ხალხში შემონახული ცოდნა დიდი განძია
ხალხში შემონახული ცოდნა დიდი განძია
ხალხური მედიცინა
ცნობილი ექიმი, სამედიცინო ფსიქოლოგი და რელიგიათმცოდნე კ. როზინი ბიბლიურ ცოდნაზე დაყრდნობით ამბობდა: "ექიმი არის ღვთისთვის სათნო, მაღალი დანიშნულებისა და სულიერი პასუხისმგებლობის მქონე პირი, რომელიც სიკვდილს ხელიდან ართმევს მსხვერპლს. თვით მკურნალობის საქმეში ეკლესია ყოველთვის თავისებური სახის ღვთისმოქმედებას ხედავდა, რადგან ავადმყოფის მომსახურება უფალმა იესო ქრისტემ ღვთისმსახურებას გაუთანაბრა".

ვისაც სახარების სიტყვისა სწამს, უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე განკითხვის დღეს იტყვის: "სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე... რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთთაგანსა ძმასა ჩემთასა, იგი მე ვიყავთ" (მთ. 25-36 25-40). ზირაქის სიბრძნე კი გვასწავლის:

მიეცი ადგილი მკურნალს, რადგან უფალმა შექმნა და ნუ მოიშორებ, რადგან გჭირდება იგი. არის ჟამი, როცა მათ ხელშია წარმატება, რადგან ისინიც უფალს ევედრებიან, რომ შეეწიონ სნეულთათვის შვების მისაცემად და მათ სასიცოცხლოდ" (ზირ. 38,9,10, 12-14).

"ისტორიულად ცნობილია, რომ ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სახალხო მედიცინას და ტაძრებისა და მონასტრების საშუალებით ავრცელებდა მას ერში.

ხალხში შემონახული ცოდნა დიდი განძია, რომელსაც გამოვლენა, შესწავლა და გავრცელება სჭირდება.

ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, ვინც ამ საშვილიშვილო საქმეს ემსახურება", - ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

- რა ვიცით მედიცინის წარმოშობის შესახებ?

- როდის ჩაეყარა საფუძველი სამონასტრო მედიცინას. ცნობილი ხალხური მკურნალების - ხარაიშვილებისა და ხეთერელების შთამომავალნი იყენებენ თუ არა წინაპართა მკურნალობის მეთოდებს და რა ახალი ტექნოლოგიებითა და გამოგონებებით გაამდიდრეს მათ თანამედროვე ფიტოთერაპია?

ამ კითხვებით მივმართეთ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ სამონასტრო-ხალხური მედიცინის კაბინეტის ხელმძღვანელს, ხალხური მეთოდებით მკურნალს, მრავალი გამოგონების, სამეცნიერო შრომისა და წიგნის ავტორს ნაილი-მარიამ ხარაიშვილ-ხეთერელს.

- სადავო აღარ არის, რომ მედიცინა, როგორც დარგი, ქართველი, კოლხი ქალის, მედეას სახელს უკავშირდება და მსოფლიოშიც ასეა ცნობილი.

მედიცინის ისტორია ოთხ პერიოდად იყოფა. პირველი პერიოდი, მაგიური მედიცინის სახელწოდებით არის ცნობილი. იგი ძირითადად შელოცვებს და მაგიურ რიტუალებს ეფუძნებოდა, იყენებდნენ ქვებსა და სხვა ნივთებს. მაგიური მედიცინის ზოგიერთი რეცეპტი დღესაც ხალხში არის შემორჩენილი. სამწუხაროდ, საქართველოში მეცნიერები აღარ შეისწავლიან ძირძველი ხალხური მედიცინის წარმოშობის ისტორიას.

მახსოვს, საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში ცხოვრობდა ქალბატონი, რომელიც ქვებს ერთმანეთს გაუხახუნებდა წყალში და ამ წყალს შემდეგ ეპილეფსიით დაავადებულნი სვამდნენ, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ბავშვი იყო ის, მოზარდი თუ ზრდასრული, ამ წყლის დალევისთანავე იკურნებოდა ამ სენისგან. სამწუხაროდ, ეს ქალბატონი 20-25 წლის წინ გარდაიცვალა და ისე ჩაიტანა საფლავში ეს საიდუმლო, ამით არავინ დაინტერესებულა. დღეს, როცა მე და ჩემმა შვილებმა სამკურნალო თიხა აღმოვაჩინეთ, ვხვდები, რომ ის ქალბატონი იცნობდა იმ ქვებს, რომლებიც ეპილეფსიით დაავადებულებისთვის იმ აუცილებელ მინერალებს შეიცავდა, რაც მათი განკურნებისთვის იყო საჭირო. მას ეს ცოდნა მაგიური მედიცინიდან ჰქონდა შეთვისებული. მაგიური მედიცინიდან იყო ისიც, რომ ხვრეტდნენ ქვებს და გულზე ჰკიდებდნენ სნეულებს. მკურნალმა იცოდა, რომელი ქვა რა ენერგეტიკას ატარებდა და ამით ებრძოდნენ სხვადასხვა დაავადებას.

მედიცინის განვითარების მეორე ეტაპი სატაძრო მედიცინის სახელითაა ცნობილი, რომელიც ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად იწყებს არსებობას. საქართველოში სამონასტრო მედიცინა ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს სახელთან არის დაკავშირებული და განვითარების ისეთ მაღალ საფეხურზე ავიდა, რომ ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მოეძებნება, რაზეც მეტყველებს დღემდე მოღწეული და შემორჩენილი არაერთი ისტორიული ძეგლი და დოკუმენტური მასალა. ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერი, ჩვენი ავბედითი ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში, ნადგურდებოდა. აღმოჩენილია წამალშესალაგები და წამლის ჭურჭლები. ასეთი ადგილები დღითიდღე მატულობს.

სამონასტრო მედიცინა, გასაგები მიზეზების გამო, კომუნისტების მმართველობის პერიოდში გადავიდა ხალხურ მედიცინაზე, თუმცა ათეისტურმა რეჟიმმა ძლიერ შეაფერხა არა მხოლოდ სატაძრო, არამედ ხალხური მედიცინის განვითარებაც, რომელიც მესამე პერიოდად არის ცნობილი. მეოთხე პერიოდს კი კლასიკური მედიცინის პერიოდს უწოდებენ, რომლის პარალელურადაც ვითარდება ხალხური მედიცინა და ხალხში დღითიდღე პოპულარული ხდება.

რა ხდებოდა კოლხეთში მედეას დროს? წამლის შესანახი მაშინ ნამდვილად არ იყო. წამალი იმდენად მალფუჭებადი იყო, დამზადებისთანავე უნდა მიეღო პაციენტს, რადგან მაშინ გაციების ან გაყინვის არავითარი საშუალება არ ჰქონდათ. ჯერჯერობით მეცნიერულად ამას ვერ ვადასტურებ, მაგრამ გამორიცხული არ არის, მიემართათ დამაჭრების მეთოდისთვის, წამალს ღვინოსავით დააყენებდნენ და როდესაც დამაჭრდებოდა, უკვე აღარ ფუჭდებოდა. ამ მეთოდს, სხვათა შორის, ჩემი შორეული წინაპრებიც იყენებდნენ - თიხის ან მინის ჭურჭელში დამაჭრებული წამალი რამდენიმე წელს ინახებოდა.

ყველა სახალხო მკურნალი მეცენატი და გაჭირვებულთა დამხმარე იყო
მე სამი გვარის სამკურნალწამლო საშუალებების დამზადების მეთოდს ვიყენებ. ეს გვარებია: ხარაიშვილი (ჩემი გვარი), რომელიც საჩხერის რაიონის მაღალმთიან სოფლებში ცხოვრობდნენ, ლაღიძე, ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩიდან, ჩემი ბებია, ნატალია ლაღიძე, ცნობილი ხალხური მკურნალი იყო და ჩემი მეუღლისა და შვილების - ხეთერელთა საგვარეულო გამოცდილება.

ხარაიშვილების უნიკალურ ხალხურ სამკურნალო საშუალებას ჩვენ XVII ს-დან ვიცნობთ. ჩემი წინაპარი ყველა სახალხო მკურნალი და მეცენატი იყო, ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ადამიანებს.

ქველმოქმედებით გამოირჩეოდა ჩემი ბაბუის ბაბუა პაპუნა ხარაიშვილი, რომელსაც მრავალშვილიანი ოჯახი ჰყავდა. მის სახელთან არის დაკავშირებული შავი ჭირის წამლის დამზადება, რომლის რეცეპტი დაიკარგა და სამწუხაროდ, ჩემამდე ვეღარ მოაღწია. როცა საქართველოში ქოლერის ეპიდემია მძვინვარებდა და ყოველი ოჯახიდან კუბო გადიოდა, ხალხმა დაინახა, რომ მხოლოდ პაპუნა ხარაიშვილის ოჯახს არ გაკარებია შავი ჭირი და შვიდი სოფლის მცხოვრებლებმა ღამის 4 საათზე, 14 ჩვილი მიიყვანეს აკვნებით პაპუნას ჭიშკართან და დატოვეს. როცა ბავშვების ტირილზე ოჯახმა გამოიღვიძა, პაპუნამ ნახა, რომ ეს ჩვილი ბავშვები მას დაუტოვეს, მაშინვე მიხვდა მათ ჩანაფიქრს, იმღამითვე დააცლევინა ბოსელი, რადგან ამდენი ბავშვი მათ სახლში არ დაეტეოდა, მალე ბოსელში ბუხარი ამოიყვანა, დიდი ოთახი გამართა, ამ ბავშვებს 8 თვე უმკურნალა, ასვა, აჭამა და როცა სრულიად გამოაჯანმრთელა, აჭიკჭიკებული პატარები მშობლებს დაუბრუნა.

დღემდე ლეგენდა დადის პაპუნას შვილზე, ივანეზე, რომელიც მაღალი, ახოვანი ვაჟკაცი ყოფილა. ივანემ ქველმოქმედებითა და სამართლიანობით გამოიჩინა თავი.

ხარაიშვილების ორი შტო იყო, ერთ შტოს მორწმუნე ხარაიშვილებს ეძახდნენ, რომლის წარმომადგენელიც მე გახლავართ. როცა ვინმეს წამლის მოსატანად გაგზავნიდნენ, მიაძახებდნენ, მორწმუნე ხარაიშვილისგან მოიტანეთ, იმათი მომზადებული უფრო წაგვადგებაო".

ხალხმა კარგად იცოდა, რომ წამლის დასამზადებელ აუცილებელ ინგრედიენტებს ჩემი წინაპრები ლოცვით მოიპოვებდნენ, მცენარეებს ლოცვით აშრობდნენ, ამუშავებდნენ და ავადმყოფებსაც ლოცვით ატანდნენ. მახსოვს, ჩემი ბაბუა გიორგი ხარაიშვილი თავის პაციენტს მდინარე ძირულამდე ჩააცილებდა, რომლის მარცხენა სანაპიროზეც წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი იდგა, ბაბუა ქუდს მოიხდიდა, მდინარის მარცხენა სანაპიროზე დაიჩოქებდა, ხელებს აღმართავდა, მზერას ამ ტაძრისკენ მიაპყრობდა და უფალს ასეთი სიტყვებით ევედრებოდა: "გაღმა-გამოღმა, წმინდა გიორგის მადლო და ძალავ, მე, ღვთის გლახაკი, გევედრები, შენი მადლის წყალობით განკურნე ეს ავადმყოფი ამ წამლის საშუალებითო". ასეთ სულსა და გულს დებდნენ ისინი ამ წამალში და როცა ავადმყოფი იკურნებოდა, ღვთის რწმენით ტაძრიდან აღარ გამოდიოდა, რომ ეკლესიური მადლი არ განელებულიყო მასში.

ობჩელი ბებიის ღვიძლი და, ნატალია ლაღიძე, ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში ცხოვრობდა. მისი მეუღლე, გვარად კორტეკლიოვი, ქალაქ ვარნის კურორტების დირექტორი გახლდათ, შეძლებული ოჯახი ჰქონდათ, სოფიაში მათ დიდი, სამსართულიანი სახლი ჰქონდათ, რომელშიც დღეს მერიაა განთავსებული. ამ სახლის სხვენზე ბებიას მოჰყავდა სამკურნალო მცენარეები და ამზადებდა წამლებს დამაჭრების მეთოდით. საბჭოთა პერიოდში ვერც ისინი ჩამოდიოდნენ საქართველოში და ვერც ჩვენ ვახერხებდით ბულგარეთში ჩასვლას. როდესაც მისმა შვილმა ნიკოლა კორტეკლიოვმა გაიგო, რომ ჩემი წინაპრების გზას მივყვები, როგორც სახალხო მკურნალი, ამ ათი წლის წინ გადმომცა ნატალიასეული ერთ-ერთი წამლის დამზადების რეცეპტი, გამიყვანა საჩხერის ველზე და ჩვენი სოფლის მინდვრებზე მაჩვენა ის მცენარეები, რომლებსაც ნატალია ბებია იყენებდა გულის კუნთის გასამაგრებლად. დავიწყე ამ წამლის დაყენება, რომელიც ისეთი რთული ტექნოლოგიით მზადდება, საკმაო დროს და ღამის თევას მოითხოვს, რადგან დამაჭრების მეთოდით მზადდება, მაგრამ ვინც კი ეს წამალი მიიღო, საუცხოო შედეგი ჰქონდათ. ასეთ შემადგენლობას ნაკლებად იცნობენ ხალხურ მედიცინაში. სხვასთან შედარებით, ეს ცოტა ძვირადღირებული წამალია, მაგრამ ჯერ არ შემხვედრია პაციენტი, რომელსაც რაიმე პრეტენზია გამოეთქვას ამ ნაყენზე.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.02.2018
ზოგადად, მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა, ეს დიდი სულიერი ცვლილებების პერიოდია.
12.09.2013
ეკლესიის დამოკიდებულებას სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი კარგად გამოხატავს მაღალღირსი ბარსანოფი დიდის წერილი
04.08.2011
თუ ვინმეს ტკივილებსა და უძლურებაში ვიხილავთ, ცბიერებით კი არ დავიწყოთ ავადმყოფობის მიზეზების რკვევა, არამედ უბრალო და უანგარო სიყვარულით მივიღოთ და შევეცადოთ, როგორც საკუთარ თავს, ისე ვუმკურნალოთ
04.08.2011
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- მამაო, რატომ ეძლევათ ადამიანებს ავადმყოფობა?
04.08.2011
იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც
ჩვენს ქვეყანაში მედიცინისა და რელიგიის, მართლმადიდებლობის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს.
04.08.2011
"სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცდუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისაგან...
04.08.2011
მოციქულის სწავლებით (რომ. 5,12), ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა, ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი - შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებასთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.
04.08.2011
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია.
04.08.2011
ვინც წმინდანთა ცხოვრებებში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ ბევრ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა განკურნებისა, ბრმათათვის თვალთა აღხილვისა
03.03.2011
კვება სიცოცხლის პირველი და აუცილებელი პირობაა. ჯანსაღი საკვების მიღება ძნელი არ არის, თუ, რასაკვირველია, ვიცით, რა გვსურს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat