სულთა კავშირი
სულთა კავშირი
მიცვალებულის კვეთაში მოხსენიება უდიდესი საიდუმლოა
ყოველი ოჯახი მძიმედ განიცდის უახლოესი ადამიანის გარდაცვალებას და ეკლესიაში შემონახული წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციებისამებრ , მთელი გულით ცდილობს დაეხმაროს თავის მიცვალებულს.

უფლისმიერი სწავლებით ადამიანის სიცოცხლის საზრისი და ამქვეყნიური დანიშნულება მარადიული ცხოვრებისთვის სამზადისია, მარადიულობისაკენ სწრაფვა კი, როგორც ღირსი იუსტინე პოპოვიჩი ამბობდა, "საშინელია უფლის გარეშე..."

მართლმადიდებლური მრწამსით, სამარე სულაც არ არის მიცვალებულთა უკანასკნელი ნავსაყუდელი. სიცოცხლე კაცისა, გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება, ადამიანის შეგნება და პიროვნულობა ხელშეუხებელია, მისი სული ზეციურ სასუფეველში დაივანებს, რომლის კარიბჭეც ქრისტე-მაცხოვარმა გაუხსნა ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევართ თავისი ჯვარცმის, წამებისა და მკვდრეთით აღდგომის სანაცვლოდ.

პავლე მოციქული სოლონელ ქრისტიანებს სწერდა, რომ მათ არ ეგებოდათ გარდაცვლილ ახლობლებზე ურვა და უსაზომო წუხილი, რამეთუ გარდაუვალად დადგებოდა ჟამი, როდესაც მკვდრეთით აღდგომილი მიცვალებულები, ცოცხლად დარჩენილებთან ერთად შეეგებებოდნენ მაცხოვარს. ადამიანები ხორციელად სწყდებიან ერთურთს; სულიერი კავშირი კი, სააქაო და საიქიო სოფელს შორის უწყვეტია და მარადიულ განცალკევებას დროებით მოვლენად განიხილავდა. ღვთისმეტყველთა თვალსაზრისით, მთავარია ადამიანი არ დაეჭვდეს ჭეშმარიტებაში, რადგან ეჭვი ბოროტისგანაა, მათივე სიბრძნით, უბედურია ის მიცვალებული, რომელზეც არ ლოცულობს ცოცხლად დარჩენილი.".

რა განასხვავებს სიკვდილს გარდაცვალებისაგან და ვისი მოხსენიება შეიძლება კვეთაში?

რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ლოცვებს გარდაცვლილთათვის?

გადადის თუ არა შთამომავლობაზე წინაპართა მოუნანიებელი ცოდვები და რა საფრთხეს შეიცავს გარდაცვლილ სულთა გამოძახება?

ამ და არაერთ სხვა მიშვნელოვან და საჭირბოროტო კითხვებს უპასუხებს ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა ილია ჩიკვაიძე:

სიკვდილის აღმნიშვნელი არაერთი სიტყვა არსებობს ქართულში; გარდაიცვალა, მიიცვალა, აღესრულა, განისვენა და სხვა.

სიკვდილი კაცის ღვთისგან დაშორებას ნიშნავს. ღმერთმა ადამს უთხრა, არ მიიღო აკრძალული ხის ნაყოფი, თორემ მოკვდებიო, ამ გაფრთხილების მიუხედავად მან დაარღვია მორჩილების კანონი, რის გამოც დასცილდა ღმერთს და ცოდვას დაექვემდებარა. ბიბლია მოგვითხრობს, რომ ცოდვით დაცემამდე ადამი გამოირჩეოდა ყოველი ცოცხალი არსებისგან სიბრძნით და გონიერებით, განსჭვრეტდა ბუნების საიდუმლოებებს, ესმოდა ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეების წყენა და დანიშნულება, სახელებიც მან შეურჩია ყოველ არსებას. რაც მცნება დაარღვია, გონებითა და სულით ისე დაეცა, სამყაროს შემოქმედი და ყოველთა დასაბამიერი ღმერთი, ფიზიკურ ასპექტში მოიაზრა და ბუჩქებში დაიმალა; "ადამ, ადამ, სადა ხარ?.". "შიშველ ვარ, შიშველ, დამბადებელო", - მიუგებს ადამი, რომელშიც ისე ჩაქრა თაბორის ის ნათელი, ფერიცვალებას რომ უფალმა თავის გამორჩეულ მოციქულებს დაანახვა, რომ უბრალო, მიწიერი სამოსით შეიმოსა მისი სხეული და ხრწნადობას, სიკვდილსა და პირობითობას დაექვემდებარა. ნახეთ, საიდან სად ჩამოვარდა. ყოველივე აქედან ცხადია, რომ სიკვდილი სულ სხვა სიტყვაა თავისი შინაარსობრივი დატვირთვით, ვიდრე გარდაცვალება, ან მიცვალება. ქართული ენა ბევრ მისტიკურ საიდუმლოს იტევს. გარდაცვალება ან თუნდაც მიცვალება ადამიანის სულ სხვა მდგომარეობაში, სხვა განზომილებაში გადასვლას ნიშნავს, ისე როგორც ღვაწლმოსილ, თავისი ქვეყნისთვის დამაშვრალ ადამიანზე იტყვიან ხოლმე, განისვენაო.

გარდაცვალებულთათვის ლოცვა ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია საეკლესიო ცხოვრებისა, ეკლესია ლოცულობს როგორც ცოცხალთათვის, ისევე განსვენებულთათვის. მიცვალებულის კვეთაში მოხსენიება უდიდესი საიდუმლოა, მის სახელზე კვეთაში ნაწილის ამოღებისას, გარდაცვლილის სული უდიდეს შვებასა და სიხარულს განიცდის, ისინი იმ წუთას აქ იმყოფებიან, რადგან მათ სახელზე ამოკვეთილი ნაწილი უფლის წიაღს უერთდება არა მისტიკურად, არამედ რეალურად, ამიტომ უდიდესი მადლიერებით არიან ჩვენს მიმართ. როცა მიცვალებულის სახელზე პანაშვიდს გადავიხდით, სული, შეჭირვებულიც რომ იყოს, თავისუფლდება სიმძიმისაგან და დიდ ნუგეშსა და სიხარულს განიცდის, აღარაფერს ვამბობ შეკვეთილ წირვაზე, როდესაც მიცვალებულის სახელზე საგანგებოდ დადებენ ნაწილს, უფლის წმინდა ნაწილის გვერდით, საზოგადო წირვების დროს უფალთან თვითონ არიან წვეულნი, შეკვეთილი წირვისას, თვითონ იწვევენ უფალს თავისთან, ორივე შემთხვევისას ეს უფალთან მყოფობა არის გარდაცვლილი სულისთვის და ისინი იმთავითვე გრძნობენ ამ შეხვედრით განცდილ შეწევნასა და ნეტარებას. მიწიერებს კი უფრო გვიჭირს ამის გაგება, როცა გარდაცვლილთა სულები მაშინვე რეაგირებენ ამ მადლზე და ამით ძალიან კმაყოფილნი და მადლიერნი რჩებიან. ამიტომ არ უნდა დავიზაროთ ეს ჩვენი მიცვალებულებისთვის. ჩვენი ეს დიდი სამსახური უკვალოდ არ იკარგება, როდესაც მიცვალებულებს ვიხსენიებთ და წინ დაგვხვდებიან გარდაცვალებისთანავე ის მიცვალებულები, რომელთაც ვიხსენებდით, უფალს ეტყვიან, - ეს ჩვენ გვიხსენიებდაო. მოგეხსენებათ, უფალი რაოდენ მოწყალეა და ეს მეტად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მომავალი ცხოვრებისათვის. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მიცვალებულისთვის გაკეთებულ საკურთხს და გაცემულ მოწყალებას, რომელიც მათ ბევრ მოუნანიებელ ცოდვას გადაწონის, იმის მიუხედავად, თუ როგორი იყო მისი რწმენის ხარისხი ამქვეყნიურ ცხოვრებაში, გარდა თვითმკვლელისა. თუმცა მოწყალების საქმე მათზეც ვრცელდება. ღმერთმა ყველა შეიბრალოს და თვითმკვლელისა და იმ ადამიანების მოხსენიება კვეთაში, რომელიც ეკლესია-მონასტრებს ანგრევდა, დაუშვებელია. ხშირად ჩნდება ხოლმე კითხვა, თუ ყველას ვიხსენიებთ, თვითმკვლელმა რა დააშავაო. თვითმკვლელთა და ღვთისმგმობელთა მოხსენიება მათი სულებისთვის იმას ნიშნავს, ცეცხლს რომ ნავთი დავასხათ. კატეგორიულად მოითხოვენ მოძღვრებისგან მათ მოხსენიებას და როცა ვურჩევთ კვეთაში მოხსენიება კეთილად არ მიდის და უმჯობესია მოწყალება გასცენ მათ სახელზე, გვიჭირს მათი გადარწმუნება, არადა ეს მოძღვრის ძალებს აღემატება, ასეთი რამ შეიძლება დიდმა იერარქმა - პატრიარქმა ან მღვდელმთავარმა იტვირთოს.

თუ ადამიანი ტაძარში არ დადიოდა, მართალია, არ გამოირჩეოდა ეკლესიურობით, მაგრამ არც არაფერი დაუშავებია ეკლესიისათვის, რატომაც არ უნდა მოიხსენიოთ კვეთაში, პირიქით, მათთვის ლოცვა აუცილებელიც არის. ქრისტიანობა ხომ უპირველესად სიყვარულია და იმის შიშით, შესაძლოა, ბრძოლები დამეწყოს მათი მოხსენიებითო, ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. მოყვასის სიყვარულით ბრძოლაც თუ არ გადავიტანეთ, როგორ ვცხონდებით? უფალი ჯვარზე გაეკრა და მე თუ კვეთაში არ შევგზავნი მცირედმორწმუნე ადამიანის სახელს და მისთვის არ ვილოცებ, ამას რა გამართლება ექნება? მოძღვარი ხომ მყავს, მივალ მასთან, ავუხსნი, თუ ადამიანური სისუსტის გამო რაიმე წინააღმდეგობაში ჩავვარდები, კურთხევის შემდეგ რაღა დამიდგება წინ?


არის მეორე უკიდურესობაც, მრევლში მრავლად არიან ისეთები, რომლებიც ძალიან ბევრი გარდაცვლილი ადამიანის სახელს ამოწერს მოსახსენებელში და შემდეგ იწყება ბრძოლები და განსაცდელები. აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო. ერში მცხოვრები ადამიანი თუ მომზადებული არ არის ღრმა ლოცვებისთვის და დიდ ლოცვებზე დგება მიცვალებულთა სულების საოხად ან ადამიანთა განსაცდელებიდან გამოყვანისთვის, ამხელა ტვირთი არ უნდა აიღოს მოძღვრის კურთხევის გარეშე. სასულიერო პირს აქვს ხელდასხმის მადლი, რომელიც დაიცავს მას განსაცდელებისგან. რასაკვირველია, ერში არიან გამორჩეული ადამიანებიც, მაგრამ მოძღვრის გვერდის ავლით, ეს ძალიან საშიშია. ლოცვას რომ იწყებ, ეშმაკი ძალიან ღიზიანდება, როცა სროლა არ იცი, უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდები და წინა ხაზზე არც უნდა მოისურვო გასვლა. ფრონტის წინა ხაზზე, სასულიერო პირები დგანან, რომლებიც შესაბამისად არიან ღვთისგან აღჭურვილნი საბრძოლო იარაღით და გარკვეულ ტაქტიკასაც ფლობენ, უკანა ხაზზე კი, შედარებით გამოუცდელები დგებიან.

ყოველი ავადმყოფობა გარდაცვალების წინა ეტაპია, რომელიც ადრე თუ გვიან სიკვდილით მთავრდება. იმისათვის, რომ გავახანგრძლივოთ ჯანმრთელობის პროცესი ეკლესიის მიერ დადგენილი ლოცვების საშუალებით, კონკრეტულ ავადმყოფობაზე შესაბამის წმინდანს მოვუხმობთ, ან ვიხდით ჯანმრთელობის პარაკლისებს სხვადასხვა წმინდანის ან უვერცხლო მკურნალის სახელზე, უფრო ხშირად წმინდა პანტელეიმონ მკურნალის საჯანმრთელო პარაკლისს იხდიან ხოლმე და დაუჯდომელს კითხულობენ მოსახელე წმინდანის ან ღვთისმშობლის სახელზე, ყველას შეუძლია შინ წაიკითხოს პარაკლისი ან ლოცვები მიცვალებულებისთვის მოძღვრის კურთხევის შესაბამისად და მასთან შეთანხმებით, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოძღვარი აუცილებლად ჩართული უნდა იყოს ამ პროცესში, რომ მისი სულიერი შვილი დაცული იყოს ბოროტი ძალის შემოტევისაგან. ლოცვა ძალიან რთული საქმეა და როცა უფალი შეისმენს შენს თხოვნას, ეშმაკისაგან საშინელი ბრძოლები და განსაცდელი მოდის. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, მისი ამ პროცესში ჩართულობითა და თანამონაწილეობით, ყველაფერი უფრო დაბალანსებული ხდება. შეიძლება ადამიანმა გამონახოს თავისუფალი დრო იმისათვის, რომ დილა-საღამოს ლოცვის შემდეგ, სხვა ლოცვებიც წაიკითხოს როგორც გარდაცვლილთათვის, ასევე სნეულთათვის და განსაცდელში მყოფთათვისაც. მაგრამ ეს არამც და არამც თვითნებურად და მოძღვართან შეუთანხმებლად, წარმოიდგინეთ, ფრონტის წინა ხაზზე გამოუცდელი მეომარი იბრძოდეს და ასმეთაურმა ეს არ იცოდეს.

ჩვენი ლოცვა არ არის მაგიური რიტუალი, ეს არის ვედრება უფლისადმი წყალობის გამოსათხოვად, მორჩილებით დალოდება, თუ რა ნიშანს მოგვცემს უფალი, მაგრამ ვინც სულსწრაფია თავისი განსაცდელის მიზეზს სხვაში ეძებს, გარბის მკითხავთან და მის რჩევებს დაჰყვება, ამ დროს ეს განსაცდელი ჩვენშია და ჩვენ ვართ მისი წარმოშობის სათავე. ყოფილა შემთხვევა, ადამიანს აქვს აღსარება ნათქვამი, მაგრამ განსაცდელის მიზეზი არის წინაპართა ცოდვაში. ხშირად მეკითხებიან, გადადის თუ არა წინაპართა ცოდვა მომავალ თაობაზე? ცოდვა კი არ გადადის, რაღაც ხაზი მრუდდება, პრიმიტიულად რომ ავხსნა, წინაპარმა ბავშვი რომ მგლებით სავსე ტყეში შეიყვანოს, თვითონ კი გარდაიცვალოს, ბავშვი თუ იმ ტყეში გაიზარდა, ვიდრე ტყიდან არ გამოვა, იმ განსაცდელში იქნება. როგორც ხედავთ, ცოდვა იმ წინაპრისაა, ვინც ის ტყეში შეიყვანა და არა ბავშვის, მაგრამ ცოდვა მასზეც გადავიდა. ერთ-ერთმა თაობამ უნდა იტვირთოს ამ ცოდვის გამოსყიდვა, ანუ, ამ შემთხვევაში, გამოვიდეს ტყიდან და მთისკენ მიმავალ სწორ გზას დაადგეს, მაშინ ყველაფერი გამოსწორდება. მაგრამ სინამდვილეში რა ხდება? ადამიანი ეძებს მჩხიბავს, მაგს, ექსტრასენსს. უფრო სწორად, მათგან ეძებს საშველს. ერთხანს მიიღებს კიდეც მოჩვენებით შვებას, შემდეგ მეტს მოსთხოვს ბოროტი, რომ ისევ თავისთან მიიყვანოს, ეს სატანური მედიუმიც ასე გრძელდება და პიროვნება მიჰყავს დაღუპვისაკენ, ეკლესია კი ათავისუფლებს ამ ყველაფრისგან და განსაცდელთა მიზეზის პოვნაა საჭირო, სრულქმნილი მოტივირებული აღსარება და გაჩხრეკა იმისა, რა მჭირს, რა ხდება ჩემს თავს, ვინ იყვნენ ჩემი წინაპრები? თუ ეკლესიის დამანგრეველი წინაპარი მყავდა, კი არ უნდა შევიძულო და განვიკითხო, რომ შთამომავლობას შეუმსუბუქდეს იმ ცოდვის შხამის დოზაც, ცოდვის სტრუქტურა, რომელიც გადავა და იმოქმედებს გენეტიკაზე.

როდესაც ადამიანი დიდ ცოდვაშია, ეშმაკი მკვიდრდება მის სისხლში, რომელიც შემდგომ მის მომავალ თაობაში იჩენს თავს, ამის შეცვლა შესაძლებელია მოძღვრის ლოცვით, ეს ძალიან რთულია, მაგრამ გენეტიკური კოდის გახსნა მაინც შესაძლებელია. რაც მთავარია, ამას ადამიანის თავისუფალი ნება და სურვილი სჭირდება, უამისოდ ვერ გათავისუფლდება ამისაგან. გენეტიკური ცოდვები, რაც მან მძიმე მემკვიდრეობად, სისხლით მიიღო წინაპრებისგან, დედაეკლესიის მადლისა და მოძღვრის ლოცვის შედეგად მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. სისხლი იწმინდება და იფილტრება ხშირი ზიარებით, აღსარებით, რა თქმა უნდა, სულთან ერთად, და ის პატარ-პატარა ეშმაკები, რომლებიც ადამიანში შესახლებული იყო, თანდათანობით ქრებიან. დედაეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობით სულთან ერთად სხეულიც იწმინდება, ალბათ გახსოვთ ლოცვა "შენ ხარ განწმენდილი ჩუენი", რატომ ხდება, რომ წმინდანთა სხეულები ხშირ შემთხვევაში არ იხრწნებიან და სურნელებასაც გამოსცემენ? იმიტომ, რომ მათი სხეული განწმენდილია ზიარების მადლითა და ეკლესიურ საიდუმლოებებში ჩართულობით.

მაგიური, ოკულტური რიტუალები ამძიმებენ ამ ქვეყანას, იგივე ითქმის სულთა გამოძახებაზე (სპირიტიზმის სეანსებზე), ასე ჰქვია, თორემ სინამდვილეში აქ არავითარი მიცვალებულთა სულების გამოძახება არ ხდება, ეს არის ეშმაკთან პირდაპირი დიალოგი. მოტყუებულ ადამიანს ჰგონია, რომ წინაპრის სული გამოიძახა და ამბობს მერე, ბებიის, ბაბუის ან სხვა გარდაცვლილი ახლობლის სულთან კავშირი დავამყარე და მან ასეთი რამ მითხრაო. ამ დროს წინაპარმა კი არა, ბოროტმა უთხრა. ასეთი სეანსების დროს უმეტეს შემთხვევაში ადამიანები ცუდად ხდებიან, რომელიც ფაქტობრივად შეპყრობილი გახდა ეშმაკისაგან და მძიმედ არის დასნეულებული, ამიტომ ამის გაკეთება კატეგორიულად მიუღებელია, ადამიანი იმ ადგილსაც კი არ უნდა გაეკაროს, სადაც ეს რიტუალები ჩატარებულა, ის ავეჯი თუ მაგიდა, სადაც სპირიტული სეანსი ტარდებოდა, საერთოდ არ უნდა გამოიყენონ და უნდა დაიწვას ან იკუთხოს, რადგან თუ ის ავეჯი მას რაიმეს გაახსენებს, შესაძლოა, ისევ გამოეცხადოს ეშმაკი და თავისი საქმე გააკეთებინოს. მართალია, ადამიანს ღვთის ანგელოზი იცავს, მაგრამ ბოროტი ანგელოზიც ხომ ყოველთვის გვითვალთვალებს, რომელიც ყოველ ჩვენს მოძრაობას, წამწამის დახამხამებასაც კი იჭერს და მერე, ამის მიხედვით ცდილობს მის ქსელში გაგვხვიოს და ცოდვაში ჩაგვაგდოს. მისი ხლართებიდან დედა-ეკლესიისა და გამოცდილი მოძღვრის წინამძღვრობის გარეშე ვერავინ დააღწევს თავს. ე.წ. სულთა გამოძახების პროცესში ძალიან წუხდებიან გარდაცვლილთა სულები.

"ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთი იქნება მამა", - ამბობს წმინდა კვიპრიანე კართაგენელი, რომელიც ერთ დროს ცნობილი მაგი იყო და მერე ეკლესიისათვის ეწამა. ამიტომ ვინც საშველს მამის წიაღის გარეთ, ეკლესიისაგან მოწყვეტით ეძებს, მისთვის ხსნა არ იქნება. სამწუხაროდ, ასე იღუპებიან დღეს ადამიანები და ხშირ შემთხვევაში სიცოცხლესაც თვითმკვლელობით ამთავრებენ.

ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან.

(გაგრძელება იქნება)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat