უწოდე ავადმყოფობას ავადმყოფობა და ავადმყოფობა გაგეცლება
უწოდე ავადმყოფობას ავადმყოფობა და ავადმყოფობა გაგეცლება
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- მამაო, რატომ ეძლევათ ადამიანებს ავადმყოფობა?

- ღვთის ხელშია ყველაფერი, თუნდაც ჯანმრთელობა, ავადმყოფობა, სიმდიდრე, სიღატაკე, სილამაზე ან ადამიანის რაიმე ნაკლი. ავადმყოფობა ცოდვების შედეგია. ღმერთმა ადამიანის ბუნება კეთილად შექმნა, მაგრამ მისთვის ღვთის ხატად და მსგავსად მიცემული თავისუფალი ნების არასწორი, არა ღვთისთვის და სულის სახცოვნებლად გამოყენება ხშირად იწვევს გამრუდებას, დესტრუქციას, არასწორ სულიერ არჩევანს, არასწორ რეალიზებას თავისუფალი ნებისა, რის შედეგადაც ადამიანი მიდის განსაცდელამდე. ესაა სხეულებრივი ავადმყოფობის განსაცდელი, ხილული თუ უხილავი თავდასხმების განსაცდელი, მტრების ბრძოლა, თუნდაც რაიმე დისკომფორტი, შფოთი, უმიზეზო შიში, განგაშის შეგრძნება, ძრწოლა, ნევროზული მდგომარეობა... ღმერთი ყველა ადამიანს, ცოდვის ჩადენის შემდეგ, აძლევს საშუალებას სინანულისა, მაგრამ თუ ადამიანი არ მიდის სინანულამდე, მას განსაცდელები ევლინება, ხშირად - ავადმყოფობებიც. ადამიანს ავადმყოფობა ეძლევა სინანულისათვის. ძალიან ცუდია, როცა კაცი მოულოდნელად მიდის ამ ქვეყნიდან. წმინდა მამები ამბობენ: კარგია, თუ ადამიანი ავადმყოფობებს იტირებს, ცოდვებს მოინანიებს, იწუხებს, ტკივილს განიცდის, შემდეგ დამშვიდდება, დაწყნარდება, გააანალიზებს თავის ცხოვრებას და შეგნებულად გარდაიცვლება. ძალიან ცუდია გარდაიცვალო ისე, როგორც ნერონი, როგორც ჰეროდე. იგი იჯდა ტახტზე, ოქრო-ვერცხლით შემკული, ხალხს გაღმერთებული ჰყავდა. უეცრად სისხლი წამოუვიდა ყურებიდან, ცხვირ-პირიდან და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ეს არ არის ქრისტიანული აღსასრული. ნებისმიერი ადამიანისთვის ავადმყოფობა სასჯელად აღიქმება და არასასურველ დისკომფორტად და სულიერ, ფიზიკურ შემაწუხებელ ფაქტორად. მეტაფიზიკურად, გლობალურად რომ გადავხედოთ, ეს ტანჯვანი ადამიანს ეძლევა იმის გამო, რომ მისი სული, სამშვინველი და სხეული განიწმინდოს. თუმცა შეიძლება, სენი იმისთვის შეეყაროს, რომ სასწაულებრივად განიკურნოს, ანუ მასზე ღვთის ნება, ღვთის განგებულება სასწაულებრივად აღსრულდეს და იმ სულიერი თუ ფიზიკური, ფსიქოლოგიური დისკომფორტისა და ზიანისაგან მიიღოს სულიერი, ღვთაებრივი განკურნება და სხვებისთვის ეს რწმენაში გამაძლიერებელი ფაქტორი გახდეს, რომელსაც შეუძლია არაერთი მოაქციოს. ღვთის განგებულებანი და გზები აურაცხელია და გამოუკვლეველია.

- ეკლესიის გარეთ მყოფნი სხვანაირად აღიქვამენ მოწეულ ავადმყოფობებს.

- სრულიად ურწმუნო ადამიანი განსხვავდება მცირედმორწმუნისგანაც კი. მისი მსოფლმხედველობა და მსოფლაღქმა, მსოფლშეგრძნება სრულიად განსხვავებულია და რეალობას მოწყვეტილი. ის, რაც ურწმუნოსთვის საამაყო და მისაბაძია, მორწმუნისთვის დაღუპვა, სირცხვილი და წარსაწყმედელი შეიძლება გახდეს ან პირიქით, ის, რაც მორწმუნისთვის სასიხარულო, სათნო და მისაბაძია, ურწმუნოსთვის დამამცირებელი და საერთოდ უარსაყოფიც იყოს. ამის უამრავი მაგალითია. ქრისტეს მცნებები ურწმუნოს საერთოდ არ ესმის, მორწმუნისთვის კი ცოცხალი ცოდნაა, რომელსაც იყენებს ცხოვრებაში. ცოდნა მას როგორც ძალა, ისე ეძლევა, როგორც ამ ცოდნის გამოყენების რეალური შესაძლებლობა. ჩვენთვის მხოლოდ ინფორმაციული დატვირთვა არ აქვს სახარებისეულ სიბრძნეს. ურწმუნოსთვის ქარი შეიძლება ნიშნავდეს ჰაერის მასების გადაადგილებას, მორწმუნე ადამიანისთვის გრიგალი და ხეების ძირფესვიანი ამოთხრა ან სტიქიური უბედურებანი - სასჯელს ერის ან ოჯახისთვის, გარკვეული ეთნოსის სასჯელის მომასწავებლად აღვიქვათ ან გარკვეული ცოდვებისგან განწმენდას მივაწეროთ. ურწმუნოსთვის სტიქიური უბედურება შეიძლება წუწუნის, დრტვინვისა და ცოდვებზე დაუფიქრებლობის კიდევ ერთი მიზეზი გახდეს. არადა, სტიქიური უბედურებები იგივე ავადმყოფობაა ბუნებისა. შემთხვევითობა არ არსებობს, არსებობს ღვთის განგებულება და მოვლენებს შორის, ანუ ჯანმრთელობასა და ავადმყოფობას შორის კავშირის მოუძებნელობა, მოვლენებს შორის კავშირის დაუმყარებლობა და ამ კავშირის ვერშემჩნევა და ვერგაანალიზება. ამიტომ ის, რაც ეჩვენება ურწმუნოს შემთხვევითად ან გაუგებრად, მორწმუნისთვის სავსებით კანონზომიერი და დამმოძღვრელია.

***
ეკლესია არის სულიერი სასწავლებელი, ლოცვის სასწავლებელი, მოძღვარი - ლოცვის მასწავლებელი. მოძღვარი არის სულიერი ექიმი. ადამიანი ეკლესიაში მოდის უპირველესად სულიერი ბიწისაგან განსაკურნებლად, რაც მას ვნების მიდრეკილების სახით აწუხებს. ექიმი ავადმყოფს სასჯელს არ უვლენს. როცა სნეული საავადმყოფოში მიდის, კი არ უნდა დავსაჯოთ, უნდა განვკურნოთ, ზოგჯერ კურნების მტკივნეული პროცესის შედეგად. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი არ კითხულობს, ვინ არის ექიმი, რა აცვია მას, სადაურია, რომელი წამალი ვინ დაამზადა,Eესა თუ ის წამალი რისგან არის გაკეთებული, როგორი ფერისაა, როგორ ყუთშია და ასე შემდეგ. ამის კვლევაში ადამიანი შეიძლება განუკურნებელი დარჩეს, ვერც წამალი მიიღოს და ვერც ექიმთან მივიდეს. ექიმიც არ კითხულობს იმას, ის ადამიანი რა რწმენისაა, რა წარმოშობისაა, როგორი თმის ფერი აქვს, რანაირი თვალები აქვს, სად გაიზარდა... ჩვენ ვკითხულობთ, ადამიანს რა სჭირს, რომ ეკლესიაში მოსული განიკურნოს. ეკლესია არ უარყოფს საბუნებისმეტყველო მედიცინას, მაგრამ ამავე დროს ეკლესია ეხმარება ადამიანს პირველ რიგში სულიერი პრობლემის გადაჭრაში, შედეგად - ხილული, ფიზიკური პრობლემის გადაჭრაში, რასაც საბუნებისმეტყველო მედიცინა და მეცნიერებები ვერ შველის.

ღვთის მადლით, როცა ადამიანი ეკლესიაში ეზიარება, აღსარებას ამბობს, საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობს, მუდმივად ლოცულობს, ის ფერისცვალების პროცესშია. საოცარო სულიერი და ფიზიკური იმუნიტეტი ენიჭება. ზოგჯერ ესა თუ ის ავადმყოფობა რთულად დასაძლევია, მაგრამ ღვთის დახმარებით, ქრისტიანული სათნოების ძიებით და ქრისტიანულ ასკეზაში ვარჯიშით მაინც გადაილახება - როგორებიცაა მოთმინება, ლოცვა, მარხვა, შენდობა, პატიება, სულგრძელება, განწმენდა ყოვლისაგან ბიწისა, ყოველგვარი შხამის ორგანიზმიდან გამოდევნა იმ მთავარი საშუალებით, რასაც ეკლესია იძლევა:Dდაწყებული ნაკურთხი წყლით, დამთავრებული სეფისკვერის თუ არტოსის მიღებით. ადამიანი, რომელიც სულის სიღრმეებში ხედავს თავის ავადმყოფობას, მოძღვართან უნდა მივიდეს და აღიაროს ის ავადმყოფობა. უწოდე ავადმყოფობას ავადმყოფობა და ავადმყოფობა გაგეცლება შენ. არ შეიძლება, თავი მოვიტყუოთ და ავადმყოფობას ვუწოდოთ ჯანმრთელობა. ჩვენ და მოძღვარი ავადმყოფობის, ცოდვის წინააღმდეგ უნდა ავმხედრდეთ. ამიტომ სნეულებითი განსაცდელების ჟამს უნდა ჩავღრმავდეთ სულიერად ჩვენს თავში და დავუკვირდეთ, რა რისგან გამოდის, რა მთავარი ცოდვა გვიშლის ხელს განკურნებაში, გავარკვიოთ, რა ცოდვა ბადებს მეორე, უფრო მცირე ცოდვას. არა აქვს მნიშვნელობა, ერთი დიდი ლოდით ჩაიძირები, თუ იმავე წონის კენჭებით. საჭიროა პიროვნების სრული განწმენდა. ქრისტე ადამიანის სულიერ ფასადს არ ალამაზებს, არამედ ახალ ადამიანს ქმნის, რომელიც ადამიანს სულიწმინდის შვიდი ნიჭის სახით ეძლევა ნათლობის საიდუმლოს დროს, რათა სრული კურნება მიიღოს და ჯამში ცხრა ნაყოფი გამოიღოს.

- მამაო, ეკლესიაში იკითხება კვეთებულისა და ლახვრის ლოცვები. გთხოვთ განგვიმარტოთ ამ ლოცვების მნიშვნელობა და რა კატეგორიის ადამიანებისთვის არის ისინი განკუთვნილი?

- არსებობს ეგზორციზმი, ეშმაკის განდევნის ლოცვა. დიდ კურთხევანში მოცემულია კვეთებულის ლოცვა და ნებისმიერი მღვდლისთვის შესაძლებელია მისი წაკითხვა, თუმცა მაინც ფრთხილობენ და მას ბერები კითხულობენ. როდესაც ადამიანი კითხულობს კვეთებულს, ანუ ეშმაკისგან შეპყრობილი ადამიანის გამოსახსნელად ლოცვას, დემონური ძალები გამოწვევას განიცდიან, ანუ იწვევ დემონურ ძალებს კონფლიქტში, ყურადღებას იპყრობ ამ ძალებისას. ისედაც ყურადღებაა მიპყრობილი ყველა მორწმუნეზე და განსაკუთრებით იმ მოძღვარზე, რომელიც იწვევს ამ ძალებს განსადევნად. ასეთ ძალებს მაინცდამაინც არ უხარიათ სულიერად დატოვება ადამიანის სხეულისა ან ოჯახისა. სახლის კვეთებულის ლოცვაც არსებობს - "სახლსა ზედა შეგრძნებულსა". ასეთი მოძღვრები ხშირად შურისძიების ობიექტები ხდებიან. დიდი სიფრთხილე მართებს სასულიერო პირს კვეთებულის ლოცვის წაკითხვისას. შეიძლება მას პირდაპირ არ დაეწყოს ბრძოლა, ირიბად მაინც, თუ ოჯახიანია, მისი ოჯახის წევრებს, თუ ოჯახი არ ჰყავს, მაშინ სხვა სახით, მის ახლობლებს გაუმძაფრდეთ ბრძოლა.

კვეთებული ეკითხებათ ეშმაკით შეპყრობილებს, ვისაც აქვს სმენითი თუ ვიზუალური ჰალუცინაციები, ეპილეფსიური მოვლენები, კრუნჩხვები, აგრესია და სხვა მძიმე შემთხვევები. არის ნაწილობრივი შეპყრობილება, ეშმაკეულობა. ზოგჯერ ადამიანი მარიონეტია ბოროტი ძალებისა. ამ შემთხვევაში შეპყრობილობის შესაბამის სიმძაფრეს შესაბამისი გრადაციები აქვს. ამის კვალად ხდება წაკითხვა ამ ლოცვებისა. რა თქმა უნდა, კვეთებულის ლოცვა უზარმაზარ ფსიქოლოგიურ ენერგიას, უზარმაზარ რწმენას მოითხოვს. თავად მღვდელი უნდა ცხოვრობდეს ძალიან წმინდა ცხოვრებით. მუდამ ფხიზლად და ყურადღებით უნდა იყოს, რათა თვითონ არ მივიდეს იმ ნევროზულ მდგომარეობამდე, რომელსაც ებრძვის. მკურნალო, განიკურნე თავი შენი. თავად თუ განსაკურნებელი ხარ, სხვას როგორ განკურნავ? თუმცა ღვთის მადლი კურნავს, მაგრამ მაინც გამტარი შესაბამისი გარემოსი უნდა იყოს. ხშირია შემთხვევები განკურნებისა, მაგრამ ზოგჯერ იმდენად ძლიერად არის ბოროტი სული ადამიანში, რომ იგი განსაკუთრებულ ღვაწლს, ლოცვას, მოპყრობას მოითხოვს, რომ გავიდეს მისგან. კვეთებულებს დიდი წმინდანები ერთი სიტყვით ან ერთი დალოცვით კურნავდნენ ხოლმე. ქრისტე, როგორც ღმერთი, ერთი სიტყვით კურნავს. იყო შემთხვევა, როცა მოციქულებიც კურნავდნენ, მაგრამ რამდენჯერმე თვითონ მოციქულებმაც ვერ განდევნეს და ქრისტეს მიმართეს - არ გვიჯერებენ ეს ბოროტი სულები, არ გადიანო.

დემონურმა სულებმა ქვეყნიერების შექმნიდან ფაქტობრივად ყველაფერი იციან. ადამიანში ძალით არ შევა დემონური სული, თუ თავად არ გაუხსნა სარქველი. მონათლულ ადამიანს, მართლმადიდებელ ქრისტიანს არავითარ შემთხვევაში ძალადობას არ გაუკეთებს. თუ ადამიანი მონათლულია, დადის ეკლესიაში, ეზიარება, იგი ყოვლად დაცულია, ხოლო თუ ურწმუნოა, მისაწვდომია ყოვლისა ბოროტისათვის, უარყოფითი გავლენებისათვის. უწვრთნელი, დაუცველი სული ადვილად ექვემდებარება უარყოფით გავლენებს. მათთვის პრობლემა არ არის შესვლა, განსაკუთრებით, თუკი ამას ხელს უწყობს სხვა ადამიანების ბოროტი ნება, ეს იქნება ჯადოქრობა, მკითხაობა, სპირიტიზმი, სულების ოკულტური გამოძახება, ცერემონიული თუ რიტუალური მაგიის სახეები, სოფლის მაგია, შელოცვები სიყვარულზე, წყევლაზე, გათვალვაზე, ოჯახის დანგრევასა თუ ზოგჯერ სიკვდილზეც კი არის შელოცვები. ასეთი რამ მათთვის პრობლემა არ არის, თუკი ბოროტი ნება ადამიანის საყრდენს ნახულობს ამა თუ იმ რიტუალურ ცხიმებში, ქონებში, სხვადასხვა რიტუალური მაგიის სპეციალურ ნივთებში, რომლებიც საგანგებო შელოცვებით მზადდება, არ არის რთული ადამიანის ენვოლტირება ანუ გათვალვა. ზოგჯერ თვალი სარკმელია, იგი ატარებს საოცარ ძალას. ადამიანი, რომელიც ბოროტად იყენებს თავის ნებას, ზოგჯერ მის თვალს ნებსით თუ უნებლიეთ შეუძლია ერთი შეხედვით ხეც კი გაახმოს ან ადამიანი ჭკუიდან შეშალოს, ბავშვი დააზიანოს, საქონელი დააგდოს, პატარა ცხოველები დახოცოს. რა თქმა უნდა, ადამიანში ჩადებულია ღვთის ხატად და მსგავსად უზარმაზარი ძალები, მაგრამ თუ ეს ძალები ღვთის სადიდებლად არ არის გამოყენებული, იგი ხდება ინსტრუმენტი, მარიონეტი იმ ძალებისა..

ლახვრის ლოცვები არის პარაკლისი. პარაკლისს, ჯვრის პარაკლისს ვურთავ ხოლმე შენდობისა და ლახვრის ლოცვებს. ლახვრის ლოცვა მოკლე, მაგრამ საკმაოდ ძლიერია. თვითონ ლახვარი არის ის ეკლესიური ნივთი, რომლითაც ხდება სეფისკვერის კვეთა. სეფისკვერებიდან ხდება მოსახსენიებელში მიცვალებულთა და ცოცხალთა ნაწილების ამოღება. ამ ნაწილებს მერე ბარძიმში ჩააბრძანებენ. ლახვარი არის ის შუამავალი ინსტრუმენტი, შუამავალი სიწმინდე საეკლესიო ინვენტარისა, რომელიც გამოიყენება წირვა-ლოცვაში, თავისთავად მადლს აგროვებს და სიწმინდეს ატარებს ადამიანის განკურნებისთვის. ლახვრის მიერ სხვადასხვა მტკივნეულ ადგილზე გარდასახული ჯვარი, ლოცვასა და ზეთისცხებასთან დართული, ადამიანს აძლევს საშუალებას, განთავისუფლდეს უარყოფითი ენერგიული კვანძებისგან.

ლახვრის ლოცვა არის ეკლესიაში მოცემული დამხმარე საშუალება ადამიანის სულიერი თუ ფიზიკური ჯანმრთელობის მოპოვებისა, შეწევნისა და ადამიანის გამთლიანებისა, იმ სულიერი ძალებისა და იმუნიტეტის აღდგენისა, რომელიც გვჭირდება სინანულისთვის, რომ მრევლი კარგად იყოს, მოინანიოს, წინ წავიდეს სულიერად, გამრავლდეს, აღივსოს ცხოვრებაში საჭირო საწვავით, ძალებით, რათა ხანგრძლივად იაროს ეკლესიაში, სხვა მოაქციოს და მათზე კეთილი ზეგავლენა მოახდინოს. გავიხსენოთ წმინდა სერაფიმე საროველის სიტყვები: - მოიპოვე სიმშვიდე და შენგან კიდევ ათასობით ადამიანი ცხოვნდება. მდოგვის მარცვლის რწმენა გქონდეს და შენთან ათასობით ადამიანი პოვებს სულიერ შვებასა და სიმშვიდეს. ლახვრის ლოცვა არა თვითმიზანი, არამედ, როგორც ყოველი საეკლესიო საიდუმლო და საეკლესიო ქმედება, მადლის მოპოვების და შედეგად - ჯანმრთელობის ერთ-ერთი საშუალებაა.

ღმერთმა დაგლოცოთ და ყველას ჯანმრთელობა ჰქონდეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.02.2018
ზოგადად, მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა, ეს დიდი სულიერი ცვლილებების პერიოდია.
12.09.2013
ეკლესიის დამოკიდებულებას სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი კარგად გამოხატავს მაღალღირსი ბარსანოფი დიდის წერილი
29.08.2013
ხალხური მედიცინა
ცნობილი ექიმი, სამედიცინო ფსიქოლოგი და რელიგიათმცოდნე კ. როზინი ბიბლიურ ცოდნაზე დაყრდნობით ამბობდა:
04.08.2011
თუ ვინმეს ტკივილებსა და უძლურებაში ვიხილავთ, ცბიერებით კი არ დავიწყოთ ავადმყოფობის მიზეზების რკვევა, არამედ უბრალო და უანგარო სიყვარულით მივიღოთ და შევეცადოთ, როგორც საკუთარ თავს, ისე ვუმკურნალოთ
04.08.2011
იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც
ჩვენს ქვეყანაში მედიცინისა და რელიგიის, მართლმადიდებლობის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს.
04.08.2011
"სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცდუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისაგან...
04.08.2011
მოციქულის სწავლებით (რომ. 5,12), ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა, ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი - შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებასთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.
04.08.2011
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია.
04.08.2011
ვინც წმინდანთა ცხოვრებებში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ ბევრ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა განკურნებისა, ბრმათათვის თვალთა აღხილვისა
03.03.2011
კვება სიცოცხლის პირველი და აუცილებელი პირობაა. ჯანსაღი საკვების მიღება ძნელი არ არის, თუ, რასაკვირველია, ვიცით, რა გვსურს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat