრძნობდნენ საზოგადოების წევრად, ამაზე დიდი მადლი რა უნდა გაუკეთო ამ დღეს შენს მიცვალებულს, რომ მშიერ-მწყურვალს დააპურებ და ადამიანად აგრძნობინებ თავს. ჩვენ ჭირის სუფრა არ უნდა ავურიოთ ლხინის სუფრაში. კარგი იქნება, თუ მორჩენილი საჭმელ-სასმელი ღატაკებს დაურიგდება, ეს დაეხმარება გარდაცვლილის სულს საზვერეების წინააღმდეგობათა დაძლევაში. როგორც საბაჟოზე პასპორტი უნდა გქონდეს, რომ გაგატარონ, გარდაცვლილისათვის ასეთ საბუთად გამოდგება მის ხელში გაცემული მოწყალება, ლოცვა, პანაშვიდი. უწმინდესის განჩინებას თუ დავიცავთ, იქ ყველაფერი წერია, როგორც უნდა მოიქცეს ჭირისუფალი ორმოცამდე და წლისთავამდე, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩვენი ხალხი წარმართულ ტრადიციებს მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე პატრიარქის განჩინებას.

ძალიან გავრცელებულია სიზმრის შიში. იტყვიან, გარდაცვლილი ახლობელი დამესიზმრა, მაკოცა, ან წამიყვანა, ამიტომ მეც მალე გამიყოლებსო. ზოგიერთი მორწმუნე ამას იმხელა მნიშვნელობას აძლევს, რომ ვერ გამოდის ფსიქოლოგიური სტრესიდან და იმის გამო, რომ სიზმარი არ აუხდეს, გამდინარე წყალს დეტალურად უყვება, რაც სიზმარში ნახა ან ფურცელზე ჩაიწერს ამ ხილვას, ცეცხლმოკიდებულ ქაღალდს თავზე სამჯერ შემოიტარებს, იტყვის, ასე დაიწვას ჩემი წუხანდელი სიზმარიო და დამწვარ ფურცელს წყალს გაატანს. ეს უძველესი წარმართული რიტუალია, რასაც ეკლესიურ რწმენასთან საერთო არაფერი გააჩნია. მართლმადიდებლური შეხედულებით, სიზმარი არის ღვთისგანაც, ეშმაკისგანაც და არის აგრეთვე ფსიქოლოგიური ხილვაც. ალბათ, ათასში ერთხელ თუ მოგვეცემა იმის ბედნიერება, რომ ღვთიური ზმანება ვიხილოთ, იმდენად დაცემულია ადამიანური ბუნება, რომ ჩვენ ღვთისაგან რაიმე გვეუწყება, ამას რაღა სჯობს, მაგრამ თავმდაბლობისა და ღვთისმოშიშების გამო თუ არ ვირწმუნებთ, ღმერთს ეს მოეწონება და მეტ ჯილდოს მივიღებთ მისგან, რადგან ფსალმუნში წერია, "ღმერთი ამპარტავანთ შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი". მეტად სამწუხაროა, რომ ჩვენ სიზმრების სამყაროთი უფრო ვცხოვროთ, ვიდრე რწმენით. ადამიანს დედაეკლესია გაათავისუფლებს მხოლოდ ამგვარი შიშისგან, მთავარია, არ გავხდეთ პასიურნი ჩვენი სარწმუნოების მიმართ და მოძღვრის საშუალებით გავერკვეთ ჭეშმარიტ ეკლესიურ საიდუმლოებათა წვდომაში. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, ეკლესიის წევრი აქტიურად უნდა ცდილობდეს, სწორი შეხედულება ჩამოუყალიბოს ადამიანებს სარწმუნოებრივად. წმინდა იოანე ერთ-ერთ წერილში თავის მრევლს სწერდა: ძვირფასო ძმაო, შენ რომ შენი მოყვასისთვის, ოჯახის ან სამეგობროსთვის გეთქვა ჭეშმარიტი რწმენის შესახებ, მე იმის საშუალება მომეცემოდა, სხვაგანაც გავსულიყავი და დამეთესა სარწმუნოების ხორბალი, მაგრამ ამას შენ რომ არ აკეთებ, ძალაუნებურად მე ერთ ადგილას ვდგავარ და ამ ადგილებს მარტო მე ვხნავო. ამიტომ, ანალოგიურად, მეტად ქმედითი უნდა გახდეს ჩვენი მრევლი, რწმენა თვითონაც უნდა განიმტკიცოს და სხვებიც სწორ გზაზე დააყენოს. ეკლესია ქრისტიანთა საზოგადო კრებულია და კარგად უნდა ერკვეოდეს, თუ რა არის სწორი, მისაღები და რა ცთომილება და მიუღებელი. სარწმუნოებრივი ნელთბილობა ურწმუნოებაზე უარესია და თუ დღეს ნახევრად ქრისტიანულ და ნახევრად წარმართ ცნობიერებაზე ვდგავართ, რაღა მადლს მივიღებთ ღვთისაგან. ვინ იცის, იქნებ ამიტომაც მოიწევა ერზე ამდენი განსაცდელი? ამიტომ მინდა დავამშვიდო ცრუ რწმენას აყოლილები, რომ მიცვალებულს არავისი წაყვანა არ შეუძლია. ადამიანის ამქვეყნიდან გაყვანა მხოლოდ ყოვლადწმიდა სამების ბრძანებით ხდება, გამოგზავნის ზეციდან ე.წ. სიკვდილის ანგელოზს, რომელსაც გაჰყავს ჩვენგან გარდაცვლილის სული, ვინმე, ნაღმზეც რომ აფეთქდეს, თუ ღმერთის ნება არ არის მისი ამსოფლიდან გაყვანა და ანგელოზი არ მოავლინა ამისთვის სპეციალურად, შეიძლება იგი დასახიჩრდეს, დაჰკარგოს თვალი, ფეხი ან მხარი, მაგრამ მაინც გადარჩება ცოცხალი მანამ, სანამ ღმერთი არ ისურვებს მის გაყვანას. ჩვენი დაბადებაც და გარდაცვალებაც მხოლოდ უფლის ნებით ხდება და ამის შეცვლა, გადადება ან დაჩქარება არავის ძალუძს ღმერთის გარდა, ჩვენ თუ ასე ვიფიქრებთ, მიცვალებულს შეუძლია ჩვენი ბედისწერის შეცვლა, მაშინ გამოდის, სულ ტყუილად დავდივართ ეკლესიაში და ვერ ვწვდებით მისი მაცოცხლებელი სწავლების არსს და მნიშვნელობას. მე მათ ვურჩევდი, მიემართათ გამოცდილი მოძღვრისთვის, რომელიც საფუძვლიანად გაარკვევდა ჩვენი ეკლესიის მაცოცხლებელ სწავლებაში, და დაარწმუნებდა შიშის უსაფუძვლობაში.

რა დღეებში უნდა დაიკრძალოს მიცვალებული და რამდენად სწორია, როდესაც პანაშვიდებზე და დასაფლავების დღეს სარკეზე ზეწარია ჩამოფარებული? ამ და სხვა საკითხზე ჩვენ ახლო მომავალში ვისაუბრებთ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat