სიკეთე, მადლის ქმნა, არის ყველაფრის საზომი ამ წუთისოფელში
სიკეთე, მადლის ქმნა, არის ყველაფრის საზომი ამ წუთისოფელში
ეკლესიის დამოკიდებულებას სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი კარგად გამოხატავს მაღალღირსი ბარსანოფი დიდის წერილი , რომელიც მან საავადმყოფოში მორჩილ ამბა დოროთეს მისწერა: "როცა სამკურნალო წიგნებს კითხულობ, ან ვინმეს მათ შესახებ ეკითხები, გახსოვდეს, რომ ღვთის გარეშე ვერავინ განიკურნება, ამიტომ ვინც საექიმო ხელოვნებას მიუძღვნის თავს, ღვთის სახელით უნდა იმოქმედოს და ღმერთი შეეწევა. საექიმო ხელოვნება ადამიანის კეთილსინდისიერებას ხელს არ უშლის, არამედ მოუწოდებს შეითვისოს ის, როგორც მათი სახარბიელო ხელსაქმე".

განვაგრძობთ საუბარს საქართველოს საპატრიარქოს სამონასტრო და ხალხური მედიცინის კაბინეტის ხელმძღვანელთან, ფიტოთერაპევტ ნაილი-მარიამ ხარაიშვილ-ხეთერელთან.

(დასაწყისი "კარიბჭე" #18)
- 1990 წელს საქართველოში გაიხსნა "ხალხური მედიცინის ასოციაცია", რომლის ხელმძღვანელი იყო პროფესორი ნუგზარ ჯოგლიძე. ასოციაციაში იწვევდნენ ისეთ ხალხურ მკურნალებს, რომელთაც სამკურნალწამლო რეცეპტები გადმოცემული ჰქონდათ წინაპრებისგან. თბილისის ფარმაკოლოგიურ კვლევით ინსტიტუტში იკვლევდნენ ქართული ხალხური წამლების ნიმუშებს და დადებითი შედეგისას, ხალხურ მკურნალს აძლევდნენ მკურნალობის ნებართვას.

კლინიკური კვლევა წარმატებით გაიარა ჩემ მიერ წარდგენილმა ხარაიშვილებისა და ხეთერელების საგვარეულო წამლებმა.

1991 წელს ქუთაისში გაიხსნა "მწვანე აფთიაქი", სადაც მხოლოდ ქართული ხალხური წამლები და სამკურნალო მცენარეთა ნაკრებები იყიდებოდა დაბალ ფასებში. ამ აფთიაქში ვმუშაობდით ხალხურ მკურნალებად 1995 წლამდე მე და ბატონი არჩილ ასკურავა, რომელიც ასკურავების საგვარეულო მოტეხილობის მალამოს ამზადებდა.

იმხანად ძნელბედობის ჟამი იდგა საქართველოში. გაუჭირდა ხალხს, არ იყო ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, შეიქმნა პურისა და მედიკამენტების დეფიციტი. სწორედ იმ ხანად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კურთხევით, ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში დაარსდა სატაძრო მედიცინის აღდგენის განყოფილება, რომლის გამგედაც დამნიშნეს.

პატრიარქის კურთხევით, უანგაროდ ეძლეოდათ ხალხური რეცეპტით დამზადებული წამლები ლტოლვილებს და ინვალიდებს. მე და ჩემს შვილებს თავად მიგვქონდა წამლები ოჯახებსა თუ ტაძრის წინ მდგომ ინვალიდ ავადმყოფებთან. რადგან სიტყვამ მოიტანა, მინდა ერთი ასეთი შემთხვევა გავიხსენო:

როცა ქაშუეთის ტაძრიდან ლოცვის დამთავრების შემდეგ გამოვედი, ხატები, ჯვრები, ლოცვის წიგნები შევიძინე და საფულე ისე დამიცარიელდა, შინ წასასვლელი ფული აღარ მქონდა. დავიბენი, ნაცნობი არავინ იყო, რომ დახმარება მეთხოვა. უცებ, ტაძრის გამოსასვლელში, ორმწკრივად მდგომ უპოვარებზე შევაჩერე მზერა, გავბედე და ხმამაღლა მივმართე: რომელი თქვენგანი მასესხებს ხვალამდე 40 თეთრს-მეთქი. სიტყვა დამთავრებულიც არ მქონდა, ხურდებით სავსე ხელები გამომიწოდეს. გაოცებისაგან სუნთქვა შემეკრა - თქვენ ყოველთვის გვეხმარებით და რა იქნება, უფალმა ჩვენც მოგვცეს ძალა, სხვისი დახმარება შევძლოთო. ზუსტად ორმოცი თეთრი ავიღე მათგან, და კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რა მაღალი სული აქვს ადამიანს, თუკი მის ღირსებას ვინმე არ შეეხება. სიკეთე, მადლის ქმნა, არის ყველაფრის საზომი ამ წუთისოფელში.

აფხაზეთის ომის დროს ქუთაისში გაიხსნა სატაძრო მედიცინის ცენტრი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. რადგან მედიკამენტების დიდი გასაჭირი იყო, გვთხოვეს ფრონტზე ნაბრძოლი დაჭრილი მეომრებისათვის დაგვემზადებინა ხალხური მალამოები და სხვადასხვა წამლები და ნაყენები, რომლებსაც სპეციალურ ყუთებში ვფუთავდით და ჭუბერში ვგზავნიდით შვეულმფრენებით, სადაც თავმოყრილნი იყვნენ დაჭრილები და აფხაზეთიდან დევნილები. ეს ის პერიოდია, როდესაც სოხუმს ვტოვებდით. სამი წლის შემდეგ სრულიად შემთხვევით გავიცანი ბ-ნი ავთანდილ მეგრელიშვილი, რომელიც ომის დროს დაჭრილებისთვის მედიკამენტების გაგზავნას კურირებდა თურმე. მითხრა, - მაშინ თქვენ რომ წამლები არ გამოგეგზავნათ, ნამდვილად გაგვიჭირდებოდა ჩვენი მეომრების გამოჯანმრთელება და ფეხზე დაყენება, ამიტომ ისინი რომ გადარჩნენ და დღეს ცოცხლები არიან, ამას თქვენ გიმადლიანო... მადლობა უფალს, რომ გვაძლევს სიკეთის კეთების შესაძლებლობას.

ხეთერელების მალამო და ბუნებრივი დამამშვიდებელი ბალზამი
- ყოველგვარი კლინიკური კვლევა წარმატებით გაიარა ჩემ მიერ წარდგენილმა ხარაიშვილებისა და ხეთერელების საგვარეულო წამლებმა, რომლებიც დარეგისტრირებულია ჯანმრთელობის სამინისტროში, დაპატენტებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დეპარტამენტში. გამოკვლევები აპრობირებულია პროგრესულ სამედიცინო კლინიკებში. გამოგონებები დაჯილდოვებულია მთავრობის მიერ, სერტიფიცირებულია კაბინეტ "ქსენონში".

ხეთერელების ცნობილი მალამო გამოიყენება ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის, იშიაზის, საჯდომი ნერვის ანთების, ნაღრძობის, პოდაგრის, დაჟეჟილობის, კუნთის სპაზმის, სასუნთქი გზების ანთებების, ასაკობრივი ქავილის, ლორწოვანი გარსის მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი ანთებების, დიაბეტური და ტროპიკული წყლულების, დამწვრობის დროს, ეფექტიანია სახის კანის მოსავლელად, როგორც მკვებავი.

ხეთერელის მალამო სახსრებისთვის თხევადი სახითაც გამოდის, როგორც ანალგეზური, ანთების საწინააღმდეგო, იმუნური სისტემის და რეგენერაციის გამაძლიერებელი საშუალება.

დედა ევგენიამ, რომელიც იერუსალიმში მოღვაწეობს, ამას წინათ მითხრა: "შენს მალამოს, რომელსაც მონაზვნებისთვის გზავნი, იერუსალიმში ხილულ სასწაულს ეძახიანო. აქ მას თვალებზეც ისვამენ, როცა მხედველობის პრობლემა დაემუქრებათ, გაცივების, სახსრების ანთების და ჩიყვის დროსაც და ყველა დაავადებას ძალიან რგებს. სხვებიც შემხვედრია, სრულიად უცნობი მადლიერი პაციენტები, - ამა და ამ დაავადებაზე ძალიან მომიხდა თქვენი მალამო, მე თვითონ ვერც კი წარმომედგინა, თუ ამ დაავადებასაც წაადგებოდა.

ასევე დიდი მოთხოვნილება არის ბუნებრივ დამამშვიდებელ ბალზამზეც, რომელიც სვიის გირჩების, კატაბალახას ძირების, თავშავას, შავბალახას და ნატურალური თაფლისაგან მზადდება და გამოიყენება შფოთის, ნევროზის, უძილობის დროს, ბავშვებში გარდატეხის ასაკში, წინაკლიმაქსურ და კლიმაქსურ პერიოდში.

უნივერსალურ სამკურნალო თიხათა კომპოზიცია "ნაილენოლი"
- ჩემი წინაპრები ძალიან კარგად იცნობდნენ კერამიკულ და სამკურნალო თიხებს.

საქართველოში ცნობილია ასკანის თიხა, ცისფერი, ლურჯი და მწვანე თიხები. თავსაბანად გამოიყენებენ ასევე ტალახისებრ მიწას, მას დღესაც კი ხმარობენ სხვადასხვა კუთხეში, რომელიც ძალიან კარგია, როგორც თმის ძირების მკვებავი ბუნებრივი საშუალება.

ერთხელ ხილვა მქონდა: დავინახე უფლის სახე, რომელსაც სახის ნაკვთები, ცხვირი, ყური, ლოყა, ყველაფერი თიხისგან ჰქონდა, მხოლოდ მისი უძირო, ულამაზესი თვალები იყო ცოცხალი, მესმის ხმა: "სამკურნალო თიხა არის მონასტერთან ახლოს"... შევუდექით ამ თიხის ძებნას, თითქმის საქართველოს ყველა მონასტერი შემოვიარეთ მე და ჩემმა შვილებმა, ყველა ნიმუში ავიღეთ და როგორც პატრიარქის კურთხევა იყო, სასწრაფოდ გავუკეთეთ ანალიზი, რაც კი საქართველოში შესაძლებელი იყო, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ეს ნამდვილი სამკურნალო თიხა იყო. კავკასიის მინერალური ინსტიტუტის, ფარმაკოლოგიის ინსტიტუტის ბუნებრივი რესურსების კვლევის ცენტრის დასკვნების საფუძველზე, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აღმოჩნდა მართლაც უნიკალური სამკურნალო თიხა, რომელიც დავაპატენტეთ "ნაილენოლის" სახელწოდებით. ეს თიხა შეიცავს სწორედ იმ მინერალებს, რომლებიც იდენტურია ადამიანში არსებული მინერალებისა. ამ თიხას უკვე 6 წელზე მეტია, იყენებენ ყოველგვარი დაავადების სამკურნალოდ, განსაკურებით უსწრაფესი ეფექტი აქვს მას ტიპური დიაბეტით დაავადებულთა სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში ნახევარ ჩაის კოვზ თიხას მშრალად იყრიან ენაზე. ნერწყვის საშუალებით ხდება პირის ღრუში ამ თიხის დაგუნდავება ისე, რომ არც თიხა და არც ნერწყვი არ უნდა გადავყლაპოთ, ათი წუთის შემდეგ ეს გუნდა პირიდან უნდა გადმოაგდოს ავადმყოფმა და პირის ღრუ თბილი წყლით გამოისუფთაოს, 10-15 წუთში, შაქრის ნიშნული სისხლში ნორმაზე დგება. საოცრება ის არის, რომ ეს პროცედურა არც ერთ შემთხვევაში არ იწვევს ჰიპოგლიკემიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნორმაზე დაბლა არავითარ შემთხვევაში არ დაწევს შაქრის ნიშნულს.

კეთდება სახის ნიღბები მწვანე, ცისფერი და ლურჯი თიხისგან, რომელიც წმენდს სახეს და ახალგაზრდულ იერს უბრუნებს კანს.

თიხა არეგულირებს ადამიანის ენერგეტიკულ ველს, ამშვიდებს და აწონასწორებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ამბობენ, თიხას სულიც აქვსო. საცხოვრებელი ბინის კუთხეებში თიხით სავსე ჯამები რომ დავდოთ, ოჯახში სიმყუდროვე და სულიერი სიმშვიდე დაისადგურებს. თიხისთვის ხელის შეხებაც კი სასიამოვნო განწყობას უქმნის ადამიანს. სიამოვნების მომგვრელია თიხის ფიალით ღვინის მირთმევა ან წყლის დალევა დოქიდან, რაც ადამიანისთვის სასურველი და სასიამოვნოა, ის სასარგებლოც არის მისთვის.

ამას წინათ ტელევიზიით ვნახე გადაცემა: სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ უდაბნოში ცხოვრობენ თუთიყუშები, სადაც მათთვის შხამიანი მცენარეების გარდა, სხვა საკვები არ მოიპოვება. ამიტომ ეს თუთიყუშები იძულებულნი არიან, იკვებონ შხამიანი ფოთლებით, მაგრამ საოცარი ის არის, რომ მათ ეს იციან და ყოველ საღამოს მიფრინავენ უდაბნოს იმ კუთხეში, სადაც სამკურნალო თიხის გორებია, აკენკავენ ამ თიხას და ამით იზღვევენ თავს მოწამვლისაგან.

ჩვენი წინაპრები კარგად ერკვეოდნენ კერამიკულ და სამკურნალო თიხებში, ხელი რომ გაგვეჭრებოდა, თიხის აპლიკაციებს ღია ჭრილობაზე დაგვადებდნენ ბავშვებს და რამდენიმე წუთში ჭრილობა პირს შეიკრავდა და გვიხორცდებოდა ისე, რომ კანზე ნაწიბურს არ გვიტოვებდა.

თიხაში არსებული ბევრი მიკროელემენტი ადამიანს ბევრი დაავადებისგან კურნავს. მას გამოაქვს ორგანიზმიდან მავნე წიდები, რაც ჯერ კიდევ პაპირუსის დროიდან არის ცნობილი. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე წერდა სამკურნალო თიხის შესახებ, რომ მას შეუძლია ადამიანის ორგანიზმიდან ყოველივე უარყოფითი გამოდევნოსო. ადამიანის სულში მიმდინარე ანთებითი პროცესები მკურნალობის დროს თიხაში გადადის და ანთებაც მალე ცხრება. ამას ინსტინქტურად ცხოველებიც ხვდებიან. ჯუნგლებში თუკი ცხოველი დაჭრილია, ან ჭრილობა არ უხორცდება, იცის, სად არის სამკურნალო თიხა, მიდის იქ, ამოიგანგლება თიხაში და ჭრილობაც უმალ იკრავს პირს.

პრაქტიკული გამოცდილებიდან დავრწმუნდი, რომ საქართველოს კურთხეულ მიწაზე ამ რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილ უნიკალურ თიხათა კომპოზიცია "ნაილენოლი" ყოველგვარ დაავადებას კურნავს, დაწყებული გრიპიდან დამბლამდე, მთავარია სწორი, თანმიმდევრული მკურნალობა. იგი აღადგენს, აჯანსაღებს და აძლიერებს ორგანიზმს, ასუფთავებს, კურნავს, იცავს და აახალგაზრდავებს კანს. ამიტომ ყველამ უნდა გამოიყენოს ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები, რასაც პატრიარქი ხშირად ურჩევს თავის მრევლს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.02.2018
ზოგადად, მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა, ეს დიდი სულიერი ცვლილებების პერიოდია.
29.08.2013
ხალხური მედიცინა
ცნობილი ექიმი, სამედიცინო ფსიქოლოგი და რელიგიათმცოდნე კ. როზინი ბიბლიურ ცოდნაზე დაყრდნობით ამბობდა:
04.08.2011
თუ ვინმეს ტკივილებსა და უძლურებაში ვიხილავთ, ცბიერებით კი არ დავიწყოთ ავადმყოფობის მიზეზების რკვევა, არამედ უბრალო და უანგარო სიყვარულით მივიღოთ და შევეცადოთ, როგორც საკუთარ თავს, ისე ვუმკურნალოთ
04.08.2011
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- მამაო, რატომ ეძლევათ ადამიანებს ავადმყოფობა?
04.08.2011
იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც
ჩვენს ქვეყანაში მედიცინისა და რელიგიის, მართლმადიდებლობის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს.
04.08.2011
"სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცდუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისაგან...
04.08.2011
მოციქულის სწავლებით (რომ. 5,12), ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა, ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი - შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებასთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.
04.08.2011
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია.
04.08.2011
ვინც წმინდანთა ცხოვრებებში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ ბევრ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა განკურნებისა, ბრმათათვის თვალთა აღხილვისა
03.03.2011
კვება სიცოცხლის პირველი და აუცილებელი პირობაა. ჯანსაღი საკვების მიღება ძნელი არ არის, თუ, რასაკვირველია, ვიცით, რა გვსურს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat