ბოლო ჟამს ადამიანები სწორედ ამ სნეულებების მეშვეობით შევლენ სასუფეველში ავთვისებიანი სიმსივნეები
ბოლო ჟამს ადამიანები სწორედ ამ სნეულებების მეშვეობით შევლენ სასუფეველში ავთვისებიანი სიმსივნეები
"ონკოლოგია - მედიცინის განსაკუთრებული დარგია, რომელშიც ერთნაირი მნიშვნელობა ენიჭება ექიმის როგორც მაღალ პროფესიონალიზმს, ისე ავადმყოფთან ურთიერთობის უნარს. სხვადასხვა სახის შეცდომები ან უყურადღებობა ონკოლოგიაში უცებ არ ვლინდება, როგორც, მაგალითად, მწვავე ქირურგიული ან თერაპიული დაავადებების დროს, არამედ კარგა ხნის შემდეგ, როცა დახმარების აღმოჩენა, უმეტესწილად, უკვე დაგვიანებულია. ამიტომ ექიმ-ონკოლოგსაც და მღვდელსაც, რომელსაც კავშირი აქვს ასეთ ავადმყოფთან, ღვთის წინაშე განსაკუთრებული ყურადღებისა და პასუხისმგებლობის გამოჩენა მართებთ", - ავთვისებიანი სიმსივნეების შესახებ გვესაუბრება თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე:

- თანამედროვე ეპოქაში ონკოლოგიურ დაავადებებს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. მათი რიცხვი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაიზარდა. ონკოლოგიური დაავადებების წარმოშობის მიზეზი ბოლომდე არ არის შესწავლილი, თუმცაღა ზოგადად მათ იმუნიტეტის დაქვეითებას ან მოშლას უკავშირებენ. ადამიანის ორგანიზმში ონკოლოგიური ანუ ატიპური უჯრედები ხშირად წარმოიშვებიან, მაგრამ ნორმალური იმუნიტეტის დროს ისინი ნადგურდებიან და ორგანიზმიდან გამოიყოფიან, ხოლო იმუნიტეტის დაქვეითებისას ძლიერდებიან, მრავლდებიან და ჯერ პირველად სიმსივნეს წარმოშობენ, ხოლო ბოლო სტადიებში - მეტასტაზებს.

- მამაო, რამდენად მოქმედებს დღევანდელი გარემო ამ დაავადებების განვითარებაზე?

- სიმსივნურ დაავადებათა გამომწვევ მიზეზთა შორის მოიხსენიება დაბინძურებული ეკოლოგიური პირობები, არაჯანსაღი და უხარისხო საკვები, რადიაციული ზემოქმედება (გამა გამოსხივება), სტრესი (რომელიც ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს წარმოქმნის), ინფექციური თუ სხვა დაავადებები. არსებობს სიმსივნის წარმოშობის ვირუსული თეორიაც.

- როგორ უნდა შევხედოთ სიმსივნურ დაავადებებს რელიგიური თვალსაზრისით?

- სხვადასხვა სნეულება სხვადასხვაგვარად უნდა გავიაზროთ. უფალი გვიგზავნის, უფრო სწორად, უშვებს სნეულებას იმ ორგანოსა თუ სისტემაზე, რომელშიც ადამიანის სულის დამაზიანებელი ვნება მაქსიმალურად ვლინდება. ავადმყოფობა კი ამ დროს წამლად გვევლინება, რომელიც ამ ვნების შემდგომ გაღვივებას აფერხებს.

ონკოლოგიურ დაავადებას, მით უმეტეს - ავთვისებიანს, რელიგიური თვალსაზრისით სხვა დანიშნულებაც აქვს - ეს არის "უწყება" ადამიანისთვის, რომ უფალმა გადაწყვიტა მისი მოხმობა სასუფეველში და მას მიწიერი ცხოვრების განსაზღვრული ნაწილიღა დარჩა. ამიტომ დროა, სულიერად მოემზადოს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს დრო ერთი თვე იქნება თუ თხუთმეტი წელი; მთავარია, ზეციდან გვიხმო ზარმა, რომელიც დარჩენილი ცხოვრების სინანულითა და ლოცვით გატარებისკენ მოგვიწოდებს.

რატომ ვთვლით ამას "უწყებად"? იმიტომ, რომ მთელი რიგი დაავადებები მყისიერ გარდაცვალებას იწვევს და ადამიანი საეკლესიო საიდუმლოებებთან მიახლებას ვერ ასწრებს, ზოგჯერ კი აღარ შეუძლია აზროვნება, თვითანალიზი და ლაპარაკი. ნებისმიერ ეკლესიურ საიდუმლოსთან მიახლებისას კი ადამიანს ნათელი გონება უნდა ჰქონდეს, რომ ცოდვები დაინახოს და სინანული შეძლოს.

- როგორია თანამედროვე მედიცინის მიღწევები ამ დაავადების მკურნალობაში?

- თანამედროვე ქირურგია, ქიმიოთერაპია და მედიცინის სხვა დარგები კარგი შედეგების მიღწევის საშუალებას იძლევა. ზოგჯერ სიცოცხლე თხუთმეტი და ოცი წლითაც კი ხანგრძლივდება. ღვთაებრივი "უწყება" არ ნიშნავს უცებ გარდაცვალებას და არც ის არის გამორიცხული, ავადმყოფი სრულიად გამოჯანსაღდეს.Aამის მაგალითებიც ხშირია.

- როგორ ხვდებიან ამ დიაგნოზს, როგორია სნეულთა ფსიქოლოგია?

- ონკოლოგიური ავადმყოფები შეიძლება ორ ჯგუფად გავყოთ: ურწმუნოებად და მორწმუნეებად. ურწმუნოთათვის დიაგნოზი "კიბო" თავზარდამცემია და, როგორც წესი, ნამდვილ ტრაგედიად იქცევა ხოლმე. მორწმუნენი კი, იმის მიხედვით, რამდენად ეკელსიურები, ძლიერები და მომზადებულები არიან სასუფეველში შესასვლელად, სხვადასხვაგვარად იღებენ. ნამდვილი ქრისტიანი ბავშვობიდან ოცნებობს, სასუფეველში შევიდეს. როგორც წესი, ონკოლოგიური ავადმყოფები ოპტიმიზმს ინარჩუნებენ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უკიდურესი სასოწარკვეთილება ეუფლებათ და თვითმკვლელობას ცდილობენ, რაც დიდი ცოდვაა უფლის წინაშე.

საზოგადოდ, ადამიანი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდება, შეიძლება სამიდან ერთ გზას დაადგეს:

1. "ხელის ჩაქნევის" გზას - ცდილობს დარჩენილ სიცოცხლეში არაფერი მოიკლოს (ილოთოს, იმრუშოს, კარგად დანაყრდეს, იმხიარულოს...). ამ გზას ძირითადად ურწმუნონი მიჰყვებიან, რამეთუ თვლიან, რომ ამ ცხოვრების მიღმა აღარაფერია.

2. სამედიცინო გზას - ავადმყოფი ექიმზე და მის პროფესიონალიზმზეა მინდობილი, ცდილობს და სჯერა განკურნებისა.

3. სულიერ გზას - საკუთარ სნეულებას ღებულობს უწყებად იმ დროის შესახებ, რომელიც საჭიროა უფალთან წარდგომისთვის მოსამზადებლად და მას მიიჩნევს არა სასჯელად, არამედ ღვთის წყალობად.

- რა პასუხისმგებლობა აქვს ექიმს ონკოლოგიური პაციენტის მიმართ?

- ექიმ-ონკოლოგს ევალება, ავადმყოფს აქტიური სიცოცხლე გაუხანგრძლივოს, იმის მიუხედავად, პაციენტს სურს თუ არა ეს, რადგანაც ამით ის სნეულს დამატებით დროს აძლევს სინანულის, აღსარებისა და ზიარებისთვის. ექიმ-ონკოლოგის მეორე მიზანია, პაციენტს ისე უმკურნალოს, რომ ძალდაუტანებლად მიიყვანოს რწმენამდე და არ დაუშვას მისი ცრურწმენებით, ცოდვებით გარდაცვალება და საბოლოო დაღუპვა.

ვინაიდან ექიმებისთვის კიბოს წარმოშობის უეჭველი მიზეზი უცნობია, ავადმყოფის ოჯახის წევრები კურნების გზების ძიებაში ექსტრასენსებს, ბიოენერგეტიკოსებსა და ე.წ. მლოცველებს აკითხავენ. ექიმი ყველანაირად უნდა ეცადოს, პაციენტმა და მისმა ოჯახის წევრებმა ფარ-ხმალი არ დაყარონ, სარწმუნოებით მიუდგნენ მოვლენილ განსაცდელს, მადლობდნენ უფალს, მიმართონ ტრადიციულ მედიცინასა და ეკლესიას და არამც და არამც "მკურნალებს", რომელთაც ადამიანის სულის დაღუპვა შეუძლიათ.

- აგებს თუ არა პასუხს ექიმი-ონკოლოგი, თუ პაციენტი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს?

- ნებისმიერი ექიმის მიზანია, განკურნოს არა მხოლოდ სხეული, არამედ სულიც. ექიმს ყოველთვის აქვს საშუალება, პაციენტთან ფსიქიატრი, ფსიქოლოგი გამოიძახოს. მან უნდა იცოდეს, რომ ასევე მნიშვნელოვანია მღვდლის მოყვანა. ამდენად, პაციენტის სულის საბოლოო სამყოფელზე პასუხისმგებელი ექიმიც არის. თუ ავადმყოფს სულიერ დახმარებას შესთავაზებს, აუხსნის, რას ნიშნავს სააქაო და საიქიო ცხოვრება, მაგრამ სულიერ დახმარებაზე უარს მიიღებს, მას პასუხისმგებლობა ეხსნება. მაღალი სულიერების ექიმს ამ შეთავაზების გარდა ლოცვაც შეუძლია, რადგანაც სწორედ ექიმსა და ექთანთან აქვს პაციენტს ყველაზე ხშირი ურთიერთობა და მათ მიერ წარმოთქმული ლოცვის თუნდაც რამდენიმე სიტყვა უდიდეს ძალას მისცემს მის სულს.

- რა მნიშვნელობა აქვს სასულიერო პირის ჩართვას მკურნალობის პროცესში?

- ექიმსაც და მღვდელსაც უწევთ ურთიერთობა ფსიქიკურად ტრავმირებულ ადამიანებთან, რამეთუ მომაკვდინებელი ავადმყოფობის გამო ისინი თავს განწირულად თვლიან. ამიტომ მღვდლის უნარი, სულიერად გამოკვებოს ასეთი ადამიანები, ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის საქმეში. მისი შორეული შედეგები და ავადმყოფთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია სწორ სულიერ მიდგომაზეა დამოკიდებული. ხშირად მღვდელი ავადმყოფთან მაშინ მიჰყავთ, როცა უკვე დაგვიანებულია და სნეულს აღსარების თქმა და ზიარების მიღება აღარ შეუძლია. ურწმუნო ავადმყოფებისთვის მოძღვრის გამოჩენა სიკვდილის ბოროტ შიშს იწვევს; მღვდელს რომ ხედავენ, კითხულობენ: "რა, უკვე უნდა მოვკვდე?" ჩვენმა ურწმუნო ეპოქამ მიგვიყვანა აქამდე - მღვდელი და ერისკაცი ერთმანეთისგან გააუცხოვა.

- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, როდის უნდა გაიგოს პაციენტმა საკუთარი სნეულების შესახებ...

- ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზნეობრივი და ბიოეთიკური საკითხია. ერთი მხრივ ექიმი უფრთხილდება ავადმყოფის ფსიქიკას და ნელ-ნელა შეამზადებს მას ამ ტრაგიკული ფაქტის ადეკვატური გააზრებისთვის, მეორე მხრივ კი, რელიგიური თვალსაზრისით, იკარგება ოქროს წუთები, რომლებიც პაციენტმა სულიერი მომზადებისთვის უნდა გამოიყენოს, რათა ცხონდეს. მზა რეცეპტები ამ შემთხვევისთვის არ არსებობს; ყველაფერი დამოკიდებულია გამოცდილებაზე, ინტუიციაზე, პაციენტების დეონტოლოგიის დაცვასა და ექიმის ეკლესიურობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებმა არ აგრძნობინონ ავადმყოფს თავიანთი განცდები და ემოციურად თუ სულიერად შეუმსუბუქონ მათ ხვედრი.

- რას გვეტყვით უიმედო ავადმყოფების განკურნების შემთხვევებზე და რომელ ხატს ევედრებიან კურნებას?

- არის შემთხვევები, როცა პაციენტები "რელიგიურ" მკურნალობას ექვემდებარებიან. განკურნების ფაქტები ღვთისმშობლის ხატის, სხვადასხვა სიწმინდეების მიმართ ლოცვის დროს ხდება. ზოგჯერ ლოცვის შემდეგ სიმსივნე კი არ იკურნება, არამედ "იყინება" იმ სტადიაში, რომლითაც სნეული ღმერთთან მივიდა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც საერთოდ გამქრალა უიმედო სიმსივნეები. ეს ნამდვილად უფლის მადლის ზემოქმედებაა, რომელიც ადამიანის სულსა და ხორცს ამაგრებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ხატებთან მისვლასა და მათგან ხსნის მიღებას ღრმა რწმენა და უფლისადმი მიმართვა სჭირდება. ონკოლოგიური ავადმყოფების მხსნელად და შემწედ ღვთისმშობლის ხატი "პანტანასა" ითვლება.

ონკოლოგმა ასევე უნდა იცოდეს, რომ არის პირუკუ პროცესიც - სიმსივნეების სწრაფი მალიგნიზაცია - ავთვისებიანად ქცევა, რისი მიზეზიც ხშირად პაციენტზე ექსტრასენსების, ჯადოქრების, ბიოენერგეტიკოსებისა თუ სხვათა სატანური ძალების ზემოქმედებაა.

დაბოლოს, მინდა აღვნიშნო და გავიმეორო, რომ ექიმისა და მღვდლის ურთიერთობა უბრალოდ სასარგებლო კი არა, აუცილებელია!

ღმერთმა დალოცოს ყველა სნეული! ბერი პაისის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, ბოლო ჟამს ადამიანები სწორედ ონკოლოგიური სნეულებების მეშვეობით შევლენ სასუფეველში. ღმერთმა ინებოს!

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
24.01. 2020
თეონა
ძველად ებრაელები სწორედ ღმერთისგან გამოგზავნილად თვლიდნენ სხვადასხვა დაავადებებს, როგორც სასჯელს. მაგრამ ერთ კეთროვანს თავად უფალი იესო შეხვდა. მარკოზის სახარება 1:40-42: "მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა, შეევედრა და უთხრა: "თუ ისურვებ, შეგიძლია ჩემი განწმედა”. შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: "მსურს, განიწმიდე!” მყისვე მოშორდა კეთრი და განწმედილ იქნა." უფალმა იესომ უპასუხა, რომ სურს განკურნება. სწორედ განმაცებულმა ღმერთმა გვაჩვენა ღვთის ნამდვილი სახე, მან გვითხრა როგორია მამა, მან დაამსხვრია არასწორი წარმოდგენები ღმერთზე. სხვა უამრავი მაგალითიდან და ამ კონკრეტული მონაკვეთიდან ჩანს, რომ ღმერთს სურს ადამიანის განკურნება, ის კეთილია, არ სურს ვინმეს ტანჯვა დაავადებებით. მოციქული იაკობი კი ასეთ რამეს ამბობს: იაკობის 5:14-15: "არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი, ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ უფლის სახელით. და რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას.” ეკლესიის ხუცესი იმედს კი არ უნდა ართმევდეს ადამიანს და შეგუებისკენ მოუწოდებდეს, არამედ რწმენის ლოცვით უნდა ლოცულობდეს განკურნებისთვის, ღმერთზე დამახინჯებული წარმოდგენის გამო კი, აღარ არის ეს რწმენა. უფალი კეთილია. მას სურს ადამიანების განკურნება. ის ისმენს რწმენის ლოცვებს და პასუხობს.
27.02. 2018
ნინო
ყველას ვისაც ეს სტატია მარაზმად მიგაჩნიათ: თუ ეს ყველაფერი მარაზმი გგონიათ,რატომ "იწუხებთ" თავს ამ საიტზე შემოსვლით და თქვენი აზრების გადმოფრქვევით?
09.09. 2016
თამუნა
განსაცდელით უფალი გვაფხიზლებს და დაგვაფიქრებს ჩვენსავე ცოდვებზე.გამოუკვლევენ არიან გზანი უფლისანი.
01.09. 2016
salome
Dges ukve is droa,bavshvebi simsivnit ibadebian,mashin im pataram ra daashava da riti unda moinanios? Magram amasac mshoblebis codvas miaceren... me morcmune var,magram ver davetanxmebi mamaos im mosazrebas,rom sneulebas imito gvigzavnis upali codvebi movinaniot.tu avad ar varces imas ar nishnavs,rom codvebs ar vinanieb da saertod,dges bevrma mamaom tavadac ar icis bevr kitxvaze pasuxi samcuxarod.erti mamao cerda: dedas tu rdze ar aqvs es misi codvebis braliao! Saocaria,aseti ram sad caukitxavs an sadaa naxsenebi.chemi grma pativiscemis miuxedavad,bevr mamaos ar da ver davetanxmebi!
03.08. 2016
Sandro
Cina 2 komentaris damdebis gasagonad: Tqven etyoba urcmunoebi xart, an ise zogjer tu sheivlit xolme eklesiahi did dgesascaulebze modis gamo, es chemi saqme ar aris! magram isic getyobat, zalian axlobelic aravin dagikargavt am sashineli daavadebis gamo. Rmertma gashorot! Aq rac ceria, mercmunet, rogorc Rvtis arseboba-ararseboba, esec rcmenis sakitxia. Da visac odnav sulieri cxovrebis gamocdileba aqvs, xvdeba da scams rom es asea. Magram, àsec rom ar iyos, yvelaze cudi isaa, vigac daavadebuli saboloo imedad rom amas kitxulobdes, tqven aqac tqveni daufiqrebeli adamianur-moraluri sibechavit fexebhi telavt! Dae, Rmertma mogagot Tqveni rcmenisaebr yvelas!
სხვა სიახლეები
26.02.2018
ზოგადად, მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა, ეს დიდი სულიერი ცვლილებების პერიოდია.
12.09.2013
ეკლესიის დამოკიდებულებას სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი კარგად გამოხატავს მაღალღირსი ბარსანოფი დიდის წერილი
29.08.2013
ხალხური მედიცინა
ცნობილი ექიმი, სამედიცინო ფსიქოლოგი და რელიგიათმცოდნე კ. როზინი ბიბლიურ ცოდნაზე დაყრდნობით ამბობდა:
04.08.2011
თუ ვინმეს ტკივილებსა და უძლურებაში ვიხილავთ, ცბიერებით კი არ დავიწყოთ ავადმყოფობის მიზეზების რკვევა, არამედ უბრალო და უანგარო სიყვარულით მივიღოთ და შევეცადოთ, როგორც საკუთარ თავს, ისე ვუმკურნალოთ
04.08.2011
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- მამაო, რატომ ეძლევათ ადამიანებს ავადმყოფობა?
04.08.2011
იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც
ჩვენს ქვეყანაში მედიცინისა და რელიგიის, მართლმადიდებლობის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს.
04.08.2011
"სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცდუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისაგან...
04.08.2011
მოციქულის სწავლებით (რომ. 5,12), ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა, ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი - შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებასთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.
04.08.2011
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია.
04.08.2011
ვინც წმინდანთა ცხოვრებებში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ ბევრ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა განკურნებისა, ბრმათათვის თვალთა აღხილვისა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat