ვინც საექიმო ხელოვნებას მიუძღვნის თავს, ღვთის სახელით უნდა იმოქმედოს
ვინც საექიმო ხელოვნებას მიუძღვნის თავს, ღვთის სახელით უნდა იმოქმედოს
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია. მხოლოდ მაშინ ახმიანდება, როდესაც ადამიანის თითი მიეკარება, მღერის ან ტირის: "ეს ყოველმა ადამიანმა უნდა ისწავლოს, ყოველგვარი ადამიანური ურთიერთობა ამაზეა დამყარებული. თუკი ექიმს ამგვარი დამოკიდებულება აქვს ავადმყოფთან, მაშინ იქმნება სრულიად ახალი ურთიერთობები...

მართლმადიდებელი ეკლესია ოდითგან თანამშრომლობდა მედიცინასთან. თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ჯვარისმამის სახელობის ეკლესიასთან 2001 წლის 1-ელ ივნისს დაარსდა სამედიცინო სამსახური, რომლის შექმნის იდეა ეკუთვნოდა ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ ტარიელ სიკინჭალაშვილს. ვესაუბრებით ჯვარისმამასთან არსებული სამედიცინო სამსახურის კოორდინატორს, ექიმ-კარდიოლოგს ნინო ნადიბაიძეს.

- ქალბატონო ნინო, რას გულისხმობს ექიმის მოვალეობა და ზოგადად, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანულ ეკლესიას მედიცინასთან?

- ბიბლია გვასწავლის, რომ ექიმის საქმიანობა არ ამოიწურება ნარევის დამზადებით (ზირ. 38,8), ე.ი. მხოლოდ თეორიული გამოცდილებითა და წამალთმცოდნეობით (წამლის მომზადებით და შენახვით). სამკურნალო ხელოვნებას თან უნდა ახლდეს კეთილმოქმედი პრაქტიკული საქმიანობა, რომელიც ავადმყოფისთვის მასზე ღვთაებრივი გულმოწყალების გამოვლენის ერთ-ერთი სახე იქნება. "იმდენი პატივი მიაგე მკურნალს, რამდენადაც გჭირდება იგი, რადგან უფალმა შექმნა იგი, რადგან მკურნალობა უზენაესისაგან არის და ნიჭიც მეუფისაგან ეძლევა მას. ცოდნა მკურნალს თავს აუმაღლებს და დიდებულთა წინაშე მოუხვეჭს პატივს. უფალმა მიწისაგან შექმნა წამლები (სასარგებლო წამლები) და გონიერი კაცი არ უგულებელყოფს მას". ამგვარად აკურთხებს თვით უფალი ღმერთი ჭეშმარიტ სამკურნალო ხელოვნებას (ზირ. 38,1-4). "ნუ დააყოვნებ სნეულის მონახულებას, რომ შეგიყვარონ ამგვარი საქმისათვის" (ზირ. 7,35).

ეს სიტყვები გახდა საკვანძო ქრისტიანული ეკლესიისათვის მედიცინასთან დამოკიდებულებაში. ბიბლიური სწავლებით, ექიმი არის ღვთისთვის სათნო, მაღალი დანიშნულების და სულიერი პასუხისმგებლობის მქონე პირი, რომელიც სიკვდილს ხელიდან ართმევს მსხვერპლს. თვით მკურნალობის საქმეში ეკლესია ყოველთვის თავისებური სახის ღვთისმოქმედებას ხედავდა, რადგან ავადმყოფის მომსახურება უფალმა იესო ქრისტემ ღვთისმსახურებას გაუთანაბრა: "სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე... რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათ. 25,36; 25,40), - იტყვის ის განკითხვის დღეს. "მომხედეთ" აქ ნიშნავს იმას, რომ ავადმყოფს საკუთარი სულის ნაწილი მისცე და არა უბრალოდ ერთი დღით იმორიგეო მასთან.

- ქრისტიანული ეკლესია იცნობს წმინდანების სამედიცინო საქმიანობის მრავალ მაგალითს.

- დიდმოწამისა და მკურნალის პანტელეიმონის (III-IV ს.ს.) ცხოვრება გავიხსენოთ. უფალი მიმადლებდა მას ძალას, რომ განეკურნა არა იმდენად სააფთიაქო საშუალებებით, რამდენადაც მისი სახელის მოხმობით. თვით წმინდანის მოკვეთილი თავიდან გარდამონადენი სისხლი XI ს-მდე ინახებოდა და მორწმუნეებს უხვ წყალობას ანიჭებდა. მისი პატიოსანი თავი ღვთის მადლით დღემდე მრავალ კურნებათა მომნიჭებელ წყაროს წარმოადგენს.

საკუთარ სიცოცხლეს გასცემდნენ ტანჯულთათვის უვეცხლონი კოზმა და დამიანე (III ს.). ეს მათ მოიმოქმედეს ჩვენი ერის გარიჟრაჟზე ტრანსპლანტაციის სასწაული: დიაკონ იუსტინიანეს სხეულზე გააცოცხლეს ახალგარდაცვლილი ეთიოპეს ფეხი. მათ შეისწავლეს საექიმო ხელოვნება და ვეტერინარია. უსასყიდლოდ კურნავდნენ ცხოველებსა და ადამიანებს.

მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულების გამოსახატავად სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი გამოვყოფთ მაღალღირსი ბარსანოფი დიდის პასუხს ამბა დოროთეს მიმართ, რომელიც საავადმყოფოში მორჩილებაში მყოფს გაუგზავნა: "როცა სამკურნალო წიგნებს კითხულობ ან ვინმეს მათ შესახებ ეკითხები, გახსოვდეს, რომ ღვთის გარეშე ვერავინ განიკურნება, ამიტომ, ვინც საექიმო ხელოვნებას მიუძღვნის თავს, ღვთის სახელით უნდა იმოქმედოს და ღმერთი შეეწევა. საექიმო ხელოვნება ადამიანის კეთილსინდისიერებას ხელს არ უშლის, არამედ მოუწოდებს შეითვისოს ის, როგორც ძმათა სასარგებლო ხელსაქმე".

წმინდა მამათა საერთო შეხედულება მშვენივრად გამოხატა ამბა ევაგრემ: "ერისკაცი, რომელიც ავადმყოფ ძმას ემსახურება, იმ განდეგილზე უკეთესია, ახლობლების დანახვა რომ არ სურს".

ავადმყოფობის და მკურნალობის შესახებ მართლმადიდებლურმა შეხედულებამ ზოგიერთი კატეგორიის მოხუცების და სახიჩრების მიმართ ბიზანტიური საავადმყოფოების და აფთიაქების ღვთისმოსაური საქმიანობა განმსჭვალა. პირველი დიდი საავადმყოფო VII ს-ში მცირე აზიის სომხებით დასახლებულ რაიონში - კაბადოკიაში გაჩნდა (ქ. კესარია, სებასტია). მკურნალობის წესი, ბეჩავთა და ხეიბართა პატრონობა სხვადასხვაგვარი კანონით იყო დადგენილი. შემდეგში ბიზანტიურ მონასტრებში ეს კანონები დაწვრილებით, უმნიშვნელო დეტალებამდე აღწერდნენ საავადმყოფოების განაწესებს, მკურნალობის მეთოდებს და სამედიცინო საქმის შესწავლას.

მეტად სანიმუშოა გამოჩენილი მეცნიერის, ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერატიული ქირურგიის პროფესორის ვ. ფ. ვოინო-იასენეცკის ცხოვრებისეული მაგალითი. მისი სამკურნალო საქმიანობა ეკლესიამ მღვდელმთავრის ბრწყინვალე მსახურებას გაუთანაბრა და მთავარეპისკოპოსად დაასხა ხელი.

მეუფე ლუკას (ვოინო-იასენეცკი) მართლმადიდებელი მრწამსის გამო, რომელსაც იგი ცხოვრებასა და საქმეში იცავდა, ბევრის გადატანა მოუხდა. აი, მხოლოდ ერთი ფაქტი: როგორი მორჩილებით, ვაჟკაცობითა და სიბრძნით ითმენდა იგი ხელისუფლებისაგან უსამართლო თავდასხმებსა და დევნას.

"სახალხო ბრალმდებელმა", ჩეკისტმა პეტერსმა მეუფის ე. წ. "ექიმთა საქმე" განსახილველად სასამართლოს გადასცა (1921). კითხვებს შორის იყო ასეთი: "როგორ გწამთ ღმერთი, მღვდელო და პროფესორო იასენეცკ-ვოინი? განა გინახავთ იგი, თქვენი ღმერთი?" "ღმერთი მე ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის ქალას კოლოფი გამიხსნია, არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი", - ღირსეულად უპასუხა მეუფემ.

პეტერსის მიერ შეთითხნილი "ექიმთა საქმე" ჩავარდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მეუფე მაინც რეპრესირებული აღმოჩნდა. ხელისუფლების მიერ შორეულ ტურუხანსკში გადასახლებულ წმინდა ექიმს პავლოვი ამშვიდებდა: "მთელი სულით თანავუგრძნობ თქვენს მოწამეობას".

ის იყო ჭეშმარიტად სასწაულთმოქმედი. შემორჩენილია ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გაუკეთა ერთ ციმბირელ გლეხს მუცლის ღრუს ოპერაცია ჯიბის დანით, ჭრილობა ქალის თმით გაკერა და ამას დაჩირქება არ მოჰყოლია.

1935 წელს მეუფე ლუკა ტაშკენტში პოლტორაცკის საავადმყოფოსთან ცხოვრობდა. დილით ადრე მის ქოხთან მსუბუქი მანქანა მოდიოდა, ტაძარში მიჰყავდა და მსახურების დამთავრებამდე ეკლესიის გალავანთან უცდიდა. შემდეგ იგი გადაუდებელი დახმარების ინსტიტუტში მიდიოდა, რომლის მესამე კორპუსსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. ამგვარად იწყებოდა მისი ოპერაციებით, კონსულტაციებით, კონფერენციებით დატვირთული დღე, რასაც საოპერაციოში და გვამებზე მუშაობა, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ლექციების კითხვა ემატებოდა. შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში მეუფე ლუკას ტაძრიდან ცხენშებმულ ეტლს უგზავნიდნენ.

სად და ვისთვის არ უმკურნალია ლეგენდარულ ექიმს, მას არასოდეს შერცხვენია კეთილშობილი პაციენტებისთვის მხურვალედ ეთქვა: "ეს ღმერთმა განგკურნათ ჩემი ხელით, ილოცეთ".

ბევრი ექიმი სიხარულით სწავლობდა მართლმადიდებელ ეპისკოპოსთან. ის მათგან მოითხოვდა, რომ ავადმყოფების გადარჩენისათვის ყოველთვის ყველა საშუალება გამოეყენებინათ და არწმუნებდა, ექიმს ნება არა აქვს წარუმატებლობაზე იფიქროსო. ეპისკოპოს-ქირურგს ყოველთვის აღაშფოთებდა საქმეში არაპროფესიონალიზმის, უვიცობის შემთხვევები, რის გამოც ადამიანები იტანჯებოდნენ და რაც საერო მედიცინაში, სამწუხაროდ, ხშირია. მეუფე ლუკა არასოდეს ითმენდა გულგრილობას სამედიცინო მოღვაწეობისადმი.

ის თავის მოწაფეებს "ადამიანურ ქირურგიასაც" ასწავლიდა, ყოველ დაჭრილთან თითქოს პირად ურთიერთობაში შედიოდა, თითოეულს სახით ცნობდა, იცოდა გვარი, ოპერაციის და ოპერაციის შემდგომი ყოველი წვრილმანი ახსოვდა. ამჟამად ფართოდაა ცნობილი მეუფე ლუკას სიტყვები: "ქირურგისთვის არ უნდა არსებობდეს შემთხვევა, არამედ მხოლოდ ცოცხალი, ტანჯული ადამიანი".

თვითმხილველთა - კოლეგების, ავადმყოფების და მათი ახლობლების მოწმობით, ავადმყოფის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება "იდეალური" იყო.

- ახლა ჯვარისმამასთან არსებული სამედიცინო სამსახურის ირგვლივ ვისაუბროთ. როგორ დაარსდა ეს სამედიცინო სამსახური და რას ისახავდა მიზნად?

- ჩემი მოძღვრის, მამა ტარიელის კურთხევით, ავადმყოფებს ვუტარებდი კონსულტაციას და ვუღებდი ელექტროკარდიოგრამას. ჩემი მუშაობის მიზანი სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება იყო, მაგრამ მათ გარდა მოდიოდნენ სხვა ავადმყოფებიც. საჭირო გახდა სხვა სპეციალობის ექიმების ჩართვაც. მოვიწვიე მაღალკვალიფიციური ექიმები უფასო კონსულტაციების ჩასატარებლად. ჩემი ახლობლები და ნაცნობები სიამოვნებით დამთანხმდნენ თანამშრომლობაზე. კონსულტაცია მოიცავს ავადმყოფობის გარშემო გასაუბრებას და გასინჯვას. ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩასატარებლად, რომლებიც ფასიანია, ავადმყოფები იგზავნებიან სტაციონარში; მაგრამ ზოგიერთს გამოკვლევების გაკეთება უსახსრობის გამო უჭირს. კარგი იქნებოდა, გამოჩენილიყო სპონსორი, ვინც დააფინანსებდა მათ და სრულყოფილი იქნებოდა კონსულტაციაც. სამედიცინო სამსახურის მუშაობის მთავარი მიზანი არის სწორი დიაგნოზის დასმა და სწორი მიმართულების მიცემა. ჩვენთან მომსახურე ექიმები სიამოვნებით ეწევიან ქველმოქმედებას. ნებისმიერ გასამრჯელოზე მეტია ის განცდა, რომელიც გეუფლება მაშინ, როდესაც პაციენტი დაგლოცავს და მადლიერია შენი. გარდა ამისა, ექიმებს ეკლესიური ცხოვრებაც ეხმარებათ უანგაროდ მუშაობასა და მოწყალების გაცემაში. განკურნების თვალსაზრისით რწმენა ავადმყოფებისთვისაც მნიშვნელოვანია, დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დანიშვნის შემდეგ კიდევაც ეზიარებიან. აქ მომუშავე ექიმებისგან მსმენია, რომ ავადმყოფებისგან იღებენ იმდენ სითბოს, დალოცვასა და მადლიერებას, რომ სიხარულით ივსებიან, არაჩვეულებრივ სიმსუბუქეს გრძნობენ. გაცემული სიკეთე ათმაგად უბრუნდებათ მადლიერი პაციენტების სიყვარულით.

ჩვენი ავადმყოფების უმრავლესობა რწმენით არის აღსავსე: იღებენ ნაკურთხ წყალს, სეფისკვერს... რწმენას ემატება მკურნალობა და ეს უმსუბუქებთ მდგომარეობას.

ადამიანის მოვალეობაა, დაეხმაროს გაჭირვებულს. ექიმს ეს ყველაზე მეტად შეუძლია. ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენი პროფესია საშუალებას გვაძლევს, დავეხმაროთ ხალხს და მდგომარეობა შევუმსუბუქოთ.

ჩვენი სამსახური ეხმარება არა მარტო ამ ტაძრის მრევლს, არამედ ყველა მომსვლელს. პაციენტმა იცის, რომ აქ მას დახვდება რწმენაში გაძლიერებული, მართლმადიდებელი ქრისტიანი ექიმი, რომელიც სრულიად უანგაროდ მოუსმენს, უმკურნალებს, გაამხნევებს და იმედიან სიტყვას ეტყვის - "უფალი მოწყალეა". ექიმისთვის კი ყველაზე საუკეთესო სამადლობელია - "ღმერთმა შეგიწიროს", რომელსაც მადლიერი პაციენტი ამბობს.

დიდია ძალა რწმენისა და უფლის სიყვარულისა.

ქვეყნის მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და ფასიან მედიცინაზე გადასვლამ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა მოსახლეობა. ჩვენთან თავისუფლად შეუძლია მოსვლა ნებისმიერ ადამიანს და სამედიცინო კონსულტაციის მიღება, მიუხედავად ეკონომიური მდგომარეობისა. ჯვარისმამაში სიმშვიდის გრძნობა ეუფლებათ ექიმებს. რაც არ უნდა დაღლილები იყვნენ, მაინც ხალისით ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.

რწმენა ადამიანს ბევრ რამეში ეხმარება, მათ შორის ავადმყოფობის დაძლევაში. მიმაჩნია, რომ ქველმოქმედება და ექიმობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია.

ჯვარისმამის სამედიცინო სამსახურში მოსვლისას გვეუფლება ისეთივე განცდა, როგორიც საერთოდ ეკლესიაში მოსვლისას ეუფლება ადამიანს. რწმენა და ქველმოქმედება და ექიმის საქმიანობა ხომ განუყოფელია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.02.2018
ზოგადად, მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა, ეს დიდი სულიერი ცვლილებების პერიოდია.
12.09.2013
ეკლესიის დამოკიდებულებას სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი კარგად გამოხატავს მაღალღირსი ბარსანოფი დიდის წერილი
29.08.2013
ხალხური მედიცინა
ცნობილი ექიმი, სამედიცინო ფსიქოლოგი და რელიგიათმცოდნე კ. როზინი ბიბლიურ ცოდნაზე დაყრდნობით ამბობდა:
04.08.2011
თუ ვინმეს ტკივილებსა და უძლურებაში ვიხილავთ, ცბიერებით კი არ დავიწყოთ ავადმყოფობის მიზეზების რკვევა, არამედ უბრალო და უანგარო სიყვარულით მივიღოთ და შევეცადოთ, როგორც საკუთარ თავს, ისე ვუმკურნალოთ
04.08.2011
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- მამაო, რატომ ეძლევათ ადამიანებს ავადმყოფობა?
04.08.2011
იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც
ჩვენს ქვეყანაში მედიცინისა და რელიგიის, მართლმადიდებლობის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს.
04.08.2011
"სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცდუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისაგან...
04.08.2011
მოციქულის სწავლებით (რომ. 5,12), ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა, ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი - შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებასთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.
04.08.2011
ვინც წმინდანთა ცხოვრებებში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ ბევრ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა განკურნებისა, ბრმათათვის თვალთა აღხილვისა
03.03.2011
კვება სიცოცხლის პირველი და აუცილებელი პირობაა. ჯანსაღი საკვების მიღება ძნელი არ არის, თუ, რასაკვირველია, ვიცით, რა გვსურს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat